/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

უსაფრთხო სამზარეულო

უსაფრთხო სამზარეულო
პატარა წამოიზარდა, დედის რძე აღარ აკმაყოფილებს და სიამოვნებით აგემოვნებს ახალ საკვებს. მის ორგანიზმში ინფექციის გამომწვევები რომ არ მოხვდნენ, დედამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სამზარეულოს სისუფთავეს.

ტრადიციულად, ბინის ყველაზე ჭუჭყიან ადგილებად შემოსასვლელი, დერეფანი და ტუალეტი ითვლება, თუმცა სპეციალისტები განსხვავებული აზრისანი არიან და ამტკიცებენ, რომ დაავადების გამომწვევი მიკრობები ყველაზე მეტი რაოდენობით სწორედ სამზარეულოში იყრიან თავს. პროდუქტები, სველი მაგიდის ტილოები და ღრუბლები, ჭუჭყიანი ჭურჭელი და საჭმლის ნარჩენები იდეალური გარემოა ბაქტერიების გამრავლებისთვის.

ბაქტერიოლოგის თვალთახედვით, ახალგადაწმენდილი მაგიდა მთელ ოჯახში შეიძლება ყველაზე ბინძური ზედაპირი იყოს, რადგანაც მასზე გადაინაცვლებენ საწმენდ ღრუბელზე დაბუდებული მიკრობები. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ საშიში როტავირუსული ინფექციით 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვები ავადდებიან - ცხოვრების ამ ეტაპზე პატარები ბაღში იშვიათად დადიან, მათ, როგორც წესი, დედები, ბებიები, ძიძები უვლიან. გამოდის, რომ ინფექციის მიზეზი არა თანატოლებთან კონტაქტი, არამედ ოჯახში ჰიგიენის დეფიციტია.

რატომ გვტკივა მუცელი

როტავირუსები არცთუ დიდი ხნის წინათ - 1973 წელს აღმოაჩინეს. ასეთი სახელწოდება კი ბორბლის მსგავსი ფორმის გამო მიიღეს - ლათინური სიტყვა `როტა~ ბორბალს ნიშნავს. როტავირუსები იწვევენ ნაწლავურ ინფექციას, რომელიც ვლინდება მსუბუქი სურდოთი, ყელის ტკივილით, კუჭ-ნაწლავის აშლილობით. დაავადების პიკი, სხვა ნაწლავური ინფექციებისგან განსხვავებით, შემოდგომაზე და ზამთარში აღინიშნება. დაავადების რისკჯგუფს 2 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. სწორედ ისინი შეადგენენ პაციენტთა 90%-ს.

როგორ ხდება დასნებოვნება?

პატარა ჭუჭყიანი ხელებით იღებს საკვებს ან გემრიელ ლუკმას გაურეცხავ თეფშზე მოიპოვებს. ასე ხვდება როტავირუსი წვრილ ნაწლავში და იწვევს ანთებას - ენტერიტს. მწვავე გასტროენტერიტს ახასიათებს ტემპერატურის 39 გრადუსამდე მატება, ღებინება, ძლიერი ფაღარათი. როტავირუსული ინფექცია განსაკუთრებით საშიშია ძალიან პატარებისთვის, ვინაიდან ფაღარათს მოსდევს ორგანიზმის გაუწყლოება.

დაავადება, ჩვეულებრივ, ერთი კვირა გრძელდება, თუმცა ვირუსი კიდევ 14 დღის განმავლობაში გამოიყოფა. სტატისტიკა სანუგეშო ნამდვილად არ არის - როტავირუსული ინფექციის სიხშირე იმატებს. შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში ფაღარათის შემთხვევათა 60-70% სწორედ მის წილად მოდის. ეს იმის ბრალია, რომ სხვა მწვავე ნაწლავური ინფექციების გამომწვევთაგან განსხვავებით, როტავირუსები დაბალ ტემპერატურაზე შესანიშნავად გრძნობენ თავს. თუმცა როტავირუსებთან ბრძოლა შესაძლებელია. მოდი, საამისო გზები განვიხილოთ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ცნობილია, რომ ჯანმრთელი ადამიანი დღის განმავლობაში 100 000 ბაქტერიას "მიირთმევს". ეს სულაც არ არის საშიში - ძლიერი იმუნიტეტი ადვილად უმკლავდება მიკრობების ამ რაოდენობას. სხვაგვარად არის საქმე ბავშვების შემთხვევაში: მათი იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ფორმირების სტადიაშია, ამიტომ ორგანიზმი ყოველთვის ვერ უმკლავდება მიკრობთა შემოტევას და პატარებს ხშირად აწუხებთ მუცლის ტკივილი და ფაღარათი.

ასე რომ, თუნდაც დარწმუნებული იყოთ, რომ სისუფთავეს იდეალურად იცავთ, როცა ოჯახს პატარა წევრი შეემატება, დამოკიდებულება დალაგების, სისუფთავის და საკვების მომზადების მიმართ მაინც უნდა შეიცვალოს. ქვემოთ გაგაცნობთ იმ წესებს, რომელთა დაცვაც ბავშვის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

  • კარგად დაიბანეთ ხელები. ამ მარტივი წესის შეხსენება ერთი შეხედვით უხერხულიც კია, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ საკვების მომზადებამდე აუცილებელია ხელების დაბანა. ბაქტერიები ორგანიზმში უმეტესად სწორედ ხელის თითებიდან ხვდებიან. ხელების დაბანისას აუცილებელია საპნის გამოყენება. კარგად უნდა დავიბანოთ არეები თითებს შორის, ფრჩხილების დაბანისას გამოვიყენოთ ჯაგრისი. ხელები უნდა დავიბანოთ უმი ხორცის ან თევზის დამუშავების შემდეგაც.
  • სწორად შეინახეთ პროდუქტები. დაუშვებელია ნედლი სურსათის (უმი ხორცის, თევზის, კვერცხის ნაჭუჭის) შეხება მზა საკვებთან. ცნობილია მასობრივი მოწამვლის შემთხვევები მხოლოდ და მხოლოდ მოხარშული კარტოფილისა და ხორცის ფარშის ერთად შენახვის გამო.

ბაქტერიების უმრავლესობა სიცოცხლის უნარს საკმაოდ დაბალ ტემპერატურაზეც ინარჩუნებს, ასე რომ, თუ პროდუქტი ფუჭდება, გაცივება ამ პროცესს ვერ შეაჩერებს, მხოლოდ შეაფერხებს, გაცხელებისას კი მათი რიცხვი კრიტიკულამდე გაიზრდება. ბაქტერიების განადგურება მხოლოდ ადუღებით არის შესაძლებელი, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხორცის ნაჭრის ტემპერატურა სიღრმეში უფრო ნაკლებია, ვიდრე ბულიონისა, ამიტომ ერთი კილოგრამი ხორცის ნაჭერი ერთი საათი უნდა ვხარშოთ მდუღარე წყალში, რათა სალმონელები განადგურდეს.

  • ხშირად გადაწმინდეთ მაგიდა. სამზარეულოს მაგიდის გადასაწმენდად უმჯობესია ღრუბელი გამოიყენოთ, რადგან ნაჭერზე უფრო მეტი ბაქტერია გროვდება. თუ მაგიდის საწმენდს არასასიამოვნო სუნი აქვს და გარეცხვაც არ შველის, დაუყოვნებლივ უნდა გადააგდოთ - არასასიამოვნო სუნი მიკრობების დაბუდების უტყუარი ნიშანია. დროდადრო აუცილებელია მაგიდის გაწმენდა სათანადო სადეზინფექციო ხსნარებით.
  • რეგულარულად გადაყარეთ ნაგავი. საკვების ნარჩენები უმჯობესია ცალკე პაკეტში ჩავაწყოთ და ისე ჩავაგდოთ სანაგვეში. ეს აუცილებელია, რადგანაც საკვების ნარჩენი იდეალური არეა ბაქტერიების გამრავლებისთვის. ამავე მიზეზით დაუყოვნებლივ უნდა გაირეცხოს ჭურჭელი, ხორცის დასაჭრელი დაფა.
  • მზა საკვებისა და ნედლი პროდუქტისთვის სხვადასხვა საჭრელი დაფა უნდა გვქონდეს. ცნობილია, რომ მიკრობები ძალიან კარგად გროვდება რბილი ხის დაფის ნაკაწრებში, ამიტომ საჭიროა მისი პერიოდული გაფხეკა და ხშირი დამუშავება სარეცხი სადეზინფექციო საშუალებით.
  • გამოუყავით ბავშვს ცალკე ჭურჭელი. მედიკოსების მტკიცებით, როტავირუსებთან კონტაქტი ყველას გვქონია. ამას ადასტურებს გამოკვლეულთა 90%-ის სისხლში მისი საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობა. სწორედ ამიტომ არის (და არა მარტო ესთეტიკური მოსაზრებით) აუცილებელი ბავშვისთვის ინდივიდუალური ჭურჭელი.
  • ნუ გარეცხავთ ბავშვის ჭურჭელს საერთო ღრუბლით.
  • წყლის გადავლება ჭურჭლის გასარეცხად საკმარისი არ არის; აუცილებელია სპეციალური სარეცხი საშუალების გამოყენება ან მდუღარე წყლის გადავლება.
  • ეცადეთ, ჭურჭელს არ ჰქონდეს რეცხვისთვის მოუხერხებელი ფორმა.
  • თუ პატარამ ბოთლიდან რძე დალია, ნარჩენს მაცივარში ნუ შეინახავთ - მასში ბაქტერიები გამრავლდება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

უსაფრთხო სამზარეულო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები