/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

უროლოგია

გენიტალური ქავილი მამაკაცებში

გენიტალური ქავილი მამაკაცებში
გენიტალურ ანუ სასქესო ორგანოების ქავილს მამაკაცებში საკმაოდ ბევრი დაავადება იწვევს.

როგორც წესი, გენიტალურ ქავილთან ერთად ხშირად აღინიშნება ქავილი ანალურ (უკანა ტანის) მიდამოშიც და ამ პრობლემას ხშირად ერთი სახელწოდებით - ანოგენიტალურ ქავილადაც მოიხსენიებენ. გენიტალური ქავილი ლოკალურია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მხოლოდ გარკვეულ უბანზე ვრცელდება. ქავილი შეიძლება იყოს პირველადი - ამ დროს კანზე გამოკვეთილი ნიშნები არ ჩანს - და მეორეული, რომელიც თან სდევს სხვადასხვა დაავადებას. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

  • პედიკულოზი (ტილიანობა). ტილი პატარა მწერია, რომელიც კანის თმიან ნაწილში ბუდობს. ის უმეტესად სხეულის ერთ უბანზეა ლოკალიზებული (თავზე, ბოქვენზე), მაგრამ ზოგჯერ მთელ სხეულს ედება. მისი საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე დღეა. შეუიარაღებელი თვალით შეიძლება როგორც ტილის, ასევე წილების დანახვაც. ეს უკანასკნელი თმის ღერებზეა მიმაგრებული. ინფექცია ძლიერი ქავილის შეგრძნებას იწვევს. მას სპეციალური ემულსიებით მკურნალობენ. შესაძლებელია სრული გამოჯანმრთელება.
  • მუნი - კანის ამ გადამდებ დაავადებას მიკროსკოპული ტკიპა იწვევს. ინკუბაციის პერიოდი რამდენიმე კვირაა. ინფიცირება ხდება სქესობრივი კონტაქტის დროს ან სხვისი საყოფაცხოვრებო საგნების გამოყენებისას. მუნით ყველაზე ხშირად ზიანდება თითებს შორის არე, მუცელი, მკერდის ქვედა ნაწილი და გენიტალიები. ინფექციას თან სდევს ქავილი, განსაკუთრებით ღამით. პრობლემა შეიძლება ეგზემითაც გართულდეს. ამ დროს ქავილი იმდენად ძლიერია, რომ პაციენტს დაძინება კი არა, ერთ ადგილზე გაჩერებაც კი უჭირს. ტკიპები კანქვეშ გვირაბებს აკეთებენ, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მკურნალობენ გოგირდის მალამოებითა და სხვადასხვა ხსნარით, მხოლოდ ერთი პირობით - ერთად მცხოვრებმა ყველა ადამიანმა ერთდროულად უნდა ჩაიტაროს თერაპია. შესაძლებელია სრული გამოჯანმრთელება.
  • სოკოვანი ინფექცია. კანდიდა ალბიკანსი სოკოვანი ინფექციის ძირითადი გამომწვევია და სქესობრივი გზით გადაეცემა. ამ ინფექციის დროს (იწვევს საშოსა და სასქესო ასოს ანთებას) ერთ-ერთი ძირითადი ჩივილი ინტენსიური ქავილი და წვის შეგრძნებაა. სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება სპეციალური მედიკამენტები (ანტიმიკოტიკები) და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ჰიგიენური საშუალებები. მართალია, სოკოვანი ინფექციების მკურნალობა საკმაოდ რთულია და ხანგრძლივ თერაპიას მოითხოვს, მაგრამ დროულად დაწყებული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია სრული გამოჯანმრთელება.

მ გენიტალური ჰერპესი - ეს პათოლოგია ფართოდ გავრცელებული ვირუსული დაავადებაა, რომელიც ძალიან ჰგავს ტუჩის ჰერპესს. დასნებოვნებიდან 3-7 დღის შემდეგ გენიტალიების მიდამოში ჩნდება პატარა მტკივნეული ბუშტუკები, რომელთა შიგნითაც ვირუსებია მოთავსებული. ბუშტუკების წარმოქმნის პროცესს თან სდევს შემაწუხებელი ქავილი. შესაძლოა გაჩნდეს სხვა სიმპტომებიც - ლიმფური კვანძების გადიდება ან სხეულის ტემპერატურის მომატება. დიაგნოზს სისხლის გამოკვლევით ან ბუშტუკების შიგთავსის გამოკვლევით სვამენ. გენიტალურ ჰერპესს მკურნალობენ ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატებით (მაგალითად, აციკლოვირით), მაგრამ ვირუსი შესაძლოა ნერვული სისტემის უჯრედებში ჩაინერგოს და წლების განმავლობაში პასიური დარჩეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ის აქტიურდება და დაავადების რეციდივს იძლევა. თუმცა ასეთ შემთხვევებში კლინიკური სურათი მძიმე არ არის.

  • ტრიქომონიაზი - ეს ურეთრის (შარდსადენი მილი) ფართოდ გავრცელებული ინფექციაა. ინფექციას თან სდევს გამონადენი და შემაწუხებელი ქავილი. დიაგნოზს მიკროსკოპიული გამოკვლევის საფუძველზე სვამენ. ეს დაავადება თითქმის ყველგან გვხვდება, მაგრამ ის საშიში არ არის. მისი მკურნალობისას გამოიყენება სპეციფიკური მედიკამენტები (მაგალითად, მეტრონიდაზოლი). სპეციალისტის მიერ ჩატარებული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია სრული გამოჯანმრთელება.

მ ქლამიდიური ინფექცია - უმთავრესად ევროპაშია გავრცელებული. მისი გამომწვევი ბაქტერია საშარდე გზებში იწვევს ანთებით პროცესებს, რომლის ერთ-ერთი სიმპტომია ქავილი, წვის შეგრძნება და ტკივილი შარდის გამოყოფის დროს. შესაძლოა დაზიანდეს პროსტატა და სათესლე ჯირკვლის დანამატი. ინფექცია, ჩვეულებრივ, განსაკუთრებული ჩივილების გარეშე მიმდინარეობს და ანტიბიოტიკებით იკურნება. დროულად დასმული დიაგნოზისა და მკურნალობის შემთხვევაში, როგორც წესი, გამოჯანმრთელება სრულია.

  • ბალანოპოსტიტი - ეს არის უროლოგიური დაავადება, ასოს თავისა (ბალანიტი) და ჩუჩის შიგნითა ფურცლის (პოსტიტი) ანთება. დაავადების ყველაზე ხშირი მიზეზია ჩუჩის ქვეშ განსაკუთრებული ნივთიერების - სმეგმის დაგროვება, რომელიც სტაფილოკოკებისა და სტრეპტოკოკების, გარდნერელებისა და სოკოების გამრავლებისათვის იდეალურ გარემოს წარმოადგენს. ბალანოპოსტიტის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია სიფილისის გამორიცხვა. ზოგჯერ დაავადების მიზეზად პარტნიორის რძიანაც (კანდიდოზი) შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში მკურნალობა ორივე პარტნიორმა უნდა ჩაიტაროს. და მაინც, ყველაზე ხშირად ეს დაავადება ფიმოზის (ასოს თავზე ჩუჩის გადაწევის შეუძლებლობა, რომელიც შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი) დროს ვითარდება. ბალანოპოსტიტი თავს ქავილითა და სასქესო ორგანოების მიდამოში წვის შეგრძნებით იჩენს. მოგვიანებით სხვა გართულებებიც ვითარდება, რომელთაც ტკივილი მოსდევს.

ქავილის გაჩენა უკვე საკმარისი მიზეზია უროლოგთან მისასვლელად. ბალანოპოსტიტს ნუ ეხუმრებით! მიშვებულმა პროცესმა შესაძლოა დაავადების წყლულოვან ფორმამდე და ასოს განგრენამდე მიგიყვანოთ.

კომენტარები (17)
ანდრო
სხვათაშორის იმ ტკიპაზე გამახსენდა აქ რომ წავიკითხე ეგ ჰქონდა ჩემი მეზობლის ბებიას თვალში ოღონთ მაგ ჯანდაბამ თვალის კიბო დამართა მაგრამ დაამარცხა. თავს მოუფრთხილდით ყველამ თვალი ერთი ამბავია მარა პენისში რა როგორ იქნება არ წარმომიდგენია 💀
თარიღი : 24-12-2024
გიორგი
გამარჯობა ქავილი მაწუხებს პენისის ზედ ა მხარეს კანზე ძლიერი ქავილი არაა უბრალოდ შემაწუხებელია და რისი ბრალია ხომ ვერ მეტყვით ვიმეორებ რომ კანზე მაწუხებს მარტო და ჰიგიენას სულ ვიცავ.
თარიღი : 22-12-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გენიტალური ქავილი მამაკაცებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები