იარლიყზე დატანილი ნიშნები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იარლიყზე დატანილი ნიშნები

მწარმოებლები გვაფრთხილებენ:

1. ხელით რეცხვა დასაშვებია.

2. რეცხვა აკრძალულია.

3. დაშვებულია მხოლოდ ხელით რეცხვა. მა­ქსიმალური ტემპერატურა - 30 გრადუსი. გაწურვის გარ­ეშე.

4. ხელით ან მანქანით რეცხვა დასაშვებია მხოლოდ მითითებულ ტემპერატურაზე.

5. ხელით ან მანქანით რეცხვა დასაშვებია მხოლოდ მითითებულ ტემპერატურაზე. დაუშვებელია უხეშად გაწურვა.

6. ძალიან დელიკატური რეცხვა დიდი რაოდენობის წყალში. რეკომენდებულია მინიმალური მექანიკური ზემოქმედება და დაბალ ბრუნებზე სწრაფი გავლება.

7. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქლორის შემცველი მათეთრებელი. რეცხეთ მხოლოდ ცივ წყალში და თვალი ადევნეთ, რომ ფხვნილი წყალში მთლიანად გაიხსნას.

8. რეცხვისას დაუშვებელია ქლორის შემცველი მათეთრებლის გამოყენება.

9. დასაშვებია გაუთოება.

10. გაუთოებისას მაქსიმალური ტემპერატურა - 110 გრადუსი. იგივე წესებია სინთეტიკური ქსოვილებისთვის: ნეილონის, პოლიესტერის, აცეტატის და ა.შ. გამოიყენეთ საუთოო ქსოვილი და მოერიდეთ წყლის ორთქლის გამოყენებას.

11. გაუთოებისას გამოიყენეთ ნოტიო ქსოვილი. უთოს მაქსიმალური ტემპერატურა - 150 გრადუსი.

12. უთოს მაქსიმალური ტემპერატურა - 200 გრადუსი. შეგიძლიათ, ქსოვილი ოდნავ დანამოთ.

13. მხოლოდ მშრალი წმენდა.

14. მშრალი წმენდა ნებისმიერი გამხსნელით.

15. წმენდა მხოლოდ ნახშირწყალბადებით და ეთილენის ქლორით.

16. წმენდა მხოლოდ ნახშირწყალბადებით და ტრიფტორტრიქლორმეთანით.

17. წმენდა მხოლოდ ნახშირწყალბადებით, ეთილენის ქლორით და მონოფტორტრიქლორმეთანით, წყლის შეზღუდული რაოდენობით და შრობის ტემპერატურის კონტროლით.

18. წმენდა მხოლოდ ნახშირწყალბადებით და ტრიფტორტრიქლორმეთანით, წყლის შეზღუდული რაოდენობით და შრობის ტემპერატურის კონტროლით.

19. დაშვებულია სარეცხ მანქანაში გაწურვა და გაშრობა.

20. დაუშვებელია სარეცხ მანქანაში გაწურვა და გაშრობა.

21. რეკომენდებულია შრობა საშუალო ტემპერატურაზე.

22. რეკომენდებულია შრობა მაღალ ტემპერატურაზე.

23. რეკომენდებულია ვერტიკალური შრობა.

24. შრობა გაწურვის გარეშე.

25. რეკომენდებულია ჰორიზონტალური შრობა.

ყალბი სუნამოს ამოსაცნობად!

საიდუმლო არაა, რომ სამომხმარებლო ბაზარი გაჯერებულია ყალბი პროდუქციით და ხშირად გარჩევა ჭირს, რა იმალება ლამაზი შეფუთვის უკან - ნამდვილი, ხარისხიანი სუნამო თუ „იატაკქვეშ“ დამზადებული, უხარისხო ნაწარმი. თუ ფიქრობთ, რომ ნამდვილი სუნამო ყალბისგან მხოლოდ სურნელით განსხვავდება, ძალიან ცდებით.

სიყალბის მანიშნებელი შეიძლება გახდეს პროდუქციის კოლოფი, შეფუთვა, წარწერები და ა.შ.

სუნამოს კოლოფი

პირველ რიგში, ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ სუნამოს კოლოფი და კოლოფზე დატანილი ყველა წარწერა: ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა, შემადგენლობა და მოცულობა.

ხშირად ყალბი პროდუქციის მწარმოებლები გრამატიკის კარგი ცოდნით არ გამოირჩევიან. მაგალითად, სიტყვა „პარფიუმი“ ფრანგულად იწერება, როგორც პარფუმ და არა პერფუმე!

ნამდვილი სუნამოს კოლოფი მაღალი ხარისხის მუყაოსგან არის დამზადებული. უხარისხო მუყაო იმის ნიშანია, რომ თქვენ წინაშე ყალბი პროდუქციაა.

სუნამოს საფირმო კოლოფები ისეა დამზადებული, რომ სუნამოს ბოთლი თავისუფლად თავსდებოდეს და არ ირყეოდეს. თუ კოლოფიდან ბოთლის ამოღება გიჭირთ ან, პირიქით, მეტისმეტად თავისუფლად ამოგაქვთ, სავარაუდოდ, თქვენ წინაშე ყალბი პროდუქციაა.

შეფუთვა

ნამდვილი სუნამოს შეფუთვა იდეალურია და კოლოფზე მჭიდროდ, ნაკეცების გარეშეა შემოხვეული. სიყალბის გამოვლენის საუკეთესო გზაა, სუნამოზე დატანილი შტრიხკოდი სმარტფონის საშუალებით კოლოფზე მითითებულ მწარმოებელ კომპანიაში გადააგზავნოთ.

ყველა მწარმოებელი ვალდებულია, მიუთითოს პროდუქციის შემადგენლობა.

თუ შემადგენლობა კოლოფზე არ არის მითითებული, მაშინ წიგნის სიმბოლო იქნება დატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ შემადგენლობა ინსტრუქციაშია მითითებული. გაითვალისწინეთ, რომ ყალბი პროდუქცია ხშირად ასეთ ინფორმაციას არ შეიცავს.

სერიული ნომერი

ყურადღება მიაქციეთ კოლოფის ძირზე განთავსებულ სერიულ ნომერს.

ის აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს სუნამოს ბოთლზე მითითებულ ნომერს და არ უნდა იშლებოდეს.

სუნამოს თავსახური

ნამდვილი სუნამოს თავსახური ყოველთვის იდეალურად სიმეტრიულია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასიმეტრიულობა დიზაინის ნაწილია) და იდეალურად ერგება სუნამოს ბოთლს. მწარმოებლის ვებგვერდზე აუცილებლად მითითებულია, რა მასალისგან არის დამზადებული თავსახური.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყალბი სუნამოს ბოთლში მოთავსებული საფრქვევი მილი შედარებით გრძელია.

ფერი

ყველა სუნამოს თავისი ფერი აქვს, ამიტომ ამ მაჩვენებელმა შეიძლება ადვილად შეგაცდინოთ. ამიტომ გირჩევთ, ფერთან დაკავშირებული ინფორმაცია მწარმოებლის ვებგვერდზე გადაამოწმოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ნამდვილი სუნამო იდეა­ლურად გამჭვირვალე უნდა იყოს!

პროდუქციაზე დატანილი შტრიხკოდების შესახებ

უნივერსალური სასაქონლო კოდი (შტრიხკოდი) ციფრებისა და შტრიხების საშუალებით ჩაწერილი ინფორმაციაა და განკუთვნილია ინფორმაციის ავტომატიზებული იდენტიფიკაციისა და აღრიცხვისთვის.

შტრიხკოდი შეიქმნა 1977 წელს თორმეტი ევროპული სახელმწიფოს ინიციატივით ჩამოყალიბებული სასაქონლო ნუმერაციის ევროპული ასოციაციის (EAN) მიერ. ასოციაციაში არაევროპული სახელმწიფოების გაწევრიანების შემდეგ სისტემამ საერთაშორისო სტატუსი მიიღო და ამჟამად მთელ მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ EAN/UCC ნებაყოფლობითია, თანამედროვე სავაჭრო ფირმები შტრიხკოდის გარეშე წარმოებულ საქონელს არ იღებენ. ეს კი უარყოფითად მოქმედებს საქონლის კონკურენტუნარიანობაზე. თუ საქონელზე მითითებული არ არის მწარმოებელი ქვეყნის დასახელება და კოდი, ჩნდება ვარაუდი, რომ პროდუქცია უხარისხოა და მისი შეძენა არ ღირს.

პროდუქციაზე განთავსებული უნივერსალური სასაქონლო კოდი დაშიფრული სახით ინახავს შემდეგ მონაცემებს:

  • 13-ციფრიანი შტრიხკოდის პირველი სამი ციფრი აღნიშნავს იმ ქვეყანას, რომელშიც გაიარა რეგისტრაცია და მიიღო ნომერი მწარმოებელმა და მისმა საქონელმა.
  • შემდეგი 4-6 ციფრი შეიცავს საქონელზე ინფორმაციას, რომელსაც ანიჭებს დამამზადებელი საწარმო ან გამყიდველი დამოუკიდებლად სარეგისტრაციო ნომრის სახით თავისი საწარმოს ფარგლებში.
  • შემდეგი 3-5 ციფრი შეიცავს ინფორმაციას საქონელზე - მის სამომხმარებლო თვისებებს, ზომას, წონას, ფერს;
  • შტრიხკოდებში ბოლო ციფრი (8 (მცირე ზომის ნაწარმზე 8-ციფრიანი შტრიხკოდი გამოიყენება) ან 13) საკონტროლო ციფრია.

რომელი ქვეყნისაა შტრიხკოდი?

იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, რომელი ქვეყანაა მწარმოებელი, უნდა დავაკვირდეთ პროდუქციაზე დატანილი შტრიხკოდის პირველ ორ ან სამ ციფრს.

ქვეყნების შტრიხკოდებია:

საფრანგეთი - 300-379

ბულგარეთი - 380

სლოვენია - 383

ხორვატია - 385

ბოსნია-ჰერცოგოვინა - 387

გერმანია - 400-440

რუსეთი - 460-469

ესტონეთი - 474

ლატვია - 475

ლიტვა - 477

ბელორუსი - 481

უკრაინა - 482

მოლდავეთი - 484

დიდი ბრიტანეთი - 500-509

საბერძნეთი - 520

ალბანეთი - 530

მაკედონია - 531

მალტა - 535

ირლანდია - 539

ლუქსემბურგი - 540-549

ბელგია - 540-549

პორტუგალია - 560

ისლანდია - 569

დანია - 570-579

პოლონეთი - 590

რუმინეთი - 594

უნგრეთი - 599

ფინეთი - 640-649

ნორვეგია - 700-709

შვედეთი - 730-739

შვეიცარია - 760-769

იტალია - 800-839

ესპანეთი - 840-849

სლოვაკეთი - 858

ჩეხეთი - 859

ჩერნოგორია - 860

სერბეთი - 860

ნიდერლანდები - 860-879

ავსტრია - 900-919

ფინეთი - 640-649

ისრაელი - 729

ამერიკის შეერთებული შტატები - 000-019, 030-039, 060-139

ყირგიზეთი - 470

აზერბაიჯანი - 476

უზბეკეთი - 478

შრი-ლანკა - 479

ფილიპინები - 480

სომხეთი - 485

საქართველო - 486

ყაზახეთი - 487

ტაჯიკეთი - 488

იაპონია - 490-499, 450-459

ლიბანი - 528

კვიპროსი - 529

ბაჰრეინი - 608

სირია - 621

იორდანია - 625

ირანი - 626

კუვეიტი - 627

საუდის არაბეთი - 628

ჩინეთი - 690-695

ისრაელი - 729

მონღოლეთი - 865

კორეა - 867

თურქეთი - 869

კამბოჯა - 884

ტაილანდი - 885

სინგაპური - 888

ინდოეთი - 890

ვიეტნამი - 893

ინდონეზია - 899

მალაიზია - 955

სამხრეთ აფრიკა - 600-601

განა - 603

სენეგალი - 604

ბაჰრეინი - 608

მავრიკი - 609

მაროკო - 611

ალჟირი - 613

ნიგერია - 615

კენია - 616

კოტ დ'ივუარი - 618

ტუნისი - 619

ტანზანია - 620

სირია - 621

ეგვიპტე - 622

ლიბია - 624

არაბეთის გაერთიანებული საამიროები - 629.