/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მკურნალობის მეთოდები

ფერთა ძალა, რომელიც ჩვენს ფსიქიკაზე მოქმედებს

ფერთა ძალა, რომელიც ჩვენს ფსიქიკაზე მოქმედებს
რომელი ფერები გაგიქარვებთ სტრესს, მოწყენილობასა და დაღლილობას?

ფერები მხოლოდ ცხოვრებას კი არ გვიფერადებს, არამედ ჩვენს გუნება-განწყობაზეც ახდენს გავლენას და უარყოფითი ემოციების დაძლევაშიც გვეხმარება.

ცისარტყელას თითოეულ ფერს თავისი თვისებები აქვს. საინტერესოა, რომელი ფერები ჭარბობს თქვენი თვალთახედვის არეში. შესაძლოა, ყველა არც კი იყოს სასარგებლო, ანდა თქვენს ყოველდღიურობას ზოგიერთი ფერი აკლდეს.

წითელი ძლიერების, საკუთარი ძალების რწმენისა და სიცოცხლის ენერგიის ფერია. თუ უიმედობას, უძლურებას გრძნობთ, თვითშეფასება დაგიქვეითდათ, გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ხშირად უბრუნდებით წარსულს და სიხარულით აღარ ეგებებით დღეს, წითელი ფერი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ამ სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ. ამ ფერის გამოყენება შეიძლება სექსუალური ლტოლვის დაქვეითების დროსაც, რადგან აღმგზნები და მასტიმულირებელი მოქმედება აქვს. თუმცა წითელ ფერთან, ისევე როგორც ნებისმიერ ძლიერმოქმედ საშუალებასთან, სიფრთხილეა საჭირო.

მას უნდა ვერიდოთ მომატებული ტემპერატურისა და ანთებითი პროცესების დროს. მასთან თავშეკავება მართებთ ჭარბად აღგზნებად პირებს, განსაკუთრებით - ბავშვებსა და მოზარდებს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ.გამიკეთდა ბერა თითის რეპლანტაცია.თითი მოკვეთილი მქონდა ფრჩხილსა და სახსარს შორის.რა მკურნალობას მირჩევთ ნერვები რომ აღსდგეს?ან თუ არის შანს რომ აღდგეს?</p>

წითელი ფერის სიჭარბე კი ნებისმიერი ადამიანისთვის მავნებელია: შესაძლოა, გამოიწვიოს დაღლილობა და ნერვული გადაძაბვა, გაზარდოს აგრესია.

სტაფილოსფერი სიხარულის, სიმამაცისა და თავისუფლების ფერია. როდესაც ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი გვეჩვენება, ყოველდღიური რუტინა სულს გვიხუთავს, გავიხსენოთ საბავშვო სიმღერა ნარინჯისფერ სამყაროზე - მას შესანიშნავად ასრულებდა ირმა სოხაძე და აუცილებლად ეხსომება უფროს და საშუალო თაობას. ეს ფერი დაგეხმარებათ, ერთი მხრივ, შეეგუოთ გარემოებებს, მეორე მხრივ კი თავი დააღწიოთ ჩვეულებათა მარწუხებს, გაიფართოოთ თვალსაწიერი და უფრო მეტი თავისუფლება იგრძნოთ. წელიწადის პირქუშ და ცივ დროს ის გაგახალისებთ და გაგათბობთ.

ყვითელი გონიერების, მხნეობის, კომუნიკაბელურობისა და საქმიანი აქტივობის ფერია. თუ გიჭირთ საქმეზე ყურადღების კონცენტრაცია, შინაურებსა თუ კოლეგებთან საუბარი, მიმართეთ ყვითელ ფერს - ის დადებითად მოქმედებს გონებრივ და კომუნიკაციურ შესაძლებლობებსა და უნარებზე. თუ ოჯახში სკოლის მოსწავლეა, რომელსაც უჭირს მეცადინეობისას ყურადღების მოკრება, მისი სამუშაო კუთხე ჯობს ყვითლით გააფორმოთ. ყვითელი სასადილო ზონასაც შეეფერება - ცნობილია, რომ ამ ფერს მადის მომატების უნარი შესწევს.

მწვანე გულღიაობის, სიმშვიდისა და მიმღებლობის ფერია. თუ საკუთარი თავით, ირგვლივ მყოფებით და თავად ცხოვრებით უკმაყოფილო ბრძანდებით, შემატეთ გარემოს სიმწვანე. ის დაგეხმარებათ, მშვიდობიანად განეწყოთ და გახდეთ მეტად მომთმენი როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ.

ცისფერი უსაფრთხოების, პასუხისმგებლობისა და კეთილგანწყობის ფერია. თუ ოჯახის წევრებს ხშირად მოგდით კონფლიქტი, ცისფერი დამშვიდებაში, კომპრომისის მიღწევაში დაგეხმარებათ და იმავდროულად საკუთარ მოვალეობებსაც შეგახსენებთ.

ლურჯი თვითკონტროლისა და სიმართლის ფერია. ის სასარგებლოა მათთვის, ვინც მიდრეკილია იმპულსური და ემოციური რეაქციებისადმი.

იისფერი გაცნობიერებისა და სულიერი განვითარების ფერია. თუ ვინმესთან შერიგება გიჭირთ, იისფერი უანგარო სიყვარულისა და მიტევების ტალღაზე გადაწყობაში დაგეხმარებათ. ეს ფერი ხელს უწყობს საკუთარ თავში ჩაღრმავებას, გვასწავლის, უკეთ გავიგოთ ჩვენი შინაგანი ხმა.

შავი და თეთრი - ამ ორი ფერის მუდმივად გამოყენება არ ღირს. შავით გატაცების უფლება თავს შეიძლება მისცენ მხოლოდ პრაქტიკულად ჯანმრთელმა ადამიანებმა.

არც ბევრი თეთრია სასარგებლო, ხოლო მოავადე და დასუსტებული პირებისთვის უკუნაჩვენებიც კია. ტყუილად კი არ თქვეს უარი ბევრ სამედიცინო დაწესებულებაში თეთრ ინტერიერსა და ხალათებზე. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც შავი და თეთრი სავსებით მისაღებია. მაგალითად, შავი ფერი დაგეხმარებათ მაშინ, როდესაც აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება, ხოლო თეთრი - როდესაც ცხოვრებაში რაღაცის რადიკალურად შეცვლა გსურთ. რაც შეეხება შავისა და თეთრის კლასიკურ შეხამებას, ის სრულიად ნეიტრალურია და ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვიყენოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფსიქიკური დარღვევები თავის ტვინის დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქიკური დარღვევები თავის ტვინის დაავადებების დროს

იმისდა მიხედვით, თავის ტვინის რომელ დაავადებასთან ან რაგვარ დაზიანებასთან გვაქვს საქმე, ზარალდება ფსიქიკური პროცესები და საზოგადოდ, პიროვნება, ადამიანის პიროვნული თვისებები. თავის ტვინის დაავადებები შესაძლოა გამოწვეული იყოს ქალა-ტვინის დაზიანებით. ის მრავალნაირია, დაწყებული ტვინის შერყევით, დამთავრებული ისეთი მძიმე ტრავმებით, როგორიც არის, მაგალითად, სისხლჩაქცევები და ტვინის დაჟეჟილობა.

თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები, ინსულტები, თავის ტვინის სიმსივნეები, ეპილეფსია, ენცეფალიტი - ყველა ეს დაავადება ასახვას პოვებს ადამიანის ფსიქიკაზე და არღვევს მის ნორმალურ ფუნქციობას. თავის ტვინის დაავადებები, საზოგადოდ, იწვევს ისეთ ფსიქიკურ დარღვევებს, როგორიც არის შემეცნებითი მოქმედების დარღვევა, აღქმის დარღვევა, აზროვნების, ყურადღების, მეხსიერების, მეტყველების მოშლა. თავის ტვინის ტრავმული დაზიანებისას შესაძლოა განვითარდეს ტრავმული ნევროზი, ფსიქოზები, აკვიატებული ქცევები და სხვა.

თავის ტვინის სიმსივნის დროს

თავის ტვინის სიმსივნე საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა. მისი დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა დიდ სირთულეებს უკავშირდება: ამ დროს ხომ თავის ტვინთან - ადამიანის მთავარ და ყველაზე ფაქიზ ორგანოსთან გვაქვს საქმე. თავის ტვინის სიმსივნით გამოწვეული ფსიქიკური დარღვევები იმაზეა დამოკიდებული, თავის ტვინის რომელ ნაწილში იზრდება სიმსივნე, რომელ უბანს აწვება. ამ დროს ადამიანი არაადეკვატურად მეტყველებს და მოქმედებს, დელიკატური, ზრდილი პიროვნება მოულოდნელად იწყებს უხეშ მიმართვას, ბილწსიტყვაობს, ივიწყებს ეთიკის ნორმებს, მოკლედ, კარგავს საკუთარი ქცევის კრიტიკას. თუ სიმსივნე ლოკალიზებულია მარცხენა შუბლ-საფეთქლის საზღვარზე, ირღვევა მეტყველება და ზოგჯერ აზროვნებაც.

ეპილეფსიის დროს

ეპილეფსიის ეტიოლოგიის, ფორმისა და სიმძიმის კვალობაზე, ფსიქიკური პროცესები სხვადასხვაგვარად ზარალდება. მაგალითად, ფსიქომოტორულ ეპილეფსიას ზოგჯერ ავტომატური, გაუცნობიერებელი, ხანმოკლე ქცევის აქტები ავლენს - უცნაური იძულებითი მოძრაობები, უმიზეზო ჟესტიკულაცია, სიცილი, ტირილი... შეინიშნება მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციებიც, ავადმყოფი თითქოს ზმანებებში იძირება. უცნაურად იქცევა - უმიზეზოდ და უმიზნოდ გადის სახლიდან და თვითონაც არ იცის, საით მიემართება. აფექტური პაროქსიზმები უეცრად, აშკარა მიზეზის გარეშე წარმოიშობა და ასევე უეცრად სრულდება. ყველაზე ხშირად ისინი დისფორიით (ხასიათის დარღვევით) ვლინდება: ავადმყოფს ერთბაშად ეუფლება აუხსნელი სევდა, გაბოროტება, იშვიათად - მხიარულება, ირგვლივ მყოფებს ზოგჯერ უაზრო თხოვნით ჩააცივდება, შესაძლოა, აგრესიულიც გახდეს, ზოგჯერ კი უსაფუძვლო შიშები დარევს ხოლმე ხელს. ეს ავადმყოფობა გონებრივ სფეროზეც ტოვებს კვალს. ხშირი გულყრა უარყოფით გავლენას ახდენს ფსიქიკურ ფუნქციებზე. მაგალითად, ეპილეფსიიანი ბავშვი ძალიან მოუსვენარია და კონცენტრაცია უჭირს. მის ყურადღებას ერთ საგანს მხოლოდ მცირე ხნით თუ მიაპყრობთ. ზოგჯერ გონებრივ სფეროში მძიმე და შეუქცევადი დარღვევები ვითარდება. ეპილეფსიის დროს ხასიათისა და პიროვნების ცვლილება თანდათან ფსიქიკურ დეგრადაციაში გადადის, ისე აშკარად და ძლიერ, რომ ხშირად ჭკუასუსტობაზეც კი ლაპარაკობენ. ეპილეპტიკის პიროვნების ცვლილებას ერთი მეტყველი ფაქტიც ამჟღავნებს: მას უჭირს, მოკლედ გადმოსცეს აზრი, დიდხანს ჩერდება უმნიშვნელო დეტალებზე, ძნელად განასხვავებს მთავარსა და მეორეხარისხოვანს. ზოგჯერ პიროვნულად დიამეტრულად იცვლება, ამჟღავნებს სისასტიკეს, ეგოიზმს, ბოროტი და აგრესიული ხდება. ამასთანავე, მეტისმეტად პედანტურია, ადვილად სწყინს და წყენა დიდხანს მიჰყვება. ეპილეპტიკებს, როგორც წესი, მეხსიერებაც უუარესდებათ.

ენცეფალიტის დროს

ენცეფალიტი თავის ტვინის ნივთიერების ანთებაა. ის საკმაოდ რთული დაავადებაა. პათოლოგიურ პროცესში ერთვება თავის ტვინის ცალკეული უბნები და სტრუქტურები. სერიოზული დარღვევები ხდება ფსიქიკურ სფეროში. მწვავე პერიოდში შესაძლოა ჩამოყალიბდეს შიში, ცნობიერების დარღვევა, სხვადასხვაგვარი მხედველობითი ჰალუცინაცია. ქრონიკული ენცეფალიტი, წესისამებრ, ნელა, პროგრესულად, ნორმალური ტემპერატურითა და ზოგადი ცერებრული მოვლენების გარეშე მიმდინარეობს. კლინიკური ნიშნების გამომჟღავნებას ხელს უწყობს ნერვულ-ფსიქიკური გადაძაბვა, ფიზიკური და ფსიქიკური ტრავმა. ქრონიკულ ენცეფალიტს თან სდევს სხვადასხვა სახის ფსიქოპათოლოგიური აშლილობა - აბეზარი ქცევა, აპათია, დეპრესია ან ეიფორია, გარემოსადმი ინდეფერენტული დამოკიდებულება, ფსიქიკური პროცესების (აზროვნების, მეტყველების, მეხსიერების) შენელება, აგრესიულობა, დეპერსონალიზაციის მოვლენები. გვხვდება თვალებისა და თავის ტონური სპაზმის კრიზებიც, რომელთა დროსაც თვალები მაღლაა აქაჩული, თავი კი უკან არის გადაგდებული. ასეთ შეტევებს თან ახლავს შიშები.

ინსულტის დროს

ტვინის სისხლძარღვოვან პათოლოგიებს შორის ინსულტი მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნიათ. იმის მიხედვით, ტვინის რომელი უბანია დაზიანებული ან რამხელაა დაზიანების კერა, თავს იჩენს სხვადასხვა სახისა და სიღრმის კლინიკური ნიშნები. შესაბამისადვე ვითარდება ფსიქიკური დარღვევებიც. მცირე ინსულტის შედეგად წარმოშობილი დარღვევები ადვილად აღდგება, დიდი ინსულტი კი ხშირად დეფექტებს ტოვებს. ნებისმიერი ინსულტის კლინიკური სურათი იმაზეა დამოკიდებული, რომელი სისხლძარღვი დაზიანდა, ტვინის რომელ უბანში ჩაიქცა სისხლი. ამის შესატყვისად ზიანდება ამ უბანში განლაგებული ფსიქიკური პროცესების მართვის ცენტრებიც. ყველაზე ხშირად ირღვევა ადამიანის ყველაზე ნატიფი ფუნქცია - მეტყველება. მეტყველების მოშლა ანუ აფაზია ორი სახისაა: მოტორული და სენსორული. მოტორული აფაზიის დროს ადამიანს სიტყვების გამოთქმა უჭირს, თუმცა სხვის ნათქვამს აღიქვამს, სენსორულის დროს კი სხვის მიერ წარმოთქმული ბგერები ესმის, მაგრამ ვერ აღიქვამს ნათქვამის აზრს, ე. ი. აღქმის პროცესია დარღვეული. ზოგჯერ ორივე ფუნქცია ძნელი აღსადგენია. მოტორული აფაზიის შემთხვევაში ლოგოპედი ავადმყოფს ტელეგრაფიულ მეტყველებას - აუცილებელი საჭიროების (წყალი მინდა, მშია...) სიტყვიერად გამოხატვას ასწავლის. როდესაც მეტყველების სენსორული მხარეა დაზიანებული, იგი უმნიშვნელოდ თუ აღდგება. როცა დაზიანება მხოლოდ ტვინის ქირურგიულ ნაწილშია, აფაზია გამოსწორდება. შესაძლოა, მცირე დარღვევა დარჩეს, ადამიანმა ერთი სიტყვის მაგივრად სხვა იხმაროს და ა. შ. შესაძლოა, დაქვეითებული იყოს მეხსიერება, ხოლო აზროვნება - შენელებული.