/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

უროლოგია

ბაქტერიები შარდში

ბაქტერიები შარდში
58 წლის ქალმა შევამჩნიე, რომ შარდს რაღაც სპეციფიკური მძაფრი სუნი აქვს. ანალიზმა გამოავლინა დიდი რაოდენობით ბაქტერიები.

გთხოვთ, მიმითითოთ რომელიმე ხალხურ საშუალებაზე, რომელიც შარდს გამიწმენდს.

შარდის უსიამოვნო სპეციფიკური სუნი სხვადასხვა პათოლოგიით შეიძლება იყოს განპირობებული. გაუწყლოებული შარდი ბევრად უფრო კონცენტრირებულია და ამიაკის სუნიც უფრო მძაფრად სდის, ვიდრე ჩვეულებრივ შარდს. შარდის სუნზე სპეციფიკურ გავლენას ახდენს ზოგიერთი საკვებისა და მედიკამენტის მიღება. შარდის გამომყოფი სისტემის ინფექციური დაავადებების დროს შარდი განსაკუთრებულად უსიამოვნო სუნს იძენს, მუქდება და იმღვრევა. რაც შეეხება ბაქტერიურიას, ის შარდში ბაქტერიების არსებობაა.

ბაქტერიურიაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც ახლად გამოყოფილი შარდის ერთ მილილიტრში 100 ათასზე მეტი მიკრობი გამოვლინდება (მხედველობის არეში ერთზე მეტი ბაქტერიაა). ჯანმრთელი ადამიანის შარდი სტერილურია ანუ მასში ბაქტერიები არ არის. თუ ადამიანს თირკმელები ან საშარდე ტრაქტი ინფიცირებული აქვს, შარდის ბუშტში მოხვედრილი მიკრობები ინტენსიურ გამრავლებას იწყებენ. ბაქტერიები შარდში პათოლოგიური პროცესის შედეგად გორგლოვანი ფილტრაციის დარღვევის შემთხვევაში ხვდება. თუ ბაქტერიოლოგიური მეთოდით ბაქტერიათა კოლონიების რაოდენობრივი იდენტიფიკაცია არ აღემატება 105-ს ერთ მილილიტრში - ეს უბრალოდ შარდის დაბინძურებაა, ხოლო თუ მათი რაოდენობა ძალიან დიდია, მაშინ ჭეშმარიტ ბაქტერიურიაზე საუბრობენ. ბაქტერიები შარდში შესაძლოა ორი გზით მოხვდნენ:

  • დაღმავალი გზით (თირკმელებში, შარდის ბუშტში, წინამდებარე ჯირკვალში – პროსტატაში არსებული ანთებითი კერებიდან, ან კიდევ შარდის გამომტანი მილის უკან არსებული ჯირკვლებიდან),
  • აღმავალი გზით (ინსტრუმენტული ჩარევის შედეგად - კათეტერიზაცია, ცისტოსკოპია და სხვა).

შარდის ანალიზის რაოდენობრივი ბაქტერიოლოგიური მეთოდები საშუალებას იძლევა დიდი სიზუსტით დათვლილ იქნეს მიკრობთა კოლონიები და ზუსტად განისაზღვროს ბაქტერიურიის დონე. კვლევამ შესაძლოა 24-დან 48 საათს გასტანოს. ბაქტერიოლოგიური ტესტების ცრუ უარყოფითი შედეგები შესაძლოა განპირობებულ იყოს შარდის დიდი განზავებით, რასაც თავის მხრივ დიდი რაოდენობით წყლის დალევა და უროსეპტიკური საშუალებების მიღება იწვევს. დადებითი შედეგების მიღებისას აუცილებელია განისაზღვროს, რომელმა ბაქტერიებმა განიცადეს კულტურაში ზრდა და როგორია მათი მგრძნობელობა ანტიბიოტიკებისა და სულფანილამიდებისადმი. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რაციონალური მკურნალობის დასანიშნავად. ინფექციის კერის ანუ ბაქტერიათა განმაპირობებელი წყაროს დადგენისათვის გამოიყენება უროლოგიური კვლევის მეთოდები:

  • ცისტოსკოპია;
  • შარდში ბაქტერიების რაოდენობის განსაზღვრა;
  • შარდსაწვეთების კათეტერიზაცია;
  • შარდის ნალექში ანტისხეულებით დაფარული ბაქტერიების აღმოჩენის მეთოდი და სხვა.

თუ ბაქტერიურია მიმდინარეობს სხვა დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომების გარეშე, უსიმპტომო ბაქტერიურიაზე საუბრობენ. ჩვეულებრივ, მაღალი დონის ბაქტერიურია თან ახლავს მძიმე უროლოგიურ დაავადებებს, მაგალითად, მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტის ზოგიერთ სტადიას, ურეთრიტს (შარდის გამომტანი მილის ანთება), ცისტიტსა (შარდის ბუშტის ანთება) და პროსტატიტს (წინამდებარე ჯირკვლის - პროსტატის - ანთებითი დაავადება).

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, 27 წლის მამაკაცი ვარ, უცნაური რამე მაწუხებს არვიცი როგორ ავხსნა, დაახლოებით ანუსის და სათესლეებს შორის მაქვს ტკივილი ოღონდ როდესაც მოშარდვას დავასრულებ მერე ძალიან ისეთი გამჭოლი ტკივილი მაქვს რამდენიმე წამიანი, ასევე შეიძლება დავაცემინო და აი მაგ მიდამოში ზუსტად დამარტყავს წამიერი ტკივილი საკმაოდ ძლიერი და რამოდენიმე წამში ქრება საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა, ბავშობაშიც ძალიან იშვიათად მქონდა მაგ არეში ტკივილი ისიც შარდვის ბოლოს მეწყებოდა მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება, შარდში არც სისხლი ან რამე უცნაური არ შემიმჩნევია არც ხშირად ვშარდავ ანუ ჩვეულებრივად ვშარდავ , ეგ ტკივილი როცა მაქვს მერე ოდნავ რამოდენიმე საათი მაქვს ხოლმე დისკომფორტი და რა შეიძლება იყოს მაგ მიდამოში ისეთი რაც ასეთ ტკივილს იწვევს ან სავარაუდოდ რა მჭირს ? ანალიზის გარეშე რთულია თქმა ვიცი მაგრამ მაინც სავარაუდოდ რასთან მაქვს საქმე</p>

ხალხურ მედიცინაში საშარდე გზების მკურნალობის უამრავი საშუალებაა ცნობილი. ბევრი მცენარე მართლაც ფლობს ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ თვისებებს და წარმატებით გამოიყენება შარდის გამომყოფი სისტემის ცალკეული ნაწილების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. თუმცა მხოლოდ შარდში ბაქტერიების აღმოჩენის საფუძველზე თვითმკურნალობას არ გირჩევთ. აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, რომელიც შარდის ყველა საჭირო ანალიზისა და სხვა დამატებითი გამოკვლევების შედეგებზე დაყრდნობით შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, განსაზღვრავს ზუსტ დიაგნოზს და სათანადო მკურნალობასაც დაგინიშნავთ. მხოლოდ მცენარეული ნაყენებით მკურნალობა და შარდის ბაქტერიებისაგან გაწმენდა, როგორც ამას თქვენ აღნიშნავთ, ხშირად არ არის საბოლოო გამოსავალი. დაავადება (თქვენი წერილის მიხედვით ძნელი მისახვედრია, საშარდე სისტემის რომელ ორგანოშია პრობლემა) ზოგჯერ განუკურნებელი რჩება, მდგომარეობა და შესაბამისად, შარდის ანალიზი დროებით უმჯობესდება, ინფექციის კერა კი რჩება და ხელსაყრელი პირობებისთანავე პათოლოგიური პროცესი კვლავ განიცდის მიმდინარეობას. ასე რომ, მოწოდებული რეცეპტების გამოყენების მიუხედავად, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმ-სპეციალისტს!

რამდენიმე რეცეპტი ხალხური მედიცინის საუნჯიდან:

  • რუსული ღიღილო - გამოიყენება თირკმელებისა და შარდის გამომტანი გზების ანთებითი დაავადებების დროს. აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნედლეული, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთ საათს, გადაწურეთ, მიიღეთ დღეში სამჯერ 1/4 ჭიქა.
  • ვერხვი - (ნორჩი ტოტები, ქერქი და ფოთლები) გამოიყენება შარდსასქესო ორგანოთა ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. აიღეთ ერთი სადილის კოვზი დაქუცმაცებული ვერხვის ქერქი, დაასხით 300 მლ წყალი, ადუღეთ 10 წუთს, დააყოვნეთ 2 საათს, გადაწურეთ, მიიღეთ დღეში სამჯერ 1/3 ჭიქა.
  • შვიტა - გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება გულის პათოლოგიით განპირობებული შეშუპების დროს, აგრეთვე როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ანთების დროს. აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნედლეული, დაასხით 300 მლ წყალი, ადუღეთ სამ წუთს, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ 1/3 ჭიქა.

კომენტარები (1)
გამარჯობათ
ორსულებში ნორმა რამდენია? და თუ ნორმას ცდება ნაყოფისთვის რამდენად საზიანოა?
თარიღი : 10-03-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბაქტერიები შარდში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები