/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დერმატოლოგია

რა არის კვანძოვანი ერითემა

რა არის კვანძოვანი ერითემა
ჯვანძვანი ერითემა კანის დაზიანების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც მრავალმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს.

კვანძოვანი ერითემა წითელი და იისფერი კანქვეშა კვანძებია, რომლებიც კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ანთების შედეგად წარმოიქმნება.

გამონაყარით მიმდინარე სხვა დაავადებებისგან კვანძოვან ერითემას შემდეგი ნიშნები განასხვავებს:

  • გამონაყარი მტკივნეული და გამაგარებულია. არ წყლულდება და, როგორც წესი, დანაწიბურების გარეშე ქრება;
  • კვანძები შეიძლება სხეულის ნებისმიერ ნაწილზე გაჩნდეს, თუმცა უმეტესად წვივებზე ჩნდება(ორივეზე სიმეტრიულად);
  • თითოეული კვანძის ზომა 1-5 სანტიმეტრამდე მერყეობს

დაავადების გამშვები მექანიზმი იმუნური რეაქციაა. (დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია). დაავადების განვითარებისთვის საჭიროა ალერგენთან კონტაქტი, რომელზეც ორგანიზმს ჭარბი მგრძნობელობა აქვს. ორგანიზმში მისი განმეორებითი მოხვედრისას ზოგიერთ ადამიანს უვითარდება ნორმაზე ძლიერი იმუნური რეაქცია, წარმოიქმნება ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსები, რომლებიც კანქვეშა ცხიმთან დაკავშირებულ უმცირეს სისხლძარღვებში ლაგდება და ანთებით პროცესს იწვევს.

ხშირ შემთხვევაში ერითემის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობი რჩება. დადგენილი მიზეზებიდან ყველაზე ხშირია:

  • სტრეპტოკოკური ინფექცია;
  • ნაწლავის ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი);
  • სარკოიდოზი (წარმოადგენს სისტემურ დაავადებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზოგიერთ ორგანოში ანთებითი კერების გაჩენა)

შედარებით იშვიათია:

  • სოკოვანი ინფექცია;
  • სხვა ბაქტერიული ინფექცია;
  • ვირუსული ინფექცია (ინფექციური მონონუკლეოზი, B ჰეპატიტი);
  • კატის ნაკაწრის დაავადება (კატის ნაკაწრით გამოწვეული ცხელება);
  • ფილტვების ანთება;
  • ტუბერკულოზი;
  • ორსულობა
შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, დაახლოებით 1 თვეა რაც დავიწყე აკნეტრენტის მიღება ყოველ დღე 10მგ - იანი. მზის დამცავის წასმის შემდეგ სახის კანზე წვის შეგრძნება მაქვს რამდენიმე წამის განმავმობაში. რამდენად ნორმალური რეაქციაა ეს ხომ ვერ მეტყვით? მადლობა.</p>

კვანძების გაჩენას ზოგჯერ წინ უსწრებს გრიპის მსგავსი სიმპტომები: ცხელება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, ლიმფური კვანძების გადიდება. თუ ერითემა ინფექციითაა გამოწვეული, თავისით გაივლის, არაინფექციური დაავადებების დროს კი შესაძლოა დიდხანს (თვრამეტ კვირაზე მეტხანს) გაგრძელდეს.

მწვავე ფორმა ერთბაშად და სწრაფად ვითარდება. თავდაპირველად იმატებს სხეულის ტემპერატურა, რასაც, დაახლოებით, ერთ-ორ დღეში მტკივნეული კვანძების გაჩენა მოჰყვება.

თავდაპირველად კანზე ჩნდება მოწითალო, რბილი, უსწორმასწოროკიდეებიანი კვანძები. დროთა განმავლობაში ისინი თანდათან მაგრდება და მტკივნეული ხდება. შემდეგ კი შესაძლოა ჩირქოვან პროცესად ჩამოყალიბდეს, თუმცა არ წყლულდება. გამონაყარი იცვლის ფერს, ხდება იისფრი, მოგვიანებით მოყვითალო ფერს იღებს და სისხლნაჟღენთს ემსგავსება, 1 ან 2 კვირაში კი კვანძები ქრება და ამ ადგილას, კანზე, რჩება აქერცლილი კანი.

