ახალი კვლევის შედეგების თანახმად, კატარაქტის ქირურგიული ოპერაცია დემენციის განვითარების რისკს ამცირებს
სინდრომით, რომელიც კოგნიტური უნარ-ჩვევების დაქვეითებას იწვევს, მათ შორის: მეტყველების დარღვევასა და მეხსიერების დაქვეითებას. დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმა ალცჰაიმერის დაავადებაა, რომელიც დემენციის მქონე პაციენტთა 60%-80%-ს აქვს.
მეცნიერებმა უამრავი კვლევა ჩაატარეს, რათა ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი მიზეზი დაედგინათ, თუმცა კვლავ გაურკვეველია ზუსტად რა განაპირობებს დემენციის განვითარებას.
სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ აღმოაჩინეს კავშირი კატარაქტის ქირურგიულ ოპერაციასა და ხანდაზმულებში დემენციის (ალცჰაიმერის დაავადების) განვითარების შემცირებულ რისკს შორის.
კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ მათი აღმოჩენა ახალი თერაპიების საფუძველი გახდება, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ასაკთან დაკავშირებული დემენციის შენელება, ან თავიდან აცილება.
კვლევის მონაწილეებს, რომლებსაც კატარაქტის ოპერაცია ჩაუტარდათ, ოპერაციის შემდგომ დემენციის განვითარების რისკი 30%-ით შეუმცირდათ.
წინა კვლევებით დასტურდება, რომ არსებობს გარკვეული კავშირი ალცჰაიმერის დაავადებასა და თვალის ისეთ დაავადებებს შორის, როგორებიცაა: ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია(AMD), დიაბეტური რეტინოპათია.
რაც შეეხება კატარაქტას, ის თვალის დაბერების თანხმლები ბუნებრივი პროცესია, რაც იმ ხანდაზმულთა უმრაველობაზე ზემოქმედებს, რომლებიც დემენციის რისკის ქვეშ არიან.
სმენის და მხედველობის გაურესება განიხილება, როგორც დემენციის განვითარების შესაძლო რისკ ფაქტორები. ვინაიდან კატარაქტის ქირურგიული ოპერაცია მხედველობას აუმჯობესებს, დემენციის განვითარების რისკიც კლებულობს.