/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
პომიდორი თრომბის წინააღმდეგ. პომიდორს უნიკალური თვისება აქვს - მას შეუძლია, ხელი შეუშალოს თრომბების წარმოქმნას და შეამციროს ღრმა ვენების თრომბოზის რისკი. ღრმა ვენების თრომბოზი მძიმე დაავადებაა, რომელიც ხშირად ემართებათ ხანგრძლივი ავიარეისების მგზავრებს მოუხერხებელ პოზაში და უმოძრაოდ დიდხანს ჯდომის გამო. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ბრიტანეთში ამ მიზეზით ყოველწლიურად დაახლოებით 40 ადამიანი კვდება, თუმცა ღრმა ვენების თრომბოზით გამოწვეული რეალური სიკვდილიანობა, სავარაუდოდ, გაცილებით აღემატება ამ მაჩვენებელს.

გამოკვლევამ, რომელშიც 200 მოხალისე მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ერთი ულუფა პომიდვრის წვენი სისხლის წებოვნობას 70%-ით ამცირებს, ეს კი, თავის მხრივ, აქვეითებს თრომბების წარმოქმნის საშიშროებას, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს.

პომიდვრის წვენის დადებითი ეფექტი დაახლოებით 18 საათს გრძელდება და ასიდან 97 შემთხვევაში აღინიშნება. საქმე ის არის, რომ პომიდორი შეიცავს ანტითრომბოზულ ნივთიერებებს - ფლავონოიდებს. მათი დღიური ნორმის მისაღებად საკმარისია დავლიოთ 150 გ კონცენტრირებული ტომატის წვენი ან შევჭამოთ 6 ცალი უმი პომიდორი.

ასპირინი ინსულტის წინააღმდეგ

დადასტურდა, რომ ინსულტის თავიდან აცილებისას ჩვეულებრივი ასპირინის პროფილაქტიკური პოტენციალი ოდნავაც არ ჩამოუვარდება ამ მიზნით გამოყენებული ტრადიციული პრეპარატის - დელტაპარინის პოტენციალს.

დელტაპარინი დაბალმოლეკულური ჰეპარინის პრეპარატია, რომელსაც ორგანიზმის განსაკუთრებული უჯრედები გამოიმუშავებს. ინსულტების დაახლოებით 80% თავის ტვინის სისხლძარღვთა თრომბოზის შედეგია, დანარჩენი კი თავის ტვინში სისხლჩაქცევისა (ჰემორაგიული ინსულტი).

პირველ შემთხვევაში სამკურნალოდ გამოიყენება დელტაპარინი, რომელიც ხელს უწყობს თრომბის დაშლას, მეორე ვარიანტის დროს კი დაბალმოლეკულური ჰეპარინით მკურნალობა საშიშია, ამიტომ მეცნიერებმა ასპირინზე დაკვირვება დაიწყეს. მათ გამოიკვლიეს 449 პაციენტი, რომელთა ნაწილი გადატანილი ინსულტის შემდეგ დელტაპარინს იღებდა, ნაწილი კი ასპირინს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ასპირინი დელტაპარინს არაფრით ჩამოუვარდება. იგი აუმჯობესებს სისხლის დინებას და ხელს უშლის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნას. ამასთანავე, ასპირინის გამოყენება შეიძლება როგორც თრომბოზის, ასევე თავის ტვინში სისხლჩაქცევის დროს.

ზრდის თუ არა შაკიკი ინსულტის რისკს?

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შაკიკი ორჯერ ზრდის იშემიური ინსულტის რისკს. ჯონ ჰოპკინსის უნვერსიტეტში ჩატარდა 21 გამოკვლევის მეტაანალიზი, რომლებშიც 622 381 პაციენტი მონაწილეობდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევაა, რომელიც კი შაკიკსა და ინსულტს მიეძღვნა. მონაწილეები 18-დან 70 წლამდე ასაკისანი იყვნენ. მათი უმრავლესობა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობდა. ინსულტი არც ერთს არ ჰქონდა გადატანილი.

ანალიზებმა აჩვენა, რომ შაკიკით დაავადებულებს იშემიური ინსულტის განვითარების რისკი სხვებთან შედარებით 2-3-ჯერ მაღალი ჰქონდათ. როდესაც შაკიკის შეტევებს წინ უძღოდა მხედველობითი აურა ნათებებისა და ლაქების გამოვლინებით ან პერიფერიული მხედველობის გადაძაბვით, ინსულტის განვითარების ალბათობა უფრო მეტად იზრდებოდა: მამაკაცებში - 2,5-ჯერ, ხოლო ქალებში - 2,9-ჯერ.

მეცნიერთა აზრით, სხვადასხვა ასაკში განსხვავებული მაჩვენებლები იმით შეიძლება აიხსნას, რომ შაკიკით დაავადებული ქალები ხშირად იღებენ ორალურ კონტრაცეპტივებს ან იტარებენ ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიას, რომელიც, როგორც ცნობილია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების ერთ-ერთი მძლავრი რისკფაქტორია.

გამოკვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მეცნიერები ექიმებს ურჩევენ, შაკიკიან ავადმყოფებში ინსულტის პროფილაქტიკას უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები