News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

თვალების ხამხამის პროცესი სახის ნერვებისა და ზედა ქუთუთოების ამწევი კუნთების დაზიანებისას ირღვევა. ამ კუნთების მუდმივი დამბლა შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმამ, ინსულტმა, სიმსივნურმა წარმონაქმნმა, ნევროლოგიურმა დაავადებამ. ხამხამის პროცესის მოდელირებისთვის ქირურგებმა გვამი გამოიყენეს. შემაერთებელი ქსოვილისა და პოლიტეტრაფთორეთილენის (ტეფლონი) ბოჭკოებისგან დამზადებული სიმების ერთი ბოლო თვალის კაკალზე მიამაგრეს, მეორე - ხელოვნურ კუნთზე, შემდეგ კი მთელი ეს კონსტრუქცია საფეთქლის ძვლის სიღრმეში ჩანერგეს.

ხელოვნური კუნთი შედგება აკრილის ან სილიკონის სამი ფენისგან, რომელთა შორისაც გრაფიტის საცხია მოთავსებული. ელექტრული იმპულსები კუნთის შეკუმშვას უზრუნველყოფს. შედეგად ქუთუთოებში ჩანერგილი სიმები იჭიმება და თვალი იხუჭება. კუნთის ცალმხრივი დამბლით დაავადებულთა სამკურნალოდ მეცნიერები გვთავაზობენ განსაკუთრებული სენსორების გამოყენებას, რომელთაც უნარი შესწევთ, ჯანმრთელი თვალის დახუჭვისას გამოცემული ელექტრონული იმპულსები დაიჭირონ - ეს დაავადებული და ჯანმრთელი ქუთუთოების სინქრონულ დახურვას უზრუნველყოფს. ორმხრივი დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია რიტმის ელექტრული მატარებლის მსგავსი მოწყობილობის გამოყენება.

მეცნიერებმა დიაბეტთან დაკავშირებული გენის იდენტიფიკაცია მოახდინეს

მეცნიერთა საერთაშორისო (ევროპა, აშშ, კანადა და ავსტრალია) ჯგუფმა სისხლში ინსულინისა და შაქრის დონესთან დაკავშირებული ათობით ახალი გენეტიკური ვარიაციის იდენტიფიცირება მოახდინა. ამ მიღწევამ შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროს II ტიპის შაქრიანი დიაბეტის ახალი წამლის შექმნას.

აქამდე მეცნიერები გლუკოზის მეტაბოლიზმს გენების მხოლოდ 4 ვარიანტს უკავშირებდნენ, საიდანაც II ტიპის დიაბეტზე მხოლოდ ერთი მოქმედებდა. მეცნიერებმა 122 ათასი ადამიანის გენომი გააანალიზეს. შედეგად აღმოჩენილ იქნა ათობით გენეტიკური მუტაცია, რომლებიც ადამიანის სისხლში შაქრისა და ინსულინის დონეს არეგულირებს. ორი მათგანი უშუალოდ უკავშირდება დიაბეტის განვითარების რისკს. უმთავრეს როლს ასრულებს გენი GIPღ-A, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიმუშავებს საკვების მიწოდებაზე ნორმალური ჰორმონული რეაქციისთვის აუცილებელ ცილას და ასტიმულირებს სისხლში შაქრის დონის მაკონტროლებელი ინსულინის გამომუშავებას. გენის მუტაციური ვარიანტი არღვევს იმუნიტეტს, რის შედეგადაც გლუკოზის კონცენტრაცია იმატებს. II ტიპის შაქრიანი დიაბეტი მეტაბოლური დაავადებაა. ახასიათებს ქრონიკული ჰიპერგლიკემია, რომელიც ინსულინის სეკრეციის ან ქსოვილის უჯრედებთან მისი ურთიერთქმედების დარღვევის შედეგია. ჩვეულებრივ, ეს დაავადება 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს უვითარდებათ.