გამონაყარის ალაგების შემდეგ სახსრების ტკივილი შესაძლოა ექვს თვეზე მეტხანსაც გაგრძელდეს. თავად სახსრები არ ზიანდება, თუმცა შესაძლოა, მათ გარშემო გაჩნდეს შეშუპება, დაჭიმულობა.

არსებობს კვანძოვანი ერითემის ქრონიკული ფორმაც. ამ დროს კვანძები შესაძლოა რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდეც კი დარჩეს. საბოლოოდ ისინი ქრება, თუმცა მოსალოდნელია მწვავე პროცესის გამეორება.

კვანძოვანი ერითემა ხშირად თავისთავად, მკურნალობის გარეშე ქრება. თუ მკურნალობა გახდა საჭირო, მისი სამიზნე, როგორც წესი, ერითემის გამომწვევი დაავადებაა. მინიმუმამდე უნდა დავიდეს სხვა გამომწვევ ფაქტორებთან კონტაქტიც.

ფეხების დასვენებამ, გრილმა საფენებმა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა შესაძლოა შეამსუბუქოს ტკივილი.

თუ ერითემა გამოწვეულია სტრეპტოკოკური ინფექციით, შესაძლოა, საჭირო გახდეს მკურნალობაში ანტიბიოტიკების ჩართვაც.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

აცხადებს ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გაზეთი The New York Times. როგორც ცნობილია, ვარჯიშს ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს, კერძოდ, მისი წყალობით ორგანიზმი უკეთ ითვისებს ინსულინს (სწორედ ინსულინისადმი რეზისტენტობაა დიაბეტი ტიპი 2-ის მიზეზი), მაგრამ ვარჯიშის დროსვე ხდება თავისუფალი რადიკალების გამოთავისუფლებაც, თავისუფალი რადიკალები კი ორგანიზმის დაბერებას აჩქარებენ. მათ ანტიოქსიდანტების საშუალებით ებრძვიან. ზოგიერთი ვიტამინი, მათ შორის - C და E, ანტიოქსიდანტების როლს ასრულებს - იცავს ორგანიზმს ამ მავნე ნივთიერებებისგან და ხელს უწყობს ოფლთან ერთად მათ გამოყოფას. გერმანელ მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ თავისუფალი რადიკალები ორგანიზმზე დადებით გავლენასაც ახდენენ, კერძოდ, ზრდიან ინსულინისადმი მგრძნობელობას და ადამიანს დიაბეტისგან იცავენ. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 40-მა მოხალისემ. ისინი ხუთი დღის განმავლობაში ყოველდღიურად 85 წუთს უთმობდნენ ვარჯიშს. ამასთანავე, მათი ნახევარი დღეში 1 გ C ვიტამინსა და 400ს.ე. E ვიტამინს იღებდა (მკვლევართა აზრით, ასეთი დატვირთვა საშუალო ფიზიკურ აქტიურობას შეესაბამება, ხოლო ანტიოქსიდანტების ოდენობა დაახლოებით ისეთივეა, როგორსაც შეიცავს ვიტამინების კომპლექსის ერთი ტაბლეტი). ცდისპირთა გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ინსულინისადმი მგრძნობელობა მომატებული ჰქონდათ მხოლოდ მათ, ვინც ვიტამინებს არ სვამდა. აშკარა გახდა, რომ ანტიოქსიდანტები ხელს უშლიდა ვარჯიშის გამაჯანსაღებელ ეფექტს.

კაკალი და თევზი სიბრმავისგან დაგვიცავს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას შემცველი პროდუქტები, მათ შორის - თევზი, თხილეული და მცენარეული ზეთი, ამცირებს ბადურას ყვითელი ლაქის დეგენერაციის განვითარების რისკს. ბადურას ყვითელი ლაქის დეგენერაცია პროგრესირებადი პათოლოგიური პროცესია, რომელიც მოხუცებულთა სიბრმავეს იწვევს. ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევა, რომელშიც 2454 ადამიანი მონაწილეობდა. მათ სთხოვეს, კვირაში ორჯერ ერთი-ორი ულუფა ნიგოზი ეჭამათ. ათი წლის შემდეგ მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ გამოკვლევის მონაწილეებს ყვითელი ლაქების დეგენერაციის განვითარების ალბათობა 35%-ით შეუმცირდათ. ასევე დადგენილ იქნა, რომ კვირაში ერთი ულუფა თევზის მიღება ყვითელი ლაქის დეგენერაციის განვითარების რისკს 31%-ით ამცირებს. მათ შორის, ვისი მენიუც ზეითუნის ზეთის მაღალი (კვირაში 100 მლ) შემცველობით გამოირჩევა, ყვითელი ლაქის დეგენერაცია გაცილებით იშვიათია, ვიდრე მათ შორის, ვინც კვირაში 1 მლ-ზე მეტ ზეითუნის ზეთს არ იყენებს.

სასარგებლოა თუ მავნე ჭამის შემდეგ ძილი?

მრავალ ჩვენგანს შეუმჩნევია, რომ ჭამის შემდეგ რული ერევა. თურმე ეს ყველა ცოცხალი არსებისთვის დამახასიათებელი, სავსებით ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესი ყოფილა. ბრიტანელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ ჭამის შემდეგ სიფხიზლეზე პასუხისმგებელი ტვინის უჯრედების აქტიურობა საგრძნობლად იკლებს. ამიტომაც ერევა ძილი დანაყრებულ ადამიანს. ამასთანავე, ჭამის შემდეგ ნელდება რეაქცია, ეცემა აზროვნების სისწრაფე, ამიტომ მეცნიერები გვირჩევენ, ახალნაჭამზე ინტელექტუალურ სამუშაოს თავი ვარიდოთ. ყოველივე ეს იმის ბრალია, რომ საკვებთან ერთად ორგანიზმი იღებს გლუკოზას, რომლის სიჭარბე არღვევს ნერვულ უჯრედებში იმპულსების გადაცემის პროცესს. ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით სპეციალისტებს განზრახული აქვთ, შექმნან ნარკოლეფსიისა და სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატები.

ბალერინებსა და ტანმოვარჯიშეებს სუსტი ჯანმრთელობა აქვთ

ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ბალერინებსა და პროფესიონალ ტანმოვარჯიშეებს სხვა სფეროში დასაქმებულ ქალბატონებთან შედარებით ოთხჯერ უარესი ჯანმრთელობა აქვთ:

  • ტანმოვარჯიშეებისა და ბალერინების 36% არასწორად იკვებება;
  • 77% იღებს არასაკმარისი ოდენობის კალორიას;
  • 27% უჩივის ამენორეას (მენსტრუაციის უქონლობას 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში);
  • 64%- ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას.

გარდა ამისა, ბალერინებსა და ტანმოვარჯიშეებს ხშირად აქვთ გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის დარღვევა და ჰორმონული დისბალანსი. ამ დაავადებების თავიდან ასაცილებლად ამ პროფესიის ქალებმა უნდა მიიღონ ვიტამინების კომპლექსი, განსაკუთრებით კი ვიტამინი B6.

სპორტი თავის ტკივილისგან გვიხსნის

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ფიზიკური ვარჯიში არა მარტო ზოგად ჯანმრთელობას რგებს, არამედ ადამიანს მრავალი პათოლოგიური მდგომარეობისგან, მათ შორის თავის ტკივილისგანაც კურნავს. ქრონიკული თავის ტკივილის მქონე ქალები და მამაკაცები ერთი თვის განმავლობაში რეგულარულად ვარჯიშობდნენ ველოტრენაჟორზე ან ატარებდნენ აერობიკას. ერთი თვის შემდეგ მათ აღიარეს, რომ შაკიკი გაცილებით იშვიათად აწუხებდათ, თავის ტკივილიც ნაკლებინტენსიური იყო და ტკივილგამაყუჩებლის მიღება თითქმის აღარ სჭირდებოდათ.

ჩინელებზე ნიტროგლიცერინი არ მოქმედებს

მცირე ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ აზიელთა დაახლოებით 50%-ს აქვს მუტაციური გენი, რომლის არსებობა სტენოკარდიის შეტევის დროს ნიტროგლიცერინის მიღებას ნაკლებეფექტურს ან სრულიად უეფექტოს ხდის. მეცნიერთა აზრით, ნიტროგლიცერინის უეფექტობა გამოწვეულია ALDH2 ფერმენტის სინთეზზე პასუხისმგებელი გენის მუტაციით. ეს ფერმენტი აუცილებელია, რათა ორგანიზმში გამოთავისუფლდეს ნაერთები, რომლებიც ნიტროგლიცერინის სისხლძარღვთა გამაფართოებელ ეფექტს უზრუნველყოფს. ALDH2-ის მაკოდირებელი გენის ნაცვლად მრავალ აზიელს აღმოაჩნდა მისი მუტაციური ნაირსახეობა- Glu504Lys, რომელსაც ეს ფერმენტი არააქტიურ მდგომარეობაში გადაჰყავს. ამის გამო ნიტროგლიცერინი სასურველ ეფექტს ვეღარ ახდენს.

ზაფრანა უბრალო სანელებელი არ ყოფილა

ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზაფრანა ხელს უშლის გონების დაკარგვას. ამ სუნელის რეგულარული გამოყენება თვალის მგრძნობიარე უჯრედებს გამძლეობას მატებს სხვადასხვა დაავადების მიმართ. მეტიც - ზაფრანა ანელებს თვალის გენეტიკური დაავადებებისა და დაბერებით განპირობებული პათოლოგიების განვითარებას. დიდი ხანია დადგენილია, რომ ზაფრანა ძალზე სასარგებლოა ქალის ჯანმრთელობისთვის. იგი საგრძნობლად ამსუბუქებს წინარემენსტრუალურ სინდრომს.

მეცნიერებმა ხელოვნური კანი შექმნეს

ჩინელმა მეცნიერებმა ხელოვნური კანის საფარველი შექმნეს. ის დიდხანს ძლებს და აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა ლაბორატორიაში იქნეს გამოზრდილი. პროექტის ხელმძღვანელის თქმით, ხელოვნური კანი ორი შრისგან- ეპიდერმისისა და დერმისგან შედგება. ადამიანის იმუნური სისტემა მას არ უარყოფს, რადგან იგი შეიცავს ცოცხალ უჯრედებს. მეცნიერთა თქმით, ხელოვნური კანი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მასშტაბური ტრანსპლანტაციის, ისე კანის მცირე ნაწილის გადანერგვის შემთხვევაში. აქამდე პაციენტებს, რომელთაც კანის ტრანსპლანტაცია სჭირდებოდათ, უნერგავდნენ ან დონორის, ან საკუთარ კანს.

შაკიკი ძუძუს კიბოს მტერია?!

ამერიკელმა მეცნიერებმა შაკიკსა და სარძევე ჯირკვლის კიბოს შორის კავშირი აღმოაჩინეს. მათ შეისწავლეს 3000 ქალის ავადმყოფობის ისტორია, რომელთაგან 2000 ძუძუს კიბოთი იყო დაავადებული და დაასკვნეს, რომ ქალებს, რომლებიც თავის მუდმივ ტკივილებს უჩივიან, გაცილებით იშვიათად ემართებათ სარძევე ჯირკვლის კიბო. მეცნიერთა აზრით, ამის მიზეზია ჰორმონი ესტროგენი, რომლის ნაკლებობაც ონკოლოგიური დაავადების პროვოცირება შეუძლია. როცა ორგანიზმში ესტროგენის დონე მაღალია, თავის ტკივილები ქრება.


ხმამაღალი მუსიკა ექსტაზის ეფექტს აძლიერებს

იტალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხმამაღალი მუსიკის ფონზე თავის ტვინში მიმდინარე ბიოელექტრულ პროცესებზე ექსტაზის გავლენა საგრძნობლად იზრდება. იტალიელი მეცნიერები ვირთხების ტვინზე მუსიკის ზემოქმედებას შეისწავლიდნენ. მუსიკის სიძლიერე ღამის კლუბებში მჟღერი მუსიკისას შეესაბამებოდა. მკვლევარებმა შეამჩნიეს ერთი საინტერესო რამ: სიმშვიდეში ექსტაზის მცირე დოზა ვირთხების ტვინზე არ მოქმედებდა, მაგრამ როგორც კი მუსიკას აუწევდნენ, ტვინის ელექტრული აქტივობა საგრძნობლად მცირდებოდა. ექსტაზის მაღალი დოზა კი თავისთავადაც აქვეითებს ტვინის აქტივობას, რაც ერთი დღე-ღამე გრძელდება. ექსტაზი ფსიქოტროპული საშუალებაა, რომელსაც ძლიერი აღმგზნები ზემოქმედება ახასიათებს. მისი მოლეკულა ჰგავს ამფეტამინების მოლეკულას, რომლებიც ცენტრალური ნერვული სისტემის მძლავრი სტიმულატორებია და ადრენალინის მსგავს მოქმედებას ახდენს. ექსტაზის ხშირად იყენებენ ღამის კლუბებში. მისი ზემოქმედება იწვევს ეიფორიას და ენერგიის მოწოლას, რომელიც შესაძლოა შინაგანი დაძაბულობისა და დათრგუნულობის შეგრძნებამ შეცვალოს. ექსტაზის გამოყენების შემდეგ თავს იჩენს სიმპტომები, რომლებიც ძალიან ჰგავს გამოზარხოშების სინდრომს. დაღლილობა და სისუსტე რამდენიმე დღე გრძელდება. ადამიანებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ექსტაზი აზიანებს ნერვული სისტემის გამტარ გზებს. ნარკოტიკის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება და ლეტალური შედეგიც კი ჰიპერთერმიის (სხეულის ტემპერატურის 42,5 გრადუსამდე მატების), გულის რიტმის დარღვევის, არტერიული წნევის მატებისა და აორტის გახეთქვის, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების გამო.

განახლებული კარდიოკოდი მობილური ხმარებისთვის

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით მსოფლიოში ყოველწლიურად უამრავი ხალხი იღუპება. მიოკარდიუმის ინფარქტის მსხვერპლთა 70% პირველი ექვსი საათის განმავლობაში კვდება. გადარჩენის ალბათობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გაუწევენ ავადმყოფს სათანადო სამედიცინო მომსახურებას. მაგრამ რატომ ველოდოთ საშიშროებას, როდესაც მისი წინასწარმეტყველება შეგვიძლია? 2007 წელს რუსეთში შექმნილმა ჰემოდინამიკურმა ანალიზატორმა "კარდიოკოდმა" ექიმებს საშუალება მისცა, რამდენიმე თვით ადრე მოეხდინათ ინფარქტისა და ინსულტის პროგნოზირება, მაგრამ კარდიოლოგს ყველა პოტენციური ავადმყოფი არ მიმართავს, ამიტომ "კარდიოკოდმა" ადრეული დიაგნოსტიკის პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივ მოაგვარა. რუსნოუს ინოვაციური პარკის ხელმძღვანელმა ზურაბ ოთარაშვილმა განაცხადა, რომ სულ მალე გამოვა "კარდიოკოდის" პორტატიული დამატება, რომელიც მფლობელს საშუალებას მისცემს, ნებისმიერ დროს და ადგილას დამოუკიდებლად ჩაიტაროს კარდიოლოგიური გამოკვლევა. პორტატიული "კარდიოკოდი" მსუბუქი მოწყობილობაა, რომელიც პულსის გამზომველს წააგავს. პაციენტმა თავისი გულის მდგომარეობის შესატყობად მხოლოდ ღილაკს უნდა დააჭიროს თითი. მონაცემები გადაეცემა ჩალლ-ცენტრს, სადაც მათ უმალვე გაშიფრავენ და გააანალიზებენ სპეციალისტები. კრიტიკულ სიტუაციაში ოპერატორი თავად დაუკავშირდება პაციენტს და აკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა. ჩალლ-ცენტრი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. მობილურ "კარდიოკოდს" ანალოგი არ გააჩნია. სხვა მოწყობილობებს უნარი შესწევს, ინტერაქტიურად შეაფასოს მხოლოდ ეკგ, კარდიოკოდი კი ეკგ-სთან ერთად რეოგრამასა და რიგ სხვა მნიშვნელოვან პარამეტრსაც განსაზღვრავს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მოდიფიცირებულ "კარდიოკოდს" სათანადოდ დააფასებენ არა მარტო ინფარქტის ან ინსულტის პოტენციური საფრთხის მქონე ავადმყოფები, არამედ სპორტის ნებისმიერ სახეობაში მოღვაწე სპორტსმენებიც, რომელთაც დატვირთვის ზუსტი კონტროლი სჭირდებათ, აგრეთვე - საავტომობილო, სარკინიგზო, საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტის ოპერატორები, რომელთა სამუშაო პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხთან არის დაკავშირებული.

ინფარქტის დიაგნოსტიკა ნერწყვით

ტეხასის უნივერსიტეტში მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკის ახალი, არაინვაზიური მეთოდი შეიმუშავეს. მეთოდი სპეციალური მიკროსქემით ნერწყვის გამოკვლევას გულისხმობს. ანალიზს სულ 15 წუთი სჭირდება. მიოკარდიუმის ინფარქტი განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. წესისამებრ, ავადმყოფი ამ დროს უჩივის გულმკერდის ინტენსიურ, მძაფრ ტკივილს. გვხვდება უმტკივნეულო ფორმაც, რომელსაც ინფარქტისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი არ სდევს თან. ამ შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა დაზიანების ამოცნობა ძნელია, რის გამოც სამედიცინო დახმარება იგვიანებს. ამერიკელმა მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ განსაზღვრული სახეობის ცილებს, რომელთა ოდენობის მატება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებაზე მეტყველებს, სისხლის პლაზმასთან ერთად შესაძლოა ნერწყვიც შეიცავდეს. მოლეკულურ დონეზე დაპროგრამებულ ახალ მოწყობილობას ნერწყვში 32 სახეობის ცილის დონის განსაზღვრა შეუძლია. გამოკვლევამ, რომელშიც მიოკარდიუმის ინფარქტით დაავადებულმა 56-მა პაციენტმა და 59-მა ჯანმრთელმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, გამოგონების ეფექტურობა დაადასტურა. ექსპერიმენტის შედეგების თანახმად, ინფარქტგადატანილებს ნერწყვში ცილა-მარკერების კონცენტრაცია მომატებული ჰქონდათ, ხოლო ჯანმრთელებს - ნორმალური. ამასთანავე, ნერწყვსა და სისხლში ცილების დონე ერთმანეთს შეესაბამებოდა. დიაგნოსტიკის ახალ მეთოდს სტაციონარის გარეთ გამოიყენებენ. ჯერჯერობით კი მოწყობილობა კლინიკური კვლევის სტადიაშია.

Helicobacter pylori და მიოკარდიუმის ინფარქტი

კუჭის წყლულის გამომწვევ ბაქტერიას შეუძლია, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოსო, ირწმუნება რომაელი მეცნიერი ვინჩენცო პაშერი. მან და მისმა კოლეგებმა სისხლძარღვთა პათოლოგიებსა და Helicobacter pylori-ს შორის ურთიერთკავშირი აღმოაჩინეს. მათი მონაცემებით, პილორუსის ჰელიკობაქტერიით ინფიცირება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ჩამოყალიბებასთან ერთად გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებასა და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევასაც უწყობს ხელს. ვინაიდან ბაქტერიის აგრესიული შტამებით ინფიცირებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობის 20-40%, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების რისკის მცირედ მატებასაც კი შესაძლოა სერიოზული კლინიკური მნიშვნელობა ჰქონდეს.

მარტოობა აორმაგებს გულის დაავადებათა განვითარების რისკს

დანიელ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მარტოხელა ადამიანებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები დაოჯახებულებზე ორჯერ ხშირად ემართებათ. გამოკვლევაში 30-დან 69 წლამდე ასაკის 138 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. 2000-2002 წლებიდან გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები, მათ შორის - მიოკარდიუმის ინფარქტი, კვლევის მონაწილე 646 პირს განუვითარდა. შედეგების ანალიზის საფუძველზე მკვლევარებმა დაასახელეს ორი მთავარი მიზეზი, რომლებიც გულის დაავადებების რისკს ზრდის: ასაკი და მარტოობა. გარდაცვლილი ქალების მესამედი მარტოხელა, 60 წელს გადაცილებული ქალი იყო, გარდაცვლილი მამაკაცების ორ მესამედს კი შეადგენდნენ მარტოხელა მამაკაცები, რომელთა ასაკი აღემატებოდა 50 წელს. ბრიტანეთის გულის ფონდის პრეს-მდივნის ელენ მესონის აზრით, გამოვლენილი კანონზომიერება უკავშირდება არა იმდენად საკუთრივ მარტოობის ფაქტორს, რამდენადაც მავნე ჩვევებსა და ცხოვრების არაჯანსაღ წესს, რომელსაც მარტოხელა ადამიანები ეწევიან. თუ მართლაც ასეა, საკითხავია, რატომ აქვთ მომატებული გულის დაავადებათა განვითარების რისკი მარტოობაში მცხოვრებ ცხოველებს.