როგორც ირკვევა, დასახელებული ნივთიერება ახალი ინფორმაციის შეთვისების პროცესზე დადებითად მოქმედებს. ამ დასკვნამდე მეცნიერები ვირთაგვებზე დაკვირვების შედეგად მივიდნენ. ექსპერიმენტის პირობებში ჯილდოს მისაღებად ცხოველებს სწორად უნდა განესაზღვრათ წყლის მიმწოდებელი წყარო; აღმოჩნდა, რომ სეროტონინერგული ნეირონების სტიმულაციის შემდეგ ვირთაგვები სწრაფად ადაპტირდებოდნენ გარემოში და ამოცანის გადასაწყვეტად ახალ ინფორმაციას ადვილად ითვისებდნენ.
ახალი კვლევის შედეგები სეროტონინის როლსა და მნიშვნელობას კიდევ უფრო აფართოებს.
თინათინ გოცაძე