/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

როგორ ავიცილოთ თავიდან პროსტატიტი

როგორ ავიცილოთ თავიდან პროსტატიტი
პროსტატა, იგივე წინამდებარე ჯირკვალი, მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც მონაწილეობს ტესტოსტერონის გამომუშავების რეგულაციაში და უზრუნველყოფს ერექციული მექანიზმის ჯანსაღ ფუნქციობას.

მასში წარმოქმნილი სითხე სპერმატოზოიდების ნორმალურ მოძრაობას განაპირობებს.პროსტატიტი წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის ანთებაა. ეს ყველაზე გავრცელებული უროლოგიური პათოლოგიაა 20-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის. წინამდებარე ჯირკვლის გამოკვლევა განვითარებულ ქვეყნებში ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. ჩვენს თანამემამულეებს განსხვავებული პოზიცია აქვთ - ექიმთან მხოლოდ მაშინ მიდიან, როდესაც დაავადება მეტისმეტად შეაწუხებთ. პროსტატის ზომა, ფორმა და სიმკვრივე ინდივიდუალურია და ასაკთან ერთად იცვლება. ჯირკვალს აქვს რთული ნერვული აპარატი და უმნიშვნელო პათოლოგიური ცვლილებებიც კი იწვევს მასში როგორც ადგილობრივ, ასევე ზოგად დარღვევებს. პროსტატის ძირითადი ფუნქცია სეკრეტორულია. მის მიერ პროდუცირებული სეკრეტი შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს, ელექტროლიტებს, ცხიმებსა და ჰორმონებს.

დღეისთვის მიღებულია პროსტატიტის შემდეგი კლასიფიკაცია:

  • მწვავე პროსტატიტი;
  • პროსტატის ასიმპტომური ანთება;
  • ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი.

მიზეზები

  • მიკროორგანიზმები. ბაქტერიულ პროსტატიტს ყველაზე ხშირად ნაწლავის ჩხირი იწვევს. ანთების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადრე გადატანილი ან თანადროული სქესობრივი ინფექცია, რომელიც, გარდა იმისა, რომ პათოლოგიურ პროცესში შარდსაწვეთს ითრევს, შესაძლოა პროსტატაში ანთებითი პროცესის მიმდინარეობაც გაართულოს. ამ მხრივ საყურადღებოა ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი, ჰერპეს-ვირუსული და ციტომეგალოვირუსული ინფექციები, ტრიქომონიაზი, გონორეა, კანდიდოზი. ეს გამომწვევები - სოკოები, ბაქტერიები და ვირუსები, ურეთრასთან ერთად შესაძლოა წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილშიც აღმოჩნდეს.
  • მენჯშიგა სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ანუ შეგუბებითი მოვლენები პროსტატაში. შეგუბებას ხელს უწყობს სქესობრივი რეჟიმის რიგი თავისებურება, ფიზიკური პასიურობა, განსაზღვრული ტიპის საკვები და კვების რეჟიმი.
  • სქესობრივი თავშეკავება. ეს უკანასკნელი პროსტატისთვის დამღუპველია (მავნეა ასევე სქესობრივი აქტის შეწყვეტის პრაქტიკა).
  • მჯდომარე ცხოვრების წესი (მძღოლები, ოფისის თანამშრომლები).

