მამაკაცის როგორი ტანსაცმელი არსებობს და როგორ შევარჩიოთ საკუთარი სტილი
საკუთარი თავის სწორად წარმოჩენისა და კომფორტისათვის აუცილებელია მოდის იმ მიმართულების შერჩევა, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა კომბინაციის შედგენა.
ოფისის სტილი
ელეგანტური თავშეკავება, შიკი უნდა იყოს პროფესიონალიზმთან ერთად. ეს შეიძლება გამოიხატოს აქსესუარებით: ძვირფასი ჰალსტუხით, საათით ან სათვალით. ძირითადი წესებია:
- კომპანიის დრეს-კოდთან შესაბამისობა;
- ხარისხიანი ქსოვილი;
- სისუფთავე.
მკაცრი/სადღესასწაულო
ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი ღონისძიებებისათვის, განსაკუთრებით საღამოსთვისაა განკუთვნილი. გამოარჩევს თეთრი პერანგი, ჰალსტუხის ნაცვლად ბაფთა, კლასიკური შავი ფერის ფრაკი ან სმოკინგი. ვარცხნილობა, ფეხსაცმელი და აქსესუარები უნდა შეესაბამებოდეს დონეს – არავითარი იაფფასიანი სამოსი, მხოლოდ ხარისხიანი ნივთები. პიჯაკის შემთხვევაში მის ქვეშ შესაძლებელია ჟილეტის ჩაცმა.
ავანგარდი
განსხვავებული ნიშნებია – მკვეთრი ფერები, გამოხატული ფაქტურა – ხავერდი, ველიური ან ატლასი, უჩვეულო ხაზები. ეს ეპატაჟური სტილია, რომელიც ავლენს ადამიანის ინდივიდუალობას, მაგრამ ხშირად შეიძლება უადგილო იყოს საზოგადოებრივ ადგილებში – სამსახურში, მნიშვნელოვან შეხვედრაზე, სასწავლო დაწესებულებებში. მამაკაცის ტანსაცმლის სტილი უნდა შეირჩეს ღონისძიების შესაბამისად.
ქუჩის სტილი
შედარებით პრაქტიკული მიმართულებაა 35-40 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის. მოხერხებული სამოსი, მარტივი შესახამებელი, მკვეთრი პრინტებისა და ტონების გამოყენების შესაძლებლობა. შესანიშნავად მიდის ზურგჩანთებთან ან სპორტულ ელემენტებთან. გარდერობის დეტალებია: ჯინსები ან არაკლასიკური თარგის შარვლები, პერანგები, სვიტერები, სვიტშოტები და მაისურები.
ქეჟუალი (ყოველდღიური)
აგრძელებს ქუჩის მიმართულების ტენდენციას, მაგრამ უფრო თავშეკავებული და შესაბამისად, უნივერსალური გამოსაყენებელია. შესანიშნავად მიესადაგება ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიისა და აღნაგობის ადამიანებს. ამ სამოსით შეიძლება მაღაზიაში, სამსახურში სიარული, თუ კომპანიას არ აქვს დრეს-კოდი. არამკაცრი პიჯაკები ჯინსებთან ერთად, პულოვერები, ნაქსოვი სამოსი, ტყავის ფეხსაცმელი და დამატებით – მხარზე გადაკიდებული ჩანთა.
სმარტ-ქეჟუალი
აგრძელებს თანამედროვე და მოდური სტილის შეხამებას კლასიკურ ელემენტებთან. ამ ლუქში შეიძლება ყოველდღიურად სამსახურში სიარული, სოლიდურად. ამასთან, შესაძლებელია ფანტაზიაც და სხვადასხვა გარდერობიდან სამოსის შეთანხმება.
თავისებურებებია: უპირატესად პასტელური ტონები, მკაცრი სილუეტი, მკვეთრი აქცენტები, დეტალებზე ყურადღების გამახვილება.
ახალგაზრდული
მას ასევე უწოდებენ – Street casual. ძირითადად ატარებენ 20-21 წლამდე ასაკის ახალგაზრდები და მოზარდები.
თავისებურებები: სისტემურობის არარსებობა სამოსის შერჩევისას, უშუალობა, სიმკვეთრე, მოხერხებულობა და გაჯერებული ფაქტურა. აქ შეიძლება ყველაფრის ერთობლიობა ვიხილოთ, რაც ახალგაზრდა მამაკაცს მოსწონს – ბოტასები და ჩექმები, დახეული ჯინსები, კეპები, სპორტული ზურგჩანთები, მრავალფენიანობა.
სპორტული
თანამედროვე მოდელიერები აქცენტს სპორტზე აკეთებენ და ხაზს უსვამენ მოხერხებულობას. ტრიკოტაჟის მასალა და სინთეტიკური ქსოვილები ძალიან უხდება სპორტულ სამოსს.
ბრუტალური
ბიჭები ტყავის ქურთუკებში დეკორატიული ლითონის ელემენტებით. ტყავი შესანიშნავად მიდის დახეულ ჯინსებსა და მაღალ ფეხსაცმელთან. აქსესუარებიდან უხდება მუქი სათვალე და ტყავის ჩანთა.
ინგლისური
ბრიტანული თავშეკავება პოპულარული ხდება, ასკეტური ტიპის აღნაგობა, ღია თმა და შესაბამისი ქცევის წესი ნამდვილ ფურორს ახდენს.
გამოირჩევა: გახსნილობისა და ფრივოლურობის არარსებობით. შალის ქსოვილის, კლასიკური თარგის, ერთი ტონალობის პიჯაკი და შარვალი, წვრილი უჯრედებით. აქსესუარებიდან – კეპი ტონში, ქოლგა, ტროსტი, პორტფელი.
Rockstyle
განსხვავდება ბრუტალური სტილისგან ლითონის ფურნიტურის, სამაჯურების, ნიშნებისა და სხვა დეკორატიული ელემენტების სიჭარბით, ზოგჯერ გარკვეული სიმბოლიკით.
გრანჟი
ეს არის პროტესტი გლამურისა და ელეგანტურობის მიმართ. უფრო ახლოსაა ქუჩის მიმართულებასთან. გამოიყენება დახეული სამოსიც, უხეში ფეხსაცმელი. ამ სტილის მამად ითვლება დიზაინერი მარკ ჯეიკობსი.
ყოველდღიური
ეპატაჟისგან სრულად თავისუფალი. ვიღაცისთვის ეს მოსაწყენი, მაგრამ მოსახერხებელია.
ამერიკული
ამერიკაში წარმოიქმნა რეპი, ამიტომ ყველაფერი, რაც მის შემსრულებელს შეესაბამება, შეიძლება შევიყვანოთ ამ კატეგორიაში. კერძოდ: ბეისბოლის თავისუფალი მაისურები და მრავალშრიანობა. განმასხვავებლად ითვლება ჯინსები, კოვბოური მოტივები და აშშ-ის სიმბოლიკა – დროშის ფერები, თავისუფლების ქანდაკება.
საფარი
აფრიკის უდაბნოს ატმოსფეროსა და ველურ ცხოველებზე ნადირობის წარმოდგენას შექმნის ქვიშისფერი, ყავისფერი და მდოგვისფერი, ნატურალური ქსოვილები, შლაპები და სანდლები.
ჰიპსტერი
ეს სუბკულტურა განწყობილია დიზაინერებისა და მოდების ჩვენებების წინააღმდეგ. ამიტომაცაა გასაკვირი, რომ ეს იდეა აიტაცეს მოდელიერებმა.
გამორჩეული ნიშნებია: სისტემის წინააღმდეგ წასვლის მცდელობა, უწესრიგობა, სხვა ზომის საგნებისა და გარდერობის ძველი ელემენტების გამოყენება.
კლუბური
ახალგაზრდების შეკრებამ გამოიმუშავა მოდის საკუთარი კანონები:
1. სუფთა – თეთრი ფერი აუცილებლად უნდა ანათებდეს ნეონის ნათურების ქვეშ;
2. მაისურთან და ჯინსებთან შესანიშნავად მიდის პიჯაკი;
3. მეტი აქსესუარი – საათი, სამაჯური, ქამარი და ყველაფერი, რაც ბრწყინავს და იქცევს ყურადღებას.
დენდი
დენდიზმის იდეალური მაგალითია ოსკარ უაილდი, მწერალი, რომელმაც უმნიშვნელო დეტალებამდეც კი შექმნა საკუთარი სახე.
განმასხვავებელია: სისუფთავე და აკურატულობა – მხოლოდ ახალდაუთოებული პერანგები, მოწესრიგებული ვარცხნილობა, გასუფთავებული თეთრი ფრჩხილები.
აქსესუარების ზუსტად შერჩევა – ყელსაბამი, ბაფთა, ჰალსტუხი.
თანამედროვე დენდები იყენებენ: შარფებს, საათისთვის ძეწკვებს, მამაკაცის პერანგის სამაგრებს.
ფრანგული
საფრანგეთში ფასდება ხარისხი. ეს უბრალო ნივთებია, რომლებიც ერთმანეთს ეხამება მოხერხებულობის პრინციპითა და დახვეწილი გემოვნებით. ეს სტილი შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერ სიტუაციაში.
ზღვის
შესანიშნავად მიდის ზღვაზე დასვენებისას, კატერზე სეირნობისა და სანაპიროს კაფეში საღამოს ჩასხდომისათვის. დამახასიათებელია მსუბუქი ქსოვილი, ღია ფერები და ზოლიანი პრინტი.
ბრიტანული
ინგლისური ლუქისგან განსხვავებით აუცილებელია კიდევ უფრო მეტი სიმკაცრე ხაზებისა და ფერების შერჩევისას. მოდელი არ უნდა იყოს მომდგარი, მაგრამ ხაზს უნდა უსვამდეს ფიგურას. ეს სტილი განსაკუთრებით უხდებათ ათლეტური აღნაგობის მაღალ მამაკაცებს. ყურადღება გამახვილებულია ქსოვილის ხარისხზე.
ქანთრი
ასე გამოიყურებიან ამერიკელი ფერმერები – უხეში ფეხსაცმელი, ხშირად ყავისფერი, მსხვილი კუბოკრული პერანგი, შლაპა, შალისა და ჯინსის ქსოვილი, ნაქსოვი სვიტერი პრინტით.
60-იანები
ამ წლებში თანდათანობით დაიწყეს მამაკაცის სამოსის თავისუფალ სტილზე გადასვლა და კლასიკიდან დაშორება. კოსტიუმებს უკვე გარკვეული, თავისუფალი მოდელი ჰქონდა, დაიწყეს მათ ნაცვლად ჯემპრების ჩაცმა.
70-იანები
მამაკაცის მოდის გაფურჩქვნის ხანა. გარდერობში წარმოდგენილია მკვეთრი პრინტის შარვალი, ტანზე მომდგარი პერანგები ორიგინალური ორნამენტებით.
80-იანები
კიდევ უფრო მეტი ეპატაჟი. შარვლები დავიწროვდა, ქურთუკები დამოკლდა, ფერები სულ უფრო მკვეთრი გახდა, ამასთან, მონოტონური მოდელები გამოდევნა პრინტმა.
90-იანები
ეს პერიოდი ერთი სიტყვით – ჯინსით – სათაურდება. ახლა ამ სტილს ჰქვია დენიმი და ის ისევ მოდაშია.
განგსტერული
განგსტერებს შორის ელეგანტურობა ყველაზე დაფასებული იყო. თეთრი და შავი ფერები, გრძივი ზოლები, წითელი ატლასის ელემენტები, შლაპები და ლაკის ფეხსაცმელი.
სკანდინავიური
მარტივი მოდელები და ორნამენტები სვიტერზე – ჩრდილოეთის ქვეყნებში მამაკაცის გარდერობის განმასხვავებელი ნიშანია. უხდება მსუბუქად გაუპარსავი კანი და ნაქსოვი ქუდი.
კოვბოური
ამერიკული დასავლეთის თავისუფალი სტილის შესაგრძნობად საკმარისია შევარჩიოთ უჯრედული ქსოვილის ან ჯინსის პერანგი, ქვიშისფერი ან ყავისფერი მაღალი ჩექმები და ფართოფარფლებიანი შლაპა.
კორეული
თანამედროვეობასთან შეხამებული ელეგანტურობა და თავშეკავებულობა. ღია ფერის პიჯაკს ძალიან უხდება მაისური.
რომანტიკული
აქტუალურია რბილი ფაქტურა, მაგალითად, ქაშმირის შარფი ან ზედა სამოსი. სპორტული სტილი აქ უადგილოა.
ვინტაჟი
რამდენიმე ათეული წლისწინანდელი პოპულარული ქსოვილებისა და მოდელების იმიტაცია. თუმცა გარდერობის თითოეული ნაწილი ახალია.
ჰიპი
ეთნიკური მოტივები, ნატურალური ქსოვილები, თავისუფალი მაისურები, ფერადი პრინტები და ფერთა სიმრავლე არის 70-იანი წლების ამერიკული მოდის მიმდევრების სტილი, რომლებიც აცხადებდნენ თავისუფალ სიყვარულს და მშვიდობას მთელ მსოფლიოში. დღესაც აქტუალურია, განსაკუთრებით – შემოქმედებით ადამიანთა შორის.
ბაიკერული
ბევრად არ განსხვავდება ბრუტალურისაგან. უპირატესად ტყავის ქურთუკები და შარვლები.
სთრითსტაილი
ქუჩის ლუქი. ტანსაცმელი მამაკაცისთვის კომფორტის, მოხერხებულობისა და პრაქტიკულობის შესაბამისად ირჩევა. ძალიან კარგად მიესადაგება ჩინოსები და ვიწრო ჯინსები.
მილიტარი
სამხედრო ფორმის, მისი სიმკაცრის, პრაქტიკულობისა და ფუნქციურობის პატივსაცემად. მნიშვნელოვანია არა მარტო გარეგნული სახე, არამედ სამოსის ფარული პოტენციალი – ტევადი ჯიბეების არსებობა, ამინდისგან დაცვა, გამძლეობა.
მოდა 50+
ამ ასაკში მნიშვნელოვანია სტილის შენარჩუნება. უარი უნდა ვთქვათ ზედმეტად მკვეთრ ფერებზე, ტანზე მომდგარ მოდელებზე. იდეალური ვარიანტია კლასიკა მცირედი თავისუფლებით.
10 ნივთი, რომლებიც უნდა იყოს მამაკაცის გარდერობში:
- ჯინსები;
- კლასიკური შარვალი;
- ყოველდღიური შარვალი;
- მაისური;
- თეთრი პერანგი;
- პულოვერი;
- სვიტერი;
- პიჯაკი;
- ჩანთა.