/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

დიაბეტი: ფსიქოლოგიური პრობლემები

დიაბეტი: ფსიქოლოგიური პრობლემები
დიაბეტით დაავადებულები ხშირად თავს ავადმყოფებად კი არ მიიჩნევენ, არამედ ადამიანებად, რომლებიც განსაზღვრული რეჟიმით ცხოვრობენ და უნდა ითქვას, რომ ეს აზრი სიმართლისგან არც ისე შორს არის.

დიაბეტით დაავადებულს თავდაპირველად შესაძლოა მხოლოდ საერთო სისუსტე და შრომის უნარის დაქვეითება გამოაჩნდეს. ეს სნეულება უმეტესად თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მხოლოდ რომელიმე გართულების გამოვლენის შემდეგ იპყრობს ყურადღებას. ეს გართულება შეიძლება იყოს ტანის ქავილი და ჩირქოვანი დაავადებები, მხედველობის დაქვეითება, კიდურთა მგრძნობელობის შეცვლა და ტკივილი, სტენოკარდიული შეტევები, გულის კუნთის ინფარქტი, ღვიძლის გადიდება და გამკვრივება, თირკმელების დაზიანება. არტერიული წნევის მომატების შედეგად შესაძლოა დიაბეტური კომაც კი განვითარდეს.

დიაბეტის ნებისმიერი ფორმის მკურნალობის საფუძველი დიეტაა. ავადმყოფის რაციონში უნდა შეიზღუდოს ნახშირწყლები, ხოლო ტკბილეული საერთოდ გამოირიცხოს. საზოგადოდ, დიაბეტით დაავადებულს ბევრ რამეზე უხდება უარის თქმა, რაც ძლიერ დარტყმას აყენებს მის ფსიქიკას. დიაბეტიანის ცხოვრება განსაზღვრული რეჟიმის მუდმივი დაცვაა, ეს კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს - ადამიანს ხომ გამუდმებით უხდება უარის თქმა საკუთარ მოთხოვნილებებზე, ზოგჯერ ძალიან აქტუალურზეც კი.

დიაბეტი პიროვნებას ცვლის

არის დაავადებები, რომლებიც მეტისმეტად ხანგრძლივდება და ამით ერთიორად შემაწუხებელი ხდება, ზოგიერთი კი საერთოდ უკურნებელია. მათ რიცხვს ეკუთვნის დიაბეტიც. დიაბეტიანი ზოგჯერ მთელი სიცოცხლე ჰორმონ ინსულინზეა დამოკიდებული, იძულებულია, ზუსტად დაიცვას კვებისა და აუცილებელი ფიზიკური დატვირთვის რეჟიმი, ჰიგიენა, გაუფრთხილდეს კანს. ყოველივე ეს ფსიქიკას ძაბავს, არ არის გამორციხული, მძიმე ფსიქოლოგიური დარღვევებიც კი გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაავადება სტაბილურად მძიმეა და წლობით გრძელდება. ამ დროს ადამიანი დაძაბუნებულია, მოდუნებული, გაღიზიანებული, უქვეითდება ინტელექტი, თითქმის აღარაფერი აინტერესებს, გარესამყაროსადმი გულგრილია. ზოგჯერ ირგვლივ მყოფებსაც კი თითქმის აღარ აქცევს ყურადღებას, რადგან გამუდმებით საკუთარ თავსა და ავადმყოფობაზეა კონცენტრირებული. არის შემთხვევები, როცა უარესდება მეხსიერება, ქვეითდება თვითკრიტიკა. ქრონიკულმა ავადმყოფობამ შესაძლოა გააღრმაოს განსაკუთრებული პიროვნული წყობის ადამიანის ხასიათის თავისებურებანი. დიაბეტიანებისთვის დამახასიათებელია ეგოცენტრიზმი ცხოვრების მკაცრი რეჟიმის გამო, რამაც შესაძლოა ირგვლივ მყოფი ჯანმრთელი ადამიანებისგან მათი გაუცხოება გამოიწვიოს. ავადმყოფს ეცვლება დამოკიდებულება საზოგადოებისა და ოჯახის მიმართ, ახლებურად აფასებს გარემომცველ სინამდვილეს. განსაკურებულ ყურადღებას აქცევს საკუთარი თავის მოვლას და ყოველ წვრილმანზე ამახვილებს ყურადღებას, რაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აგდებს მომვლელს. ეს უტრირებული დამოკიდებულება ავადმყოფის თავდაცვითი რეაქციის გამოვლინებაა.

თუ დიაბეტიანი ინსულინზეა დამოკიდებული, საჭიროა კვების რეჟიმის საათობრივი დაცვა. ზოგი მშვიდად მიჰყვება რეჟიმს და გაცნობიერებული აქვს, რომ ეს მისი ცხოვრების წესია, ზოგი კი მეტისმეტად იძაბება, განუწყვეტლივ შფოთავს, წუთითაც არ ასვენებს შიში, რომ უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა ცუდად გახდეს და კომაში ჩავარდეს, ამიტომ თვითონაც დაძაბულია და გარშემო მყოფებსაც ძაბავს. ასეთ დროს ახლობლებმა გულისხმიერება უნდა გამოიჩინონ, რათა ავადმყოფს ზედმეტი მღელვარება თავიდან ააცილონ. გართულებულმა დიაბეტმა შესაძლოა გამოიწვიოს ცნობიერების დარღვევა სიყრუის თანხლებით. ამ დროს გამაღიზიანებლის აღქმა ქვეითდება და ის ცნობიერებამდე ვეღარ აღწევს. ხმამაღალ და საშუალო სიმაღლის ბგერებზე ავადმყოფი ისევე რეაგირებს, როგორც ძალიან სუსტზე, სუსტს კი საერთოდ ვერ აღიქვამს. გარემოს აღქმა ბუნდოვანია, ჭირს მოვლენების გააზრება, გახსენება, შენელებულია ასოციაციების წარმოქმნა, ავადმყოფი უჩივის ძლიერ ძილიანობას. კიდევ უფრო მძიმეა დიაბეტური სიბრმავე. უფრო რთულ სიტუაციებში მოსალოდნელია ფსიქოზის ჩამოყალიბება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

დიაბეტის მძიმე ფორმების დროს ვითარდება ჩირქოვანი დაავადებები. ხშირია განგრენა, როდესაც საჭირო ხდება კიდურის ამპუტაცია.

ავადმყოფის მძიმე მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს მოძრაობის შეზღუდვა. ამ დროს ადამიანი ხშირად უხეში და სასტიკი ხდება. დიაბეტიანებს შორის ხშირია დეპრესიული მდგომარეობა. ყოველივე ეს საგრძნობლად მოქმედებს პიროვნულ თვისებებზე, არღვევს პიროვნების მთლიანობას. ადამიანს სრულიად ეცვლება ხასიათი, ღალატობს ნებისყოფა, მუდამ გაღიზიანებულია, განუწყვეტლივ საკუთარ ავადმყოფობაზე ლაპარაკობს და ფიქრობს და სხვათა პრობლემები სრულიად არ აინტერესებს. ეს უხასიათობის ბრალი არ გახლავთ, ეს ხანგრძლივი და მძიმე დაავადების უშუალო შედეგია. მხოლოდ მოთმინება, თანაგრძნობა, გულისხმიერება თუ დაეხმარება ახლობლებს, ავადმყოფთან საერთო ენა გამონახონ, თუმცა ზოგჯერ ეს მეტისმეტად რთულია. გვახსოვდეს: ადამიანს შეუძლია ებრძოლოს დიაბეტს, შეამციროს დაავადების გართულების რისკი, დიდხანს იცოცხლოს და სიბერემდე შეინარჩუნოს სიცოცხლის ხალისი, ამაში კი ახლობლები უნდა დაეხმარონ და მისი ხვედრი ბოლომდე მოთმინებით გაიზიარონ. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა ფსიქოთერაპევტის დახმარება გამოგადგეთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დიაბეტი: ფსიქოლოგიური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები