შესაძლებელია თუ არა თხილეული ძუძუს კიბოსგან განკურნებაში დაგვეხმაროს? - კვლევის შეფასებები
ქალბატონებს, რომლებსაც ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და რომელთა კვების რაციონშიც თხილი შედიოდა, დაავადების დამარცხების და გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც თხილეულზე უარს ამბობდა.
კვლევა ჩინეთში ჩატარდა, რომელშიც 3000 ქალბატონი ღებულობდა მონაწილეობს.
პაციენტებს ჰკითხეს, მიირთმევდნენ თუ არა არაქისს, ნიგოზს, ნუშს, ან რაიმე სახის თხილეულს (დიაგნოზის დასმიდან 5 წლის შემდეგ).
მკვლევარები სწავლობდნენ კავშირს (განისაზღვრა დოზებიც) ძუძუს კიბოს განმეორებით რისკს, ზოგად სიკვდილიანობასა და თხილეულით მდიდარ კვების რაციონს შორის.
დიაგნოზის დასმიდან 10 წლის შემდეგ კვლევის ანაგარიშის მიხედვით, იმ ქალბატონებს, რომლებიც თხილს მიირთმევდნენ გამოჯანმრთელების მეტი შანსი ჰქონდათ.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი Xiao-Ou Shu ამბობს, რომ თხილეული ჯანსაღი დიეტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, აუცილებელია მის სასარგებლო თვისებებზე ინფორმაცია ძუძუს კიბოს სამკურნალო გაიდლაინებშიც შედიოდეს.
ის აღნიშნავს, რომ აღნიშული კვლევა, როგორც ყველა დაკვირვებითი კვლევა გვიჩვენებს მხოლოდ ასოციაციას და არა მიზეზობრიობას.
ბოსტონის კიბოს ინსტიტუტის ონკოლოგის შეფასებით, მხოლოდ ამ კვლევის საფუძველზე რთულია ვთქვათ, რომ თხილი მკერდის კიბოსგან გადარჩენაში გვეხმარება, ვინაიდან მტკიცებულებები საკმაოდ სუსტია.
ისინი, ვინც ძუძუს კიბოსგან გადარჩნენ და თხილეულსაც მიირთმევდნენ, გამოირჩეოდნენ შემდეგი უპირატესობებითაც: მათ მაღალი შემოსავალი და კარგი განათლება ჰქონდათ, სხეულის დაბალი მასის ინდექსი, ფიზიკურად აქტიურ ცხოვრების წესს ეწეოდნენ და კიბოს ადრეული სტადია ჰქონდათ.
გარე ექსპერტების შეფასებით, კვლევის შედეგებს ძლიერი მტკიცებულებები არ გააჩნია და ბევრი აუცილებელი ფაქტორი არ არის გათვალისწინებული.