ბავშვი, რომელიც რუსთავში, შარტავას ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის ფანჯრიდან
გადავარდა, ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოდან, თბილისში გადმოყავთ.
როგორც "ინტერპრესნიუსისათვის" გახდა ცნობილი, ერთი წლის გოგონა ფანჯრის რაფაზე ავიდა, მწერებისგან დამცავ ბადეს მიეყრდნო და მესამე სართულიდან გადავარდა. ბავშვი მეორე სართულის მიშენების სახურავზე დაეცა. ვარდნის შედეგად გოგონას თვალის არეში ჭრილობა აქვს.
რუსთავში ერთი წლის ბავშვი მწერებისგან დამცავ ბადეს მიეყრდნო და მე-3 სართულიდან გადმოვარდა
22.09.2018
კომენტარები (0)
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა