/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როგორ მოვამზადოთ შინაური ცხოველები შემოდგომისა და ცივი ამინდებისთვის

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
როგორ მოვამზადოთ შინაური ცხოველები შემოდგომისა და ცივი ამინდებისთვის
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ცნობილია ისიც, რომ ზედმეტი მარილი სისხლის არტერიული წნევის მატებას იწვევს. მიუხედავად ამისა, ხალხი მაინც ეტანება მარილიან საკვებს და ამას იმით ხსნიან, რომ უმარილო საკვები დეპრესიაში აგდებთ. აიოველმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარილი თითქმის ანტიდეპრესანტივით მოქმედებს. მათ საცდელი ვირთხები რამდენიმე ხნით უმარილო დიეტაზე გადაიყვანეს. შედეგად ცხოველებმა დაკარგეს ინტერესი ყოველივე იმის მიმართ, რაც ცოტა ხნის წინ მათთვის დადებითი ემოციის წყაროს წარმოადგენდა, მათ თანდათანობით თავი დაანებეს საყვარელ საქმიანობას და პრაქტიკულად შეწყვიტეს ტკბილი წყლის სმა. ამის საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მარილის დეფიციტმა და მისი მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობამ შესაძლოა დეპრესიის მსგავსი სიმპტომები გამოიწვიოს, კვლევის ხელმძღვანელმა კიმ ჯონსმა კი მარილის მოთხოვნილება ნარკოტიკებისას შეადარა.

გერმანიაში კრაზანას რეცეპტით გაყიდიან

1 აპრილიდან გერმანიაში კრაზანას შემცველი პრეპარატები მხოლოდ რეცეპტით გაიყიდება. სიახლე ამ მცენარის გვერდით ეფექტებსა და სხვა წამლებთან ურთიერთქმედებას უკავშირდება.

ფართომასშტაბიანმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ კრაზანას (Hypericum) საფუძველზე დამზადებული პრეპარატები ზრდიან კანის მგრძნობელობას ულტრაიისფერი სხივების მიმართ, ამასთანავე, ასუსტებენ ან სრულიად ახშობენ ორალური კონტრაცეპტივების ეფექტს. კრაზანას პრეპარატები გერმანიაში ყველაზე პოპულარული ანტიდეპრესანტებია - პაციენტებს მათ უფრო ხშირად უწერენ, ვიდრე ფართოდ გავრცელებულ სინთეტიკურ ანტიდეპრესანტს ფლუოქსეტინს. საქართველოში კრაზანას ნაყენს უმთავრესად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ, თუმცა თანამედროვე პრეპარატებთან შედარებით მას რაიმე უპირატესობა არ გააჩნია.

ყოველ მეხუთე ბავშვს ეგზემა აქვს

ეგზემით დაავადებულ ბავშვთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში იზრდება. ამჟამად ყოველ მეხუთე ბავშვს კანის ანთებითი დაავადება აქვს. ჯერჯერობით დაუდგენელია, რისი ბრალია ბავშვებში ეგზემის ასეთი გავრცელება. გერმანიის ხარისხიანი და ეფექტური ჯანდაცვის ინსტიტუტის (IQWiG) წარმომადგენელთა ვარაუდით, ამ დაავადების ადრეული განვითარება და გამწვავება შესაძლოა განსაზღვრული პროდუქტებით იყოს განპირობებული. გერმანელი პედიატრები ხაზს უსვამენ, რომ მშობლებმა დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ბავშვებისთვის საკვების შერჩევისას, რათა თავიდან აიცილონ კვებისმიერი ალერგია და კანის მომეტებული მგრძნობელობა პროდუქტების ამა თუ იმ კომპონენტის მიმართ, თუმცა, მათივე აზრით, ეგზემის განვითარებაში ყველაზე მეტად დამნაშავეა მტვერი, სიგარეტის კვამლი და შალის ტანსაცმელი.

ბრიტანელი ექიმები ჰომოსექსუალიზმის განკურნებას ცდილობენ

ზოგიერთი ბრიტანელი ექიმი საზოგადოებას ჰომოსექსუალური მიდრეკილებისგან თავის დაღწევის მეთოდებს სთავაზობს, თუმცა მათი ეფექტურობა ფაქტებით ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული.

ლონდონში ჩატარდა გამოკითხვა, რომელშიც 1400-მა ექიმმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხულთა 4%-მა განაცხადა, რომ შეეცდება, მსურველებს სექსუალური ორიენტაციის შეცვლაში დაეხმაროს, ხოლო 17%-მა აღიარა, რომ უკვე დაკავებულია პაციენტების ჰომოსექსუალური მიდრეკილების კორექციით. ამავე დროს ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის ფსიქიატრებმა განაცხადეს, რომ სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი მათ, რომელთაც სქესობრივი ორიენტაციის შეცვლა სურთ, აქვთ უფლება, დაცულ იყვნენ მკურნალობის პოტენციურად საშიში მეთოდებისგან. აშშ-ში ჰომოსექსუალიზმის მკურნალობის თემაზე დებატები გაჩაღდა. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის რეკომენდაციის თანახმად, სპეციალისტებმა უნდა გაითვალისწინონ ეთიკური სტანდარტები და ჰომოსექსუალიზმის განკურნების მცდელობისგან თავი შეიკავონ, ზოგიერთი ორგანიზაცია კი იმ აზრს ემხრობა, რომ ყველას აქვს უფლება, ამგვარი დახმარებისთვის ექიმს მიმართოს, ისევე როგორც ექიმს აქვს უფლება, დაეხმაროს მსურველს. ამ ტენდენციის სათავესთან დგას ფსიქიატრი რობერტ სპიტცერი, რომელიც ფსიქიკური დარღვევების სიიდან ჰომოსექსუალიზმის ამოღებას ითხოვდა, მოგვიანებით კი ივარაუდა, რომ სქესობრივი ორიენტაციის შეცვლა თერაპევტული მეთოდებით იყო შესაძლებელი.

მეცნიერები ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის ტესტირებას აპირებენ

ახლო მომავალში მეცნიერები დაიწყებენ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კვლევას - ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის გამოცდას, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ორგანიზმის შეუვალობას საგრძნობლად გაზრდის. ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მჟავაგამძლე ბაქტერიის რამდენიმე სახეობა იწვევს. ამ დაავადებას კაცობრიობა უძველესი დროიდან იცნობს, მაგრამ XX საუკუნემდე განუკურნებელ სენად იყო მიჩნეული. ეკოლოგიისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ დაავადების საწინააღმდეგო აცრა არსებობს, ყოველწლიურად ტუბერკულოზით ავადდება 8,8 მილიონი და იღუპება 1,7 მილიონი ადამიანი. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ ტუბერკულოზის გამომწვევმა ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს და აღარ რეაგირებენ ამჟამად არსებულ ვაქცინასა და წამლებზე. "თუ სიტუაციის კონტროლი გვსურს, აუცილებელია ახალი ვაქცინის შექმნა", - განაცხადეს მათ.

ახალი ვაქცინის გამოცდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში ჩატარდება. ვაქცინაციისთვის ბავშვების შერჩევა აპრილიდან დაიწყება. ახალშობილებს გაუკეთებენ სტანდარტულ BCG ვაქცინას, მათ, ვისაც შეუსრულდა 2,5 თვე - ექსპერიმენტულ ვაქცინას, დანარჩენებს კი პლაცებოს.

ტუბერკულოზით სიკვდილიანობა ყველაზე მაღალი მესამე სამყაროს ქვეყნებშია, ამიტომ მეცნიერებმა სწორედ ამ რეგიონებში გადაწყვიტეს გამოცდის დაწყება. ამჟამად BCG ყოველდღიურად 100 მლნ ახალშობილს უკეთდება. ამის შედეგად ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ხელს უშლის ტუბერკულოზის მძიმე ფორმების განვითარებას. მეცნიერები პროგნოზისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, მაგრამ თუ ახალი ვაქცინა მართლაც ახლანდელზე უკეთესი აღმოჩნდა, ეს მედიცინის დიდი წინსვლა იქნება.

კოფეინი კანის კიბოს განვითარების რისკს ამცირებს

ყავის სამკურნალო თვისებების ნუსხას სრულყოფამდე ბევრი აკლია. ვაშინგტონის უნივერსიტეტში ახლახან ჩატარებული კვლევის მონაცემებით, კოფეინს შეუძლია, შეამციროს კანის კიბოს განვითარების რისკი. კვლევამ აჩვენა, რომ კოფეინი ერთსა და იმავე დროს იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან და აღადგენს უკვე დაზიანებულ უბნებს. არ არის გამორიცხული, მომავალში ყავა მზისგან დამცავი მალამოების შემადგენლობაშიც შევიდეს. კანის კიბოს მზის სხივების ჭარბი ზემოქმედება იწვევს. განსაკუთრებით საშიშია B ტიპის ულტრაიისფერი გამოსხივება, რადგან ის უჯრედთა გენეტიკურ ცვლილებას უდებს სათავეს. კიბოს შემსწავლელი საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტმა ჟან-ფრანსუა დორმა განაცხადა: ,,ჩვენი კვლევები ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებს, რომ კოფეინის შემცველი ნამდვილი ყავის მოხმარება სამჯერ ამცირებს კანის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს". ახლა მეცნიერებმა ის უნდა გაარკვიონ, როგორ ახერხებს ყავა ულტრაიისფერი გამოსხივებისგან კანის დაცვას. მექანიზმი, სავარაუდოდ, ასეთია: ულტრაიისფერი სხივებისგან დაზიანებულ უჯრედებში არ მუშაობს თვითგანადგურების მექანიზმი, ამიტომ ავთვისებიანი წარმონაქმნი იზრდება, ყავა კი აღადგენს თვითგანადგურებაზე პასუხისმგებელი პროტეინის ფუნქციას და დაავადებას საფუძველშივე ახშობს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეში 6 ფინჯანი მაგარი ყავის სმა სასარგებლოა. ჯერ კიდევ დასადგენია, მხოლოდ დადებით გავლენას ახდენს თუ არა კოფეინი ადამიანის ორგანიზმზე. მაგალითად, იმავე ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერ-რადიოლოგები ამტკიცებენ, რომ ყავა ნარკოტიკია, რომელიც თავის ტვინში სისხლის მიდენას ამცირებს.

იაპონიაში ღეროვანი უჯრედებისგან თრომბოციტები გამოზარდეს

ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მსოფლიოში პირველმა მოახერხა ადამიანის ინდუცირებული პლიურიპოტენტური (iPS) ღეროვანი უჯრედებისგან თრომბოციტების გამოზრდა. თრომბოციტები მონაწილეობენ სისხლის შედედების პროცესში, რაც ადამიანის ორგანიზმის მნიშვნელოვანი თავდაცვითი რეაქციაა და სისხლძარღვების დაზიანების დროს ძლიერი სისხლდენის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. ტოკიოელმა მეცნიერებმა თავიანთი მიღწევა მსოფლიოს მარტის დასაწყისში, რეპროდუქციული მედიცინის სამეცნიერო საზოგადოების შეხვედრაზე ამცნეს. კიოტოელი კოლეგების მიერ შემუშავებული მეთოდით მეცნიერებმა გაამრავლეს ძვლის ტვინის უჯრედები და; PS, შემდეგ მათ დაუმატეს სხვადასხვა ცილა და მიიღეს მეგაკარიოციტები - ძვლის ტვინის გიგანტური უჯრედები, რომლებისგანაც გარეგნობითა და ბუნებით ნატურალურის მსგავსი თრომბოციტები გამოყვეს (iPS-ის მისაღებად სპეციალურ გენებს სომატურ უჯრედებში, მაგალითად, კანის უჯრედებში ათავსებენ). იაპონელ მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ თრომბოციტების მიღების მათ მიერ შემუშავებული მეთოდი ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის დონორის სისხლის დეფიციტის პრობლემას, სამომავლოდ კი ამავე გზით ერითროციტების მიღებაც აქვთ განზრახული.