უფრო მეტი, ვიდრე მუკოლიზური საშუალება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უფრო მეტი, ვიდრე მუკოლიზური საშუალება

სასუნთქი სისტემის პათოლოგიებს, გულის იშემიურ დაავადებასა და ინსულტთან ერთად, მრავალი წელია წამყვანი პოზიციები უჭირავს კაცობრიობის მკვლელ დაავადებათა ტოპ ათეულში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წელს ფილტვების ქრონიკულმა ობსტრუქციულმა დაავადებამ და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებმა 6 მილიონზე მეტი სიცოცხლე შეიწირა.

აღნიშნული დაავადებების მართვა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს სხვადასხვა კლასის თერაპიული საშუალებების გამოყენებით, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი მუკოლიზურ საშუალებებს აქვს. ამ ჯგუფის შედარებით ახალ და პერსპექტიულ წამომადგენელზე, ერდოსტეინზე, სასაუბროდ ვეწვიეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) შინაგანი მედიცინის #1 დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თსსუ და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის გენერალურ მდივანს, პროფესორ კახაბერ ჭელიძეს.

- ბატონო კახა, სხვადასხვა ამოსახველებელი და მუკოლიზური საშუალებით გადაჯერებულ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კიდევ ერთი ახალი „მოთამაშე“ გამოჩნდა, იტალიური ორიგინალი პრეპარატი - ერმუცინის (მოქმედი ნივთიერება - ერდოსტეინი) სავაჭრო დასახელებით. რა შეგიძლიათ გვითხრათ ახალი მუკოლიტიკის თაობაზე?

- ერდოსტეინის, როგორც მუკოლიზური საშუალებების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ძირითადი დანიშნულება ნახველის გათხევადება და სასუნთქი გზებიდან გამოდევნის ხელშეწყობაა. ერდოსტეინი ამას ბრონქული ლორწოს შემაკავშირებელი გოგირდოვანი ხიდაკების დარღვევისა და ნახველის სიბლანტის დაქვეითების გზით ახერხებს. ბრონქული სეკრეტის რეოლოგიის გაუმჯობესების გარდა, ერმუცინი ხელს უწყობს სასუნთქი გზების ამომფენი მოციმციმე ეპითელიუმის აქტივობას და გათხევადებული ნახველის ევაკუაციას.

თუმცა მუკოლიზური მოქმედება არ არის ამ ინოვაციური მედიკამენტის ერთადერთი სასარგებლო მოქმედება. ერდოსტეინის უნიკალობა მისი ანტიოქსიდაციური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ეფექტებია. სწორედ ამ თვისებებით განსხვავდება ის კლასიკური მუკოლიზური საშუალებებისგან.

მოდი, მოკლედ დავახასიათოთ ერმუცინის უნიკალურობის განმაპირობებელი ეფექტები.

თავისუფალი რადიკალების (ატომები, მოლეკულები ან იონები კენტი ვალენტური ელექტრონით) რაოდენობის მატებით და ანტიოქსიდაციური პოტენციალის დაქვეითებით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სასუნთქი სისტემის დაავადებების პათოგენეზში. თავისუფალი რადიკალების აგრესიის შედეგად განვითარებული პათოლოგიური კასკადი (მიტოქონდრიების სტრესი, დნმ-ს დაზიანება, აუტოიმუნური/პროანთებითი რეაქციები და უჯრედების სიკვდილი) განაპირობებს ლორწოს სეკრეციის გაძლიერებას და ბრონქოკონსტრიქციას ანუ სასუნთქი გზების შევიწროებას, მათი გამავლობის დაქვეითებით. ერდოსტეინს გააჩნია თავისუფალი რადიკალების შებოჭვისა და ანტიოქსიდაციური პოტენციალის გაძლიერების პოტენციალი, რაც მას მკვეთრად განასხვავებს სხვა მუკოლიტიკებისგან.

ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ამ მედიკამენტის კიდევ ერთი გამორჩეული თვისებაა. სპეციფიკური ანთებითი ცილების, ფერმენტებისა და სასიგნალო სისტემების სეკრეციის/აქტივაციის დათრგუნვით ერდოსტეინი აქვეითებს რესპირაციული სისტემის ანთებით დაზიანებას, რითაც აბრკოლებს დაავადების პროგრესირებას და ხელს უწყობს გამოჯანმრთელების პროცესს.

ერდოსტეინის უნიკალური „პორტრეტის“ ბოლო შტრიხი მისი პირდაპირი თუ არაპირდაპირი ანტიბაქტერიული მოქმედებაა. იგი ხელს უშლის ბაქტერიების ადჰეზიას (შეწებება, დაკავშირება) ბრონქების ლორწოვან გარსთან და აუმჯობესებს ანტიბიოტიკების ეფექტურობას.

ზემოთ აღწერილი თვისებების წყალობით ერდოსტეინი ძლიერ ეფექტურობას ავლენს ფართო სპექტრის რესპირაციული (სასუნთქი სისტემის) დაავადებების მართვის პროცესში. მაგალითად, ერდოსტეინით დამატებითი თერაპია სტატისტიკურად სარწმუნოდ ამცირებს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავებების სიხშირეს და ხანგრძლივობას; აბრკოლებს დაავადების პროგრესირებას მსუბუქი ფორმებიდან მძიმე მიმდინარეობამდე, აქვეითებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის მაჩვენებლებს.

- თქვენ ბრძანეთ, რომ უნიკალური თვისებების გამო ერმუცინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასუნთქი სისტემის დაავადებების მართვაში. როგორია მისი გამოყენების ჩვენებები?

- ერდოსტეინი წარმატებით გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე დაავადებების დროს, როგორებიცაა: რინიტი, სინუსიტი, ლარინგო-ფარინგიტი და მწვავე ბრონქიტი. იგი ეფექტურია ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ჭარბი ექსუდაციით მიმდინარე ასთმის, ბრონქოექტაზიური დაავადების და მწეველთა ბრონქიტის დროს.

ანტიბიოტიკებზე ერდოსტეინის დამატება მნიშვნელოვნად ზრდის ანტიბაქტერიულ ეფექტს და ამცირებს ანტიბიოტიკოთერაპიის ხანგრძლივობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკორეზისტენტობის პრევენციის თვალსაზრისით.

დაბოლოს, ერდოსტეინი ნაჩვენებია პოსტოპერაციული პერიოდის ზოგიერთი გართულების (პნევმონია, ატელექტაზი) პროფილაქტიკისთვის.

- დიდი მადლობა საინტერესო კომენტარებისა და უნიკალური პრეპარატის უდავოდ დიდი სარგებლის ასე ლაკონიურად წარმოჩენისთვის. ბოლო კითხვა ერმუცინის დოზირებისა და მიღების ხანგრძლივობის შესახებ მინდა დაგისვათ.

- ზრდასრულებისთვის, მწვავე პროცესების მართვისას, ერდოსტეინის სტანდარტული დოზა შეადგენს ერთ 300 მგ-იან კაფსულას დღეში 2-3-ჯერ, საშუალოდ ერთი კვირის ან ათი დღის განმავლობაში. ქრონიკული პათოლოგიების ან სპეციფიკური ჩვენებების დროს პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.