/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

მეგაკოლონი და გაუვალობა

მეგაკოლონი და გაუვალობა
მეგაკოლონი ადამიანის მსხვილი ნაწლავის ან მისი ნაწილის გადიდებაა. დაავადება ყველაზე ხშირად მსხვილი ნაწლავის საინერვაციო (ნერვული) აპარატის თანდაყოლილი განუვითარებლობით არის პირობადებული

და ახასიათებს შეუპოვარი გაუვალობა სიცოცხლის პირველივე წლიდან, ზოგჯერ - პირველივე თვეებიდან. ეს არის მეგაკოლონის ყველაზე გავრცელებული ფორმა - ჰირშპრუნგის დაავადება. მოზრდილებში შეძენილი მეგაკოლონი შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც მექანიკური წინააღმდეგობით (სიმსივნე, ნაწიბუროვანი შევიწროება და სხვა), ასევე სხვა მიზეზებითაც (ზრდასრულებში მეგაკოლონი ხშირად 20-30 წლის ასაკში ვლინდება).

მეგაკოლონის კლინიკური ვარიანტები

მეგაკოლონს აქვს ბევრი საერთო და, ტიპის კვალობაზე, ბევრი განმასხვავებელი ნიშანი. ყველა ტიპის მეგაკოლონისთვის დამახასიათებელია გაუვალობა, მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა და ტკივილი. ამ დარღვევათა გამოხატულება ცვალებადია. მაგალითად, შეკრულობა შესაძლოა 2-3 დღე გრძელდებოდეს ან რამდენიმე კვირისა თუ თვის განმავლობაში საერთოდ არ ვლინდებოდეს. მეტეორიზმი შესაძლოა გამოვლინდეს როგორც უმნიშვნელო დროებითი შებერილობით, ასევე მუცლის თანდათანობითი გადიდებით და ბოლოს მუცლის კედლის გადაბერვით. ობიექტურად ყოველთვის შეიმჩნევა მუცლის გადიდება, თუმცა მისი ფორმა არასწორია, ასიმეტრიულია მსხვილი ნაწლავის რომელიმე ნაწილის გადიდების ხარჯზე ან განავლოვანი ქვების არსებობის გამო. ზოგჯერ შეინიშნება ნაწლავის პერისტალტიკა (მოძრაობა). დიაგნოსტიკის ძირითად მეთოდად ითვლება ირიგოსკოპია, რომელიც სრულყოფილად ავლენს მთელი მსხვილი ნაწლავის ან მისი ნაწილის გადიდებას. განასხვავებენ მეგაკოლონის შვიდ ტიპს, რომელთა შორისაც ყველაზე ხშირად გვხვდება ჰირშპრუნგის დაავადება და იდიოპათიკური მეგაკოლონი.

მკურნალობა

მეგაკოლონის ტიპის დადგენა აუცილებელია მკურნალობის მეთოდის შესარჩევად. ჰირშპრუნგის დაავადება ოპერაციულ მკურნალობას მოითხოვს. ჰირშპრუნგის დაავადებას სახელი იმ დანიელი ექიმის პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც პირველად აღწერა იგი. ეს თანდაყოლილი დაავადებაა, რომლის დროსაც დარღვეულია მსხვილი ნაწლავის ინერვაცია (ორგანოთა და ქსოვილების ნერვებით აღჭურვა). ინერვაციის მოშლის გამო მსხვილი ნაწლავის ნაწილი ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებს: ძნელდება ან სრულიად წყდება მოძრაობა (პერისტალტიკა), ბავშვი მუდმივი შეკრულობით იტანჯება. დაავადების პირველი სიმპტომი ახალშობილებში მეკონიუმის (ნაწლავთა პირველადი შიგთავსის) შეკავებაა, თუმცა კუჭის აშლილობაც შეიძლება ერთ-ერთი პირველი ნიშანი იყოს. მუცელი, როგორც წესი, შებერილია.

მსხვილი ნაწლავი ინერვაციას მოკლებულ ადგილზე ნორმასთან შედარებით 2-3-ჯერ დიდდება. ასეთი მდგომარეობა შესაძლოა ენტეროკოლიტით (ნაწლავის ანთება) გართულდეს და სწრაფი სიკვდილით დასრულდეს. ნაწლავში წნევა თანდათან იზრდება და მდგომარეობის ნორმალიზება მკურნალობის გარეშე შეუძლებელი ხდება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა , მუცლის ზედა მარცხენა მხარეს, მგონი კუჭია მანდ , თუ მაისური შემეხო , ან თუნდაც ხელი დავიდე , ტკივილის არა , მაგრამ დაბუჟების შეგრძნება მაქვს , რა შეიძლება იყოს , კუჭის პრობლემა ასეთი სიმპტომით ვლინდება?</p>

ზოგჯერ ჰირშპრუნგის დაავადება 6-12 თვის ასაკში იჩენს თავს. კლინიკა იგივეა (შეკრულობა ან ფაღარათი, მუცლის შებერილობა და სხვა), მაგრამ ბავშვის საერთო მდგომარეობა შესაძლოა ნორმალური იყოს, თუმცა კი ჩამორჩება განვითარებით და უჩნდება მიდრეკილება სხვადასხვა ინფექციის მიმართ. მძიმე ფორმის დროს შეკრულობა მუდმივია, ტემპერატურა მაღლა იწევს, აღმოცენდება მუცლის ტკივილი, ვითარდება ანემია. ჰირშპრუნგის დაავადების მქონე ბავშვის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია. რაც უფრო ადრიანად დაიწყება მკურნალობა, მით უფრო უკეთესია შედეგი. ოპერაციის შემდეგ გართულება იშვიათია. ბავშვები, რომლებმაც ოპერაცია გადაიტანეს, ადვილად ახერხებენ დეფეკაციის კონტროლს, აღუდგებათ ნორმალური პერისტალტიკა, შემდგომში კი ნორმალური რიტმით ცხოვრობენ. ჰირშპრუნგის დაავადების პროფილაქტიკა შეუძლებელია.

იდიოპათიკური მეგაკოლონი დაავადების სიხშირით მეორე ფორმაა. კლინიკური სურათი, განსაკუთრებით - ადგილობრივი გამოვლინებები, ისეთივეა, როგორიც ჰირშპრუნგის დაავადების დროს, თუმცა ავადმყოფთა საერთო მდგომარეობა შედარებით უკეთესია. იდიოპათიკური მეგაკოლონი უმეტესად კონსერვატიულ მკურნალობას ექვემდებარება. ეს უკანასკნელი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს: დიდი ოდენობით ბალასტური ნივთიერებების შემცველი საკვების მიღებას; დეფეკაციის რეფლექსის გამომუშავებას; ბაქტერიული პრეპარატების (ბიფიკოლი, ბიფიდუმბაქტერინი და სხვა) მიღებას მსხვილი ნაწლავის ნორმალური ფლორის აღსადგენად; კუჭის მოქმედების მარეგულირებელი პრეპარატების რაციონალურ გამოყენებას; ნაწლავის მოტორიკის მოდულატორების (მეტოკლოპრამიდი, ციზაპრიდი, ფერმენტული პრეპარატები) დანიშვნას; ფიზიოთერაპიას; სანატორიულ-კურორტულ მკურნალობას.

გაუვალობა

ასევე დაგაინტერესებთ
მეგაკოლონი - დაავადებისთვის დამახასიათებელია გაუვალობა, მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა და ტკივილი

ნაწლავური გაუვალობა დაავადებაა, რომელიც საჭმლის მომნელებელ არხში საკვების მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულ დარღვევას უკავშირდება. ნაწლავთა გაუვალობისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: ძლიერი მუცლის ტკივილი; ღებინება; კუჭის მოქმედებისა და აირებზე გასვლის შეკავება; შემაწუხებელი წყურვილი; მუცლის შებერილობა და ასიმეტრია. ამ პათოლოგიის დიაგნოსტიკისთვის ტარდება შემდეგი გამოკვლევები: მუცლის ღრუს ორგანოთა რენტგენოგრაფია და ექოსკოპია; სისხლის ანალიზი. ნაწლავთა გაუვალობის მკურნალობა კონსერვატიულადაც ტარდება და ქირურგიულადაც. პირველი მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: კუჭის ამორეცხვას კუჭის ზონდით; ოყნას; პერისტალტიკის სტიმულაციას; ინტრავენურ გადასხმებს. კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში ტარდება ოპერაცია. მწვავე ნაწლავური გაუვალობა მუცლის ღრუს ორგანოების ერთ-ერთი რთული მწვავე ქირურგიული დაავადებაა, თუმცა დროულად დაწყებული მკურნალობის შემთხვევაში გამოსავალი კეთილსაიმედოა. გახსოვდეთ: ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით, სხვადასხვა მეთოდის კომბინაციით დროული მკურნალობისა და პროფესიონალი ექიმის (ქირურგის, პროქტოლოგის) მითითებების ზედმიწევნით შესრულებით მრავალ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან.

კომენტარები (1)
maia
Maia Macharashvili მქონდა თმის ცვენის პრობლემა და ისედაც თხელი ღერი მაქვს და უკვე ძალიან შესამჩნევი გახდა ეს პრობლემა გარდა ამის მქონდა ფრჩხილების პრობლემა რაც მახსოვს სულ და ვერავინ ხსნიდა რადგან არც ვიტამინების ნაკლებობა მქონდა და არც სხვა რაიმე დარღვევა, მერე აღმოვაჩინე ახალი საშუალება რომელიც გამოვწერე ინტერნეტით და დაახლოებით ორ თვეში ვერ ვცნობდი ვერც თმას და ვერც ფრჩხილებს. საიდუმლო არაა შემიძლია რომ გაგიზიაროთ პირადგი გამოცდილება, რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს შეგიძლიათ მომწეროთ https://www.facebook.com/maia.masharashvili სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას.
თარიღი : 16-09-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

თმის ცვენა - შინაგანი და გარეგანი მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თმის ცვენა - შინაგანი და გარეგანი მიზეზები

ალოპეციის შედარებით გავრცელებული ფორმებია ანდროგენეტიკური, დიფუზური და სიმპტომური, ნაწიბუროვანი და ბუდობრივი (კეროვანი).

  • ანდროგენეტიკური ალოპეცია

ანდროგენეტიკური ალოპეციის დროს თმა წვრილდება, რაც მამაკაცებში თხემისა და შუბლის მიდამოს სიმელოტეს იწვევს, ხოლო ქალებში - თავის ცენტრალური ნაწილის (შემდგომში გვერდითი ზედაპირების ჩათრევით) თმიანი საფარის გამეჩხერებას.

ანდროგენეტიკური ალოპეციის გამოხატულების ხარისხი მამაკაცებში - ნორვუდის, ხოლო ქალებში ლუდვიგის სკალით განისაზღვრება. მამაკაცთა გამელოტება 95%-ზე მეტ შემთხვევაში ანდროგენეტიკური ალოპეციის მიზეზით ხდება.

ანდროგენეტიკური ალოპეციის განვითარების მიზეზები გენების დონემდე დაიყვანება და სადღეისოდ მიღებული თეორიის მიხედვით, თმის ფოლიკულებზე მამაკაცის სასქესო ჰორმონის, ტესტოსტერონის, გავლენით აიხსნება. ამ თეორიის თანახმად, დიჰიდროტესტოსტერონი, რომელიც ტესტოსტერონზე გარკვეული ფერმენტის ზემოქმედებით წარმოიქმნება, თმის ფოლიკულებში აღწევს და მათ დისტროფიას (კვების დარღვევას) იწვევს. შედეგად ირღვევა თმის წარმოქმნის პროცესი. თმა თავზე რჩება, მაგრამ წვრილდება, მოკლდება, ფერს კარგავს (ბუსუსებს ემსგავსება) და თავის კანს ვეღარ ფარავს - წარმოიშობა სიმელოტე.

ალოპეციის გამოვლენიდან 10-12 წლის შემდეგ თმის ფოლიკულები შემაერთებელი ქსოვილით ივსება, რომელსაც ბუსუსების წარმოქმნაც კი აღარ შეუძლია.

რამდენადაც ტესტოსტერონი ქალის ორგანიზმშიც მოიპოვება, ანდროგენეტიკური ალოპეციის განვითარება იმავე მექანიზმით ხდება, რომლითაც მამაკაცებში, განსხვავებულია მხოლოდ კლინიკური სურათი.

დიჰიდროტესტოსტერონისადმი თმის ფოლიკულების მგრძნობელობა უმეტესად ადამიანის გენების ნაკრებზეა დამოკიდებული ანუ მემკვიდრეობით განისაზღვრება. მიიჩნევა, რომ თმის საფარის დაკარგვისაკენ მიდრეკილება ასიდან 73-75 შემთხვევაში მემკვიდრეობით დედის ხაზით გადაეცემა, 20-ში - მამის ხაზით, დანარჩენი 5-7% კი გვარში პირველია და ანდროგენეტიკური ალოპეციისკენ მიდრეკილებას მომდევნო თაობებს გადასცემს.

ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა გაარკვიეს, ადამიანის დნმ-ს რომელი თავისებურება მიუთითებდა თმის საფარის დაკარგვის შესაძლებლობაზე და ეს მონაცემები უკვე პრაქტიკაში გამოიყენება მემკვიდრეობითი გამელოტების ალბათობის განსაზღვრისთვის.

თანამედროვე მედიცინა ანდროგენეტიკურ ალოპეციასთან ბრძოლის სამ მიმართულებას გვთავაზობს - სამკურნალო პრეპარატებით თერაპიას, ლაზერულ თერაპიასა და საკუთარი თმის გადანერგვას.

  1. სადღეისოდ სამკურნალწამლო პრეპარატებიდან ანდროგენეტიკური ალოპეციის მკურნალობისას მხოლოდ ორი წამლის ეფექტურობა და უსაფრთხოებაა დამტკიცებული კლინიკურად. შესაბამისად, მხოლოდ ამ ორ პრეპარატს - მინოქსიდილსა და ფინასტერიდს (ეს უკანასკნელი მხოლოდ მამაკაცებისთვის არის განკუთვნილი) - აღიარებს ევროპის სამედიცინო სააგენტო და აშშ-ის სურსათისა და წამლების ხარისხის კონტროლის სამმართველო. სამწუხაროდ, ეს პრეპარატები ყველას ვერ შველის და არც ანდროგენეტიკური ალოპეციის განკურნება ძალუძს. მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, თერაპიის პერიოდში თმის თერაპიამდელი რაოდენობა შეგვინარჩუნონ. მათი მიღების შეწყვეტის შემდეგ კი ეფექტი რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე გასტანს, მერე თმის ცვენა განახლდება.
  2. დაბალინტენსიურმა ლაზერულმა გამოსხივებამაც კლინიკურად დაადასტურა საკუთარი ეფექტურობა და ისიც მოწონებულია ზემოთ აღნიშნული ორგანოების მიერ შინაურ პირობებში ლაზერული “დავარცხნის” გზით ანდროგენეტიკური ალოპეციის სამკურნალოდ. სამედიცინო ცენტრების პირობებში კი უფრო მძლავრი კლინიკური ლაზერული დანადგარები გამოიყენება. ლაზერული “დავარცხნის” ეფექტურობა არცთუ დიდია. კლინიკური ლაზერული დანადგარები გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც წამლებით თერაპიის დროს, ლაზერული თერაპიის შეწყვეტა თმის დეგრადაციას იწვევს.
  3. საკუთარი თმის ტრანსპლანტაცია - ეს პრობლემის მოგვარების ქირურგიული გზაა. კეფიდან და თავის გვერდებიდან, სადაც ფოლიკულები დიჰიდროტესტოსტერონის ზემოქმედებისადმი უგრძნობელია, იღებენ ფოლიკულებს და გამელოტებულ ადგილებში გადააქვთ. გადანერგილი ფოლიკულები ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობენ ფუნქციობას და მათგან სიცოცხლის ბოლომდე ნორმალური, ჯანმრთელი თმა იზრდება. თუმცა თმის გადანერგვის ყველა მსურველისთვის შეუძლებელია ამ ოპერაციის გაკეთება და ოპერაციის შორეული შედეგებიც ყოველთვის არ გახლავთ დამაკმაყოფილებელი. თმის გადანერგვა სადღეისოდ გამელოტების მკურნალობის და თმის საფარველის აღდგენის ერთადერთ ეფექტურ საშუალებად ითვლება.

დღესდღეობით მსოფლიოს მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ანდროგენეტიკური სიმელოტის დროს თმის საფარველის აღდგენის უახლეს პერსპექტიულ მეთოდებზე. საუკეთესო შედეგებს თმის კლონირებისა და ახალი თმის ზრდის მასტიმულირებელი ტექნოლოგიებისგან ელიან.

პირველი ტექნოლოგიის არსი იმ ფოლიკულების კლონირებაა, რომლებსაც კეფისა და თავის გვერდებიდან იღებენ. შეგახსენებთ, რომ ამ მიდამოში თმის ფოლიკულები ტესტოსტერონის გავლენას არ განიცდის. შემდგომ კი კლონირებულ ფოლიკულებს სპეციალური მეთოდით გადანერგავენ თავის გამელოტებულ უბნებზე.

მეორე ტექნოლოგია კი უკვე ცნობილ ფაქტს ეფუძნება. კერძოდ, თმიან კანზე ჭრილობის შეხორცების ადგილას აქტიურდება ცილა Wnt, რომელიც როგორღაც ხელს უწყობს ნაჭრილობევზე ახალი თმის ფოლიკულების წარმოქმნის პროცესს. ამ ფოლიკულებიდან ამოზრდილი თმა ნორმალურად გადის განვითარების ყველა ციკლს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია, აიძულო Wnt-ს ახალი ფოლიკულების წარმოქმნა დაუზიანებელ კანზეც.

  • დიფუზური ალოპეცია

დიფუზური ალოპეციისთვის დამახასიათებელია თმის ძლიერი თანაბარზომიერი ცვენა თავის მთელ თმიან ზედაპირზე როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში და ეს თმის განვითარების ციკლის დარღვევის გამო ხდება. ვინაიდან დიფუზური ალოპეცია მთელი ორგანიზმის მუშაობის დარღვევის შედეგია, მას ზოგჯერ სიმპტომურ ალოპეციასაც უწოდებენ. მას მეორე ადგილი უკავია გავრცელებით ანდროგენეტიკური ალოპეციის შემდეგ და ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. განასხვავებენ დიფუზური ალოპეციის ტელოგენურ და ანაგენურ ფორმებს. ალოპეციის ტელოგენური ფორმა შეიძლება გამოიწვიოს:

  1. ნერვულმა სტრესმა;
  2. ჰორმონულმა დარღვევებმა, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით, ორსულობით ან ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების არასწორი მიღებით გამოწვეულმა;
  3. ანტიბიოტიკების, ნეიროლეპტიკების, ანტიდეპრესანტებისა და სხვა პრეპარატების ხანგრძლივმა გამოყენებამ;
  4. ქირურგიულმა ოპერაციამ;
  5. მწვავე ინფექციურმა და მძიმე ქრონიკულმა დაავადებამ;
  6. დიეტებმა, რომელთა შედეგადაც ორგანიზმი ვერ იღებს სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტებს.

დიფუზური ალოპეციის ანაგენური ფორმა ვითარდება ორგანიზმზე, მათ შორის - თმის ფოლიკულებზეც, გაცილებით ძლიერი და სწრაფმოქმედი ფაქტორების ზემოქმედებით, რის შედეგადაც თმა ზრდის ფაზიდანვე ცვივა. ასეთი ფაქტორებია: რადიაქტიური გამოსხივება, ქიმიოთერაპია, ძლიერი შხამებით მოწამვლა. დიფუზური ალოპეციის მიზეზის გაქრობის შემდეგ დაახლოებით 3-დან 9 თვემდე პერიოდში თმოვანი საფარი უმეტესად ისევ აღდგება, რადგან, ანდროგენეტიკური ალოპეციისგან განსხვავებით, ფოლიკულები ამ დროს არ იღუპება. სწორედ ამიტომ დიფუზური ალოპეციის მკურნალობა უპირველესად მისი მიზეზის აღმოჩენისა და ამ უკანასკნელის მკურნალობისკენ არის მიმართული. მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ თმის სწრაფად აღდგენისთვის ზრდის სხვადასხვა სტიმულატორს იყენებენ - მინოქსიდილს, სამკურნალო ბალზამებს, ფიზიოთერაპიას და სხვა.

  • კეროვანი ალოპეცია

კეროვანი ალოპეციის დროს თავის თმიან საფარველზე, ერთ ან რამდენიმე ადგილას, წარმოიქმნება სხვადასხვა ზომის მომრგვალო გამელოტებული (უთმო) კერები. ასეთი კერები ზოგჯერ შეინიშნება წარბების, წვერის, წამწამების მიდამოში და ტანზეც. დროთა განმავლობაში ეს კერები შესაძლოა შეერწყას ერთმანეთს და სულ სხვა ფორმის მქონე დაზიანების მიდამო წარმოქმნას. თუ დაავადების პროგრესირების გამო თავიდან თმა მთლიანად დაცვივდა, ალოპეციას ტოტალურს უწოდებენ. ზოგჯერ თმა მთელი ტანიდანაც ცვივა - ეს უნივერსალური ალოპეციაა.

სხვადასხვა მონაცემებით, კეროვანი ალოპეციის წილად ალოპეციის საერთო შემთხვევათა 0,5-2% მოდის.

კეროვანი ალოპეციისთვის დამახასიათებელია სწრაფი განვითარება და ხშირად დაავადების თვითნებური დასრულება თმიანი საფარველის სრულად აღდგენით, თუმცა შემთხვევათა დაახლოებით მესამედში დაავადება ან განუწყვეტლივ პროგრესირებს, ან ერთმანეთს ცვლის თმის გაცვენა-აღდგენის ციკლები.

კეროვანი ალოპეციის წარმოშობისა და განვითარების მექანიზმი თითქმის შეუსწავლელია. ვარაუდობენ, რომ მას იწვევს იმუნური დარღვევები, დაავადებისადმი გენეტიკური განწყობა, სტრესები, ცუდი ეკოლოგია, ფიზიკური ტრავმები და მწვავე დაავადებები. კეროვანი ალოპეციის სამკურნალოდ არც რაიმე წამალი არსებობს და არც მეცნიერულად გამართლებული თუ მიღებული მკურნალობის მეთოდი.

მკურნალობის ყველაზე გავრცელებულ მეთოდად მიიჩნევა კორტიკოსტეროიდების სხვადასხვა ფორმისა (კრემები, ინექციები, ორალური პრეპარატები) და იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ორგანიზმში საკუთარი კორტიკოსტეროიდების გამოყოფას ასტიმულირებს. მიუხედავად იმისა, რომ კორტიკოსტეროიდები ასტიმულირებენ დაზიანების ზონაში თმის ამოსვლას, თავად დაავადებას ისინი ვერ კურნავენ და არ ძალუძთ, წინააღმდეგობა გაუწიონ ახალი კერების წარმოქმნის პროცესს.

  • ნაწიბუროვანი ალოპეცია

ნაწიბუროვანი ალოპეციის სხვადასხვა ფორმის საერთო ნიშნად თმის ფოლიკულების შეუქცევადი დაზიანება და მათ ადგილას შემაერთებელი ქსოვილის (ნაწიბურის). წარმოქმნა მიიჩნევა ნაწიბუროვანი ალოპეცია სიმელოტის შემთხვევათა 1-2%-ს შეადგენს. ამ პათოლოგიის მიზეზი შეიძლება იყოს ინფექცია (ვირუსული, სოკოვანი, ბაქტერიული), რომლით გამოწვეული ანთებითი პროცესებიც ხელს უწყობს ფოლიკულებში შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნას. თუ ინფექციის მკურნალობა დროულად ჩატარდა, თმა შესაძლოა შენარჩუნდეს.

ნაწიბუროვანი ალოპეცია ხშირად წარმოიშობა ფიზიკური ტრავმის - ჭრილობის, სითბური ან ქიმიური დამწვრობის - დროსაც. ჩამოყალიბებული ნაწიბუროვანი ალოპეციის სამკურნალოდ მხოლოდ ერთი მეთოდი არსებობს - ქირურგიული. ან გამელოტებული ადგილები იკვეთება, თუ ისინი მეტისმეტად დიდი არის, ან ამ უბნებზე ჯანმრთელ ფოლიკულებს გადანერგავენ.