მამაკაცის საცურაო კოსტიუმი
ჩაცმულობას; უბრალოდ, მამაკაცის სიშიშვლე, ქალისგან განსხვავებით, არასოდეს ყოფილა აკრძალული. მამაკაცის საცურაო კოსტიუმი იმდენად სიშიშვლის დასაფარავად არ შექმნილა, რამდენადაც თანამედროვეობისთვის ფეხის ასაწყობად. მამაკაცის საცურაო კოსტიუმის შექმნას ქალის საცურაო კოსტიუმის ევოლუციამ შეუწყო ხელი. სწორედ ქალთა მოდა აძლევდა მიმართულებას მამაკაცისას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მამაკაცის საცურაო კოსტიუმების დიზაინერები ქალთა მოდით აღარ ხელმძღვანელობენ, მის ტენდენციებს მაინც ადევნებენ თვალს.
-
როგორი იყო მამაკაცის პირველი საცურაო კოსტიუმები?
დღევანდელი გადასახედიდან - ძალიან სასაცილო, თუმცა იმ დროისთვის ეს გახლდათ ნამდვილი კულტურული შოკი. მამაკაცის საცურაო კოსტიუმი თანდათან დამოკლდა და გასული საუკუნის შუა ხანებში ტრუსად გადაიქცა. ბერმუდებმა, შორტებმა, სტრინგებმა სწრაფად მოიპოვა სტატუსი და თანამედროვე მამაკაცის გარდერობის მნიშვნელოვან ელემენტად იქცა. საცურაო ტრუსს შეუძლია ხაზი გაუსვას სხეულის ღირსებებს ან ვიზუალურად დამალოს ნაკლი. ასე რომ, მამაკაცს შეუძლია, სწორად შერჩეული საცურაო ტრუსის მეშვეობით საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოს საკუთარი სხეული.
-
როგორი შეიძლება იყოს მამაკაცის საცურაო ტრუსი?
ყველაზე გავრცელებული მოდელია სლიპი. ასეთი ტიპის საცურაო ტრუსი მოუხდება იდეალური (ან თითქმის იდეალური) ფიგურის მამაკაცს. სლიპი განსაკუთრებით მოხდენილად აჩენს პრესის ნავარჯიშევ კუნთებს.
თუ ისეთი ფიგურა გაქვთ, როგორიც ახალგაზრდა შვარცენეგერს, მაშინ მოგიხდებათ არა სლიპი, არამედ ბრიფი - მას ვიწრო გვერდითი ნაკერი აქვს.
თუ ზედმეტი ცხიმი გაქვთ და მუცელიც არც ისე ბრტყელია, ფართო გვერდითანაკერიანი ტრუსი შეარჩიეთ. ძალიან მოხერხებულია მოკლე საცურაო შორტი (ბოქსიორის ან თავისუფალი ტიპისა). ის ყოველგვარ ფიგურას მომგებიანად წარმოაჩენს. ოღონდ ყურადღება მიაქციეთ ფერთა გამას. თუ ზედმეტი ცხიმი გაქვთ ან უნაკლო ფიგურით ვერ დაიკვეხნით, უმჯობესია, ტრუსი სადა ან ორფერი იყოს. ფერადი და მკვეთრი ფერის ტრუსები იდეალური ფიგურის პატრონ მამაკაცებს მოუხდებათ.
ბერმუდები მუხლამდე სიგრძის შორტია. ასე ჩაცმულს მარტო ბანაობა კი არა, გარუჯვა და ათასგვარ საპლაჟო გასართობში მონაწილეობაც შეგიძლიათ. ბერმუდები ნებისმიერი ასაკისა და აღნაგობის მამაკაცს უხდება. ის შესანიშნავად ფარავს ნაკლოვანებებს, ამიტომ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ამრიგად, მამაკაცის საცურაო ტრუსის ოთხი ძირითადი ვარიანტი არსებობს, მაგრამ არჩევანი საკმაოდ ფართოა - სტილი, მოდელი, ფერი და მათი შეხამება... მამაკაცებისთვის ყოველ სეზონზე იკერება ახალი მოდური საცურაო ტრუსები და კაცობრიობის ძლიერ ნახევარს საშუალება ეძლევა, ყველაზე ეფექტური მოდელები აირჩიოს.