News

მიუხედავად ამისა, სურდოს საწინააღმდეგო წვეთები ხალხში ძლიერ პოპულარულია. ისინი ზოგჯერ მართლაც სასარგებლოა, რადგან გაგუდვისგან გვიხსნის. ყველაზე მეტად პოპულარულია ნაფტიზინი, გალაზოლინი, სანორინი. მილიონობით ადამიანი მათ არასწორად - ხშირად და დიდხანს - იყენებს, რაც მარტო პრეპარატის ეფექტს კი არ აქვეითებს, არამედ სისხლძარღვთა ტონუსსაც არღვევს და ჩვეულ სურდოს აძლევს დასაბამს. ჩვეული სურდო დამოუკიდებელი დაავადებაა, საჭიროებს მკურნალობას და მრავალი სხვა დაავადების რისკფაქტორს წარმოადგენს.
გახსოვდეთ: ცხვირის წვეთების გამოყენება სამ დღეზე მეტხანს რეკომენდებული არ არის. თუ ამან არ გიშველათ, გადადით ისეთ საშუალებებზე, როგორიც არის ატმის ზეთი, დიმედროლის ზეთოვანი ხსნარი (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სურდო ალერგიული წარმოშობისაა), ინჰალაციები და მიმართეთ კვალიფიციურ ექიმს, რათა თავი აარიდოთ მედიკამენტების უკონტროლო მიღებას, რასაც, როგორც წესი, წამლისადმი მიჩვევა და მისი ეფექტის დაქვეითება მოსდევს.
სურდომ თუ შეგაწუხათ, გაისეირნეთ
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ჩიკაგოელი მეცნიერები გაციების მკურნალობის საკუთარ მეთოდს გვთავაზობენ: თუ ყელი აგტკივდათ და სურდო დაგეწყოთ, მაშინვე მედიკამენტის მიღება აუცილებელი არ არის; საჭიროა ვიტამინების, განსაკუთრებით - ასკორბინის მჟავას (C ვიტამინის) სმა, ყელში სათანადო საშუალებების გამოვლება, მცირე ფიზიკური დატვირთვა და რაც მთავარია, სუფთა ჰაერი. მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ როდესაც ადამიანი ყოველდღე ნახევარ საათს სეირნობს, გამოჯანმრთელების პროცესი ორჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მაშინ, როდესაც სახლშია ჩაკეტილი, მაგრამ სეირნობისას აუცილებელია ორი მთავარი პირობის შესრულება: ფეხებზე არ შეგვცივდეს და არ გავოფლიანდეთ.
ისაუზმეთ, რომ გრიპი არ დაგემართოთ
საუზმის გამოტოვება ჯანმრთელობას რომ ვნებს, დიდი ხანია ცნობილია. ინგლისელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უსაუზმოდ შინიდან გასვლა დიდ შანსს გაძლევთ, დაავადდეთ გრიპით ან სხვა ვირუსული ინფექციით, რომლებიც რინიტით, კონიუნქტივიტით, ბრონქიტით ვლინდება. ამ დასკვნამდე ისინი მას შემდეგ მივიდნენ, რაც გამოკვლევის საფუძველზე დაადგინეს, რომ მწვავე რესპირატორული დაავადება გაცილებით ხშირად ემართებოდათ ადამიანებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ვერ (ან არ) საუზმობდნენ. ეს მეცნიერებმა იმით ახსნეს, რომ დილის კვება ადამიანის იმუნურ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს.
ტროფიკული წყლულის მკურნალობის ალტერნატიული მეთოდი
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბუზის ლარვებით ტროფიკული წყლულის მკურნალობა სტანდარტულ მეთოდებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობით არ გამოირჩევა.
მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც ჰიდროჟელეთი და ბუზის ლარვებით მკურნალობისას ტროფიკული წყლულების შეხორცებას აკვირდებოდა, უარყო მონაცემები, თითქოს ლარვები აჩქარებდეს წყლულის შეხორცებას და ამცირებდეს სტაფილოკოკური ინფექციის განვითარების რისკს. ამასთანავე, პაციენტებს, რომლებსაც ლარვებით მკურნალობდნენ, ხშირად აწუხებდათ ტკივილი. მკვლევართა აზრით, მეთოდის არჩევა მკურნალობის შემდგომ ტაქტიკაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ტროფიკული წყლულის ბუზის ლარვებით მკურნალობა მაშინ არის მიზანშეწონილი, როდესაც აუცილებელია ჭრილობის სწრაფი გასუფთავება მკვდარი ქსოვილებისგან, მაგალითად, კანის ტრანსპლანტაცისათვის მოსამზადებლად.