DRX9000tm - ხერხემლის თიაქრის უოპერაციო მკურნალობის მეთოდი

სტატიამ დიდი ინტერესი გამოიწვია. მკითხველთა დაჟინებული თხოვნით, "ოჯახის მკურნალი" კიდევ ერთხელ ეწვია კლინიკას, სადაც DRX9000tm სასწაულებს ახდენს და ექიმ ნევროლოგს, ვერტებროლოგ ვასილ პეტრიაშვილს უფრო დაწვრილებით ესაუბრა იმ საკითხების შესახებ, რომლებიც ჩვენს მკითხველებს განსაკუთრებით აინტერესებდათ.
- ბატონო ვასილ, ხერხემლის თიაქარი, უფრო სწორად, ხერხემლის გავა-წელის მიდამოს თიაქარი რა სიხშირით გვხვდება საქართველოში?
- ზუსტ მონაცემებს ვერ მოვიყვან, რადგან, სამწუხაროდ, სტატისტიკური აღრიცხვა საქართველოში აღარ ტარდება. სამაგიეროდ, შემიძლია, შემოგთავაზოთ მსოფლიო სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ეს დაავადება ძალიან გახშირდა, თითქმის გაუტოლდა და ზოგიერთი მონაცემით გადააჭარბა კიდეც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ ეს დაავადება დღეს მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას?
- დიახ, ზოგიერთი მონაცემით მართლაც ასეა, ბოლო ხანს კი ხერხემლის თიაქარმა საქართველოშიც იმატა. როცა დაავადების მასობრივ მატებაზეა ლაპარაკი, ძნელი სათქმელია, რა არის ამის უშუალო მიზეზი. სავარაუდოდ, ეს ცხოვრების წესის ბრალია - არასწორად ჯდომამ, არანორმირებულმა ფიზიკურმა დატვირთვამაც შეიძლება ხერხემლის თიაქარი გამოიწვიოს. თუმცა არც ის არის გამორიცხული, დაავადება ერთჯერად უხერხულ მოძრაობას მოჰყვეს.
- იქნებ დააზუსტოთ, რას ნიშნავს არანორმირებული ფიზიკური დატვირთვა.
- ამ შემთხვევაში ტვირთის სიმძიმეს არცთუ ისე დიდი მნიშვნელობა აქვს. თიაქარი შესაძლოა საკუთარი ტორსის სიმძიმემაც კი გამოიწვიოს, თუ, რა თქმა უნდა, კუნთოვანი სისტემა ნორმალურად არ არის განვითარებული ან თავად დისკს გარკვეული პრობლემები აქვს. თუ ამ ყველაფერს დაერთო უხერხული მოძრაობა, დიდი ხნის განმავლობაში არასწორად ჯდომა, წოლა და სხვა მსგავსი ფაქტორები, ხერხემლის თიაქარი გარანტირებული გაქვთ. ჰიპოდინამიაც (ნაკლები მოძრაობა) ამ დაავადების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. მოკლედ, ხერხემალზე დაწოლის ძალას იმოდენა მნიშვნელობა არ აქვს, რამოდენაც დაწოლის ძალის დისკზე განაწილებას. ხერხემლის მალებსა და დისკებზე დაწოლის ძალას, წესისამებრ, კუნთები იღებენ საკუთარ თავზე და სწორედ ისინი ანაწილებენ თანაბრად ამ ძალას ხერხემლის სვეტზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კუნთოვანი სისტემის დამსახურებაა, რომ მალათაშუა დისკებზე სიმძიმის ძალა სიმეტრიულად არის მოდებული. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სპორტსმენებიც ხშირად მოდიან ჩვენთან. მართალია, მათ კუნთოვანი სისტემა კარგად აქვთ განვითარებული, მაგრამ ასიმეტრიულად. მაგალითად, შესაძლოა, მუცლის პრესის კუნთები განვითარებული იყოს, ზურგის კუნთები კი სუსტი. ეს ძალის არასიმეტრიულ განაწილებას უწყობს ხელს და შედეგად ხერხემლის თიაქარი ვითარდება. სწორედ ამიტომ არის საჭირო, სპორტის სხვადასხვა სახეობაში სპორტსმენები ექიმი სპეციალისტების ზედამხედველობით ვარჯიშობდნენ. სამწუხაროდ, ქართულ სპორტში ბოლო ხანს ექიმების ნაკლებობაა, სპორტსმენებიც სწრაფი შედეგისთვის თავდაუზოგავად ვარჯიშობენ, ეს კი მხოლოდ კუნთთა იმ სისტემების განვითარებას იწვევს, რომლებიც ამა თუ იმ სახის სპორტისთვის გახლავთ საჭირო. შედეგად კუნთთა განვითარების ასიმეტრიას ვიღებთ, საიდანაც ხერხემლის თიაქრამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.
- რა სახის დაავადებაა გავა-წელის მიდამოს თიაქარი და როგორ წარმოიშობა ის?
- ხერხემლის მალებს შორის დისკებია მოთავსებული, რომლებიც ერთგვარ ამორტიზატორებს წარმოადგენენ. დისკი აგებულებით ხრტილია, მაგრამ მის შიგნით მოთავსებულია ჟელესებრი მასა - პულპოზური ბირთვი. მალები იოგებითა და ფასციებით (საფარველი ქსოვილით) არის გარშემორტყმული, მათ გარეთ კი კუნთოვანი მასაა. დისკი მოცულობას ვერ იცვლის, სამაგიეროდ, იცვლის ფორმას. ხერხემლის აგებულების, მისი ფორმის თავისებურების გამო შედარებით ხშირია დისკის გასვლა თიაქრის უკანა მხარეს. გამოვარდნილი დისკი იქვე მყოფ ნერვთა ფესვებს აწვება და ტკივილს იწვევს. როცა დისკის ტრავმირება დიდხანს გრძელდება, ხდება მისი გაუწყლოება. მალათაშუა ნაპრალიც თანდათან მცირდება. ასეთი მალათაშუა თიაქრის მკურნალობა შედარებით ძნელია და დიდ დროს მოითხოვს. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ წელის ტკივილი და გადაცემითი ტკივილები ფეხში ზოგიერთ სხვა დაავადებასაც ახასიათებს, ამიტომ ტკივილის გაჩენისთანავე აუცილებელია გაესინჯოთ კვალიფიციურ ექიმს.
- ბატონო ვასილ, როგორ გამოიგონეს აპარატი?
- ეს აპარატი მეცნიერთა ჯგუფმა გამოიგონა. დისკის დაზიანების მექანიზმი თავადვე წარმოშობს იდეას, რომ საჭიროა მის საწინააღმდეგოდ ძალის მიმართვა - მალების ერთმანეთისგან დაშორება, რათა დისკს უკან დაბრუნების საშუალება მიეცეს. გაჭიმვის მეთოდები დიდი ხანია არსებობს, მაგრამ მათი ერთ-ერთი მთავარი ნაკლი ის გახლავთ, რომ ხდება ძალის ერთბაშად მოდება, ამას კი კუნთის საკუთარი რეფლექსის ამოქმედება და კუნთის წინააღმდეგობა მოჰყვება - რაც უფრო მეტ ძალას მოვდებთ ერთბაშად, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას ვაწყდებით კუნთის მხრიდან. სხვათა შორის, წყალქვეშა გაჭიმვა უფრო ეფექტური იმიტომ არის, რომ თბილ წყალში კუნთის ეს რეფლექსი შედარებით დაქვეითებულია, თუმცა მაინც მოქმედებს, თანაც წყლიდან ამოსვლის, ანუ ტემპერატურული ცვლილების შემდეგ მძაფრდება. გარდა ამისა, როცა გაჭიმვა მშრალად ხდება ერთბაშად მოდებული ძალით, ძალის მოხსნის შემდეგ კუნთის ტონუსი იმატებს, რის შედეგადაც გაწეული მალები შესაძლოა ისევ დაუახლოვდეს ერთმანეთს ან კუნთი დაზიანდეს. დამეთანხმებით, ამ დროს ტკივილი კიდევ უფრო გაძლიერდება. დიახ, მრავალი ავადმყოფი განკურნებულა ამ მეთოდებით, მაგრამ მათი გამოყენებისას დასაჭიმი ძალის გათვლა ძალიან ძნელია. ზოგ ადამიანს ძლიერი კუნთოვანი სისტემა აქვს, ზოგს - გაცილებით სუსტი და ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ ძნელია. ამიტომ შეიძლება ითქვას, ალბათობა, რომ ყველაფერი ზუსტად მოხდება, საუკეთესოდ წარიმართება, ძალიან მცირეა. რაც შეეხება DRX9000tm-ს, ამ აპარატში ძალის მოდება ფაქტობრივად ნულიდან იწყება და ძალა ნელ-ნელა იმატებს მოცემულ პარამეტრამდე, რის შემდეგაც ცოტა ხნით ეშვება, რათა არ მოხდეს გადაჭიმვა, მერე კი ისევ ნელ-ნელა იწყებს ზრდას... აი, ასეთი ზამბარისებური პრინციპით მუშავდება ხერხემალი. დავუშვათ, მოხდა ძალის გადამეტება, კუნთის გადაჭიმვა; ამ აპარატს აქვს ფუნქცია, გაზომოს კუნთის ტონუსი, რის წყალობითაც DRX9000tm მყისიერად აგდებს მოდებულ ძალას და შემდეგ ისევ ნელ-ნელა იწყებს ხერხემლის დამუშავებას. ამგვარად პაციენტის უსაფრთხოება გარანტირებულია. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ გაჭიმვის დროს დისკში იქმნება უარყოფითი წნევა, რის გამოც ხდება ქსოვილური სითხის, ასე ვთქვათ, შიგნით შეწოვა და ბირთვის ნელ-ნელა გაწყლოვანება, ანუ დისკი პრაქტიკულად აღდგება. მართალია, ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ დისკი მართლაც აღდგება. DRX9000tm-ით მკურნალობისას სრული გაჯანსაღების ალბათობა დიდია - 86%-ზე მეტი.