ჩივილები

პირველ ყოვლისა, ირღვევა შარდვის აქტი, გარდა ამისა, პაციენტები უჩივიან ტკივილის შეგრძნებას მუცლის ქვემოთ, საზარდულის არეში, ან ხერხემალში, თუმცა არც შარდვის აქტის დარღვევა და არც ტკივილი პროსტატის ანთების სპეციფიკურ სიმპტომებს არ წარმოადგენს - მათ სხვა პათოლოგიების დროსაც შეიძლება იჩინონ თავი. აგრეთვე მოსალოდნელია სქესობრივი დარღვევები. ზოგ შემთხვევაში გახშირებული შარდვა წინამდებარე ჯირკვლის ოპერაციის შემდეგაც კი ნარჩუნდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რატომ არის აუცილებელი პროსტატიტის ადრეული დიაგნოსტიკა? ქრონიკული პროსტატიტი ვერაგი დაავადებაა. ხშირად ის ფარულად მიმდინარეობს და შეუმჩნევლად იღებს ქრონიკულ ხასიათს. თუ ყურადღება დროულად არ მივაქციეთ, უმნიშვნელო ჩივილი შეიძლება კოშმარად იქცეს. პროსტატიტის გამწვავების სტადიაში მოსალოდნელია მაღალი (38-39°ჩ) ტემპერატურა. შორისის არეში ტკივილის გამო შარდვა და დეფეკაცია ტანჯვად იქცევა. გამორიცხული არ არის, განვითარდეს აბსცესი აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. ნებაზე მიშვებული პროსტატიტი იწვევს მძიმე გართულებებს, რომელიც პრობლემას უქმნის არა მარტო მამაკაცს, არამედ მთელ მის ოჯახს. პროსტატიტის დროს სუსტდება ლიბიდო, ირღვევა ერექციული ფუნქცია. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ პაციენტების დაახლოებით 40%-ს უშვილობა ემუქრება, ვინაიდან წინამდებარე ჯირკვალს აღარ შესწევს უნარი, საკმარისი ოდენობის ხარისხიანი სეკრეტი გამოიმუშაოს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი პროსტატიტის დიაგნოსტიკა განვითარების ადრეულ ეტაპზე. ამაზე ბევრად არის დამოკიდებული მკურნალობის შედეგი.

როგორ მოქმედებს პროსტატიტი სქესობრივ ცხოვრებაზე? პროსტატის ანთება თავისთავად არ იწვევს იმპოტენციას. სხვა საქმეა, რომ ნებაზე მიშვებულ ანთებას სქესობრივი ლტოლვის დათრგუნვამდე, ერექციულ უკმარისობამდე, ნაადრევ და მტკივნეულ ეაკულაციამდე მივყავართ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

როგორ ვუმკურნალოთ პროსტატიტს? სადღეისოდ აქტუალურია ქრონიკული პროსტატიტის ანტიბაქტერიული თერაპია. მკურნალობა უროლოგ-ანდროლოგის კომპეტენციაა. სპეციალისტმა უნდა გაითვალისწინოს დაავადების მიმდინარეობის ინდივიდუალური თავისებურებანი, ინფექციური აგენტების არსებობა-არარსებობა, იმუნური სისტემის მდგომარეობა. ფართოდ გამოიყენება მკურნალობის ფიზიოთერაპიული მეთოდები - მაგნიტო-ლაზერო-ინდუქტოთერაპია, ულტრაბგერა, რეფლექსოთერაპია, წურბელებით მკურნალობა. ეფექტიანია მცენარეული პრეპარატები (ფიტოთერაპია), ფერმენტები, ციტომედიატორები, იმუნომოდულატორები.

როგორი პროფილაქტიკაა ეფექტური? პროსტატიტის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ცხოვრების იმგვარად ორგანიზება, რომ მასში რაც შეიძლება ნაკლები იყოს მოცემული დაავადების განვითარების რისკფაქტორი. რეკომენდებულია რაციონალური კვების რეჟიმის შემუშავება, ცხარე და ცხიმიანი საკვების შეზღუდვა, ალკოჰოლის ჭარბი მიღებისგან თავის შეკავება, ნორმალური წონის შენარჩუნება და რაც შეიძლება მეტი მოძრაობა, ასევე - რეგულარული სქესობრივი ცხოვრება, რათა სპერმამ მუდმივად იცირკულიროს და არ დაირღვეს წინამდებარე ჯირკვლის სისხლით მომარაგება. შორისის არეში დისკომფორტის, შარდვის გაძნელების ან გახშირების, ერექციული ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ სათანადო გამოკვლევა. იდეალურ შემთხვევაში ყველა მამაკაცი წელიწადში ერთხელ მაინც საპროფილაქტიკოდ უნდა გაესინჯოს უროლოგს. პირველ რიგში აუცილებელია წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტის გამოკვლევა და ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება. შესაძლოა, ეს რეკომენდაციები ბანალური მოგეჩვენოთ, მაგრამ ის, ვისაც ერთხელ მაინც ჩაუტარებია პროსტატიტის მკურნალობის კურსი, სათანადოდ შეაფასებს მათ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ ავიცილოთ თავიდან პროსტატიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები