/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
გაგაცნობთ მედიცინის სიახლეებს
  • ბელგიელებმა ოვულაციის პროცესის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნეს

ბელგიელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველად ვიდეოკამერით გადაიღეს ოვულაციის პროცესი. ეს მოხდა ორი კვირის შემდეგ იმ დღიდან, როცა ბელგიელმა ქირურგებმა შემთხვევით მიიღეს ამავე პროცესის მაღალხარისხოვანი ფოტოგამოსახულება. ლუვენის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა სტეფან ჰორდტსმა და ივო ბროსენსმა გადაღებისთვის ტრანსვაგინალური ლაპაროსკოპია გამოიყენეს.

ობიექტივითა და ნათურით აღჭურვილი ენდოსკოპი საშვილოსნოს კედელზე გაკეთებული მცირე ზომის ჭრილობიდან შეიყვანეს მუცლის ღრუში. გადაღებისთვის სათანადო გარემოსა და სივრცის შესაქმნელად მკვლევარებმა საშვილოსნოს დანამატები (ფალოპის მილები და საკვერცხე) იზოტონურ მარილიან ხსნარში "აწონეს". ოვულაციის დრო განსაზღვრეს სისხლში ლუთეინური ჰორმონის გამომუშავების პიკის მიხედვით, რაც საკვერცხეებში ყვითელი სხეულის მომწიფებასა და ოვულაციის დაწყებას შეესაბამება. ვიდეოჩანაწერზე ჩანს, თუ როგორ ეხება საკვერცხე ფალოპის მილის ხაოებს და როგორ იწელება მათ შორის საკვერცხის ლორწოვანის ხიდი.

  • აღმოჩენილია კავშირი ტრანსპლანტანტის მოცილებასა და დონორის სქესს შორის

შვეიცარიელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცის თირკმელგადანერგილ ქალებს ტრანსპლატატის მოცილების დიდი ალბათობა აქვთ და ქირურგებს ურჩიეს, ტრანსპლანტაციისთვის პაციენტის სქესის დონორის ორგანო გამოიყენონ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბაზელის უნივერსიტეტის საავადმყოფოში 1985-2004 წლებში ევროპის 400-ზე მეტ საავადმყოფოში განხორციელებული ტრანსპლანტაციის 19516 შემთხვევა შეისწავლეს და შეამჩნიეს, რომ ტრანსპლანტატის მოცილების რეაქცია ყველაზე ხშირად მამაკაცის თირკმელგადანერგილ ქალებს უვითარდებოდათ. ოპერაციის პირველ წელს ეს მაჩვენებელი საშუალოზე 11%-ით მეტი აღმოჩნდა, დაკვირვების მთელი პერიოდის განმავლობაში კი - 8%-ით მეტი.

აქამდეც ჩატარებულა კვლევები, რომელთა შედეგებიც ცხადყოფდა კავშირს დონორისა და პაციენტის სქესს შორს. ასე, მაგალითად: ქალის ღეროვანი უჯრედების მამაკაცისთვის შეყვანისას იზრდებოდა "ტრანსპლანტატი ახალი მასპინძლის წინააღმდეგ" რეაქციის რისკი, ხოლო მამაკაცის ღეროვანი უჯრედების ქალისთვის შეყვანისას - გადანერგილი უჯრედების მოცილების რისკი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

სიეტლში მდებარე ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის ექსპერტი კონი დევისი მიიჩნევს, რომ მეცნიერთა ხელთ არსებული ფაქტები არ გამორიცხავს განსხვავებული სქესის დონორის ტრანსპლანტატზე რეციპიენტის იმუნური რეაქციის თანდათანობით განვითარებას, ბრიტანეთის ტრანსპლანტაციის სამსახურის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ არ დაადასტურა ორგანოების გადანერგვის შედეგზე სქესის გავლენა, ამიტომ არ არსებობს საფუძველი, იმავე სქესის ტრანსპლანტატის შერჩევა აუცილებლად ჩაითვალოს.

  • რევოლუცია დაუნის სინდრომის დიაგნოსტიკაში

მეცნიერებმა შეიმუშავეს სისხლის ანალიზის უმარტივესი და უსაფრთხო მეთოდი, რომელიც ორსულს საშუალებას მისცემს, შეიტყოს, დაავადებულია თუ არა მისი მომავალი შვილი დაუნის სინდრომით.

ასევე დაგაინტერესებთ
მეცნიერებმა ყველა სახის სისხლის კიბოს საწინააღმდეგო უნივერსალური ვაქცინის შექმნის გზა იპოვეს
ჭარბი წონა, მასთან დაკავშირებული სიახლეები და პრობლემები

ანალიზი ათიდან ცხრა შემთხვევაში ავლენს დაუნის სინდრომს და თითქმის ყოველთვის ზუსტად აჩვენებს მის არარსებობას. მცდარ დადებით შედეგს ტესტების მხოლოდ სამი პროცენტი იძლევა.

ჰონკონგში შემუშავებული ეს ტესტი ჯერჯერობით არც ისე ბევრ პაციენტზეა გამოცდილი. დიაგნოსტიკის ამ მეთოდის ეფექტიანობის საბოლოო დადგენას, სავარაუდოდ, კიდევ 3-5 წლის მუშაობა დასჭირდება.

ამჟამად დაუნის სინდრომის გამოსავლენ გენეტიკურ ანალიზს მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ (40 წელს გადაცილებულ) ორსულებს უტარებენ. დიაგნოსტირება სანაყოფე წყლების ანალიზით ხდება, მაგრამ მათი აღებისას იქმნება აბორტის საფრთხე, ამიტომ ბევრი ამ გამოკვლევაზე უარს ამბობს. სისხლის ანალიზით დაუნის სინდრომის დიაგნოსტირებას კი არავითარი საშიშროება არ ახლავს თან და ამ პროცედურის ჩატარება ნებისმიერ ორსულს შეუძლია, თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს: დიაგნო-სტირების გამარტივებამ შესაძლოა აბორტების რიცხვის მკვეთრი მატება გამოიწვიოს. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები სულიერი და ემოციური განვითარების თვალსაზრისით სრულფასოვან პიროვნებებს წარმოადგენენ, თუმცა ჯერჯერობით ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ ყოველმა ოჯახმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, შეუძლია თუ არა ასეთი ბავშვის აღზრდა.

  • კიბოს საწინააღმდეგო ყალბი საშუალებების ნუსხა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სამმართველომ კიბოს საწინააღმდეგო 125 ყალბი საშუალების სია გამოაქვეყნა. ეს პრეპარატები ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობისას არათუ უშედეგოა, არამედ საფრთხესაც კი უქმნის ჯანმრთელობას. სიაში მოხვდა ტაბლეტები, ჩაი, მალამოები და სხვა საშუალებები, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით მთელ მსოფლიოში იყიდება და ფართოდ მოიხმარება. FDA აღნიშნავს, რომ ინტერნეტმა ამგვარი "პანაცეის" მწარმოებლებს პროდუქციის გასაღების შესანიშნავი საშუალება მისცა.

თავის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში FDA-მ გულისტკივილი გამოთქვა იმის გამო, რომ ავადმყოფებმა ეფექტური და ნაცადი წამლების ნაცვლად შესაძლოა ყალბი, უეფექტო და საშიში პრეპარატები შეიძინონ. სამმართველომ ამ პრეპარატების მწარმოებლებსა და გამსაღებლებს რეკლამის აკრძალვის შესახებ გაფრთხილება გაუგზავნა.

პოტენციურად საშიშ პრეპარატებად მიჩნეულ იქნა მარწყვაბალახა, ზვიგენის ხრტილი, კატის ბრჭყალები, სხვადასხვა სახეობის სოკო, კალციუმის პრეპარატები და ბალახეული ჩაი. ბალახეული ხსნარების მწარმოებელმა ამერიკულმა ასოციაციამ განაცხადა, რომ თავისთავად ეს პრეპარატები საშიში არ არის, მაგრამ სამკურნალო საშუალებად მათი გასაღება დაუშვებელია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები