/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

რა საფრთხეებს ქმნის მავნე ჩვევები

რა საფრთხეებს ქმნის მავნე ჩვევები
ოჯახის ამა თუ იმ წევრის, განსაკუთრებით კი მოზარდის, გატაცება ამა თუ იმ მავნე ჩვევით, თამბაქოს მოწევა იქნება ეს,

ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკების მოხმარება, დიდ დარდსა და წუხილს იწვევს ოჯახში. აღნიშნული მავნე ჩვევები იწვევს პიროვნების დეგრადაციას, სხვადასხვა მძიმე დაავადების განვითარებას, არასრულფასოვანი შთამომავლობის შექმნას და სხვა მრავალ უბედურებას.

დღეს ათასობით კვლევის შედეგი ადასტურებს იმას, რომ მწეველის ორგანიზმში თამბაქოს მავნე ზემოქმედებას განიცდის პრაქტიკულად ყველა ორგანო. ძირითადი საფრთხეები, რომლებიც მწეველებს ემუქრებათ, არის - კიბო, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები და ტუბერკულოზი.

ის არგუმენტი, რომ ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა და მიუხედავად ამისა, დიდხანს იცოცხლა, ან კიდევ ზოგიერთი სტაჟიანი მწეველი კარგად გამოიყურება და არაფერი აწუხებს - სრულებით არ გამოგადგებათ! ნუ გეგონებათ, რომ თამბაქოს მიერ თქვენი ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ან კიდევ, თქვენ სრულებით არ გემუქრებათ ესა თუ ის დაავადება! გახსოვდეთ, მოწევა ნაადრევად აბერებს და კლავს ადამიანს! დააკვირდით, მაგალითად, მწეველ ქალს, მისი სახის ფერს, კანს, თითებს, ყურადღება მიაქციეთ მის ფრჩხილებსა და კბილებს, დაუკვირდით მის ხმას! ეს ყოველივე თამბაქოთი ინტოქსიკაციის გარეგნული ნიშნებია. ცნობილია, რომ მწეველ ქალებს ორჯერ უფრო ხშირად უჩნდებათ მცირე მასის მქონე ბავშვები. ძლიერი ტოქსიკოზი ორსულობის პერიოდში, ნაადრევი და გართულებული მშობიარობა, აბორტი, მკვდრადშობადობა - ეს ის საფრთხეებია, რომლებიც არამწეველებთან შედარებით მწეველ ქალებს უფრო ხშირად ემუქრებათ და სამწუხაროდ, გაცილებით ხშირად აღენიშნებათ კიდეც.

ალკოჰოლის მავნე ზემოქმედება

ორგანიზმზე მავნე ზემოქმედებას ახდენს ალკოჰოლი. სპირტიანი სასმელები ვნებს გულს, სისხლძარღვებს, აზიანებს ფილტვის ქსოვილს, ღვიძლისა და თირკმლის უჯრედებს. ჩამოთვლილი ორგანოები სათანადოდ ვეღარ ასრულებენ ჩვეულ ფუნქციებს, რითაც საფრთხეს უქმნიან სხვა ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების მუშაობას. ყოველივე ამის შედეგად დასაბამი ეძლევა სხვადასხვა დაავადების განვითარებას. განსაკუთრებით მავნე ზემოქმედება აქვს ალკოჰოლს ნერვულ სისტემაზე, კერძოდ, თავის ტვინის უჯრედებზე. ალკოჰოლის ზემოქმედების შედეგად ითრგუნება ფსიქიკური და ფიზიკური აქტივობა, ქვეითდება მეხსიერება და ყურადღება! მსოფლიოს მეცნიერთა დაკვირვებებით გონებრივად ჩამორჩენილი 100 ბავშვიდან დაახლობით 80-85 ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მშობლების მიერ არის ჩასახული.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

განსაკუთრებით სახიფათოა ალკოჰოლის მოხმარება ბავშვებისა და მოზარდებისათვის. ბავშვის ორგანიზმი მოზრდილი ადამიანის ორგანიზმთან შედარებით 4-6-ჯერ უფრო მგრძნობიარეა. თუ გსურთ ჯანმრთელი შთამომავლობა გყავდეთ, გული შეგტკივათ შვილებზე, გინდათ, რომ ისინი ჭკვიანები, ჯანსაღები, ენერგიულები და ძლიერები გაიზარდონ, უარი თქვით ალკოჰოლზე, მომავალ თაობას კი უარყოფითი დამოკიდებულება გაუღვივეთ მავნე ჩვევებისადმი!

* * *

რა საშიშროებას უქმნის კაცობრიობის ფიზიკურ და სოციალურ ჯანრთელობას ნარკოტიკების მოხმარება - ამაზე არაერთი საინტერესო პუბლიკაცია დაბეჭდილა ჩვენს ჟურნალში. ერთ-ერთი ნომერი მთლიანად ნარკოტიკებსაც კი მიეძღვნა. ამიტომაც, ამჯერად თქვენს ყურადღებას სხვა, არანაკლებ გავრცელებულ მავნე ჩვევებს მივაპყრობთ.

სხვა მავნე ჩვევები

  • ონიქოფაგიას ანუ ფრჩხილების კვნეტას - როგორც წესი, მავნე ჩვევად მიიჩნევენ, თუმცა ის ფუნქციური ნევროზის ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია. ონიქოფაგია, ჩვეულებრივ, ნერვული და ნერვულ-ფსიქოპათიური ტიპის ბავშვებსა და ზრდასრულ ადამიანებს ახასიათებთ. ფრჩხილების მოკვნეტის სურვილი იმდენად დაუძლეველი და დაუოკებელია ხოლმე, რომ ზრდასრული ადამიანებიც კი, ყოველგვარი თვითკონტროლისა და თავშეკავების გარეშე, ნერვული დაძაბულობის მომენტში, უცხო საზოგადოების გარემოცვაში, გამალებით იკვნეტენ ფრჩხილების თავისუფალ კიდეებს. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი, თავისდაუნებურად, დაუკვირვებლად, მოკვნეტილ მასას მიირთმევს კიდეც. კვნეტის პროცესში, გარდა იმისა, რომ დეფორმირდება, ზიანდება ფრჩხილები, დიდია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაინფიცირების საშიშროება. ღრმად მოკვნეტის შედეგად დარჩენილი ფრჩხილის დისტალური კიდე ანთებას განიცდის და ზოგჯერ სისხლმდენიც ხდება. ფრჩხილბუდის მოსაზღვრე კანი ნერწყვით მუდმივად მაცერაციის გამო რბილდება, სკდება და სხვადასხვა ინფექციის შეჭრის ადგილად იქცევა. დაზიანებული ფრჩხილების ფირფიტები დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის, მოკვნეტილი მასის გადაყლაპვა კი სხვადასხვა ინფექციური დაავადების განვითარების წყაროა!
  • ჭამის დროს კითხვა ან ტელევიზორის ყურება - მეტად მავნე ჩვევებია, რომლებიც არღვევს საჭმლის მონელების პროცესს. ეს უკანასკნელი ნორმალურად რომ წარიმართოს, საჭიროა, საკვების მიღების უწყვეტი მექანიზმი გარეშე ფაქტორთა ზემოქმედებით არ დაირღვეს. როგორც კი გაშლილ სუფრას დავინახავთ, საყვარელი კერძის სურნელს შევიგრძნობთ ან გემოს გავუსინჯავთ საჭმელს, ეს მექანიზმი რეფლექსურად ირთვება, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ნერწყვის, ნაღვლის, საჭმლის მომნელებელი ფერემენტების გამოყოფას, საკვებისაგან კუჭის დროულად დაცლას, ნაწლავებში მონელების პროცესის სათანადოდ წარმართვას. კითხვისა თუ ტელევიზორის ყურების დროს ადამიანი საჭმელს გაუცნობიერებლად ყლაპავს, ისე, რომ ვერ გრძნობს ვერც მის სუნს, ვერც გემოს. საჭმლის მონელება, ფაქტობრივად, რეფლექსური ფაზის გარეშე ხდება. მისი გამოთიშვის გამო კი მონელების პროცესი ირღვევა, არ გამოიყოფა აუცილებელი ფერმენტები და წვენები, საკვები ნორმაზე მეტხანს (3-5 საათს) ყოვნდება კუჭში.
  • საათობით კევის ღეჭვა - ფიტავს სანერწყვე ჯირკვლებს, უარყოფითად მოქმედებს საღეჭ კუნთებსა და ზედა და ქვედა ყბის დამაკავშირებელ სახსრებზე. თუ კევს ჭამის შემდეგ დაღეჭავთ, კუჭის წვენი და საჭმლის მომნელებელი ფერმენტები უფო ინტენსიურად გამოიყოფა, რაც მონელებას გააადვილებს, მაგრამ მშიერ კუჭზე (მით უფრო, თუ გასტრიტი ან წყლულოვანი პათოლოგია გაქვთ) კევი ნამდვილი „ტყვიამფრქვევია“. რეფლექსურად აძლიერებს შიმშილის გრძნობას და ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას, რომლებიც, როცა კუჭში საკვები არ დახვდებათ, ლორწოვანი გარსის „მონელებას“ იწყებენ. დაუშვებელია უკვე დაღეჭილი კევის ხელმეორედ დაღეჭვა - ნარჩენებითა და ბაქტერიებით გაჯერებული კევი ინფექციის წყაროა!
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა საფრთხეებს ქმნის მავნე ჩვევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები