როგორ მოვუაროთ წვერს
ყოველ-დღიურ რუტინაში ზედმეტი რამდენიმე წუთის გამოყოფას აიძულებთ მოსაპარსავად. განურჩევლად იმისა, ვის მხარეს ხართ, წვერის მოსავლელად აუცილებლად უნდა გქონდეთ ხარისხიანი ტრიმერი - საპარსი მანქანა. მისი წყალობით მუდამ მოვლილი იერი გექნებათ და დროსაც დაზოგავთ.
ყურადღებით წაიკითხეთ ხელსაწყოს ინსტრუქცია ან გამოცდილ მეგობარს ჰკითხეთ, როგორ მოიმარჯვოთ ტრიმერი, რათა საუკეთესო შედეგი მიიღოთ.
დროდადრო წვერი დაიბანეთ იმავე შამპუნით, რომელსაც თავის დასაბანად ხმარობთ. ზოგი წვერის საპნით დაბანას ამჯობინებს. აირჩიეთ ის, რაც უფრო მოგწონთ და გსიამოვნებთ. დაბანის შემდეგ წაისვით კონდიციონერი და კარგად ჩამოიბანეთ წყლით, თორემ კანს გაგიღიზიანებთ. წვერი თმაზე უხეშია, კონდეციონერი კი მას არბილებს. წვერი შეიმშრალეთ პირსახოცით. მისი ფენით გაშრობა არ არის რეკომენდებული.
თუ წვერის მოპარსვა გადაწყვიტეთ, ჯერ ტრიმერით მოიშორეთ თმა, რამდენადაც შესაძლებელია, და მერეღა გამოიყენეთ ჩვეულებრივი საპარსი.
წვერის პარსვა
ზოგს ურჩევნია, ეს საქმე პროფესიონალს ანდოს. თუ გადაწყვეტთ, თავად გაიპარსოთ წვერი, სწორად შეარჩიეთ ინსტრუმენტები. კარგად დაფიქრდით, მაკრატელი გამოიყენოთ თუ ტრიმერი.
- თუ მაკრატლის გამოყენებას გადაწყვეტთ, შეიძინეთ პროფესიული, საპარიკმახერო მაკრატელი (მანიკურისა არ გამოდგება).
- თუ ტრიმერს აირჩევთ, უსადენო მოდელი აჯობებს - სადენი შესაძლოა უხერხულად შემოგეხვიოთ კისერზე.
- ასევე მოგიწევთ კარგი, ფართოკბილებიანი სავარცხლის შეძენაც. ულვაშისთვის შეიძლება გამოვიყენოთ სხვა, წვრილკბილებიანი სავარცხელი. ზოგჯერ ისინი ტრიმერთან ერთად, კომპლექტად იყიდება.
- აუცილებელია დიდი სარკე. შესაძლოა, გამადიდებელი ეფექტის მქონეც კი დაგჭირდეთ.
- ნუ მოიჭრით წვერს, ვიდრე სველია - ამ დროს თმა უფრო გრძელი ჩანს და შესაძლოა, დაგეგმილზე მეტი მოიჭრათ.
- წვერი სიმეტრიულად რომ შეიჭრათ, უმჯობესია, მაკრატელი ამოძრაოთ ყურიდან ნიკაპისკენ.
- როგორც წესი, ტრიმერს რამდენიმე თავი აქვს, რომლებიც თმის სიგრძის გათვალისწინებით რეგულირების საშუალებას იძლევა.
- ულვაში მოჭრამდე კარგად დაივარცხნეთ. მოიჭერით ტუჩების შუახაზიდან კუთხეებისკენ.
- მას შემდეგ, რაც წვერსა და ულვაშს შეისწორებთ, მათ ფორმაში მოყვანაზე უნდა იზრუნოთ.