/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

რა კვლევაა ეზოფაგოდუოდენოსკოპია და როდისაა მისი ჩატარება საჭირო

რა კვლევაა ეზოფაგოდუოდენოსკოპია და როდისაა მისი ჩატარება საჭირო
ეზოფაგოდუოდენოსკოპია ენდოსკოპის საშუალებით საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის კვლევის უსაფრთხო და მაღალინფორმაციული მეთოდია.

ეზოფაგოდუოდენოსკოპია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილის ლორწოვანი გარსის მდგომარეობის ვიზუალურად შეფასებისა და პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში ჰისტოლოგიური კვლევისთვის მასალის აღების (ბიოფსია) შესაძლებლობას იძლევა.

ვისთვის და რატომაა რეკომენდებული ეზოფაგოდუოდენოსკოპია

ეზოფაგოდუოდენოსკოპია დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობისას:

  • დისპეფსია (გულისრევა, ბოყინი, ღებინება);
  • ტკივილი მუცლის ზედა მიდამოში;
  • გულძმარვა (სიმჟავის ან სიმწარის შეგრძნება, ყელის ან გულმკერდის წვა);
  • სისხლდენა (სისხლიანი ღებინება ან განავალში სისხლი);
  • დისფაგია - ყლაპვის გაძნელება (როდესაც საკვები ან სითხე საყლაპავში „იჭედება“);
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილში რე­ნტგენოლოგიურად გამოვლენილი პათოლოგიები.

კვლევის დროს დამატებით შეიძლება შესრულდეს:

  • ბიოფსია (შემდგომი ჰისტოლოგიური კვლევისთვის);
  • კუჭის ლორწოვანი გარსის ბიოპტატში Нelicobacter pilory-ს განსაზღვრა.

სამკურნალო მიზნით:

  • კუჭის პოლიპების მოშორება;
  • უცხო სხეულის მოშორება;
  • სიმსივნური დაზიანებისას საყლაპავის, კუჭის ენდოპროთეზირება (სტენტირება);
  • სისხლდენის შეჩერება საყლაპავისა და კუჭის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებიდან (ლიგირება), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულიდან (კომბინირებული ჰემოსტაზი).

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

რა უპირატესობები აქვს ეზოფაგოდუოდენოსკოპიას?

თანამედროვე ენდოსკოპიური სისტემები იძლევა შესაძლებლობას, სხვადასხვა რეჟიმში დათვალიერდეს ლორწოვანი გარსი და ყოველმხრივ შეფასდეს მახასიათებლები. კვლევის ეს მეთოდი მოხერხებული ინსტრუმენტია კიბოსწინარე პათოლოგიებისა და კიბოს ენდოსკოპიური სკრინინგის დროსაც.

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის:

  • ეზოფაგოდუოდენოსკოპია სასურველია ჩატარდეს დღის პირველ ნახევარში, უზმოზე;
  • საკვები ბოლოს უნდა მიიღოთ მსუბუქი ვახშმის სახით, წინა საღამოს, არა უგვიანეს 19 საათისა.

ენდოსკოპიის ჩატარებისას პაციენტი უნდა იწვეს მარცხენა გვერდზე. ენდოსკოპით ექიმი ათვალიერებს საყლაპავის შიგნითა ზედაპირს, შემდეგ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ყველა ნაწილს. გადიდებული გამოსახულება ჩანს მონიტორზე, ამიტომ ექიმს შესაძლებლობა აქვს დაინახოს ქსოვილის მინიმალური ცვლილებაც კი. ენდოსკოპის არხით შესაძლებელია ბიოფსიის აღება (ქსოვილების მცირე ზომის ნაწილები), სითხისა და ჰაერის შეყვანა და ამოღება. ბიოფსია უმტკივნეულო პროცედურაა.

კვლევისას ენდოსკოპის კამერის საშუალებით მიმდინარეობს ვიდეოჩაწერა. პაციენტი ღებულობს ციფრულ ჩანაწერს დასკვნასთან ერთად.

გაუტკივარება

ეზოფაგოდუოდენოსკოპიისას შესაძლოა აღინიშნოს დისკომფორტი, რის გამოც კვლევა ტარდება ნარკოზით. პაციენტი ხანმოკლე მედიკამენტური ძილის მდგომარეობაშია. პაციენტი ადვილად იღვიძებს პროცედურის დასრულების შემდეგ და უკვე 2 საათის შემდეგ შეუძლია შეუდგეს ყოველდღიურ საქმიანობას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა კვლევაა ეზოფაგოდუოდენოსკოპია და როდისაა მისი ჩატარება საჭირო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები