ტვინისთვის სასარგებლო სამი პროდუქტი
ტვინისთვის სასარგებლო პროდუქტია ნიგოზი, ის თითქმის ზუსტად იმეორებს მის ფორმას. ნიგოზი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, А, В და Е ვიტამინებს, ლეციტინს, რომელიც კარგად მოქმედებს კოგნიტურ უნარებსა და მეხსიერებაზე.
ზღვის ცხიმიანი თევზი ასევე სასარგებლოა ტვინისთვის. ის შეიცავს ბევრ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს. ეს უკანასკნელი მოქმედებს მეხსიერებაზე, აზროვნებით პროცესებსა და მოტორიკაზე.
მწარე შოკოლადი, რომელშიც კაკაოს შემცველობა 60%-ს აღემატება. კაკაო შეიცავს ფლავონოიდებს - ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ააქტიურებენ თავის ტვინის უჯრედებს. კაკაოში არის ასევე მაგნიუმი, რომელიც ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას.
ტვინზე უარყოფითად მოქმედებს:
ტკბილეული. აქ შეიძლება განვიხილოთ გაზიანი სასმელებიც. ტვინს უყვარს გლუკოზა და თითქოს ტკბილეულის მიღება სასარგებლო უნდა იყოს ტვინისთვის, მაგრამ სინამდვილეში, პირიქით, ზიანის მომტანია. შაქარი ანთების პროვოცირებას ახდენს სხეულის ყველა ქსოვილში, მათ შორის - ტვინშიც. უარესდება კაპილარიზაცია და სისხლის მიმოქცევა, რადგანაც შაქარი დამღუპველია სხეულის ყველა სისხლძარღვისათვის.
ფასტ ფუდი და სხვა ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტები (ნახევარფაბრიკატები, შემწვარი პროდუქტები, საკონდიტრო ნაწარმი, მარგარინი და სხვა). ტრანსცხიმები იწვევენ სისხლძარღვებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაც უარყოფითად აისახება ტვინის მუშაობაზე. მათი მოხმარებისას იზრდება სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონეც.
ცხოვრების რომელ პერიოდშია ალკოჰოლის მოხმარება განსაკუთრებით მავნე.
ადამიანის ტვინი, განვითარების გარკვეულ ეტაპზე, განიცდის განსაკუთრებით სერიოზულ ცვლილებებს და ამიტომ ალკოჰოლის მოქმედების მიმართ მგრძნობიარეა.
ორი ამ პერიოდთაგანი არის ადამიანის სიცოცხლის დასაწყისი და დასასრული. ორსულობისას ალკოჰოლის მოხმარებამ შეიძლება დააზიანოს ნაყოფის ტვინი, რაც იწვევს ფიზიკურ გართულებებს, სწავლასა და ქცევასთან დაკავშირებულ პრობლემებს. 65 წელს ზემოთ ასაკში ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება დაამძიმოს ხანდაზმულობის დროს ტვინში მიმდინარე უარყოფითი პროცესები.
მესამე საყურადღებო პერიოდი ალკოჰოლის მოხმარების თვალსაზრისით მოზარდობის ხანაა. ბავშვობიდან ყმაწვილობაში გადასვლისას ტვინი იზრდება და იცვლება მრავალი მნიშვნელოვანი მიმდინარეობით. ამ გარდაქმნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ მოზრდილ ცხოვრებაში შებიჯება წარმატებული იყოს. როდესაც მოზარდი და ახალგაზრდა იღებს ალკოჰოლს, ამან შეიძლება იმოქმედოს ტვინის განვითარების პროცესსა და მთელ ცხოვრებაზე.