/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
ციტრუსები სიმსუქნისა და დიაბეტის წინააღმდეგ

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ციტრუსებში შემავალი ფლავონოიდი ნარინგენინი ხელს უშლის წონის მომატებას და მეტაბოლურ სინდრომთან დაკავშირებული სხვა სიმპტომების გამოვლენის ალბათობასაც ამცირებს. შეგახსენებთ - მეტაბოლურ სინდრომს ხშირად მოსდევს დიაბეტი და გულის დაავადებები. გამოკვლევა დასავლეთ ონტარიოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჩატარდა. საცდელი თაგვების ერთი ჯგუფი გადაიყვანეს ცხიმიან დიეტაზე, რითაც მეტაბოლური სინდრომის სიმპტომების პროვოცირება მოახდინეს.

მეორე ჯგუფი იმყოფებოდა იმავე დიეტაზე, ოღონდ დამატებით აღნიშნულ ფლავონოიდს იღებდა. შედეგების შეჯამებისას აშკარა გახდა, რომ ნარინგენინმა შეამცირა ცუდი ქოლესტერინის დონე, აღკვეთა ინსულინისადმი ტოლერანტობა და გლუკოზის მეტაბოლიზმის სრული ნორმალიზება მოახდინა, ხოლო ღვიძლი ჭარბ ცხიმს დაგროვების ნაცვლად წვავდა. ამჟამად მეცნიერები ოპტიმალური დოზის დასადგენად ფლავონოიდის კონცენტრაციის მნიშვნელობას შეისწავლიან. ამასთანავე, მიმდინარეობს კვლევა ნარინგენინის ფარმაკოლოგიური თვისებებისა და გულის დაავადებების განვითარებასთან მისი კავშირის დასადგენად. უახლოეს მომავალში ნათელი გახდება, შესაძლებელია თუ არა ამ ნივთიერების გამოყენება სიმსუქნისა და მეტაბოლური პრობლემების სამკურნალოდ.

მარიხუანა დნმ-ს აზიანებს

ლესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევართა ჯგუფი ვარაუდობს, რომ მარიხუანა აზიანებს დნმ-ს და შესაძლოა, კიბოს განვითარების მიზეზადაც კი იქცეს. დიდი ხანია ცნობილია, რომ თამბაქოს კვამლში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებები ნეგატიურ გავლენას ახდენს გენეტიკურ მასალაზე და ზრდის ფილტვის კიბოსა და სხვა ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს, მარიხუანას კვამლი კი ამ კუთხით შეუსწავლელია. მედიკოსებს განსაკუთრებით აშფოთებთ თამბაქოსა და ნარკოტიკულ მცენარეებში შემავალი აცეტალდეჰიდის ტოქსიკურობა. აცეტალდეჰიდით დნმ-ს დაზიანების გამოსავლენად მკვლევართა ჯგუფმა გამოიყენა ახალი მეთოდი - მოდიფიცირებული მას-სპექტრომეტრია. ანალიზის შედეგებმა ცხადყო, რომ მარიხუანას კვამლი ნამდვილად ცვლის ადამიანის დნმ-ს და ზრდის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების ალბათობას. რამდენიმე ხნით ადრე ფრედ ჰატჩინსონის კვლევით ცენტრში (აშშ) დადგენილ იქნა, რომ მარიხუანას ხშირი და ხანგრძლივი წევა ზრდის სათესლე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს. ადრეული ასაკიდან მარიხუანას რეგულარულ მომხმარებლებს დაავადების განვითარების ალბათობა არამწეველებთან შედარებით ორჯერ მეტი აქვთ. დადგენილია აგრეთვე უშუალო კავშირი მარიხუანას მოწევასა და სათესლე ჯირკვლის უკიდურესად საშიშ და სწრაფად მზარდ არასემინომურ კიბოს შორის, რომელიც უმთავრესად ახალგაზრდა, 20-დან 35 წლამდე ასაკის მამაკაცებს ემართებათ.

ხრაშუნა კარტოფილი კიბოს იწვევს?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ჰოლანდიელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ჩიპსები და კარტოფილი-ფრი ზრდის საშვილოსნოს ყელისა და საკვერცხეების კიბოს განვითარების რისკს. ეს პროდუქტები შეიცავს აკრილამიდს - კანცეროგენს, რომელიც სურსათის თერმული დამუშავების შედეგად წარმოიქმნება. გამოკვლევამ აჩვენა, რომ 40 მგ აკრილამიდის (ერთი პაკეტი ჩიფსი) ყოველდღიური მიღების შემთხვევაში საშვილოსნოს ყელისა და საკვერცხეების კიბოს განვითარების ალბათობა 2-ჯერ იზრდება.

თავის ტვინი გამოსახულებას ორ წამში აღადგენს

ადამიანის თავის ტვინი ახერხებს, რამდენიმე წამში ჩართოს სარეზერვო კავშირები და დაასრულოს გამოსახულების აღქმა. ამერიკელმა ნეირობიოლოგებმა თავის ტვინის სწრაფი ადაპტაციის უნარი აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა მედიკოსებს ტრავმებისა და ინსულტების შედეგების მკურნალობაში დაეხმარება. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა არასაკმარისი ინფორმაციის პირობებში თავის ტვინის მიერ გამოსახულების აღდგენის უნარი შეისწავლეს. მართალია, კვლევები ჯანმრთელ ადამიანებზე ტარდებოდა, მაგრამ მისი შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ავადმყოფების სამკურნალოდ, რომელთაც ტრავმის ან დაავადების გამო დარღვეული აქვთ თავის ტვინის ზოგიერთი ნერვული კავშირი. ნეირობიოლოგებმა გამოიყენეს ბრმა დისკოსთან - თვალის ბადურას ერთ-ერთ უბანთან (იგი არ შეიცავს მხედველობის რეცეპტორებს) დაკავშირებული ეფექტი. ასეთი უბანი აქვს ყველა ჯანმრთელ ადამიანს, ანუ თვალი ვერ ხედავს სურათის დაახლოებით 2%-ს. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია: უხილავი ზონა პირდაპირ თვალების წინ მდებარეობს, მაგრამ თავის ტვინში სრული გამოსახულების აღდგენა ხდება მეორე თვალიდან ან გვერდითი უბნებიდან მიღებული ინფორმაციის ხარჯზე. მეცნიერებს აინტერესებდათ, როგორ ახერხებდა ტვინი გამოსახულების სრულყოფას.

რამდენიმე ხნით ადრე აღმოჩენილ იქნა, რომ გამოსახულების აღდგენის მსგავსი სისტემა მუშაობდა ინსულტგადატანილებსა და ბადურადაზიანებულ ავადმყოფებში, მაგრამ რამდენად სწრაფად და რის ხარჯზე ხდებოდა აღდგენა, უცნობი დარჩა, ამ ინფორმაციის გარეშე კი ეფექტის თერაპიულ გამოყენებაზე საუბარიც კი შეუძლებელი იყო. გამოკვლევის მონაწილეებს ეკრანზე კვადრატებს აჩვენებდნენ. ბრმა დისკოზე მოხვედრილ კვადრატს თავის ტვინი აღადგენდა. პარალელურად მეცნიერები ტომოგრაფზე აკვირდებოდნენ ტვინის აქტიურობას,რათა გაეგოთ, როგორ ხდება ტვინის ადაპტაცია სენსორული ინფორმაციის დაკარგვისას. ტვინის აქტივობაზე დაკვირვებამ მეცნიერები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ქერქის მხედველობის ზონის ადაპტაციის უნარი აქამდე სათანადოდ არ იყო დაფასებული. ბრმა დისკოს მოსაზღვრე უბნებიდან მიღებულ სიგნალებს თავის ტვინი სულ რაღაც ორ წამში ამუშავებს, წინათ კი მიაჩნდათ, რომ აღნიშნული პროცესისთვის გაცილებით მეტი დრო იქნებოდა საჭირო. აღმოჩენამ მეცნიერებს დაანახა, რამდენად კარგად ახერხებს თავის ტვინი ადაპტაციას ინფორმაციის დაზიანებისა და დაკარგვის შემთხვევაში. განსაკუთრებით საინტერესო კი ის არის, რომ კვლევა ზრდასრულ ადამიანებზე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს მთელი ცხოვრების მანძილზე შენარჩუნებად უნართან და არა ბავშვის ტვინის უკვე ცნობილ პლასტიკურობასთან. ადაპტაციის უნარის საზღვრების ცოდნა მედიცინას დაავადების უფრო ზუსტი პროგნოზირების საშუალებას მისცემს, ხოლო ინფორმაცია ადაპტაციის მექანიზმების შესახებ, სავარაუდოდ, გამოსადეგი აღმოჩნდება ინსულტის, ტრავმისა და თვალის ბადურას დაზიანების შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესის დასაჩქარებლად.

სხვისი კომპიუტერი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

ინტერნეტკაფეში ხშირად სიარული და სხვისი კომპიუტერის გამოყენება ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა, ვინაიდან კლავიატურაზე უამრავი ბაქტერია და ვირუსი სახლობს. ავსტრალიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს ერთ-ერთი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მდგარი კომპიუტერები, რომლებზეც ყველა სტუდენტს მიუწვდებოდა ხელი და მონაცემები იმ კომპიუტერებისას შეადარეს, რომლებითაც მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო სარგებლობა. აღმოჩნდა, რომ საერთო მოხმარების კომპიუტერთა კლავიატურებზე 5-ჯერ მეტი მიკრობი იყო. სპეციალისტები გვირჩევენ, კალავიატურა და მაუსი რეგულარულად გავწმინდოთ და ხშირად გავუკეთოთ დეზინფექცია - ასე ორგანიზმს უფრო უკეთ დავიცავთ მავნე ბაქტერიებისა და ვირუსებისგან.

შაქარი ნარკოტიკია

ფრანგი ექიმის სერჟ აჰმედ ბორდოს თეორიის თანახმად, შაქარი და შაქრით მდიდარი პროდუქტები ნარკოტიკების მსგავს შეჩვევას იწვევს. ბორდომ ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა: ვირთხებს სურვილისამებრ აძლევდნენ შაქარს ან კოკაინს. მიღებული სიამოვნების ხარისხს შორის არსებული განსხვავების მიუხედავად, ცხოველები შაქარს ამჯობინებდნენ და სულ მალე მის გარეშე ვეღარ ძლებდნენ. ფრანგი ექიმი ამტკიცებს, რომ ჭარბი მოხმარებისას შაქარი ნარკოტიკის მსგავს დამოკიდებულებას იწვევს. ბორდო ამ მოვლენას იმით ხსნის, რომ შაქარი უშუალოდ მოქმედებს თავის ტვინზე და ნარკოტიკების მსგავსად, დოფამინის დაუყოვნებელ გამოყოფას იწვევს. დოფამინის უფრო მეტი ოდენობით გამოსაყოფად ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტი შაქრის ან მისი შემცველი პროდუქტის მიღებაა საჭირო, ხოლო ტკბილეულზე უარის თქმის შემთხვევაში ნარკოტიკის აღკვეთის მსგავსი სინდრომი ვითარდება. ექიმის თქმით, შაქარზე უარის თქმა არ ღირს, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ მის მოხმარებას მინიმუმამდე შევზღუდავთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები