სინგაპური პირველი ქვეყანაა, სადაც აუცრელი ადამიანები საკუთარი ხარჯებით იმკურნალებენ

12 ივლისიდან ქვეყანამ თანდათანობით შეარბილა შეზღუდვები. ხელისუფლება გეგმავდა დაავადება თანდათანობით გაეთანაბრებინა სეზონურ გრიპსა და მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციასთან მოსახლეობის აუცილებელი ვაქცინაციის გზით.
სინგაპური გამოირჩევა მოსახლეობის მაღალი დისციპლინირებულობით. პანდემიის დასაწყისიდან სინგაპურში არ იყო დაავადების არც ერთი გაჭიანურებული აფეთქება. ხელისუფლება ოპერატიულად რეაგირებს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ცვლილებაზე და ღებულობს აუცილებელ ღონისძიებებს.
სინგაპურში მოსახლეობის 80% აცრილია. ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული განმარტებითი მუშაობა და მკაცრი კონტროლი დაავადებულთა ყველა კონტაქტის. ცოტა ხნის წინ დაინერგა Safe Entry სისტემა. მასში რეგისტრაცია აუცილებელია ნებისმიერი საზოგადოებრივ ადგილზე შესვლისას.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Safe Entry ავალდებულებს მოქალაქეს შესვლისას QR-კოდის სკანირებას, ტელეფონის ნომრის შეყვანასა და check-in გაკეთებას. შემდეგ ადამიანი იზომავს ტემპერატურას და ნორმის შემთხვევაში უშვებენ შენობაში.
სინგაპურში დიდი დრო ეთმობა ტესტირების ახალი სახეების დანერგვას კორონავირუსზე ანალიზის დაჩქარებისა და გამარტივებისათვის. ამავდროულად ტარდება დიდი სოციალური სამუშაო, რათა მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.
სინგაპურში მკურნალობა ძვირადღირებულია. კორონავირუსის დროს ის ათი ათასობით ა.შ.შ. დოლარი ღირს და არ არის გარკვეული სპეციალური დაზღვევა დააფინანსებს თუ არა. ჯერჯერობით სინგაპურის მოქალაქეები ახალი წესების გამო პროტესტს არ გამოთქვამენ, მაგრამ ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს.