/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
ექსტაზი ძილის დროს სუნთქვის დარღვევის მიზეზი ყოფილა. ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ექსტაზი ზრდის ძილის აპნოეს განვითარების ალბათობას. ძილის აპნოე ძილში სუნთქვის ხანგრძლივი შეჩერებაა, რასაც ჯანმრთელობისთვის ნეგატიური შედეგი მოაქვს. ძილის აპნოეს სინდრომი გავრცელებული დაავადებაა. როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ის ზრდის ინფარქტისა და ინსულტის რისკს, აუარესებს ჰიპერტენზიისა და გულის იშემიური დაავადების მიმდინარეობას, აქვეითებს გონებრივ შესაძლებლობებს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ჩატარებულ გამოკვლევაში 132-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 71 ექსტაზის რეგულარულად მოიხმარდა, 61 კი საკონტროლო ჯგუფში შედიოდა.

ყველა მოხალისეს უტარდებოდა პოლისომნოგრამა, რომლის საშუალებითაც ფასდება ძილის დროს სუნთქვის რიტმი. ძილის აპნოეს მსუბუქი შემთხვევები უფრო ხშირად საკონტროლო ჯგუფში გვხვდებოდა - 27% 21-ის წინააღმდეგ. მაგრამ მისი მძიმე ფორმა მხოლოდ ექსტაზის მომხმარებლებს შორის აღირიცხა. დადგენილ იქნა ისიც, რომ ძილში სუნთქვის შეჩერების სიხშირე უშუალოდ იყო დამოკიდებული ნარკოტიკის გამოყენების ხანგრძლივობაზე. მეცნიერთა აზრით, ექსტაზის ასეთი მოქმედება გამოწვეულია ნეირომედიატორ სეროტონინის ცვლის დარღვევით, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად ძილისა და სუნთქვის რეგულაციაშიც მონაწილეობს.

მეხსიერება ძილშიც გვჭირდება

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ძილის დროს ხმების აღდგენა გვეხმარება, უკეთ დავიმახსოვროთ ადრე მიღებული ინფორმაცია.

გამოკვლევა ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩატარდა. მონაწილეებს მეცნიერებმა შესთავაზეს, ლოგიკური თანამიმდევრობით დაელაგებინათ 50 სურათი. ამასთანავე, ყოველ სურათს შეესაბამებოდა გარკვეული ბგერა ან ბგერები, მაგალითად, კატის კნავილი, ვერტმფრენის ხმაური და სხვა. ამის შემდეგ 12 მოხალისე დააძინეს. ძილის დროს მათ ასმენინებდნენ ბგერებს, რომელთა ნაწილი მოხალისეების მიერ ნანახ სურათებს შეესაბამებოდა. გამოღვიძებისას არც ერთ მონაწილეს არ ახსოვდა, რომ ძილში რაიმე ხმა ჩაესმა, მაგრამ მათი უმეტესობა სწრაფად აწყობდა ადგილებზე იმ სურათებს, რომლებიც ძილში მოსმენილ ბგერებთან იყო ასოცირებული.

მეცნიერთა აზრით, გამოკვლევა ადასტურებს, რომ ადამიანს შეუძლია, მიიღოს ძილში ბგერითი ინფორმაცია და უკეთ "ჩაიწეროს" ის მოგონებები, რომლებიც გაგონილ ბგერებთან ასოცირდება.

შესაძლებელია თუ არა მეხსიერების გაუმჯობესება უძილობის დროს?

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ ტვინის ერთ-ერთი ფერმენტის დაბლოკვის შემთხვევაში უძილობის დროს მეხსიერების აღდგენა სავსებით შესაძლებელია. როდესაც ადამიანს ცოტა სძინავს, ყველაზე მეტად მეხსიერება ზიანდება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ტორონტოს, გლაზგოს და პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ უძილობა განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ჰიპოკამპში (ტვინის ნაწილი, რომელიც სწავლასა და დამახსოვრებაში მონაწილეობს) მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე. გამოუძინებელი თაგვების ჰიპოკამპში საგრძნობლად იმატებდა ფერმენტ ფოსფოდიესტერაზის (PDE4) დონე, რაც შინაგანი და უჯრედშორისი ქიმიური რეაქციების რეგულატორის - ციკლური ამფ-ის - კონცენტრაციის დაქვეითებას იწვევდა. როგორც გამოკვლევამ აჩვენა, ციკლური ამფ გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალი ინფორმაციის შესწავლისა და დამახსოვრებისას ნერვულ უჯრედებს შორის ახალი კავშირების წარმოქმნაში.

ექსპერიმენტის დროს PDE4-ის დათრგუნვამ გაზარდა სწავლის უნარი და ხელი შეუწყო მეხსიერების აღდგენას უძილობის დროს. შესაძლოა, გამოკვლევის შედეგების საფუძველზე შემუშავდეს სპეციფიკური პრეპარატები, რომლებიც გამოყენებულ იქნება უძილობის ნეგატიური შედეგების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

თრომბების პოფილაქტიკისთვის სპეციალური აპარატი გამოიგონეს

მიჩიგანელმა მეცნიერებმა შექმნეს მიკროსკოპული ულტრაბგერითი აპარატი, რომელიც ქირურგიული ჩარევის შემდეგ კორონარული არტერიების თრომბით დაცობის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. მის სტრუქტურაში შემავალი ლინზა აკონტროლებს ულტრაბგერით ტალღებს, რომლებიც სისხლძარღვთა კედლებიდან ირეკლება და ამგვარად აფიქსირებს სისხლში მიმდინარე ცვლილებებს.

ლინზის დიამეტრი ერთი მილიმეტრია, სიგანე კი ორჯერ აღემატება ადამიანის თმის ღერის სისქეს. არტერიებში სისხლის არათანაბარმა დინებამ შესაძლოა სისხლძარღვის კედლის ანთება გამოიწვიოს, ეს კი, თავის მხრივ, ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას და სისხლძარღვის დაცობას აჩქარებს.

ამერიკელი მეცნიერები თვლიან, რომ ამ ხელსაწყოს დიდი მომავალი აქვს. მისი გამოყენება, გარდა კარდიოლოგიისა, შესაძლებელია მედიცინის სხვადასხვა დარგშიც.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მედიცინის სიახლეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები