/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
ყოველი მეხუთე ადამიანი სპორტისთვის გენეტიკურად უვარგისიაDaily Mail-ის ცნობით, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა 600 ადამიანის გამოკვლევის საფუძველზე დაასკვნა, რომ ყოველ მეხუთეს მშობლებისგან გადაეცემა გენი, რომელიც მას სპორტისთვის გამოუსადეგარს ხდის. ამ გენის მფლობელი მრავალწლიანი შეუპოვარი ვარჯიშის შედეგადაც კი ვერ მიაღწევს წარმატებას სპორტულ ასპარეზზე. ექსპერიმენტის მონაწილეები რეგულარულად ვარჯიშობდნენ ველოტრენაჟორზე, მედიკოსები კი თვალყურს ადევნებდნენ მათ ჯანმრთელობას და უმოწმებდნენ სისხლში ჟანგბადის დონეს.

ცნობილია, რომ სუფთა ჰაერზე სირბილი, ველოსიპედითა და ფეხით სეირნობა აუმჯობესებს ჟანგბადის შთანთქმასა და გადამუშავებას, რაც ორგანიზმს გამძლეობას და სენშეუვალობას მატებს. მეცნიერებმა შეისწავლეს გამოსაკვლევთა დნმ და აღმოაჩინეს, რომ ჟანგბადის შთანთქმას სულ 30 გენი განაგებს, 11 მათგანს კი კავშირი აქვს ვარჯიშის შემდეგ ფიზიკური მდგომარეობის ცვლილებასთან. ყოველი მე-5 საცდელი პირი გენების ისეთი კომბინაციის მატარებელი აღმოჩნდა, რომლის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში რეგულარულად და სწრაფად ატრიალებდნენ ველოსიპედის პედლებს, ჟანგბადის მოხმარება თითქმის არ იცვლებოდა. სამაგიეროდ გამოსაკვლევ პირთა 10%-ს, რომელთაც მეცნიერებმა იღბლიანები უწოდეს, ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუუმჯობესდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს აღმოჩენა საფუძვლად დაედება სისხლის ანალიზის ახალ მეთოდს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება "არასპორტული" გენის მატარებელთა გამოვლენა.

გენიოსი და ჩვილები

ებრაელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მოცარტის მუსიკა კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ახალშობილის ტვინზე, განსაკუთრებით კი დღენაკლულისაზე. გენიალური კომპოზიტორის მუსიკის გავლენით ჩვილის ორგანიზმში ნელდება ენერგიის მოხმარება, რაც ხელს უწყობს წონის მატებას და აჩქარებს სამშობიაროდან დღენაკლული ბავშვის გამოწერას.

თელ-ავივის სამედიცინო ცენტრის ნეონატოლოგიისა და პედიატრიის განყოფილებებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სათანადო ეფექტისთვის ჩვილმა ყოველდღე 30 წუთი უნდა უსმინოს მოცარტის მუსიკას. ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ახალშობილის განვითარების სისწრაფეზე გავლენას ახდენს გარეგანი ფაქტორებიც, მათ შორის - განათება, ასევე - ტაქტილური შეგრძნებები და ხმა. დღენაკლული ახალშობილების შემთხვევაში მედიკოსთა მთავარი ამოცანაა, ყველა ღონე იხმარონ, რომ ჩვილმა რაც შეიძლება მალე მოიმატოს წონა. სწორედ ამაში ეხმარება მათ მოცარტის მუსიკა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ცნობილია, რომ მოცარტის მუსიკა ამაღლებს ადამიანის ინტელექტის კოეფიციენტს და დადებით გავლენას ახდენს ეპილეფსიით დაავადებულებზე. საინტერესოა, რომ სხვა დიდი კომპოზიტორების მუსიკა, მაგალითად, ბეთჰოვენისა, ბახისა, შოპენისა, ვაგნერისა, ასეთ ეფექტს არ ახდენს.

რა სარგებლობა მოაქვს ქიშმიშს?

დიდხანს მიაჩნდათ, რომ ქიშმიში კბილებზე ნადებს აჩენდა. ამერიკელმა სტომატოლოგებმა ამ მოსაზრების შემოწმება გადაწყვიტეს. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღეს 7-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებმა. აღმოჩნდა, რომ ქიშმიში კბილებზე ნადებს არ აჩენს და, ამის კვალობაზე, არც კარიესის განვითარების რისკს ზრდის. პირიქით, იგი კბილების ზედაპირს ისევე წმენდს, როგორც ვაშლი და ბანანი. ამასთანავე, ქიშმიში ძალიან სასარგებლოა. ის აძლიერებს იმუნიტეტს, აწესრიგებს ძილს, უხდება ოსტეოქონდროზსა და ანემიას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბროწეული ხელს უშლის სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარებას და საგრძნობლად აფერხებს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ცნობილია, რომ სუფთა ჰაერზე სირბილი, ველოსიპედითა და ფეხით სეირნობა აუმჯობესებს ჟანგბადის შთანთქმასა და გადამუშავებას, რაც ორგანიზმს გამძლეობას და სენშეუვალობას მატებს. მეცნიერებმა შეისწავლეს გამოსაკვლევთა დნმ და აღმოაჩინეს, რომ ჟანგბადის შთანთქმას სულ 30 გენი განაგებს, 11 მათგანს კი კავშირი აქვს ვარჯიშის შემდეგ ფიზიკური მდგომარეობის ცვლილებასთან. ყოველი მე-5 საცდელი პირი გენების ისეთი კომბინაციის მატარებელი აღმოჩნდა, რომლის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში რეგულარულად და სწრაფად ატრიალებდნენ ველოსიპედის პედლებს, ჟანგბადის მოხმარება თითქმის არ იცვლებოდა. სამაგიეროდ გამოსაკვლევ პირთა 10%-ს, რომელთაც მეცნიერებმა იღბლიანები უწოდეს, ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუუმჯობესდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს აღმოჩენა საფუძვლად დაედება სისხლის ანალიზის ახალ მეთოდს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება "არასპორტული" გენის მატარებელთა გამოვლენა.

გენიოსი და ჩვილები

ებრაელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მოცარტის მუსიკა კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ახალშობილის ტვინზე, განსაკუთრებით კი დღენაკლულისაზე. გენიალური კომპოზიტორის მუსიკის გავლენით ჩვილის ორგანიზმში ნელდება ენერგიის მოხმარება, რაც ხელს უწყობს წონის მატებას და აჩქარებს სამშობიაროდან დღენაკლული ბავშვის გამოწერას.

თელ-ავივის სამედიცინო ცენტრის ნეონატოლოგიისა და პედიატრიის განყოფილებებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სათანადო ეფექტისთვის ჩვილმა ყოველდღე 30 წუთი უნდა უსმინოს მოცარტის მუსიკას. ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ახალშობილის განვითარების სისწრაფეზე გავლენას ახდენს გარეგანი ფაქტორებიც, მათ შორის - განათება, ასევე - ტაქტილური შეგრძნებები და ხმა. დღენაკლული ახალშობილების შემთხვევაში მედიკოსთა მთავარი ამოცანაა, ყველა ღონე იხმარონ, რომ ჩვილმა რაც შეიძლება მალე მოიმატოს წონა. სწორედ ამაში ეხმარება მათ მოცარტის მუსიკა.

ცნობილია, რომ მოცარტის მუსიკა ამაღლებს ადამიანის ინტელექტის კოეფიციენტს და დადებით გავლენას ახდენს ეპილეფსიით დაავადებულებზე. საინტერესოა, რომ სხვა დიდი კომპოზიტორების მუსიკა, მაგალითად, ბეთჰოვენისა, ბახისა, შოპენისა, ვაგნერისა, ასეთ ეფექტს არ ახდენს.

რა სარგებლობა მოაქვს ქიშმიშს?

დიდხანს მიაჩნდათ, რომ ქიშმიში კბილებზე ნადებს აჩენდა. ამერიკელმა სტომატოლოგებმა ამ მოსაზრების შემოწმება გადაწყვიტეს. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღეს 7-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებმა. აღმოჩნდა, რომ ქიშმიში კბილებზე ნადებს არ აჩენს და, ამის კვალობაზე, არც კარიესის განვითარების რისკს ზრდის. პირიქით, იგი კბილების ზედაპირს ისევე წმენდს, როგორც ვაშლი და ბანანი. ამასთანავე, ქიშმიში ძალიან სასარგებლოა. ის აძლიერებს იმუნიტეტს, აწესრიგებს ძილს, უხდება ოსტეოქონდროზსა და ანემიას.


კიბოს შეჩერება ათიდან 4 შემთხვევაში შესაძლებელია

მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება კიბოსთან ბრძოლის დღე, რომელიც წელს ასეთი დევიზით გაიმართება: "კიბოს შეჩერებაც შესაძლებელია!" - და სათავეს დაუდებს ამავე სახელწოდების კამპანიას, რომლის ორგანიზატორებიც იქნებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაცია (UICC).

UICC-ის მონაცემებით, კიბოს დიაგნოზს მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტ ადამიანს უსვამენ, 7,6 მილიონი კი ამ დაავადებით კვდება. მაგრამ ავთვისებიან წარმონაქმნთა 40%-ის შეჩერება შესაძლებელია. დაავადების განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებს მარტივი ღონისძიებები: სიგარეტსა და ალკოჰოლზე უარის თქმა, ჯანსაღი წონის შენარჩუნება, კიბოს გამომწვევი ინფექციებისა და მზის სხივებისგან თავის დაცვა. "კიბოს დიაგნოზს ყოველწლიურად 12 მილიონამდე ადამიანს უსვამენ, მაგრამ შემთხვევათა დაახლოებით 20% შეიძლება მივაკუთვნოთ ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებს, რომლებიც ან უშუალოდ იწვევენ ონკოდაავადებებს, ან კიბოს განვითარების რისკს ზრდიან, - განაცხადა UICC-ის პრეზიდენტმა დევიდ ჰილმა, - ამის გამო ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 100-ზე მეტი ქვეყნის 300-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს, წელს კიბოს საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში მთელ ძალისხმევას მიმართავს იქით, რომ ხალხმა გააცნობიეროს ინფექციათა როლი კიბოს განვითარებაში".

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული ონკოდაავადებების შეჩერება შესაძლებელია ვაქცინაციითა და ცხოვრების წესის კარდინალური შეცვლით, ასევე - სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებებით, რომლებიც მთელ მსოფლიოში ტარდება.

კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღისთვის UICC-ის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ბოლო ხანს საგრძნობლად გაუმჯობესდა კიბოს გამომწვევი ორი ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა.

ერთ-ერთი ამ ინფექციათაგანია ადამიანის პაპილომავირუსი (HPV). ის იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს, რომელიც მესამე ადგილს იკავებს ქალთა ონკოდაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზებს შორის.

მეორე კი B ჰეპატიტია, რომელსაც მამაკაცთა სიკვდილიანობის გამომწვევ ავთვისებიან დაავადებებს შორის მესამე ადგილი უკავია. ზემოხსენებული ვაქცინების, ასევე - კიბოს საწინააღმდეგო ძალზე ეფექტური პროფილაქტიკური ღონისძიებების არსებობის მიუხედავად, ზოგიერთ ქვეყანაში კიბოს გავრცელების ტემპი არ იკლებს. მაგალითად, საშვილოსნოს ყელის კიბოს ლეტალური შემთხვევების 80% განვითარებადი ქვეყნების წილად მოდის და ამის მიზეზი ხშირად მოსახლეობის არასათანადო ინფორმირებაა.

ონკოლოგიურ დაავადებათა საერთაშორისო კავშირის წარმომადგენელი ქერი ადამსი აცხადებს, რომ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს მოსახლეობის ინფორმირებამ იმის თაობაზე, რომ ზოგიერთ ინფექციას კიბოს გამოწვევა შეუძლია. მისივე თქმით, პოლიტიკურმა მოღვაწეებმა პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ მოსახლეობის ვაქცინაციასა და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების დროულ უზრუნველყოფაზე. WHO-ს პროგნოზით, 2030 წლისთვის კიბოთი გარდაცვლილთა რიცხვი მიაღწევს 11,5 მლნ-ს, რაც 2007 წლის მაჩვენებელს 45%-ით აღემატება.

ბროწეული ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკას

ბროწეულს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს: ამაღლებს ჰემოგლობინის დონეს, აუმჯობესებს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას, აყუჩებს ტკივილს და, რაც მთავარია, ძლიერი ანტიოქსიდანტია. ახლახან კი აღმოჩნდა, რომ ქალებისთვის ეს ხილი განსაკუთრებით სასარგებლო ყოფილა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ნივთიერება ელარგოტანინი, რომელიც უხვად არის ბროწეულში, ხელს უშლის სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარებას და საგრძნობლად აფერხებს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას. ჯერჯერობით ვერ დაუდგენიათ, რა დოზაა საჭირო სარძევე ჯირკვლის კიბოსგან დასაცავად, მაგრამ ქალებს ურჩევენ, ბროწეული უხვად მიირთვან. მეცნიერებს განზრახული აქვთ ბროწეულის ექსტრაქტის საფუძველზე სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალო საშუალების შექმნა. იმედი ვიქონიოთ, დრო ყველაფერს გვიჩვენებს.

მოცვი მეხსიერებას აუმჯობესებს

გამოკვლევამ, რომლის შესახებ ანგარიში ამა წლის იანვარში Journal of Agricultural and Food Chemistry-ში გამოქვეყნდა, ცხადყო, რომ მოცვს ხანდაზმულთა მეხსიერების გაუმჯობესება შესძლებია. ამასთანავე, რაც უფრო ადრე დაიწყება მეხსიერების სტიმულაცია, მით უკეთესი იქნება შედეგი. სტიმულაციისთვის საჭიროა კვების ყოველდღიურ რაციონში მოცვის შეტანა. ვინაიდან მოცვი სეზონური მცენარეა და ყოველთვის ვერ იყიდით, მედიკოსები გვთავაზობენ ნატურალური ანტიოქსიდანტების მიღების სხვა გზებს. აი რამდენიმე მარტივი საშუალება: სვით დღეში ერთი ჭიქა მოცვის ნატურალური წვენი; შეკაზმეთ კერძი გამომშრალი მოცვით; მიირთვით მოცვის ხილფაფა ან გაყინული მოცვი.

ექიმ ნიკოლას მერიკონეს აზრით, მოცვი სუპერსაკვებია, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ასაკობრივ პროცესებზე. ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ის აფერხებს დემენციას და ნაოჭების გაქრობის უნარიც კი შესწევს.