/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტი ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე ენდოკრინული დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმი ნორმალურად ვერ ითვისებს შაქარს, რის გამოც სისხლში მისი დონე იზრდება და ვითარდება ჰიპერგლიკემია.

ქსოვილების, უჯრედების მიერ შეუთვისებელი გლუკოზა (შაქარი) რჩება სისხლში, განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციისას კი იგი შარდშიც ხვდება. ყოველივე შესაძლოა ხდებოდეს ჰორმონ ინსულინის დეფიციტის ან იმის გამო, რომ უჯრედები ვერ ახერხებენ ორგანიზმში გამომუშავებული ჰორმონის სრულ რეალიზებას.

სტატისტიკა

  • მოსახლეობაში შაქრიანი დიაბეტის ზრდის ტენდენცია XX საუკუნეში დაიწყო, როდესაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში რაციონი ხორციანი პროდუქტებით გამდიდრდა, მენიუ ცხიმიანი და კალორიული გახდა.
  • გასული საუკუნის 60-იან წლებთან შედარებით ადამიანის ყოველდღიური რაციონი 600 კკალორიით გაიზარდა. ვეროპაში და მესამე სამყაროს ქვეყნებში დღე-ღამეში საჭირო 117,2 გრამი ცხიმის ნაცვლად ყოველდღიურად 150 გრამს ღებულობენ;
  • შაქრიანი დიაბეტი მსოფლიოში იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ 20 წლის შემდეგ დაავადებულთა რაოდენობა დღევანდელთან შედარებით 25-ჯერ გაიზრდება;
  • დღეს პლანეტაზე 160 მილიონი დიაბეტიანი ცხოვრობს. 2015 წლისთვის ეს რიცხვი 250 მილიონს მიაღწევს;
  • დაავადების II ტიპი თეთრკანიანებში 35-40 წლის ასაკში ვლინდება;
  • ფერადკანიან მოსახლეობაში დაავადება 2-3-ჯერ ხშირია.
  • ინდოელ პიმას ტომში და კანადელ ესკიმოსებში დიაბეტისადმი გენეტიკური მიდრეკილება იმდენად ძლიერია, რომ მოსახლეობის 60-70 %-ს II ტიპის დიაბეტი ახალგაზრდობაშივე უვლინდება;
  • II ტიპის დიაბეტითაა დაავადებული ხანშიშესულ შავკანიან ქალბატონთა მეოთხედი;
  • ბრიტანელ ენდოკრინოლოგთა აზრით, თეთრკანიანებში დაავადებისადმი განსაკუთრებით გაზაფხულზე, მარტსა და მაისის თვეში დაბადებულები არიან მიდრეკილნი;
  • დიაბეტისას ათეროსკლეროზი ჩვეულებრივზე 10-15 წლით ადრე ვითარდება და გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, ხშირად იწვევს ინფარქტს, ინსულტს და განგრენას.
  • ჟანგბადის გარეშე ადამიანს შეუძლია გაძლოს 5 წუთი, ინსულინის გარეშე კი მხოლოდ 15-20 წამი.

დიაბეტის გამომწვევი რისკფაქტორებია

  • სიმსუქნე, გაცხიმოვნება.
  • კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები, მათ შორის ყველაზე ხშირად პანკრეატიტი.
  • ცხიმიანი, შემწვარი და შებოლილი საკვების უნორმო მიღება.
  • სტრესები.
  • ენდოკრინული დაავადებები: კლიმაქსი, ორსულობა, აბორტი.
  • ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება.
  • მწვავე ვირუსული ინფექცია.
  • მწვავე ინტოქსიკაცია.
  • მემკვიდრეობა - ეს იმდენად ძლიერი ფაქტორია, რომ როდესაც მშობელთაგან ან სისხლით ნათესავებიდან ვინმეს დიაბეტი სჭირს, დაავადების შანსი რამდენჯერმე იზრდება, ამიტომ სისხლში შაქრის ნორმალური შემცველობის დროსაც კი სპეციალისტები ასეთ პირებს საკვებში შაქრის შემცირებას ურჩევენ.

ინსულინი

ინსულინი - ცილოვანი ჰორმონია, რომელსაც კუჭქვეშა ჯირკვალი (პანკრეასი) გამოიმუშავებს. კუჭქვეშა ჯირკვალს ორი ფუნქცია აქვს: ეგზოკრინული და ენდოკრინული. ეგზოკრინული ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ჯირკვალი გამოიმუშავებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს: ამილაზას, ტრიფსინს, ლიპაზას, რომელთა გავლენითაც საკვებში არსებული ნახშირწყლები, ცხიმები და ცილები მოინელება.

პანკრეასის ენდოკრინული ფუნქცია ჰორმონთა წარმოქმნაა. მათ შორისაა ინსულინიც, რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს აქვეითებს. ჯირკვალში განსაკუთრებულ უჯრედთა ჯგუფები - ე.წ. ლანგერჰანსის კუნძულებია, რომლის ბეტა-უჯრედებიც გამოყოფენ ინსულინს, ხოლო ალფა-უჯრედები ჰორმონ გლუკაგონს წარმოქმნიან. ინსულინის სინთეზი სისხლში ნახშირწყლების დონის პროპორციულია: როცა იზრდება სისხლში შაქრის რაოდენობა - მატულობს ინსულინის სინთეზი და მისი გადასვლა სისხლში, სისხლში შაქრის დონის შემცირებისას ბეტა-უჯრედების მიერ ინსულინის პროდუცირებაც ქვეითდება.

ჯანმრთელი ადამიანის სისხლში მუდმივად არის ინსულინის მცირე რაოდენობა, რომელიც საკვების მიღებათა შორის შუალედებში არეგულირებს გლუკოზის დონეს. უშუალოდ კვებისას კი პანკრეასი სისხლში დამატებითი რაოდენობის ინსულინს გადაისვრის, რომელიც საკვების ახალ ულუფასთან ერთად მიღებული შაქრის დონის გაკონტროლებას სჭირდება. ინსულინი ორგანიზმში კოლოსალურ როლს ასრულებს:

  1. გადაჰყავს გლუკოზა გლიკოგენში. უზმოზე სისხლში 3,33-5,55 მმოლ/ლ ინსულინია. საჭმლის მიღებისას იგი იზრდება და 8,8-9,9 მმოლ/ლ-ს უტოლდება. ორგანიზმში მოხვედრილი გლუკოზის 30% კანქვეშა ცხიმოვან შრეში სწორედ ინსულინს გადაჰყავს;
  2. იგი არეგულირებს ცხიმოვან ცვლას. მისი დახმარებით ორგანიზმიდან იდევნება კეტონური სხეულები, რომლებსაც ტოქსიკური თვისებები გააჩნიათ, შესაბამისად, ინსულინის დეფიციტისას ირღვევა ცხიმების ნორმალური ცვლა და ორგანიზმში მომწამვლელი თვისებების კეტონური სხეულები გროვდება;
  3. ინსულინი აუმჯობესებს ქსოვილებში გლუკოზის შეღწევას;
  4. იგი მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის ყველა რგოლში, არეგულირებს ნახშირწყლოვან, ცილოვან, ცხიმოვან და მინერალურ ცვლას;
  5. აუმჯობესებს ცილების სინთეზს;
  6. მოქმედებს პანკრეასის (გლუკაგონი, სომატოსტატინი) და სხვა ენდოკრინული ჯირკვლების მიერ გამომუშავებულ ჰორმონებზე.
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ჩამოთვლილიდან გამომდინარე ნათელია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის სისხლში ინსულინის საჭირო და ნორმალური დონის შენარჩუნება. მისი უკმარისობისას ხომ საკმაოდ ბევრი პათოლოგიური მდგომარეობა ვითარდება, რომელთა შორისაც მთავარი - შაქრიანი დიაბეტია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შაქრიანი დიაბეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შაქრიანი დიაბეტი

ქსოვილების, უჯრედების მიერ შეუთვისებელი გლუკოზა (შაქარი) რჩება სისხლში, განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციისას კი იგი შარდშიც ხვდება. ყოველივე შესაძლოა ხდებოდეს ჰორმონ ინსულინის დეფიციტის ან იმის გამო, რომ უჯრედები ვერ ახერხებენ ორგანიზმში გამომუშავებული ჰორმონის სრულ რეალიზებას.

სტატისტიკა

  • მოსახლეობაში შაქრიანი დიაბეტის ზრდის ტენდენცია XX საუკუნეში დაიწყო, როდესაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში რაციონი ხორციანი პროდუქტებით გამდიდრდა, მენიუ ცხიმიანი და კალორიული გახდა.
  • გასული საუკუნის 60-იან წლებთან შედარებით ადამიანის ყოველდღიური რაციონი 600 კკალორიით გაიზარდა. ვეროპაში და მესამე სამყაროს ქვეყნებში დღე-ღამეში საჭირო 117,2 გრამი ცხიმის ნაცვლად ყოველდღიურად 150 გრამს ღებულობენ;
  • შაქრიანი დიაბეტი მსოფლიოში იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ 20 წლის შემდეგ დაავადებულთა რაოდენობა დღევანდელთან შედარებით 25-ჯერ გაიზრდება;
  • დღეს პლანეტაზე 160 მილიონი დიაბეტიანი ცხოვრობს. 2015 წლისთვის ეს რიცხვი 250 მილიონს მიაღწევს;
  • დაავადების II ტიპი თეთრკანიანებში 35-40 წლის ასაკში ვლინდება;
  • ფერადკანიან მოსახლეობაში დაავადება 2-3-ჯერ ხშირია.
  • ინდოელ პიმას ტომში და კანადელ ესკიმოსებში დიაბეტისადმი გენეტიკური მიდრეკილება იმდენად ძლიერია, რომ მოსახლეობის 60-70 %-ს II ტიპის დიაბეტი ახალგაზრდობაშივე უვლინდება;
  • II ტიპის დიაბეტითაა დაავადებული ხანშიშესულ შავკანიან ქალბატონთა მეოთხედი;
  • ბრიტანელ ენდოკრინოლოგთა აზრით, თეთრკანიანებში დაავადებისადმი განსაკუთრებით გაზაფხულზე, მარტსა და მაისის თვეში დაბადებულები არიან მიდრეკილნი;
  • დიაბეტისას ათეროსკლეროზი ჩვეულებრივზე 10-15 წლით ადრე ვითარდება და გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, ხშირად იწვევს ინფარქტს, ინსულტს და განგრენას.
  • ჟანგბადის გარეშე ადამიანს შეუძლია გაძლოს 5 წუთი, ინსულინის გარეშე კი მხოლოდ 15-20 წამი.

დიაბეტის გამომწვევი რისკფაქტორებია

  • სიმსუქნე, გაცხიმოვნება.
  • კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები, მათ შორის ყველაზე ხშირად პანკრეატიტი.
  • ცხიმიანი, შემწვარი და შებოლილი საკვების უნორმო მიღება.
  • სტრესები.
  • ენდოკრინული დაავადებები: კლიმაქსი, ორსულობა, აბორტი.
  • ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება.
  • მწვავე ვირუსული ინფექცია.
  • მწვავე ინტოქსიკაცია.
  • მემკვიდრეობა - ეს იმდენად ძლიერი ფაქტორია, რომ როდესაც მშობელთაგან ან სისხლით ნათესავებიდან ვინმეს დიაბეტი სჭირს, დაავადების შანსი რამდენჯერმე იზრდება, ამიტომ სისხლში შაქრის ნორმალური შემცველობის დროსაც კი სპეციალისტები ასეთ პირებს საკვებში შაქრის შემცირებას ურჩევენ.

ინსულინი

ინსულინი - ცილოვანი ჰორმონია, რომელსაც კუჭქვეშა ჯირკვალი (პანკრეასი) გამოიმუშავებს. კუჭქვეშა ჯირკვალს ორი ფუნქცია აქვს: ეგზოკრინული და ენდოკრინული. ეგზოკრინული ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ჯირკვალი გამოიმუშავებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს: ამილაზას, ტრიფსინს, ლიპაზას, რომელთა გავლენითაც საკვებში არსებული ნახშირწყლები, ცხიმები და ცილები მოინელება.

პანკრეასის ენდოკრინული ფუნქცია ჰორმონთა წარმოქმნაა. მათ შორისაა ინსულინიც, რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს აქვეითებს. ჯირკვალში განსაკუთრებულ უჯრედთა ჯგუფები - ე.წ. ლანგერჰანსის კუნძულებია, რომლის ბეტა-უჯრედებიც გამოყოფენ ინსულინს, ხოლო ალფა-უჯრედები ჰორმონ გლუკაგონს წარმოქმნიან. ინსულინის სინთეზი სისხლში ნახშირწყლების დონის პროპორციულია: როცა იზრდება სისხლში შაქრის რაოდენობა - მატულობს ინსულინის სინთეზი და მისი გადასვლა სისხლში, სისხლში შაქრის დონის შემცირებისას ბეტა-უჯრედების მიერ ინსულინის პროდუცირებაც ქვეითდება.

ჯანმრთელი ადამიანის სისხლში მუდმივად არის ინსულინის მცირე რაოდენობა, რომელიც საკვების მიღებათა შორის შუალედებში არეგულირებს გლუკოზის დონეს. უშუალოდ კვებისას კი პანკრეასი სისხლში დამატებითი რაოდენობის ინსულინს გადაისვრის, რომელიც საკვების ახალ ულუფასთან ერთად მიღებული შაქრის დონის გაკონტროლებას სჭირდება. ინსულინი ორგანიზმში კოლოსალურ როლს ასრულებს:

  1. გადაჰყავს გლუკოზა გლიკოგენში. უზმოზე სისხლში 3,33-5,55 მმოლ/ლ ინსულინია. საჭმლის მიღებისას იგი იზრდება და 8,8-9,9 მმოლ/ლ-ს უტოლდება. ორგანიზმში მოხვედრილი გლუკოზის 30% კანქვეშა ცხიმოვან შრეში სწორედ ინსულინს გადაჰყავს;
  2. იგი არეგულირებს ცხიმოვან ცვლას. მისი დახმარებით ორგანიზმიდან იდევნება კეტონური სხეულები, რომლებსაც ტოქსიკური თვისებები გააჩნიათ, შესაბამისად, ინსულინის დეფიციტისას ირღვევა ცხიმების ნორმალური ცვლა და ორგანიზმში მომწამვლელი თვისებების კეტონური სხეულები გროვდება;
  3. ინსულინი აუმჯობესებს ქსოვილებში გლუკოზის შეღწევას;
  4. იგი მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის ყველა რგოლში, არეგულირებს ნახშირწყლოვან, ცილოვან, ცხიმოვან და მინერალურ ცვლას;
  5. აუმჯობესებს ცილების სინთეზს;
  6. მოქმედებს პანკრეასის (გლუკაგონი, სომატოსტატინი) და სხვა ენდოკრინული ჯირკვლების მიერ გამომუშავებულ ჰორმონებზე.

ჩამოთვლილიდან გამომდინარე ნათელია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის სისხლში ინსულინის საჭირო და ნორმალური დონის შენარჩუნება. მისი უკმარისობისას ხომ საკმაოდ ბევრი პათოლოგიური მდგომარეობა ვითარდება, რომელთა შორისაც მთავარი - შაქრიანი დიაბეტია.


შაქრიანი დიაბეტის ტიპები

ცნობილია ორი სახის შაქრიანი დიაბეტი:

  • ინსულინდამოკიდებული, I ტიპის შაქრიანი დიაბეტი.
  • არაინსულინდამოკიდებული, II ტიპის შაქრიანი ტიპი.

I ტიპის შაქრიანი დიაბეტი ვითარდება ორგანიზმში ინსულინის უკმარისობისას, როცა პანკრეასის ინსულინმწარმოებელი ბეტა-უჯრედები ვეღარ ასინთეზებენ საჭირო რაოდენობის ჰორმონს ან საერთოდ კარგავენ მისი პროდუცირების უნარს.

დიაბეტის ამ ფორმის ჩამოყალიბებაში, მის მიმართ გენეტიკური მიდრეკილების არსებობისას, უდიდეს როლს თამაშობს ვირუსული ინფექციები, გარემო ფაქტორები და არასწორი კვება.

II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს კუჭქვეშა ჯირკვალი განაგრძობს ინსულინის გამომუშავებას, თუმცა ორგანიზმი სუსტად რეაგირებს აღნიშნული ჰორმონის გავლენაზე, ინსულინი ვეღარ ფუნქციონირებს ქსოვილთა დონეზე, რადგან მას ვეღარ ცნობენ უჯრედული რეცეპტორები. ამ ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების მიზეზებია:

  • გენეტიკური მიდრეკილება.
  • გაცხიმოვნება, ხშირად დაკავშირებულია ჭარბ წონასთან (პაციენტთა 80-90%-ს ჭარბი წონა აღენიშნება).
  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები: ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპო ან ჰიპერფუნქცია, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები.
  • შაქრიანი დიაბეტი შესაძლოა გამოვლინდეს, როგორც რომელიმე ვირუსული დაავადების (გრიპი, ვირუსული ჰეპატიტი, ვირუსული ჰერპესი) ან პანკრეატიტის ან კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნეების შემდგომი გართულება.

პაციენტთა 10%-ს I ტიპის დიაბეტი აღენიშნება, რომელიც 20 წლამდე ასაკში ვითარდება და მწვავედ იწყება. დიაბეტიანთა დანარჩენ 90%-ს მეორე ტიპის პაციენტები შეადგენენ, რომელიც 40 წლის შემდეგ იწყება და ყველაზე ხშირად ჭარბ წონასთან ასოცირდება.

რატომ არის შაქრიანი დიაბეტი საშიში?

ორგანიზმში მიმდინარე ყველა სასიცოცხლო პროცესზე პასუხისმგებელია ენდოკრინული სისტემა. ფუნქციური აქტუალობის მხრივ იგი თავის და ზურგის ტვინსაც კი უტოლდება. საკმარისია ენდოკრინულ სისტემაში რაიმე დაირღვეს, რომ ეს მთელ ორგანიზმში ავტომატურად გამოიწვევს პათოლოგიურ, არასასურველ ცვლილებებს. მსგავსი პროცესები იწყება ჰორმონ ინსულინის დისფუნქციის და შაქრიანი დიაბეტის დროსაც. I ტიპის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ზიანდება თირკმელები, ქვედა კიდურები და თვალები, II ტიპი კი ზრდის ინსულტებისა და ინფარქტების განვითარების ალბათობას. I ტიპის შაქრიანი დიაბეტის ყველაზე მძიმე შედეგი სრული ინსულინდამოკიდებულება, კეტოაციდოზი და კომაა, II ტიპისა - ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა. დაავადების მოგვიანებითი გართულებებიდან განსაკუთრებით საშიშია ნერვული სისტემის, სისხლძარღვების დაზიანება და ათეროსკლეროზული ცვლილებები.

სისხლძარღვები და ნერვები - დიაბეტი აზიანებს წვრილ სისხლძარღვებსა და ნერვებს, მათი კედელი ელასტიკურობას კარგავს და მტვრევადი ხდება, ხშირია ადგილობრივი სისხლჩაქცევები. სისხლძარღვები და ნერვები ყველა ორგანოშია, ამიტომ გამოჰყავს დიაბეტს მთელი ორგანიზმი მწყობრიდან. შაქრიანი დიაბეტი აქვეითებს კანის გარემო ფაქტორებისადმი მგრძნობელობას, ამიტომ პაციენტისთვის მსუბუქი ტრავმები შეუმჩნეველი რჩება. თუ ეს მიკროტრავმები შემდგომში დაინფიცირდა, შესაძლოა, შეუხორცებად წყლულებად გადაგვარდეს და განგრენას შეუწყოს ხელი. მგრძნობელობა ქვეითდება ნერვული სისტემის დაზიანების გამოც, ხშირად პაციენტები ვერ გრძნობენ სხეულის ტემპერატურის ცვლილებას და ზოგჯერ ტკივილსაც კი.

ათეროსკლეროზი - შაქრიანი დიაბეტისას ათეროსკლეროზი გაცილებით ადვილად ვითარდება და შეუქცევად ცვლილებებს იწვევს მხედველობის ორგანოში. სისხლში შაქრის მომატებული კონცენტრაციისას ხდება სისხლის ჩაქცევა ბადურაში. ამავე მიზეზით დიაბეტიანებს ყველაზე ხშირად ემართებათ კატარაქტა და გლაუკომა. მთელ მსოფლიოში I ტიპის დიაბეტის თანამედროვე მკურნალობა ითვალისწინებს ინსულინთერაპიას, II ტიპისა კი დიეტასა და წონის კორექციას, ამიტომ დიაბეტით მოავადეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმის მუდმივი კონტროლი და დაავადებასთან ერთად ცხოვრების სწავლა.