/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

აფაზია მეტყველების დარღვევების რეაბილიტაცია ინსულტის შემდეგ

პოსტინსულტური რეაბილიტაციის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია მეტყველების დარღვევები, რომლებიც როგორც იშემიურ,

ისე ჰემორაგიულ ინსულტს ახასიათებს. პაციენტები კარგავენ მეტყველებისა და საკვების დამოუკიდებლად მიღების უნარს.

„ლოგომედი - მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ეკა ჭავჭავაძე, იმ სარეაბილიტაციო ღინისძიებებზე გვესაუბრება, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ინსულტის შემდგომ დაკარგული მეტყველებისა და ყლაპვის უნარის აღდგენა.

- როგორც ცნობილია, ხმის წარმოქმნაში, მეტყველებასა და ორალურ-მოტორული უნარების განხორციელებაში თავის ტვინის ქერქის, შუბლისა და საფეთქლის წილი მონაწილეობს. განსაკუთრებულ როლს ორალურ მოტორიკაში - მეტყველებაში, ხმისა და ყლაპვის მოტორულ დაგეგმვაში - ბროკას ცენტრი ასრულებს, რომელიც მარცხენა ჰემისფეროს შუბლის წილში მდებარეობს. ტვინის უბანს კი, რომელიც მიმართული მეტყველების აღქმას, გაგებას უზრუნველყოფს - ვერნიკეს ცენტრი ეწოდება. ის მოთავსებულია მარცხენა ჰემისფეროს საფეთქლის უკანა ნაწილში. როდესაც ინსულტისას აღნიშნული არეები ზიანდება, ეს იწვევს მეტყველების დარღვევას, რაც აფაზიის სახელითაა ცნობილი და დისფაგიას - დამოუკიდებლად საკვების მიღების უნარის მოშლას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- რა არის აფაზია და როგორია აფაზიური პაციენტის სამეტყველო პორტრეტი?

- აფაზია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი სრულად ან ნაწილობრივ კარგავს მეტყველების უნარს. გამოვლინების მიხედვით განსხვავებული ფორმის აფაზიები არსებობს - არტიკულაციის უმნიშვნელო დარღვევიდან - მეტყველების უნარისა და ადამიანისადმი მიმართული მეტყველების გაგების სრულ დაკარგვამდე.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ყველაზე ხშირად აფაზიის მიზეზი იშემიური ინსულტია, მოგეხსენებათ, ამ დროს თავის ტვინის კონკრეტული უბნების სისხლმომარაგება ირღვევა, რაც შესაბამისი უბნის ფუნქციათა, ამ შემთხვევაში კი - მეტყველების მოშლის მიზეზი ხდება. პაციენტების დიდ ნაწილს იშემიურ ინსულტამდე რამდენიმე ხნით ადრე ერღვევა მეტყველების ფუნქცია: საუბრისას ავიწყდება საგანთა სახელები, უშუალოდ ინსულტის შემდგომ, მწვავე პერიოდში კი ვითარდება ტოტალური აფაზია.

- თქვენ ტოტალური აფაზია ახსენეთ. პრაქტიკაში ყველაზე ხშირად აფაზიის რომელი ფორმები გხვდებათ?

- აფაზიის საკმაოდ რთული კლასიფიკაცია არსებობს, თუმცა მკითხველისთვის მარტივად გასაგები რომ იყოს, უმჯობესია ვისაუბროთ აფაზიის ყველაზე გავრცელებულ სამ ძირითად კლინიკურ ტიპზე:

1. სენსორული აფაზია, ვერნიკეს აფაზია;

2. მოტორული აფაზია, ბროკას აფაზია;

3. გლობალური აფაზია.

- რა ნიშნებით განირჩევა ეს ფორმები ერთმანეთისგან?

- ტოტალური აფაზიისას პაციენტი ვერც თავად საუბრობს და ვერც მისადმი მიმართული მეტყველების გაგებას ახერხებს. ის დამახასიათებელია მწვავე პერიოდისთვის, მოგვიანებით მას ანაცვლებს მოტორული, დინამიკური აფაზია - პაციენტი ნელ-ნელა იწყებს მისადმი მიმართული მეტყველების გაგებას, თუმცა თავად ვერ ახერხებს გარშემომყოფებთან ვერბალურ კონტაქტს, ეს ექსპრესიული მეტყველების დარღვევაა, როდესაც პაციენტისთვის კომუნიკაციის ძირითად საშუალებას ე.წ. სამეტყველო ემბოლი წარმოადგენს, ანუ სტერეოტიპულად განმეორებადი ბგერათა კომპლექსები, მარცვალი ან სიტყვა, რომელიც შესაძლოა როგორც კარგი, ისე რამდენადმე გაუგებარი ინტონაციისა იყოს.

გლობალური, იგივე ტოტალური, აფაზიის ყველაზე მძიმე ფორმაა - ადამიანებს არ შეუძლიათ არც წერა და არც კითხვა. შეიძლება შენარჩუნებული ჰქონდეთ ინტელექტუალური და კოგნიტური შესაძლებლობები, რაც არ უკავშირდება ენასა და მეტყველებას.

რაც შეეხება ბროკას აფაზიას, მას იწვევს თავის ტვინის შუბლის წილის დაზიანება, პაციენტებს არ შეუძლიათ სწრაფად და დაძაბვის გარეშე ბგერების ან სიტყვების წარმოთქმა. მათ ეკარგებათ არტიკულატორული აქტების ინერვაციის ჩვეული შერჩევითობა, რის შედეგადაც არ შეუძლიათ ენასა და ბაგეებს უცებ მისცენ საჭირო მდგომარეობა. მეტყველება კარგავს ავტომატიზებულობას, უწყვეტობას. წყდება, რადგან წარმოთქმა, ზოგჯერ კი სიტყვის პოვნაც საჭიროებს სპეციალურ იმპულსს.

ჩვეულებრივ, ბროკას აფაზიის მქონე ადამიანებს არ აქვთ სხვისი საუბრის გაგების სირთულე, ისინი კარგად აცნობიერებენ საკუთარ შეცდომებსაც, რაზეც ძალიან მტკივნეულად რეაგირებენ.

ბროკას აფაზიის მქონე ადამიანებთან ხშირად გვხვდება დისგრაფია - წერასთან დაკავშირებული მოტორული სირთულეები - წერა შეიძლება სრულიად დარღვეული ან ძალიან გაძნელებული იყოს.

ვერნიკეს აფაზია - იგივე სენსორული აფაზიაა - პაციენტს ეკარგება მისადმი მიმართული სიტყვებისა თუ წინადადებების შინაარსის გაგების უნარი. მისთვის გარშემომყოფთა საუბარი ერთგვარ ბგერათა ნაკადად აღიქმება, რომლის მნიშვნელობაც მისთვის გაუგებარია. ირღვევა რეცეპტული ტიპის მეტყველება.

დამახასიათებელია სიტყვების სალათი (შიზაფაზია), იგივე ჟარგონ-აფაზიის ფენომენი - ერთი შეხედვით, შემთხვევითი სიტყვებისა და ფრაზების გაუგებარი ნაზავი. სიტყვები შეიძლება იყოს ან არ იყოს გრამატიკულად სწორი, მაგრამ შინაარსობრივად არის გაუმართავი და მსმენელს ვერ გამოაქვს აზრი.

სენსორული აფაზიის მქონე პაციენტებთან აღსანიშნავია დასახელების პრობლემები, რადგან მათ ერღვევათ მხედველობით ხატებსა და მათ სიტყვიერ აღმნიშვნელებს შორის კავშირები, შესაბამისად, ეს გამოვლინდება ობიექტების დასახელების დეფიციტის სახით. ბუნებრივია, მათთვის განსაკუთრებით პრობლემურია, თუ დასასახელებლად მიწოდებულია არა ერთი, არამედ რამდენიმე საგანი. ამ შემთხვევაში იგი სწორად ასახელებს ერთს, მეორეს, მესამეს დასახელებას კი ვერ ახერხებს.

ვერნიკეს აფაზიის მქონე ადამიანები ვერ აცნობიერებენ შეცდომას და კარნახიც ვერ შველით. მთავარ სირთულეს წარმოადგენს მოსმენილის გაგება და შესაბამისად, ვერ ახერხებენ საკუთარი შეცდომების დაფიქსირებასაც.

- ვინ ახორციელებს აფაზიის დიაგნოსტირებას და მის კლინიკურ დიფერენცირებას?

- ჩვეულებრივ, ეს ნევროლოგის კომპეტენციაა, რომელიც აფასებს პაციენტის მდგომარეობას და შემდგომ ხდება მისი გადამისამართება შესაბამის სპეციალისტებთან: ნეიროფსიქოლოგთან, ენისა და მეტყველების თერაპევტთან, ოკუპაციურ თერაპევტთან, ფსიქოთერაპევტთან.

- აფაზია შესაძლოა გაგრძელდეს დროებით, იყოს ხანგრძლივი ან თან სდევდეს ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში. შეუძლებელია გამოჯანმრთელების ხარისხისა და დროის ზუსტად განსაზღვრა, ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა, თუ რას ითვალისწინებს ინსულტის შემდგომი აფაზიის საკორექციო მუშაობა.

- იშვიათად შესაძლებელია ყოველგვარი დახმარების გარეშე, თავისით აღდგეს აფაზიისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა სირთულე. ასეთ დროს ენობრივ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემები ქრება რამდენიმე საათიდან - ერთ თვემდე შუალედში.

უფრო ხშირად კი პრობლემების გამოსწორება სწრაფი ან სრულყოფილი არ არის. ამ შემთხვევაში დაზიანების შემდგომ, რამდენიმე დღიდან - ერთ თვემდე ვადაში, აფაზიისთვის დამახასიათებელი სირთულეებიდან ნაწილის აღმოფხვრა სპონტანურად ხდება. ამის მიუხედავად, კვლავ რჩება სირთულეები, რომლებზეც მიზანმიმართული მუშაობის გაგრძელება აუცილებელია.

- ვიდრე პაციენტთან აფაზიის საკორექციო მუშაობა დაიწყება, აუცილებელია შედგეს მასთან სამოქმედო ინდივიდუალური პროგრამა, რომელსაც ენისა და მეტყველების სპეციალისტი ადგენს, რით ხელმძღვანელობთ ამ შემთხვევაში?

- მეტყველების თერაპიის მიმდინარეობას, მის შინაარსს, სავარჯიშოთა ტიპებს, უპირველესად, განსაზღვრავს დაზიანების სახე და გამომწვევი მიზეზი.

პროგრამის შედგენისას ვითვალისწინებთ როგორც პაციენტის ინდივიდუალიზმს, მეტყველების დარღვევის თავისებურებებს, ასევე პიროვნულ თვისებებს, მის ინტერესებსა და მოთხოვნებს.

  • აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს აფაზიოლოგიური მუშაობა, ტრავმისა და ინსულტის შემდგომ ყველაზე შედეგიანია პირველი სამი თვის განმავლობაში ჩატარებული მუშაობა, რაც მეტყველების როგორც სენსორული, ისე მოტორული ნაწილის სრული აღდგენის საშუალებას იძლევა.
  • საკორექციო სამუშაოთა სასურველი სიხშირეა, სულ მცირე, 3-ჯერ კვირაში. პირველ კვირებში სასურველია პაციენტთან ყოველდღიური მუშაობა.
  • საკორექციო სამუშაო ორ ნაწილად იყოფა: სპეციალისტის მიერ ჩასატარებელი და დამოუკიდებლად განსახორციელებელი, ეს უკანასკნელი პაციენტთან ოჯახის წევრის მუშაობას გულისხმობს.

მუშაობა უნდა ტარდებოდეს რეგულარულად, ხანგრძლივი პაუზების გარეშე.

- თუ შეიძლება მოგვაწოდოთ ის კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია აფაზიის მქონე პაციენტთან მუშაობისას?

- მოტორული აფაზიისას გვეხმარება ლექსების კითხვა, მოკლე ფრაზების გამეორება, სიმღერები. აფაზიას ხშირად თან სდევს კითხვისა და წერის უნარის დარღვევაც, ამ მხრივ ტარდება სპეციფიკური სავარჯიშოები, რომელთაც ოჯახის წევრებს აფაზიოლოგი რეკომენდაციათა სახით სთავაზობს.

სენსორული აფაზიისას კი სპეციალისტის მთავარი ამოცანაა მიმართული მეტყველების გაგებასთან დაკავშირებული სირთულეების აღმოფხვრა, თუ ეს მხარე შენარჩუნებულია, მაშინ აუცილებელია პაციენტს გავუადვილოთ მეტყველების აზრობრივი სტრუქტურის დალაგება და შემეცნება.

- რამდენადაც ცნობილია, მუშაობის პროცესში ოჯახის წევრებისა და ნათესავების ჩართულობა აუცილებელი და გადამწყვეტია.

- ამის გარეშე შეუძლებელია წარმატებული მკურნალობა, უნდა გვახსოვდეს, რომ აფაზია ფსიქიკური დაავადება არ არის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტის მეტყველება აზრს მოკლებულია და იგი თავადაც ვერ აცნობიერებს ხარვეზს, მას ხშირად კარგად ესმის გარშემომყოფთა საუბარი და მისი შინაარსი.

  • პაციენტთან საუბრისას არ არის საჭირო ხმის მომატება, აფაზიისას სმენის ფუნქცია შენარჩუნებულია და ხმამაღალი საუბარი ვერაფრით ვერ აუმჯობესებს ურთიერთობას.
  • აფაზიის მქონენი ძალზე მტკივნეულად რეაგირებენ ხმაურზე, არ არის სასურველი რამდენიმე ადამიანი ერთდროულად ესაუბრებოდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოთახში ტელევიზორი ან რადიოა ჩართული.
  • პაციენტს გაცილებით რთულად ესმის გრძელი და სწრაფი წინადადებები, ამიტომ ესაუბრეთ მას ნელა, მარტივი წინადადებებით, გაუმეორეთ ფრაზები, თუმცა არაფრით მიმართოთ ბავშვივით, ენის მოჩლექით, მოფერებით, განსხვავებული დიქციითა და მომატებული, გაძლიერებული ჟესტიკულაციით. დაუსვით ისეთი კითხვები, რომლებზეც შეუძლია გიპასუხოთ „კი“ ან „არა“.
  • პარალელურად აუცილებელია წერისა და კითხვის უნარებზე მუშაობა. თუ მყარი პარეზის გამო შეუძლებელია მარჯვენა ხელით წერის აღდგენა, მაშინ მარცხენა ხელით წერა ვასწავლოთ.
  • პაციენტთან დამოუკიდებელი სამეტყველო მეცადინეობები პირველ კვირებში გრძელდება 7-დან 15 წუთის განმავლობაში, 1-2 თვის შემდეგ - 30 წუთი, ზოგჯერ მიზანშეწონილია მეცადინეობები დაიყოს და დღეში 2-3-ჯერ ჩატარდეს.
  • არ დაგვავიწყდეს, აფაზიის მქონე ადამიანებთან წარმატებული შედეგის საწინდარი თანასწორუფლებიანი, პარტნიორული ურთიერთობაა როგორც დიალოგის, ისე სავარჯიშოების შესრულებისას.
  • მათ დიდი დრო სჭირდებათ აზრის ფორმირებისთვის. იყავით დიალოგის ინიციატორი, მაგრამ ნუ დაეხმარებით ფრაზების შეშველებით, მიეცით საკუთარი აზრების გამოხატვის საშუალება.
  • გაუგებარი გამონათქვამებისას ან სიტყვების სტერეოტიპული გამეორებისას აკრძალულია ყოველგვარი კომენტარი, თუნდაც ხუმრობით ნათქვამი. თავაზიანად შეაწყვეტინეთ საუბარი ყურადღების სხვა თემაზე გადატანით. ყოველ ჯერზე მზად იყავით ყველაფრის თავიდან დასაწყებად.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

აფაზია მეტყველების დარღვევების რეაბილიტაცია ინსულტის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები