მედიცინის სიახლეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ლიდსის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის ექიმების მიერ იდენტიფიცირებული გენი TSPAN12 დაზიანებული აქვთ მემკვიდრეობითი ხასიათის ექსუდაციური ვიტრეორეტინოპათიით დაავადებულებს. მართალია, ამ დაავადების მქონე პაციენტთა უმრავლესობა უსინათლოა ან ცუდად ხედავს, მაგრამ შესაძლოა, მათი ოჯახის წევრებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დეფექტურ გენს მხედველობის დაუზიანებლად ატარებენ. ოფთალმოლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ აღმოჩენის წყალობით და TSPAN12-ის მუტაციის გადარჩევის გზით შეძლებენ, დაავადება საწყის სტადიაშივე გამოავლინონ და მკურნალობა მხედველობის დაკარგვამდე დაიწყონ.

ამრიგად, ადრეული დიაგნოსტიკა შესაძლებელს გახდის სიბრმავის შეფერხებას და მხედველობის ქირურგიული ჩარევის გარეშე შენარჩუნებას. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ TSPAN12 გენი წარმოადგენს თვალის ბადურა გარსის სისხლძარღვთა ნორმალური ფორმირებისთვის აუცილებელი უჯრედული სიგნალების დარღვევის მიზეზს. ამ გენის მუტაცია, რომელიც მე-7 ქრომოსომაზე მდებარეობს, მხედველობის დარღვევების მქონეთა 10%-ს აღმოაჩნდა. სამომავლოდ ეს აღმოჩენა მეცნიერებს მაკულის ასაკობრივი დეგენერაციისა და დიაბეტური რეტინოპათიის - განვითარებულ ქვეყნებში სიბრმავის ყველაზე გავრცელებული ორი მიზეზის - საიდუმლოს ამოხსნაშიც დაეხმარება. ოკულისტები იმედს გამოთქვამენ, რომ მას შემდეგ, რაც უფრო მეტს შეიტყობენ მემკვიდრეობითი ექსუდაციური ვიტრეორეტინოპათიის დროს სისხლძარღვების განვითარებასა და ხსენებული გენის მუშაობაზე, შეძლებენ ჩარევას უჯრედულ პროცესებში, რომლებიც საფუძვლად უდევს სიბრმავის გავრცელებულ მიზეზებს.

ფრანგი მეცნიერები აუტიზმის ოქსიტოცინით მკურნალობას გვთავაზობენ

ფრანგმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჰორმონი ოქსიტოცინი აუმჯობესებს აუტოსტატიკური სპექტრის დარღვევების მქონე პაციენტთა ქცევას. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 17-დან 39 წლამდე ასაკის 19-მა პაციენტმა, რომელთაგანაც 10-ს ასპერგარის სინდრომი ჰქონდა, სამს კი აუტიზმი.

დაავადებულებს ოქსიტოცინს ცხვირში ასხურებდნენ. ოქსიტოცინს, რომელსაც ზოგჯერ "ნდობის ჰორმონს" უწოდებენ, ჰიპოთალამუსი გამოიმუშავებს. ის აძლიერებს საშვილოსნოს კუმშვადობას და პასუხისმგებელია მშობიარობის შემდეგ დედა-შვილს შორის ურთიერთობის ფორმირებაზე.

გამოკვლევისას პაციენტებმა ორგვარი ტესტირება გაიარეს. ერთ-ერთი ტესტირების დროს მონაწილეები სამ ვირტუალურ ოპონენტს ბურთს ეთამაშებოდნენ. ოპონენტები პაციენტებს თავდაპირველად ორიდან სამ შემთხვევაში ესროდნენ ბურთს (დანარჩენ შემთხვევაში - ერთმანეთს), შემდეგ კი თამაშს ისე წარმართავდნენ, რომ ერთ-ერთი კომპიუტერული მოთამაშე პაციენტებს ბურთს ათიდან 7-ჯერ ესროდა, მეორე - 3-ჯერ, მესამე კი მხოლოდ ერთხელ. ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს კომპიუტერული მოთამაშისგან მიღებული ყოველი ბურთისთვის ორ ევროს შეჰპირდნენ, ამასთანავე, მათ შეეძლოთ, ბურთი ნებისმიერი ოპონენტისთვის ესროლათ. თავდაპირველად აუტისტები სამივე ოპონენტს დაახლოებით ერთნაირი სიხშირით ესროდნენ ბურთს, ოქსიტოცინის შეყვანის შემდეგ კი უფრო მეტი მონდომებით იმ ოპონენტს ეთამაშებოდნენ, რომელიც ბურთს უფრო ხშირად უბრუნებდა უკან.

მეორე ტესტირების დროს აუტიზმით დაავადებულებს მოსთხოვეს, განესაზღვრათ ფოტოსურათზე გამოსახული და მათკენ მზერამიპყრობილი ადამიანის სქესი. მეცნიერები ინიშნავდნენ, რამდენ ხანს უცქერდა პაციენტი თვალებში ფოტოსურათზე გამოსახულ ადამიანს. ოქსიტოცინის შეყვანის შემდეგ ეს დრო 20-30%-ით გაიზარდა. ექსპერიმენტის ერთ-ერთი ავტორის თქმით, ცდამ აჩვენა, რომ ოქსიტოცინი მხოლოდ დაავადებულის სხვა ადამიანთან ვიზუალურ კონტაქტს კი არ ახანგრძლივებს, არამედ იმაშიც ეხმარება, რომ შეაფასოს მეორე ადამიანის ქცევა და თავისი შემდგომი ქმედება ამის საფუძველზე წარმართოს.


კიბოს უჯრედების გამავრცელებელი ცილები

კლივლენდის საუნივერსიტეტო კლინიკისა და დასავლეთ სარეზერვო რაიონის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების გავრცელებაში ცილა დისაბლედ-2 (Dab2) მონაწილეობს.

გამოკვლევის ავტორებმა მეტასტაზირების პროცესის შესასწავლად ექსპერიმენტების სერია ჩაატარეს. ცნობილია, რომ სიმსივნური უჯრედების გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ე. წ. ეპითელურ-მეზენქიმური გასასვლელი (ემგ), რის შედეგადაც უჯრედების ეპითელური ფენოტიპი მეზენქიმურით იცვლება და მათი მოძრაობის უნარი იზრდება (უნდა ითქვას, რომ სიმსივნეების უმრავლესობა ეპითელურია).

ცდის შედეგების დამუშავებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი Dab2-სა და ემგ-ს შორის. ამასთანავე, აღმოჩნდა, რომ ხსენებული ცილის გამომუშავებას აკონტროლებდა სპეციალისტებისთვის კარგად ცნობილი ზრდის ტრანსფორმირებული TGF-ბეტა ფაქტორი. მკვლევრების თქმით, Dab2-ის ექსპრესიის ხელოვნური შეზღუდვა ემგ-ზე მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენდა.

გამოკვლევის ერთ-ერთ ავტორს მიაჩნია, რომ თუ მეცნიერები გულდასმით შეისწავლიან ემგ-ის რეგულაციის მთელ ჯაჭვს, სიმსივნის გავრცელების მარეგულირებელი ახალი პრეპარატის შექმნის შესაძლებლობა მიეცემათ. "არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ემგ-ის მოქმედების არეალი მხოლოდ სიმსივნური დაავადებებით არ შემოიფარგლება", - განაცხადა მან.

ართრიტის მკურნალობის ახალი მეთოდი

სტრასბურგის უნივერსიტეტში (საფრანგეთი) მკვლევარებმა ართრიტისა და ოსტეოპოროზის მკურნალობის რევოლუციური მეთოდიკა შეიმუშავეს. ახალი მეთოდი ეფუძნება იმპლანტატის გამოყენებას, რომელიც ორგანიზმს ზრდის ჰორმონით უზრუნველყოფს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ასტიმულირებს ღეროვანი უჯრედების ზრდას, რომლებიც დაზიანებულ ძვლებს კურნავენ. ახალი მეთოდიკა ლაბორატორიულ პირობებში ცხოველებზე წარმატებით გამოსცადეს.

სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ახალი მეთოდიკის დახმარებით მოახერხებენ ტრავმის შედეგად დაზიანებული ძვლებისა და სახსრების აღდგენას, ეფექტურად უმკურნალებენ ოსტეოართრიტით და ოსტეოპოროზით დაავადებულებს.

ოსტეოართრიტი (ოსტეოართროზი) სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებაა, რომლის მიზეზსაც წარმოადგენს სახსრის ზედაპირზე არსებული ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანება. ეს დაავადება უმთავრესად ქალებში გვხვდება. ამასთანავე, მისი განვითარების ალბათობა ასაკსა და სხეულის წონასთან ერთად იმატებს.

ოსტეოართრიტის ძირითადი კლინიკური სიმპტომებია სახსრების ტკივილი და დეფორმაცია, რაც მათ ფუნქციურ უკმარისობას იწვევს. ამჟამად ოსტეოართრიტს ძირითადად ქირურგიულად მკურნალობენ: დაზიანებულ ძვალსა და სახსარს ხელოვნურით ცვლიან.

ვარჯიში ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენას

დღეს ნაღველკენჭოვანი დაავადება ფართოდ არის გავრცელებული, მაგრამ ასიდან მხოლოდ 33% შემთხვევაში ვლინდება. აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ 25 000 მამაკაცისა და ქალის გამოკვლევამ ცხადყო, რომ ფიზიკურად აქტიურ ადამიანებს დაავადების 70%-ით ნაკლები ჩივილები ჰქონდათ. ამის ერთ-ერთ მიზეზად მეცნიერები ნაღველში ქოლესტერინის დაბალ შემცველობას ასახელებენ.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკური ვარჯიშის მეოხებით სისხლში "კარგი" ქოლესტერინის შემცველობა იმატებს, ხოლო ნაღვლის დინება ნორმალიზდება, რაც მეტად მნიშვნელოვანია. რამდენიმე ხნის წინ დადგენილ იქნა, რომ ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება ნაღველში კენჭების წარმოქმნის ალბათობას დაახლოებით მესამედით ამცირებს.

ნაღვლის ბუშტში ნაღვლის კენჭები ნაღვლისა და გამაგრებული ქოლესტერინისგან ფორმირდება. ითვლება, რომ კენჭები ადრე თუ გვიან უჩნდება ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეექვსე მამაკაცს. დაავადების გამომწვევი სხვა ფაქტორებიდან აღსანიშნავია ორსულობა, სიმსუქნე, წონის მკვეთრი დაკლება და ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება.

ნაღვლის ბუშტში კენჭის არსებობაზე ზოგს წარმოდგენაც არ აქვს, ზოგს კი აუტანელი ტკივილი აწუხებს. მარტო დიდ ბრიტანეთში კენჭების გამო ნაღვლის ბუშტს ყოველწლიურად 50 000 ადამიანს ჰკვეთენ. გასტროენტეროლოგებს არ გააჩნიათ კონკრეტული მონაცემები იმის შესახებ, რამდენად ამცირებს ფიზიკური ვარჯიში ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენის ალბათობას ან დღეში რამდენი საათი უნდა ვივარჯიშოთ ეფექტის მისაღწევად, მაგრამ აქტიური ცხოვრების წესისკენ მოგვიწოდებენ, რადგან ეს უამრავი დაავადების არაჩვეულებრივი პროფილაქტიკაა.

მეცნიერებმა დაბერების საიდუმლო ამოხსნეს

თჰე Fინანციალ თიმეს-ი წერს, რომ ნიუკასლის უნივერსიტეტში მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ამოხსნა ბიოლოგიის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო - როგორ და რატომ ბერდება უჯრედი. გამოკვლევამ ცხადყო: როცა დაბერებული უჯრედი თავის დნმ-ში ფიზიკური ცვეთით განპირობებულ მნიშვნელოვან დაზიანებებს აღმოაჩენს, სპეციფიკურ სიგნალებს ავრცელებს. ამ ავარიული სიგნალების გავლენით უჯრედის მიტოქონდრიები წარმოქმნიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც, თავის მხრივ, უჯრედებს დაშლას ან ფუნქციობის შეწყვეტას აიძულებენ, რის მიზანიც დაზიანებული დნმ-ს მოშორებაა.

ნიუკასლის სიბერისა და ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი ტომ კირკვუდი იმედს გამოთქვამს, რომ ეს აღმოჩენა მეცნიერებს ასაკობრივ დაავადებებთან ბრძოლაში დაეხმარება.