/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

7 მარკეტინგული ხრიკი, რომელიც სუპერმარკეტებში მეტის შეძენას გაიძულებთ

7 მარკეტინგული ხრიკი, რომელიც  სუპერმარკეტებში მეტის შეძენას გაიძულებთ
ზედმეტი შოკოლადის ფილა ან უფრო ძვირი ბრენდის მაკარონი დიდად არ დააზარალებს თქვენს ბიუჯეტს,

თუ არ გაგიჩნდებათ საკუთარი თავის მუდმივად განებივრების ცდუნება. თუმცა, სუპერმარკეტები შეგნებულად იყენებენ ხრიკებს, რომლებიც აიძულებენ მომხმარებლებს დახარჯონ იმაზე მეტი, ვიდრე აპირებდნენ.

ფულის დაზოგვის ექსპერტმა და Britsuperstore ონლაინ სუპერმარკეტის დირექტორმა, რიჩარდ პრაისმა განუცხადა Metro-ს, თუ როგორ აკეთებენ ამას. მან გამოავლინა შვიდი ძირითადი ხრიკი, რომლებიც გამოიყენება ვაჭრობაში.

ტკბილეული სალაროებში და მათი ყიდვის პროვოცირება ბოლო მომენტში. ამ ცდუნების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია გადაიხადოთ შესყიდვები თვითმომსახურების სალაროებში, ან უარი თქვათ მათზე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

უმჯობესია სუპერმარკეტებში მშიერი არ წახვიდეთ, რადგან იქ ყოველთვის ძალიან გემრიელი სუნი დგას. მარკეტოლოგები იმედოვნებენ, რომ მყიდველები ვერ გამუკლავდებიან ნერწყვების ყლაპვას და რაიმე ზედმეტ ნუგბარს შეიძენენ.

სუპერმარკეტის მუშაკებმა კარგად იციან, რამდენად მიმზიდველად გამოიყურება დაჭრილი ხილი და ბოსტნეული. რიჩარდ პრაისი გვირჩევს მათი ფასი ჩვეულებრივი საქონლის ღირებულებასთან შევდაროთ. დაჭრილი ჩვეულებრივ ბევრად უფრო ძვირია.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ექსპერტმა აღნიშნა, რომ დროთა განმავლობაში სავაჭრო ურიკები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მყიდველს შეიძლება გაუჩნდეს მისი მთლიანად საქონლით შევსების სურვილი. ამიტომ, უმჯობესია გამოიყენოთ ხელის კალათები. კვლევამ აჩვენა, რომ კალათის ზომის გაორმაგებისას, ადამიანები 40%-ით მეტ შესყიდვებს აკეთებენ.

გამყიდველები შეგნებულად მალავენ კვერცხს მაღაზიის შორეულ კუთხეებში. სანამ მათ ეძებთ, თვალში სხვა საქონელი გვხდებათ, რომლის ყიდვას არ აპირებდით. აღდგომის წინ ამ ტექნიკას განსაკუთრებით დიდი შემოსავალი მოაქვს. ამიტომ გვირჩევს ექსპერტი მაღაზიაში წავიდეთ წინასწარ შედგენილი სიით.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტები ყოველთვის თვალის დონეზეა განთავსებული. იაფი ალტერნატივის საპოვნელად, უბრალოდ გაიხედეთ ცოტა უფრო დაბალა ან მაღლა.

ნელი მუსიკა სუპერმარკეტებში ასევე ჟღერს ამ მიზეზით. ის ქმნის მშვიდ ატმოსფეროს ისე, რომ მყიდველი დადის მთელ სავაჭრო სავრცეში აუჩქარებლად. რიჩარდ პრაისმა განმარტა, რომ მაღაზიას სურს კლიენტი მაქსიმალურად შეინარჩუნოს თავის სივრცეში. ამიტომ ჯობია საკუთარ თავს დაუწესოთ დროის ლიმიტი – ერთი საათი და არა მეტი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

აღმოჩნდა, რომ კბილების გასათეთრებელ პროფესიულ თუ ნახევრად პროფესიულ საშუალებებში შემავალი ეს ნივთიერება თითქმის ისეთსავე ზემოქმედებას ახდენს, როგორსაც მჟავე ხილის წვენები - შლის მინანქარს და კბილს გაცილებით მყიფეს ხდის. როგორც გამოკვლევის ხელმძღვანელმა განაცხადა, ხილის მჟავები იმდენად აქტიურია, რომ კბილიდან ფაქტობრივად ჩამორეცხავს მინანქარს. მაგალითად, ფორთოხლის წვენი 84%-ით ამცირებს მინანქრის სიმტკიცეს. მინანქრის განლევა და დაშლა კი აჩქარებს კბილების ცვეთას და ზრდის მათი დაკარგვის რისკს. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მინანქარს მხოლოდ ხილის წვენები კი არა, თითქმის ყველა არაალკოჰოლური სასმელი აზიანებს. რაც უფრო მეტხანს გრძელდება მჟავებთან კბილის კონტაქტი, მით უფრო მეტია მინანქრის დაზიანების რისკი. ადამიანებს, რომლებსაც წვენებისა და გამაგრილებელი სასმელების ნება-ნება სმა უყვართ, უფრო სწრაფად უვითარდებათ კბილის ეროზია, ვიდრე მათ, ვინც სასმელს ერთბაშად სვამს. სტომატოლოგები წვენების მოყვარულებს ურჩევენ, შეამცირონ მჟავე წვენებთან კბილის კონტაქტის ხანგრძლივობა და ზედმიწევნით დაიცვან პირის ღრუს ჰიგიენა: კბილები გაიხეხონ დღეში ორჯერ ფთორის შემცველი კბილის პასტით, ხოლო წელიწადში ერთხელ სტომატოლოგს ეწვიონ ფთორის შემცველი ლაქით კბილის დასამუშავებლად.

ძალადობრივ გარემოში გაზრდილ ბავშვს კიბო უფრო მეტად ემუქრება

კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძალადობისა და შიშის ატმოსფეროში გაზრდილ ბავშვებს მოწიფულ ასაკში ერთნახევარჯერ მეტი აქვთ ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკი. ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარები იკვლევდნენ იმ ფსიქოსოციალურ ფაქტორებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ კიბოს განვითარებასთან. აღმოჩნდა, რომ მათ, ვისაც ბავშვობაში მკაცრად ეპყრობოდნენ, მოწიფულ ასაკში საგრძნობლად მეტი ჰქონდათ ონკოლოგიური დაავადების განვითარების ალბათობა.

ბავშვობის ასაკში გადატანილ ფიზიკურ ძალადობასა და კიბოს განვითარებას შორის კავშირი ასეთივე რჩება ყველა სხვა რისკფაქტორის (სტრესები, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მოწევა, ალკოჰოლის გამოყენება, არაწორი კვება და ჰიპოდინამია) გათვალისწინების შემთხვევაშიც კი. "ჩვენი აზრით, ამ კავშირის ასახსნელად კორტიზოლის მოქმედების მექანიზმის შემდგომი შესწავლაა საჭირო", - აცხადებს გამოკვლევის ხელმძღვანელი. კორტიზოლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჰორმონია, რომელიც ადამიანს საფრთხეზე რეაგირებაში ეხმარება. იგი მართავს ბიოქიმიური რეაქციების მთელ კასკადს და მთავარ როლს ასრულებს ორგანიზმის თავდაცვით რეაქციაში სტრესისა და შიმშილის დროს. მეცნიერთა ვარაუდით, სწორედ ამ ჰორმონის პროდუცირება ერღვევათ ძალადობრივ გარემოში გაზრდილ ბავშვებს, რაც იწვევს კიდეც კიბოს განვითარების რისკის მატებას. ფსიქოფიზიოლოგები დიდი ხანია ატარებენ კვლევებს ჯანმრთელობაზე ოჯახური ძალადობის გავლენის დასადგენად. ცნობილია, რომ ოჯახური ძალადობა საშუალოდ 70%-ით ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს. თუ ბავშვის ცემას ერთვის სქესობრივი ძალადობა, ფსიქოლოგიური ტერორი, არასაკმარისი კვება და სხვა, რისკმა შესაძლოა 350%-საც კი მიაღწიოს. ამასთანავე, მოსალოდნელია ფსიქიკური დარღვევების განვითარება, სოციალური კავშირების რღვევა, ფსიქოლოგიური პრობლემების გაჩენა. ასეთი ბავშვები ხშირად ყალიბდებიან სოციალურად არაადაპტირებულ პიროვნებებად, რომლებიც კანონდარღვევისა და თვითიზოლაციისკენ არიან მიდრეკილნი.

სისხლის ზედაპირული კოლტები საფრთხის ნიშანია

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქვედა კიდურებზე სისხლის კოლტების ზედაპირულად არსებობის შემთხვევაში პაციენტების მეოთხედს ღრმა ვენების თრომბოზის განვითარება ემუქრება. ქვედა კიდურებზე სისხლის ზედაპირული კოლტების გაჩენის მიზეზად შესაძლოა იქცეს ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ორალური კონტრაცეპტივები, ტრავმები და სიმსივნე. ბევრი ამ მდგომარეობას სერიოზულად არ ეკიდება, მაგრამ ფაქტია, რომ მოსალოდნელია ღრმა ვენების თრომბოზი, რომელიც ღრმა ვენებში სისხლის კოლტებით სისხლის ნაკადის ბლოკირებას იწვევს. ღრმა ვენების თრომბოზმა შესაძლოა სიკვდილიც კი გამოიწვიოს, თუ თრომბი მოწყდა, ფილტვებისკენ წავიდა და ფილტვის სისხლძარღვს დაეცო. 2006-2007 წლებში გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერთა ჯგუფი ზედაპირული ვენების თრომბოზის მქონე 46 პაციენტს აკვირდებოდა. ყველას სათანადო კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევა ჩაუტარდა. მკვლევარებმა ღრმა ვენების თრომბოზი პაციენტთა 24%-ს აღმოუჩინეს. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა არავითარ გამოვლინებას არ უჩიოდა. პაციენტთა 73%-ს ღრმა ვენების თრომბოზი იმავე ფეხზე განუვითარდა, რომელზეც ზედაპირული კოლტები ჰქონდა. მეცნიერებს სამომავლოდ უფრო ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება აქვთ განზრახული.

მწვანე ჩაის ერთ-ერთი კომპონენტი აივ-ინფექციას თრგუნავს

ბეილორის სამედიცინო კოლეჯისა და ტეხასის ბავშვთა ჰოსპიტლის მეცნიერები აცხადებენ, რომ მწვანე ჩაიში არსებულ ქიმიკატს იმუნური სისტემის უჯრედების აივ-1 ვირუსით (HIV-1) ინფიცირებისგან დაცვისა და მკურნალობის უნარი აღმოაჩნდა. მწვანე ჩაის ერთ-ერთი კომპონენტი Epigallocatechin Gallate ან EGCG ბლოკავს HIV-1 ვირუსის უჯრედში შემყვან მოლეკულასთან (gp120) შეკავშირების უნარს, შედეგად კი ვირუსის მიერ უჯრედის ინფიცირების უნარიც ითრგუნება. "ჩვენ დავრწმუნდით, რომ EGCG ეფექტურია აივ-ვირუსის არა მარტო ამ სპეციფიკური შტამის მიმართ, არამედ მრავალი სხვა ქვეტიპისა და შტამის მიმართაც", - აღნიშნავს კვლევის ხელმძღვანელი. დადგენილ იქნა ასევე, რომ აღნიშნული ნაერთი ბოჭავს აივ-ვირუსის მოქმედებას ლიმფოციტებსა და თ-უჯრედებში. ნაერთის მოლეკულური კომპონენტებია pryogallol და galloyl, რომლებიც, როგორც ირკვევა, პასუხისმგებლები არიან იმუნური სისტემის მთავარი კომპონენტის - T-უჯრედის CD4 მოლეკულისა და gp120 პროტეინის შეკავშირების პრევენციაზე. ასეთია ეფექტი ადამიანისთვის არატოქსიკური კონცენტრაციის პირობებში. ამრიგად, EGCG, როგორც აივ-ინფექციის პოტენციური იაფი ინჰიბიტორი, შეიძლება გამოყენებული იქნეს, სულ მცირე, როგორც დამხმარე საშუალება ანტირეტროვირუსულ მკურნალობაში. აქამდე არსებული აივ-ის უჯრედში შეღწევის მაბლოკირებელი მადიკამენტები საპასუხო მუტაციის გამო უეფექტო ხდებოდა. კვლევის ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ ნატურალური პროდუქტისგან მიღებული EGCG-ის შემთხვევაში მუტაცია ნაკლებმოსალოდნელია. უახლოეს მომავალში დაიწყება აივინფიცირებულებზე პრეპარატის უსაფრთხოების დასადგენი კვლევის პირველი ფაზა.

შიდსი ქალებს უფრო მალე უვითარდებათ

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ უვითარდებათ აივინფიცირებულ ქალებს შიდსი მამაკაცებზე სწრაფად. აივინფიცირების ადრეულ სტადიაზე ქალის ორგანიზმი უფრო ბრძოლისუნარიანია, მერე კი შიდსი უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ინფიცირების იმავე სტადიაში მყოფი მამაკაცის ორგანიზმში. ამ ფაქტს მეცნიერები კარგა ხანს ვერ ხსნიდნენ. სინამდვილეს ახლახან მოეფინა ნათელი: აღმოჩნდა, რომ საიდუმლოს გასაღებია ქალის იმუნური სისტემის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტის რეაქცია. მარტივად რომ ვთქვათ, მთავარ როლს სქესთა ჰორმონული განსხვავება ასრულებს. კვლევის დროს ყურადღების ცენტრში მოხვდა პლაზმაციტური დენდრიტული უჯრედები (pDCs), რომლებიც პირველები რეაგირებენ იმუნური სისტემის დარღვევაზე. სწორედ ეს უჯრედები ავლენენ "დამნაშავეებს" და აფრთხილებენ ორგანიზმის დანარჩენ "მცველებს". ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალური ჰორმონის პროგესტერონის მაღალი დონე pDC-ის აქტივობას ზრდის. pDC ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს თოლლ-რეცეპტორ 7-ის (TLR7) საშუალებით ამოიცნობს, TLR7-ის ამუშავების შემდეგ კი pDCs "გამოიძახებს" იმუნური სისტემის მნიშვნელოვან მოლეკულას - ინტერფერონ ალფას. მკვლევარებმა დაადგინეს კავშირი ინტერფერონ ალფასა და იმუნური სისტემის CD8 უჯრედის აქტივაციას შორის. ადრინდელ კვლევებში აღინიშნა ერთი საინტერესო ფენომენი: რაც უფრო მეტად აქტიურდება CD8, მით უფრო სწრაფად პროგრესირებს შიდსი, რის შედეგადაც იმუნური სისტემა ისე ირღვევა, რომ ორგანიზმი ოპორტუნისტულ ინფექციას ვეღარ უმკლავდება. მკვლევარების თქმით, აღმოჩენა ახალ შესაძლებლობებს სახავს იმ მედიკამენტთა წარმოებისთვის, რომლებიც წინ აღუდგება ამ პროცესს.

ორი ფინჯანი ყავა ალცჰაიმერის დაავადებისგან დაგვიცავს

როგორც ირკვევა, დღეში ორი ფინჯანი მაგარი ყავა არა მარტო აფერხებს ალცჰაიმერის დაავადების პროგრესს, არამედ მისი ზოგიერთი სიმპტომის უკუგანვითარებასაც კი იწვევს. ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ალცჰაიმერის დაავადების დროს კოფეინს აქვს როგორც პროფილაქტიკური, ისე სამკურნალო მნიშვნელობა. ამ საკითხთან დაკავშირებით სამხრეთ ფლორიდაში საგანგებო გამოკვლევა ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოკვლევის შედეგები ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებს ემყარება, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული კვლევაა, რომელიც კი კოფეინის ზემოქმედების შესასწავლად ჩატარებულა. მნიშვნელოვანია, რომ კოფეინი არის ერთ-ერთი ყველაზე უვნებელი "ნარკოტიკული საშუალება", რომელიც ადვილად აღწევს თავის ტვინში და, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, გავლენას ახდენს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების პროცესზე.