დამტკიცდა სალვადორ დალის მეთოდის ეფექტურობა

სალვადორ დალი იყო მომხრე ძილის მოკლე ფაზით ამ უნარების სტიმულირებისა.
მკვლევარებმა გადაწყვიტეს შეესწავლათ ამ მეთოდის ეფექტურობა, რომლითაც სარგებლობდნენ მხატვარი - სიურეალისტი სალვადორ დალი და გამომგონებელი თომას ედისონი.
ედისონი მიზნის მისაღწევად იძინებდა მძიმე საგნით ხელში, ჩაძინების მომენტში საგანი ძირს ვარდებოდა და ეღვიძებოდა, რის შემდეგ იწერდა ნააზრევს, რომელიც მას გაღვიძებისთანავე მოსდიოდა თავში.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ცნობილია, რომ ადამიანთა უმრავლესობა ხანმოკლე ჩაძინებისას განიცდის ძილის N1 ფაზას, ინტერვალს სიფხიზლესა და სრულფასოვან ძილს შორის. კვლევაში მონაწილოება მიიღო 103-მა ადამიანმა, რომელთაც ხელში დაძინებისას ეჭირათ ფინჯანი. მათ აძლევდნენ 8 ციფრის თანმიმდევრობას. გამოღვიძებულ მონაწილეებს 2 მათემატიკური გამოთვლით უნდა გამოერკვიათ, რომელი ციფრი უნდა ყოფილიყო შემდეგი.
ადამიანები, რომლებიც შედიოდნენ N1 ფაზაში და გამოდიოდნენ იქიდან გაღვიძებისას, საზღვრავდნენ ციფრული პრობლემის გადაჭრის არამათემატიკურ საშუალებას 83%-ში სწორად. რადგანაც ამისათვის საჭირო იყო შემოქმედებითი აზროვნება, მეცნიერები თვლიან, რომ გამოყენებული ტექნიკა აუმჯობესებს კრეატიულობას.