რამდენიმე რჩევა თავის მოვლის შესახებ
არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც თავის მოვლა უმნიშვნელო რამედ სულაც არ მიაჩნიათ. თანამედროვე მამაკაცს სურს, კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ ყველას არ აქვს ფული ტანსაცმლისა თუ მოდური აქსესუარების შესაძენად, დრო კანის, თმისა და სხეულის მოსავლელი პროცედურების ჩასატარებლად.
თუ ქრონიკულად მოუცლელი ბრძანდებით, მაგრამ გსურთ, სუფთად და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ, დაიხსომეთ და გაითვალისწინეთ რამდენიმე მარტივი და ადვილად შესასრულებელი რჩევა.
- უპირველეს ყოვლისა, რეგულარულად გაიწმინდეთ, დაიტენიანეთ და ტონუსში მოიყვანეთ სახის კანი. თუ კანი ცხიმიანობისკენაა მიდრეკილი, გამოიყენეთ დასაბანი საშუალება, რომელიც არ შეიცავს საპონს, ხოლო დაბანის შემდეგ კრემის მაგივრად წაისვით დამანოტივებელი გელი ან თიხის თვისებების მქონე კრემი.
- კანის გასაწმენდად და ტონუსში მოსაყვანად გამოიყენეთ სქრაბი. არსებობს სხვა დასაბანი საშუალებებიც სქრაბის ეფექტით. ისინი ასუფთავებენ ფორებს ჭუჭყისა და მკვდარი უჯრედებისგან, რომლებიც სახეს ფერმკრთალ, ავადმყოფურ შესახედაობას აძლევს.
- სასარგებლოა კვირაში ერთხელ სახის ორთქლით დარბილება 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ ცივი წყლით დაბანა, საუნა კი შესანიშნავად იმოქმედებს არა მარტო გარეგნობაზე, არამედ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზეც.
- ეცადეთ, შინიდან გასვლის წინ ყოველთვის წაისვათ მზისგან დამცავი კრემი - ეს თავიდან აგაცილებთ მზით დამწვრობას და პიგმენტურ ლაქებს.
- მსუბუქი მასაჟი სახის კანს ტონუსში მოიყვანს და მას ჯანსაღ და მიმზიდველ შესახედაობას მიანიჭებს. მასაჟი შეიძლება კრემის წასმისას გაკეთდეს.
- გაანაწილეთ დამატენიანებელი საშუალება თითის ბალიშების მსუბუქი დარტყმით პერიფერიიდან შუაგულისკენ.
- პარსვის წინ სახე კარგად დაიბანეთ და მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით საპარსი კრემი. უკეთესი ეფექტისთვის ერთი წუთით გაიჩერეთ და გაიპარსეთ.
- გამოიყენეთ საპარსი კრემი Е ვიტამინისა და ალოეს შემცველობით - ის კანს დაზიანებისა და გაღიზიანებისგან დაიცავს.
წარმოაჩინეთ საკუთარი თავი
-
იმიჯის მთავარი ელემენტი
საათი იმიჯის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია წარმატების ხარისხის შეფასება. მამაკაცის საათი გარდერობის მნიშვნელოვანი დეტალია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მის სწორად შერჩევას.
ოქროთი დაფერილი საათი ძალიან მდიდრულად გამოიყურება, მაგრამ დროთა განმავლობაში ნაწილობრივ უფერულდება. ეს დამოკიდებულია როგორც ოქროს ხარისხზე, ისე დაფარვის სისქეზე. უფრო მყარია ფოლადისფერი დაფარვა. მან შესაძლოა ათეული წელიც კი გაძლოს. არსებობს ასევე კერამიკული დაფარვა. ის, როგორც წესი, მუქია.
ყველაფერს სჯობს, შეიძინოთ საათი ყოველგვარი დაფერვის გარეშე - ფოლადისა, ტიტანისა ან კერამიკული. მექანიზმი საათის გულია. მექანიზმების უმეტესობას სამი მსოფლიო ლიდერი უშვებს: Miyota (koncerni Citizen), Seiko და Eta (კონცერნი SMH).
საათის მნიშვნელოვანი ნაწილია მინა. ის ოთხი ტიპისაა:
- Sapphire (საფირონი) - ყველაზე მაგარი და ძვირად ღირებული;
- Cristal (ბროლი) - ხარისხით ჩამოუვარდება პირველს, იყენებენ უმთავრესად საშუალო კლასის საათებისთვის;
- Mineral (მინერალური) სიმყარით რამდენადმე ჩამოუვარდება ზემოთ აღწერილ მასალებს;
- პლასტიკი.
თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე