/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

დილა მშვიდობისა!

დილა მშვიდობისა!
წარმოიდგინეთ, რომ ერთხელ თქვენს ოჯახში მშვიდობიანი დილა გათენდა - თქვენი პატარა არ ტირის, არ გახვეწნინებთ, რომ ბაღში წავიდეს,

პირიქით, თავად ჩქარობს, რომ შინიდან გასვლა არ დააგვიანდეს, თქვენ კი ამ დროს მშვიდად ზიხართ სამზარეულოში და ყავას სვამთ. მოდი, ოცნებას თავი დავანებოთ და რეალობას დავუბრუნდეთ. თუ თქვენი დილა უმნიშვნელოდ განსხვავდება ზემოთ აღწერილისგან, შეგიძლიათ, საკუთარი თავით იამაყოთ - ესე იგი, შვილს პატარაობიდანვე შესანიშნავი ჩვევები გამოუმუშავეთ, რომლებიც მომავალში აუცილებლად დაეხმარება. მაგრამ თუ ყოველ დილას ფაციფუცში, ჭირვეულობასა და კინკლაობაში ატარებთ, დროა დაფიქრდეთ და დასახოთ ღონისძიებები მდგომარეობის გამოსასწორებლად.

შევიქმნათ კარგი განწყობა

ბავშვები ინტუიციურად ყოველთვის მოზრდილთა ქცევას იმეორებენ. თუ ყოველ დღეს ხალისით ეგებებით, ასეთივე განწყობა ექნება თქვენს შვილსაც. სწორედ ამიტომ, ვიდრე შვილის გაღვიძებას დააპირებდეთ, სარკეში ჩაიხედეთ, გაიღიმეთ, ჩართეთ მუსიკა, გნებავთ კლასიკა, გნებავთ, საბავშვო სიმღერები. მთავარია, მელოდია მხიარული და ოპტიმისტური იყოს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კოცნა და ალერსი

პატარა ბავშვს გამუდმებით სჭირდება მშობლებისგან სიყვარულის მტკიცება. საალერსო სიტყვები, კოცნა, მოფერება ბავშვისთვის მარტო სულიერი მოთხოვნილება კი არა, ისეთივე ფიზიკური აუცილებლობაა, როგორიც, მაგალითად, საკვები. პატარას ადგომის დრომდე 10 წუთით ადრე მიუახლოვდით, მოეფერეთ მძინარე ანგელოზს. შეგიძლიათ, გამოღვიძების რიტუალიც გამოიგონოთ - ჯერ ხელები "გამოაღვიძეთ", შემდეგ - სახე...

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

დილის სიურპრიზი

გამოღვიძების პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის, თუ ბავშვს ადგომით დააინტერესებთ. საამისოდ შეგიძლიათ მრავალი მიზეზი იპოვოთ - მულტფილმები, თამაშები, წიგნები, პატარა საჩუქრები. ზოგიერთი პატარა თვალის დახამხამებაში დგება, როცა ხედავს, რომ დედა დილის ვარჯიშს ასრულებს. შეგიძლიათ, შვილს წინა საღამოსვე შეუთანხმდეთ, რომ დილით ერთად ივარჯიშებთ. დაგეხმარებათ დილის საუბარი დღის გეგმების შესახებ. მოუყევით პატარას, რას აპირებთ საღამოს, სად წახვალთ ერთად, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ დანაპირები აუცილებლად უნდა შეუსრულოთ, დაღლილობა არავითარ შემთხვევაში არ ჩაგეთვლებათ სიტყვის გატეხის საპატიო მიზეზად. თუ იცით, რომ თქვენი სამუშაო დღე იმდენად დატვირთულია, სეირნობას ან გართობას ვერ მოახერხებთ, გეგმა უქმეებისთვის შეადგინეთ.

დიდივით

თუ თქვენი შვილი ოცნებობს, რაც შეიძლება მალე გახდეს დიდი, მიეცით დილაობით გარკვეული, თუნდაც ძალიან მარტივი დავალება: კალენდრის ფურცლის ჩამოხევა, ყვავილების მორწყვა ან საათვისთვის თვალის დევნება, რომ შინიდან გასვლა არ დაგიგვიანდეთ.

საინტერესო საუზმე

ზამთარში, როდესაც დილაობით ჯერ კიდევ ბნელა, ბავშვებს ადგომა უფრო უჭირთ, ხოლო გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში სწრაფად წამოხტებიან ხოლმე. ასე რომ, ეცადეთ, ზამთრის დილა გაახალისოთ. შეგიძლიათ, მაგიდა საუზმისთვის განსაკუთრებული ჭურჭლით გააწყოთ ან საკვებს სხვადასხვა ფიგურის, თუნდაც ცხოველების ფორმა მისცეთ.

რაში გვეხმარება დღის რეჟიმი

დღის რეჟიმი მშვიდი და წყნარი დილის წინაპირობაა. ნიშანი იმისა, რომ თქვენი შვილი რეჟიმით ცხოვრებას მიეჩვია, გახლავთ მისი ადრე გაღვიძება უქმე დღეებშიც. ასე რომ, თუ პატარა კვირას ადრე იღვიძებს, არ არის საჭირო, ლოგინში დიდხანს დარჩენა და ნებივრობა შესთავაზოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მოტეხილობის შემდგომი რეაბილიტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოტეხილობის შემდგომი რეაბილიტაცია

ტრავმული დაზიანებებიდან მოტეხილობა ყველაზე ხანგრძლივი დროით ცვლის ადამიანის ცხოვრების ხარისხს, მის შრომის უნარს და საკმაოდ დიდ მატერიალურ ხარჯებთანაც ასოცირდება.

ძვლების შეხორცების საშუალო პერიოდი ბავშვებსა და ახალგაზრდა ასაკში 2-დან 3 კვირას შეადგენს, ხანდაზმულთა პროცესი რამდენადმე ხანგრძლივდება.

მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ხდება ისე, რომ კიდურების ფუნქციები მაშინვე აღდგება, უმეტეს შემთხვევაში ხანგრძლივად უმოძრაოდ მყოფი კიდურების კუნთები ატროფირდება, რაც სახსრის მოძრაობის შეზღუდვას იწვევს.

თაბაშირით ატროფირდება მყესები და სახსრებიც, უარესდება სისხლის მიმოქცევა, რის გამოც ფიქსატორის მოხსნის შემდგომ პირველ დღეებში პაციენტები ხშირად უჩივიან შეშუპებას, ტკივილს დაზიანების ადგილას, სახსრის მოხრისა და გაშლის სირთულეებს.

პაციენტთა დიდი ნაწილი საჭიროებს სარეაბილიტაციო პერიოდში აღდგენით თერაპიას, რომელიც ითვალისწინებს ფიზიოპროცედურებს, სამკურნალო მასაჟს, პრესოლიმფოდრენაჟს, ელექტროსტატიკურ მასაჟს, მაგნიტოთერაპიას, ულტრაიისფერ, ლაზერთერაპიას და სხვა მეთოდებს.

მოტეხილობის შემდგომი რეაბილიტაციის მთავარი მიზანი ძვლების რეგენერაციული პროცესების დაჩქარება და პაციენტის ცხოვრების წესის დროული გაუმჯობესებაა.

აღდგენის ტემპზე მოქმედი ფაქტორები

რეაბილიტაციის პერიოდს უშუალოდ განსაზღვრავს მოტეხილობის ტიპი და მისი სირთულე. აქ გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც აღდგენის ტემპზე მოქმედებს:

მოტეხილობის ფორმა: ღია თუ დახურული. ღია მოტეხილობას თან სდევს რბილი ქსოვილების, კანის საფარველის მრავლობითი დაზიანება და ზოგჯერ მყესების გაწყვეტა, ასეთი ტრავმის რეაბილიტაციას, რა თქმა უნდა, მეტი დრო სჭირდება.

ტრავმირებული ძვლის ტიპი - ლულოვანი ძვლები სხვებთან შედარებით ნელა ხორცდება, ამასთან, მცირე ზომის ძვლები - გაცილებით სწრაფად, ვიდრე დიდი ზომისანი.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ზოგადი მდგომარეობა - რთული მოტეხილობებისას ზიანდება რბილი ქსოვილები და იზრდება ორგანიზმის ინფიცირების რისკი, ამის შედეგად შესაძლოა განვითარდეს გართულებები.

ყველაზე რთულ მოტეხილობად მიიჩნევა ხერხემლის ტრავმა, რომლის შედეგადაც ადამიანი ნაწილობრივ ან სრულად კარგავს მოძრაობის უნარს.

პაციენტის ასაკი და ქრონიკული დაავადებების არსებობა - ახალგაზრდა ორგანიზმი გაცილებით ჯანმრთელია და რეგენერაციული პროცესებიც სწრაფად მიმდინარეობს, ასაკთან ერთად რთულდება აღდგენითი პროცესები, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტს ქრონიკულად მიმდინარე მძიმე დაავადებებიც აღენიშნება.

ორსულობა - ბავშვი დედის ორგანიზმიდან დიდი რაოდებით კალციუმსა და ფოსფორს იღებს, შესაბამისად, ამ პერიოდში აღდგენისას საჭიროა დამატებით მიკროელემენტებისა და ვიტამინების კომპლექსური მიღება.

აღდგენითი ეტაპები

რეაბილიტაციის პერიოდის შესამცირებლად აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ და რით უნდა ვუმკურნალოთ დაზიანებულ ძვალს.

პაციენტები უპირატესად საჭირო რეკომენდაციებს ტრავმატოლოგისგან იღებენ, თუმცა გაცილებით ეფექტიანია ის სარეაბილიტაციო ღონისძიებანი, რომლებსაც მდგომარეობის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით ექიმი რეაბილიტოლოგი პაციენტის ბინაზე გაწერის შემდგომ შეიმუშავებს.

სარეაბილიტაციო პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ მომენტებს:

1. დაზიანებული ძვლის არეში პათოლოგიურად შეცვლილი, განსხვავებული დიამეტრის მქონე სისხლძარღვთა ფუნქციების აღდგენა, ლიმფოდრენაჟული ფუნქციის ნორმალიზაცია და შეშუპების მოხსნა.

2. კუნთ-მყესოვანი აპარატის ტონუსისა და ელასტიკურობის გაზრდა;

3. დაზიანებულ სეგმენტში ფუნქციებისა და მოძრაობათა მოცულობის აღდგენა;

4. ორგანიზმის ზოგადი მომაგრება და ფუნციური ნორმალიზება.

ყოველივე 3 ეტაპად ხორციელდება.

პირველი ეტაპი იწყება თაბაშირის მოხსნისთანავე. ამ დროს საჭიროა დაზიანებული არის დაზელა და დამასაჟება. პრაქტიკულად მაშინვე იწყება სამკურნალო მასაჟი და ვარჯიშები, თუმცა ის უნდა იყოს მსუბუქი, არ უნდა გადატვირთოს ჯერ კიდევ დასუსტებული კუნთები. აღდგენითი პროცესების სტიმულაციისთვის შეგვიძლია ადგილობრივი გამოყენების პრეპარატების გამოყენება მალამოების, კრემის სახით, რა თქმა უნდა, ექიმთან შეთანხმებით.

ამგვარ პრეპარატებს მეტად საჭირო ეფექტები ახასიათებს:

  • ტკივილგამაყუჩებელი - ამცირებს ტკივილს, აუმჯობესებს მოძრაობით შესაძლებლობებს;
  • ანთების საწინააღმდეგო - აუმჯობესებს ქსოვილების მდგომარეობას, აქრობს ანთებას, სიწითლესა და შეშუპებას;
  • მიორელაქსაციური - ხელს უწყბს კუნთების მოდუნებას, ამცირებს მომატებულ ტონუსს, აუმჯობესებს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მოქმედებას;
  • მარეგენერირებელი - ასტიმულირებს აღდგენით პროცესებს, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას დაზიანებული სეგმენტის ქსოვილებში.

მათ გამოყენებას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს, მათი მიღებისას გაცილებით მცირეა ის გვერდითი მოვლენები, რომლებიც პერორალურად მიღების შემდგომ ვითარდება, ამიტომ საკმაოდ ბევრი რეაბილიტოლოგი სწორედ ადგილობრივი გამოყენების მალამოებსა და გელებს ანიჭებს უპირატესობას.

მეორე ეტაპი იწყება კუნთების, მყესების და სხვა სტრუქტურების რამდენადმე მომაგრების შემდგომ. მოძრაობითი აქტივობისა და კუნთთა ტონუსის მოსამატებლად გამოიყენება ფიზიოთერაპიული პროცედურები, შედარებით რთული და ინტენსიური სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟი.

მესამე დასკვნითი ეტაპია, როდესაც უკვე შესაძლებელია აქტივობის სრული გაზრდა და ხანგრძლივად დატვირთვა.

ნებისმიერი ტიპის მოტეხილობისას სარეაბილიტაციო ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს ორგანიზმზე დატვირთვის თანდათანობით გაზრდას. დასაწყისში, შესაძლებელია, ექიმმა მსუბუქი და მარტივი სუნთქვითი ვარჯიში დანიშნოს, რომელიც ორგანიზმს ჟანგბადით მოამარაგებს და სუნთქვით სისტემას აამუშავებს.

მოთელვის შემდგომ ტარდება ვარჯიშები, რომლებიც სხეულის ზოგად მოძრაობით უნარს აუმჯობესებს, დაახლოებით ერთი თვის შემდგომ დასაშვებია მიზანმიმართული ვარჯიშები, ერთი მხრივ, ზოგადი ტიპის, რომელიც ორგანიზმის ზოგად გაკაჟებას ისახავს მიზნად და მეორე, სპეციალური - რომელიც დაზიანებული უბნის აღდგენას ემსახურება.

გონივრულად შერჩეული ვარჯიში და სამკურნალო ფიზკულტურა მალევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამაგრებს კუნთებს, აახლებს მოძრაობით აქტივობას და მოტეხილობის შემდგომი გართულებების რისკიც ქრება.

მწოლიარე პაციენტის რეაბილიტაცია

კიდურებისა და ხერხემლის მოტეხილობების შემდგომ რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს მაშინ, როცა პაციენტი ჯერ კიდევ საწოლშია და დამოუკიდებლად დგომა და სიარული არ შეუძლია. სწორედ ადრეულ ეტაპზე დაწყებული ღონისძიებები იძლევა მაქსიმალურად სასურველ შედეგს. წინააღმდეგ შემთხვევაში კუნთები უმოქმედობის გამო სუსტდება და ძვლები არასწორად შეიძლება შეხორცდეს.

მწოლიარე პაციენტის სამკურნალო ტანვარჯიში ითვალისწინებს:

  • მხრის სარტყელის აწევებს;
  • წინამხრის აწევებს;
  • ხელის ტრიალს;
  • ჯანმრთელი ფეხის მოხრას, გაშლას და გულმკერდისკენ მიტანას;
  • ზედა და ქვედა კიდურების კუნთების შეკუმშვას და მოდუნებას;
  • დაზიანებული კიდურის აწევას, განზიდვასა და მოზიდვას ხერხემლისკენ.

დასაწყისში ეს ვარჯიშები ტარდება სპეციალისტის დახმარებით, შემდეგ პაციენტი მათ დამოუკიდებლად ასრულებს.

სიარულის აღდგენა

ქვედა კიდურების მოტეხილობის შემდეგ რეაბილიტაციის საზღვრებში აუცილებელია სიარულის აღდგენაზე მუშაობა. ამის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ვარიანტი ველოტრენაჟორია, რომელზეც პაციენტის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ყოველგვარი უკუჩვენების გამორიცხვის შემდგომ.

ტრენაჟორის გარდა, მნიშვნელოვანია შემდეგი ტიპის ვარჯიშების ჩატარება:

  • ფეხის თითებით მცირე ზომის საგნის მიტაცება და მისი ჰაერში ჭერა;
  • დაზიანებული კიდურის ტერფით მცირე ზომის ბურთის ტრიალი;
  • დაზიანებული კიდურის თითებიდან ქუსლებზე მონაცვლეობით გადასვლა;
  • უკუსვლითი და გვერდითი სიარული;

ვარჯიშები უნდა ტარდებოდეს იმ დრომდე, ვიდრე პაციენტს სრულად არ აღუდგება მოძრაობითი ფუნქცია, გაუქრება შეშუპება და ტკივილი.

დამხმარე საშუალებანი

მოტეხილობის შემდგომ პაციენტის კომფორტული შეგრძნება შეგვიძლია გავზარდოთ რამდენიმე სახის დამატებითი დამხმარე საშუალებით: ორთოპედიული საფენებით, ქამრებით, ყავარჯნით და ხელჯოხით.

ორთოპედიული საფენები დაზიანებულ კიდურს იცავენ გადატვირთვისგან - ხსნიან დატვირთვას ძვალსა და სახსრებზე.

ქამარი ფიქსირდება საწოლზე, რომლითაც პაციენტი დამატებით მხარდაჭერას იღებს წამოდგომისას და დაჯდომისას. ეს განსაკუთრებით სჭირდებათ მენჯ-ბარძაყის მოტეხილობის მქონე პაციენტებს.

ყავარჯნები და ხელჯოხი ადრეულ აღდგენით პერიოდში სიარულისას დამატებითი საყრდენია, ხსნიან ზედმეტ დატვირთვას კიდურებიდან და მოძრაობისას პაციენტს მეტ სითამამესა და თავდაჯერებულობას სძენენ.

დიეტა და კვების რეჟიმი

აღდგენითი ეტაპი ითვალიწინებს გარკვეულ რეკომენდაციებს კვების რეჟიმსა და რაციონთან დაკავშირებითაც. ამ პერიოდში ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება დიდი რაოდენობით ვიტამინები და საკვები ნივთიერებები, რომლებიც უნდა მიიღოს არა მხოლოდ საკვებიდან, არამედ გარკვეული კვებითი დანამატების სახით.

რაციონი უნდა გამდიდრდეს ცილით - ფრინველის, თევზისა და საქონლის ხორცით, კალციუმით - ხაჭო, შვრია, ჭარხალი, ყველი, ოხრახუში, ა, B, ჩ, D ვიტამინებით, მათ დიდი რაოდენობით შეიცავს თევზის ქონი, ღვიძლი, ბანანი, პარკოსნები, ციტრუსები.

მოტეხილობის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდში იკრძალება ალკოჰოლი, ტკბილი გაზიანი სასმელები, ყავა, შოკოლადი, ცხიმიანი და მარილიანი საკვები.

დაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს პაციენტის ოპტიმისტური განწყობა, გამოჯანმრთელების დიდი იმედი, რომელიც დროული და სრულფასოვანი რეაბილიტაციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა!