როგორ შევარჩიოთ ფეხსაცმელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ ფეხსაცმელი

მამაკაცის სოციალურ სტატუსსა და პიროვნულ თვისებებზე. მოდა საკუთარ პირობებს გვკარნახობს. ბაზარზე დღეს ათასგვარ მოდელს ნახავთ: სპორტულსა თუ ყოველდღიურს, ტილოსას, ნატისას თუ ტყავისას, - მაგრამ კლასიკური ფეხსაცმელი კონკურსგარეშეა.

  • მამაკაცის აღნაგობა და ფეხსაცმელი

ფეხსაცმლის შერჩევისას მამაკაცმა უნდა გაითვალისწინოს საკუთარი სიმაღლე და ფეხის ზომა.

თუ მამაკაცი დაბალია და დიდი ფეხები აქვს, ჯობს არჩევანი მრგვალცხვირა ფეხსაცმელზე შეაჩეროს.

მაღალი და საშუალო სიმაღლის სტანდარტული პროპორციის მამაკაცისთვის მისაღებია ფეხსაცმელი ოდნავ წაგრძელებული ცხვირით.

ქუსლიანი ფეხსაცმელი უმჯობესია შეიძინოს დაბალმა მამაკაცმა - ასეთი მოდელი მას უფრო მაღალსა და ტანადს გამოაჩენს.

ფეხსაცმლის შერჩევისას ისიც გაითვალისწინეთ რომელ სეზონზე უნდა ჩაიცვათ იგი. არსებობს ზამთრის, ზაფხულის, დემისეზონური და ყველა სეზონისთვის განკუთვნილი მოდელები.

  • ფეხაცმლის ფერი

რაც შეეხება ტანსაცმელთან შეხამებას, ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა ეხამებოდეს შარვლის ფერს ან მასზე მუქი იყოს და არავითარ შემთხვევაში - ბაცი.

ქამარი, თუ შესაძლებელია, უნდა შეირჩეს ფეხსაცმლის შესაბამისად. უმჯობესია, ქამარიც იმავე ფირმისა ვიყიდოთ, რომლისაც ფეხსაცმელია.

ყავისფერი ფეხსაცმლისთვის ქამრის შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ყავისფერის სხვადასხვა ტონს შორის განსხვავება შეიძლება ძალიან შესამჩნევი იყოს.

ჯინსებს ნებისმიერი მოდელი მიესადაგება: სპორტული, ჩექმა, სანდლები, მოკასინები, - გარდა გალაქული ფეხსაცმლისა, რომელიც მხოლოდ ოფიციალური ვითარებისთვის არის განკუთვნილი. ამ შემთხვევაში ფეხსაცმლის ფერი ზედა სამოსისას უნდა შეუხამოთ.

მუქი ლურჯი შარვალი ძალიან მოქნილი ვარიანტია. მას ნებისმიერი ფერის ფეხსაცმელი მიესადაგება, ოღონდ მუქი ტონისა. რა ფერის ფეხსაცმელსაც არ უნდა ამჯობინებდეთ, შავს გვერდს ვერ აუვლით - ეს კლასიკაა. ყავისფერი ფეხსაცმელი უხდება და ავსებს, მაგალითად, მუქ ლურჯს, ბადრიჯნისფერს, კონიაკისფერს.

თუ შავსა და ყავისფერს შორის არჩევანის გაკეთება გიჭირთ, თვალი გადაავლეთ თქვენს გარდერობს. მაგალითად, როგორია პერანგების ფერთა პალიტრა? თბილ ფერებს: ყვითელს, ქვიშისფერს, სტაფილოსფერს, სალათისფერს, ბორდოსფერს, მწვანეს - ყავისფერი უხდება; თუ გარდერობში ცივი ფერები - ლურჯი, ცისფერი, იისფერი, ვარდისფერი, მოცისფრო-მომწვანო - ჭარბობს, აირჩიეთ შავი ფეხსაცმელი.

  • როგორ შევიძინოთ ფეხსაცმელი

  1. ფეხსაცმლის შეძენა დღის მეორე ნახევარში ჯობს. ამ დროისთვის ფეხები უკვე დაღლილია და ოდნავ შეშუპებულიც.
  2. ფეხსაცმელი არ უნდა გიჭერდეთ.
  3. გამოცდილი გამყიდველი არასოდეს შემოგთავაზებთ მხოლოდ ცალი ფეხსაცმლის გასინჯვას. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ფეხსაცმლის სხვადასხვა ფაბრიკის ზომები შესაძლოა ერთმანეთს არ ემთხვეოდეს.
  4. ახალი ფეხსაცმელი, ვიდრე გარეთ ჩაიცვამდეთ, სახლში ჩაიცვით და ატარეთ. შეეცადეთ, ახალი ფეხსაცმელი პირველად მშრალ ამინდში ჩაიცვათ.
  5. თუ ფეხსაცმელი მჭიდროდ გაქვთ, ჩაიცვით იგი ბამბის ნოტიო წინდებზე - გაიჭიმება.
  6. შეიძინეთ მხოლოდ ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც იდეალურად შეავსებს თქვენს გარდერობს და ხაზს გაუსვამს თქვენს ინდივიდუალურობას.
  7. დახურული ფეხსაცმლის შეძენისას უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალური ტყავის ნაწარმს - უფრო მოხერხებულიც იქნება და უფრო ჰიგიენურიც.

გაითვალისწინეთ: ფეხსაცმელზე ფულის დაზოგვა უგუნურებაა და შეიძლება ძვირადაც დაგიჯდეთ. რა მიზნითაც არ უნდა ყიდულობდეთ ფეხსაცმელს, მთავარი ხარისხია.