მამაკაცის ბუნებრივი აქსესუარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის ბუნებრივი აქსესუარი

მამაკაცები უხსოვარი დროიდან ატარებდნენ წვერს სიბრძნისა და საპატიო სტატუსის ნიშნად, თუმცა მოგვიანებით ზოგიერთ ქვეყანაში წვერის ტარება კანონით აიკრძალა და ხაზინის შევსების წყაროდაც კი იქცა - წვერიანებს გადასახადი დაუწესეს.მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა. დღეს წვერის ტარებას აღარავინ კრძალავს, გადასახადიც გაუქმდა, მაგრამ თითქმის ყველა მამაკაცი იპარსავს წვერს. უმთავრესად იმიტომ, რომ მოუხერხებელია, თანაც წვერის მოპარსვა გაცილებით იოლია, ვიდრე მისი მოვლა. ცოტამ თუ იცის, რომ წვერს სასარგებლო თვისებებიც აქვს. საქმე ის არის, რომ წვერი ერთგვარი თერმორეგულატორის როლს ასრულებს - აფერხებს ჰაერს, ამიტომ არის, რომ წვერიან მამაკაცს ყინვა ვერ აშინებს. მართალია, ზაფხულში წვერიანებს უფრო მეტად სცხელათ, მაგრამ სარგებლობა მას მაინც მოაქვს - ტვინს გადახურებისა და მზის დაკვრისგან იცავს. ატაროს თუ არა წვერი, ეს ყოველმა მამაკაცმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ჩვენ კი გირჩევთ, ან მოუშვათ იგი, ან სუფთად მოიპარსოთ. ბრიტანელმა მეცნიერებმა 20-ზე მეტ ქვეყანაში ჩაატარეს გამოკვლევა და შედეგების ანალიზის შემდეგ განაცხადეს, რომ ქალების უმრავლესობა მუდმივ პარტნიორად ქვეცნობიერად ტანსრულ და წვერიან მამაკაცს ირჩევს, რადგან მიაჩნია, რომ სწორედ ასეთ მამაკაცს შეუძლია აჩუქოს ქალს ის სინაზე, მზრუნველობა და სტაბილურობის განცდა, რომელზეც ასე ოცნებობს ყველა ქალი. ცნობიერ დონეზე კი წვერი შესანიშნავი საშუალებაა, გამოხატოთ ინდივიდუალობა და შექმნათ საკუთარი სტილი. ამიტომ, თუ წვერის მოშვება გსურთ, თავდაპირველად უნდა გადაწყვიტოთ, როგორი იმიჯის შექმნას აპირებთ მისი მეშვეობით. ორი კვირის განმავლობაში პირი არ გაიპარსოთ. მერე ყურადღებით შეათვალიერეთ სარკეში საკუთარი ანარეკლი. დააკვირდით, სად ამოდის წვერი უფრო ხშირად, სად - უფრო მეჩხერად და ნაბიჯ-ნაბიჯ განსაზღვრეთ სტილი. განურჩევლად იმისა, რომელ სტილს ამჯობინებთ, წვერის შესწორება ყოველდღე მოგიწევთ, მაგრამ ეს ნუ შეგანიშნებთ, რადგან ამით თქვენს ინდივიდუალურ, განუმეორებელ სტილს ქმნით, რომლითაც უდავოდ მიიპყრობთ გარშემო მყოფთა ყურადღებას. გაითვალისწინეთ: თანამედროვე მამაკაცი არა მარტო სტილზე, არამედ ფრჩხილების, კანისა და თმის იერსახეზეც ზრუნავს. გარეგნობის მთავარ ატრიბუტად, ცხადია, სუფთა თმა და მოდური ვარცხნილობა მიიჩნევა. ოსტატურად შესრულებული, გემოვნებიანი ვარცხნილობა არა მარტო წარმატებით დაფარავს გარეგნულ ნაკლს, არამედ თავდაჯერებასაც მატებს ადამიანს. ყველა ადამიანი ინდივიდია, ამიტომ ვარცხნილობა თმის სტრუქტურისა და სახის თავისებურებათა მიხედვით უნდა შეირჩეს. მოდური ჟურნალები დაგეხმარებათ იმ სტილის შერჩევაში, რომელიც ყველაზე მეტად მოგიხდებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექსპერიმენტები ჩაატაროთ საკუთარ თავზე. მოდური ვარცხნილობა საქმიანი მამაკაცის გარეგნობის განუყოფელი ატრიბუტია. თავისი თავის პატივისმცემელი მამაკაცი, რომელიც მუდმივად ყურადღების ცენტრში იმყოფება, მოდურ ტენდენციებს უნდა იცნობდეს. მამაკაცის ვარცხნილობა მრავალფეროვანია. ყოველ სეზონზე მსოფლიოს წამყვანი სტილისტები გვთავაზობენ ავანგარდულ იდეებს, რომლებიც კარგად დავიწყებული ძველის ახლებურ გააზრებას წარმოადგენს. როგორც არ უნდა განვითარდეს მამაკაცური მოდა, მოკლე, კლასიკური ვარცხნილობა მუდამ პოპულარული იქნება. ამასთან, ის არ მოითხოვს საგანგებო მოვლას და ყოველგვარი სტილის ჩაცმულობას მიესადაგება. რომანტიკული სტილი მოიაზრებს მამაკაცის ვარცხნილობათა ვრცელ გამას, რომლებიც პოპულარული იყო გასული საუკუნის 50-იან წლებში. ზემოთ და უკან გადაწეული თმა ხაზს უსვამს სახის ნაკვთებს. ვარცხნილობა შეხყ პოპულარულია მოზარდებსა და ახალგაზრდა მამაკაცებს შორის. ეს ვარცხნილობა ხაზს უსვამს მამაკაცის სექსუალობას და მიესადაგება როგორც საქმიან კოსტიუმს, ისე კლუბურ სამოსს. ბევრს აწუხებს კითხვა, როგორ და სად გავიყოთ თმა. სტილისტების აზრით, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. თმა იყოფა იქ, სადაც ბუნებრივად იშლება.