ბათუმში ორ წლამდე ასაკის ბავშვი მეორე სართულიდან გადმოვარდა
მდგომარობა საშუალო სიმძიმისაა.
როგორც ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, 2-წლამდე ასაკის ბავშვი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდება. ექიმების თქმით, ბავშვს მრავლობითი დაჟეჟილობა აღენიშნება.
მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.