/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ლიაშკომ მოუწოდა ჯანმოს, შეწყვიტოს თანამშრომლობა რუსეთთან უკრაინაზე თავდასხმის გამო

ლიაშკომ მოუწოდა ჯანმოს, შეწყვიტოს თანამშრომლობა რუსეთთან უკრაინაზე თავდასხმის გამო
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსების ტყვიებით ყოველდღიურად იღუპებიან მედიკოსები.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ბიქტორ ლიაშკო მოუწოდებს ჯანმოს, შეწყვიტოს თანამშრომლობა რუსეთთან უკრაინაზე თავდასხმის გამო.

საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ლიაშკომ აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის და მედიკოსების წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკითა და ცინიზმით ახორციელებს ტერორისტულ მოქმედებებს, რითაც არღვევს ყოველგვარ საერთაშორისო უფლებებს.

"რუსი ოკუპანტები ესვრიან საავადმყოფოებს, სასწრაფო დახმარების მანქანებს, ბავშვთა სახლებს და მშვიდობიან მოსახლეობას! ტერორისტთა მოქმედებების შედეგად ჩვენ ყოველდღიურად გვეღუპება მედპერსონალი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას - ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნვისას", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

პროექტების ცენტრის ევროკავშირის პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის დაფინანსებით სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" სამედიცინო განათლების რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა. კონფერენცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა გახსნა. "დღეს ჩვენ სამედიცინო განათლების რეფორმის ახალ კონცეფციას წარვადგენთ. მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც ამ საქმეში აქტიურად მონაწილეობს. დღეს ახალი ტიპის საგანმანათლებლო სისტემაზე ვისაუბრებთ და განვიხილავთ ამ თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს. მას შემდეგ, რაც პროექტი დაიხვეწება, სამედიცინო განათლების კანონის შეცვლის თაობაზე ინიციატივას უკვე პარლამენტში წარვადგენთ. ვფიქრობ, ეს დღე ჩვენთვის ძალიან ნაყოფიერი და პროდუქტიული იქნება", - განაცხადა მან. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა სამედიცინო განათლების რეფორმის დოკუმენტი, რომელიც დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის სრულყოფას ითვალისწინებს. პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი წერეთელი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. "სამედიცინო საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. იმისათვის, რომ ექიმებმა მოსახლეობას მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ, საჭიროა ამ სისტემის დახვეწა და მოდერნიზება. ამიტომ დიპლომისშემდგომი განათლების განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია ამ კუთხით", - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

კარგი აღნაგობის ქალები ჭკვიანები არიან

ჟურნალი "Evolution and Human Behaviour" ერთი საინტერესო აღმოჩენის შესახებ გვამცნობს: თურმე ქალის აღნაგობა და გონებრივი შესაძლებლობები ერთმანეთთან მჭიდროდ ყოფილა დაკავშირებული - ტანადი, მოხდენილი სხეულის პატრონი ქალები სხვებზე ჭკვიანები ყოფილან. პიტსბურგისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების მეცნიერთა ჯგუფმა 16 ათასი ახალგაზრდა და ასაკოვანი ქალის გონებრივი შესაძლებლობები შეისწავლა. ტვინის ტესტირების დროს ტანადმა, კარგი აღნაგობს ქალბატონებმა უკეთესი შედეგები აჩვენეს. თვალსაჩინო გახდა კიდევ ერთი კანონზომიერება: რაც უფრო მეტი იყო სხვაობა ქალის თეძოებისა და წელის გარშემოწერილობას შორის, მით უფრო უკეთესი იყო მისი გონებრივი მაჩვენებლები. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ყოველივე ამის მიზეზი თეძოების მიდამოში დაგროვილი ცხიმოვანი მჟავებია. სხეულის სწორედ ამ ნაწილში აღინიშნება ომეგა-3 მჟავების მაქსიმალური კონცენტრაცია, რომელიც ორსულობის დროს ქალისა და მისი მომავალი შვილის გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს. მეცნიერთა ვარაუდით, ამიტომაც არის, რომ მამაკაცების უმრავლესობა წერწეტ, მკერდაფუებულ და თეძოგანიერ ქალებს ამჯობინებს. ბრიტანელი კოლეგები ამ მოსაზრებას ბოლომდე არ ეთანხმებიან. მათი თქმით, ქალის აღნაგობა მისი ტვინის მუშაობაზე მართლა ახდენს გავლენას, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ ეს პოტენციური პარტნიორის შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმია. არავისთვის არის საიდუმლო, რომ თანამედროვე მამაკაცები არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ ქალის სოციალურ სტატუსს და განათლებას.

სტრესი ნაყოფის განვითარებას აფერხებს

ყველამ იცის, რომ ორსულებს ნერვიულობა ეკრძალებათ. მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ორსულობის დროს ზედმეტი შფოთვა და მღელვარება ნაყოფის განვითარებას აფერხებს. იზრდება მცირეწონიანი ბავშვის დაბადების ალბათობა. ჟურნალ Pediatric and Perinatal Epidemiology-ში დაიბეჭდა გამოკვლევის შედეგი, რომელიც ნაყოფზე ერთჯერადი და მუდმივი სტრესის ნეგატიურ გავლენას ასახავს. ექიმები აკვირდებოდნენ იმ ორსულთა ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობას, რომლებიც ფულადი შემოსავლების მიხედვით დაბალ სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. სხვა ფაქტორების (ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება, განათლებისა დონე, რასა, მოწევა) ზემოქმედების გამორიცხვის შედეგად დადგენილ იქნა, რომ შფოთვა და ფსიქოემოციური სტრესი არცთუ უმნიშვნელო გავლენას ახდენდა ნაყოფის ჯანმრთელობაზე, თუმცა უმთავრესად მესამე ტრიმესტრში. პირველ და მეორე ტრიმესტრში მღელვარება ბავშვის ჯანმრთელობაზე არსებით გავლენას არ ახდენდა. სპეციალისტები ორსულებს ურჩევენ, რაც არ უნდა მოხდეს, თავი არიდონ ისეთ სიტუაციასა და გარემოს, რომელიც დამატებით განცდებს იწვევს და ემოციების მოთოკვა ისწავლონ. პრობლემის აღკვეთის ერთ-ერთ გზად მეანებს საკუთარ ჯანმრთელობაზე ყურადღების კონცენტრაცია მიაჩნიათ.

შავი ღვინო ღორის გრიპის წინააღმდეგ

H1N1 გრიპის ვირუსით დასნებოვნების შემთხვევაში ფილტვების დაზიანების თავიდან აცილება შავი ღვინის საშუალებით ყოფილა შესაძლებელი, - ასეთი დასკვნა გამოიტანეს ამერიკელმა მეცნიერებმა და მიზეზად ღვინის შემადგენლობაში უხვად შემავალი ანტიოქსიდანტები მიიჩნიეს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გრიპის ვირუსი აზიანებს ადამიანის სასუნთქი გზების უჯრედებს. მფარავი გარსის დაზიანების შემდეგ ფილტვებში გროვდება სითხე, რომელიც პნევმონიის რთულ ფორმას იწვევს. მეცნიერებმა ცდისთვის ბაყაყის ქვირითი გამოიყენეს. ექსპერიმენტის მსვლელობის დროს ვირუსმა დაშალა ცხოველის ქსოვილში შემავალი განსაზღვრული სახის ცილა. სამაგიეროდ, მისი ასეთი მოქმედების აღკვეთა შესაძლებელი გახდა, როცა ქვირითის უჯრედები ანტიოქსიდანტების შემცველი სპეციალური პრეპარატით დაამუშავეს. ამის შემდეგ ტესტირება ადამიანის უჯრედებზე ჩატარდა. შედეგი დადებითი აღმოჩნდა. ამ ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ მცენარეულ პროდუქტებში შემავალ ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ, ღორის გრიპის დროს ფილტვების დაზიანება შეაფერხონ. გარდა წითელი ღვინისა, ამ ნივთიერებებით მდიდარია ბროწეული, შტოში და მოცვი. სპეციალისტები გვირჩევენ, ეფექტის გასაძლიერებლად მცენარეული საკვებით მდიდარი დიეტა დავიცვათ, მივიღოთ ვიტამინები, მოვიცილოთ ზედმეტი წონა, მივდიოთ ცხოვრების აქტიურ წესს, სპორტს, უარი ვთქვათ თამბაქოზე, კარგად გამოვიძინოთ, ზედმიწევნით დავიცვათ ჰიგიენა და თავი ვარიდოთ სტრესებს. "ცუდი, დაუბალანსებელი კვება საგრძნობ გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე. ადამიანმა ყურადღება უნდა მიაქციოს თავისი ორგანიზმის, მათ შორის - იმუნური სისტემის სიჯანსაღეს... მიირთვით ცხიმიანი თევზი, მუქი კენკრა, ვაშლი, შავი შოკოლადი, ნუში, ბროკოლი, მიიღეთ A, D, E ვიტამინები და თუთია, მისდიეთ იოგას ან შეიძინეთ ძაღლი. ყოველივე ეს იმუნიტეტის აღდგენაში დაგეხმარებათ", - აცხადებენ ექსპერიმენტის ავტორები და იქვე დასძენენ: "მიუხედავად ასეთი ფენომენური შედეგისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაავადების წყარო ინფექციაა, ამიტომ აუცილებელია ვაქცინაცია, თუმცა არ არის გამორიცხული, ჩვენმა აღმოჩენამ მკურნალობის ახალ მეთოდს ჩაუყაროს საფუძველი".

მეცნიერებმა მხედველობისთვის სასარგებლო პროდუქტები დაასახელეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მხედველობის სიმახვილის შესანარჩუნებლად აუცილებელია კვების რაციონის A ვიტამინით და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით გამდიდრება. ასეთ კვებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს კატარაქტისა და გლაუკომის განვითარების რისკი. სპეციალისტებმა დაასახელეს ექვსი ძირითადი პროდუქტი, რომელიც მხედველობას იცავს. ეს პროდუქტებია: კომბოსტო (100 გრამი დღეში); კვერცხი (2-3 ცალი დღეში); მოცვი (რამდენიმე ცალი ყოველ დილით); ცხიმიანი თევზი (რამდენიმე ულუფა კვირაში); ნიგოზი (ყოველდღე); ახალი ხილი (რამდენიმე ცალი დღეში).

მკერდის გაზრდის ახალი მეთოდი

Daily Mail-ის ცნობით, ავსტრიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი ტექნოლოგია, რომელიც სარძევე ჯირკვლის ბუნებრივი გზით, სილიკონის გამოუყენებლად გადიდების საშუალებას იძლევა. ღორებზე გამოცდამ წარმატებით ჩაიარა, იანვარში კი ავსტრიის მიკროქირურგიის ინსტიტუტში ამ რევოლუციური ტექნოლოგიის ქალებზე გამოცდა დაიწყება. მკვლევართა თქმით, ამ მეთოდით პირველები ის ქალები ისარგებლებენ, რომლებსაც ძუძუს კიბოს გამო სარძევე ჯირკვლის ამპუტაცია აქვთ გაკეთებული. თუ გამოცდამ წარმატებით ჩაიარა, უახლოესი ათი წლის განმავლობაში სარძევე ჯირკვლის ბუნებრივი გაზრდა კოსმეტიკური ქირურგებისთვის ჩვეულებრივ პროცედურად იქცევა. ოპერაციის არსი ასეთია: სარძევე ჯირკვლის კანქვეშ ათავსებენ ძუძუს ფორმის კონტეინერს, რომელშიც მოთავსებულია ქალის ცხიმოვანი ქსოვილის ნიმუში. შემდეგ ამ ნიმუშთან მიჰყავთ სისხლძარღვი. შედეგად სტიმულირდება ცხიმოვანი ქსოვილის ზრდა და თანდათანობით კონტეინერი მთლიანად ივსება. ამ მეთოდით სარძევე ჯირკვლის გაზრდას რვა თვე სჭირდება. კონტეინერი მიკროორგანიზმების ზემოქმედებით 24 თვის განმავლობაში თავისთავად გაიწოვება. ავსტრიის მიკროქირურგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ფილიპ მარცელმა განაცხადა: "ჩვენ გათვლა გავაკეთეთ იმაზე, რომ ბუნება ვერ იტანს ვაკუუმს და ილტვის, ნივთიერებით შეავსოს ნებისმიერი ღრუ". ქალის მკერდზე კვლევების დასრულების შემდეგ მეცნიერებს განზრახული აქვთ, მსგავსი მეთოდით ადამიანის სხვა ორგანოების გაზრდაც სცადონ.