მკურნალობა გულისხმობს დიეტას და ფიზიკურ აქტიურობას. გარდა ამისა, ავადმყოფებს ენიშნებათ შინაგანი მოხმარების პრეპარატები და/ან ინსულინი. ამჟამად მთელ მსოფლიოში დიაბეტი აქვს 220 მილიონ კაცს. ყოველ წელს ამ სენით მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება.

ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებმა შესაძლოა ბავშვი სპორტს სამუდამოდ ჩამოაშოროს

კანადელ ექსპერტთა აზრით, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებზე დამცირებამ შესაძლოა ბავშვს სპორტზე სამუდამოდ ათქმევინოს უარი. მათი თქმით, ადამიანს სპორტისადმი დამოკიდებულება სკოლაში, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების გავლენით უყალიბდება და ამაში დიდ როლს ასრულებს მასწავლებლის ხასიათი და მოსწავლეებისადმი დამოკიდებულება. მაგალითად, შესაძლოა უარყოფითი შედეგი მოჰყვეს იმ მასწავლებლის ქცევას, რომელიც გაკვეთილისადმი ინტერესს არ იჩენს, მოსწავლეებს უსამართლოდ ექცევა ან ამცირებს და თანატოლების წინაშე არცხვენს.

მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს ბავშვებს ფიზკულტურა მხოლოდ იმის გამო არ უყვართ, რომ ამა თუ იმ სპორტული ილეთის შესრულებას ვერ ახერხებენ. სინამდვილეში მათ სპორტისადმი უარყოფითი დამოკიდებულება სხვა მიზეზით უყალიბდებათ - ან იმიტომ, რომ თანაკლასელები ან მასწავლებელი დასცინიან, ან გაკვეთილებია უინტერესო და მოსაწყენი. ფიზიოლოგებს მიაჩნიათ, რომ ფიზკულტურის გაკვეთილებზე უნდა ტარდებოდეს თითოეული ბავშვის ფიზიკურ შესაძლებლობებზე გათვლილი მხიარული კოლექტიური თამაშები, სადაც მთავარი მონაწილეობაა და არა შედეგი.


აპენდიციტის დროს ოპერაცია ყოველთვის არ ყოფილა საჭირო

აშშ-ში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჭიანაწლავის ამოკვეთა ყოველთვის არ ყოფილა საჭირო. XIX საუკუნიდან მედიცინაში ბატონობს აზრი, რომ თუ ანთებითი აპენდიქსი არ ამოიკვეთა, გასკდება და სიცოცხლისთვის საშიშ გართულებას - პერიტონიტს ან აბსცესს - გამოიწვევს, მაგრამ ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ აპენდიციტი პერფორაციით და აპენდიციტი პერფორაციის გარეშე ორი სხვადასხვა დაავადებაა. გამოკვლევის ხელმძღვანელი, ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის გასტროენტეროლოგიის ქირურგიული განყოფილების მთავარი ექიმი, ამბობს, რომ აპენდიციტი ბოლომდე ჯერაც შეუსწავლელია, კერძოდ, უცნობია მისი უშუალო მიზეზი, მაგრამ გამოკვლევის შედეგები მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ ჭიანაწლავის არაპერფორირებული ანთება ვირუსით არის გამოწვეული.

მკვლევარებმა შეისწავლეს 1970-2006 წლებში აღრიცხული აპენდიციტის შემთხვევები და აღმოაჩინეს, რომ არაპერფორირებული აპენდიციტი წლიდან წლამდე ხშირდება, ამის პარალელურად კი მცირდება გრიპით ავადობა. მაგრამ გრიპის ვირუსი აპენდიციტს არ უნდა იწვევდეს, რადგან გრიპით ავადობა პიკს ზამთრის თვეებში აღწევს, აპენდიციტი კი უმეტესად ზაფხულობით გვხვდება. აღმოსავლეთ ვირჯინიის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლის აზრით, სასუნთქი გზების ვირუსულ დაავადებებს, მათ შორის გრიპს, შეუძლია იმუნური სისტემა "მოამზადოს" აპანდიციტის გამომწვევი ჯერ კიდევ უცნობი ვირუსის წარმოსაშობად. მკვლევართა თქმით, არსებობს თეორია, რომ ვირუსი აზიანებს აპენდიქსის ლორწოვან გარსს და ამით ბაქტერიების დასახლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის, ბაქტერიები კი ანთებას იწვევენ.

გამოკვლევათა მთელი წყება მოწმობს, რომ აპენდიციტი ანტიბიოტიკებით იკურნება - 100 წლის წინ, როდესაც ჩატარდა პირველი აპენდექტომია, ეს მედიკამენტები ჯერ კიდევ არ არსებობდა. მეცნიერთა ჯგუფს განზრახული აქვს, ჩაატაროს გამოკვლევა - პაციენტებს ანტიბიოტიკებით უმკურნალოს, ოპერაციული ჩარევა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში განახორციელოს, თუ მდგომარეობა 24 საათის განმავლობაშიც არ გაუმჯობესდა.

მეცნიერთა ამ ჯგუფის მოსაზრებას მხარს უჭერს სამხრეთ კაროლინის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორიც, რომელმაც 2009 წლის ნოემბერში განაცხადა აპენდიციტის 70 გაურთულებელი შემთხვევის შესახებ და აღნიშნა, რომ ასეთი შედეგი ანტიბიოტიკოთერაპიით იქნა მიღწეული. სკეპტიკოსებს, რომლებსაც დიაგნოზის სისწორეში ეჭვი შეეპარათ, მან კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგები წარუდგინა.

მანგო მსხვილი ნაწლავისა და სარძევე ჯირკვლების კიბოს ებრძვის

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მანგოს მსხვილი ნაწლავისა და სარძევე ჯირკვლის კიბოსთან ბრძოლის უნარი შესწევს. მართალია, ანტიოქსიდანტური თვისებებით მოცვსა და ბროწეულს ვერც კი შეედრება, - მანგოში 4-5-ჯერ ნაკლები ანტიოქსიდანტია, - მაგრამ მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერება მაინც აჩერებს სიმსივნური წარმონაქმნის ზრდას.

მანგოში შემავალი პოლიფენოლური ნაერთის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება მსხვილი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლების, ფილტვების, პროსტატის კიბოს და ლეიკემიის უჯრედებზე გამოსცადეს. აღმოჩნდა, რომ ყველა უჯრედული ხაზი ერთნაირად მგრძნობიარე არ არის მანგოს სიმსივნის საწინააღმდეგო აგენტის მიმართ, თუმცა სარძევე ჯირკვლებისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს უჯრედები საკმაოდ ძლიერ ზემოქმედებას განიცდიან.

მანგოს შემადგენლობის ზემოქმედებით სარძევე ჯირკვლებისა და მსხვილი ნაწლავის კიბოსეულმა უჯრედებმა გაიარეს აპოპტოზის ანუ დაპროგრამებული სიკვდილის პროცესი (აპოპტოზი - ეს არის, ფაქტობრივად, დნმ-ში კოდირებული ბრძანება და სამოქმედო ინსტრუქცია უჯრედის თვითლიკვიდაციისათვის).

ამასთანავე, აღმოჩნდა, რომ მანგოს აგენტების მოქმედება მხოლოდ მავნე კიბოსეული უჯრედებისკენ არის მიმართული. ყოველ შემთხვევაში, ასეა ამ ნივთიერებების გონივრული კონცენტრაციით გამოყენებისას.

მანგოს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას პოლიფენოლები, კერძოდ, გალოტანინი განაპირობებს. ეს არის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთი, რომელიც კიბოს უჯრედებს ბლოკავს. ტესტირებამ აჩვენა, რომ მისი ზემოქმედებით შეწყდა კიბოს უჯრედების დაყოფისა და გამრავლების ციკლი, უჯრედთა მუტაცია და მათი ფუნქციის რღვევა.