ტედროს ადანომ გებრეისუსი - „ომიკრონ“ ვარიანტის შესაჩერებლად ახლავე იმოქმედეთ

მთავრობებმა კოვიდ 19-ის საპასუხო ეროვნული ზომები ხელახლა უნდა შეაფასონ და ვაქცინაციის პროცესი დააჩქარონ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
”მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას გაზარდონ მეთვალყურეობა და ტესტირება. ნებისმიერი თვითკმაყოფილება ახლა ადამიანების სიცოცხლის ფასად დაჯდება,”- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მისი თქმით, კორონავირუსის აღნიშნული ვარიანტის გავრცელება ახლავე, იქამდე უნდა შეჩერდეს, ვიდრე „ომიკრონით“ ჰოსპიტალიზებული პაციენტების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.