როგორ მოვხიბლოთ გოგონა
ქალთა გულების დასაპყრობად ყველაზე შთამბეჭდავი გზა იპოვა - ევროპა დაიპყრო. ჩვენს დროში, თუ გაქვს სტაბილური შემოსავალი, მდიდარი ფანტაზია და საკუთარი თავის რწმენა, ყველაფერი გაცილებით მარტივია.
საკუთარი თავის რწმენა ადამიანს დედის მუცლიდან დაჰყვება. ეს არის სამყაროსთან, მის გამოწვევებთან ურთიერთობის ბუნებრივი საშუალება. თუმცა აღზრდას, საზოგადოების ზემოქმედებას და მრავალ სხვა ფაქტორს მივყავართ იქამდე, რომ თითოეული ჩვენგანი ხასიათის ამ თვისებას მეტ-ნაკლებად კარგავს. გოგონასთან დამოკიდებულებაში კი ყველაფერი მარტივია: თქვენ უნდა გააოცოთ, აღაფრთოვანოთ, გააკვირვოთ და, თუ გნებავთ, საგონებელში ჩააგდოთ იგი.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ქალის ინტერესებს უშუალო კავშირი აქვს სამყაროს მისეულ ხედვასთან, ცხოვრების წესთან, სოციალურ სტატუსთან, ხასიათთან, წარმოდგენებთან, აღზრდასთან, რელიგიურ აღმსარებლობასთან, ეთნიკურ ტრადიციებთან და სხვა, მაგრამ ყოველივე ამასთან ერთად ქალის ცხოვრებაში არსებობს სხვა, გაცილებით მარტივი და ბანალური პრობლემებიც: გამონაყარი, მოტეხილი ფრჩხილი, ახალი ამბები, ჭორები, მოდა, სამოსი, ფილმები, გასართობი, კულინარიული მიღწევები, მეგობრების აზრი და კრიტიკული დღეების სიმძიმეც კი. ამიტომ ქალზე როგორც ობიექტზე კი არ უნდა იფიქროთ, არამედ გამარჯვებაზე იზრუნოთ.
ნაპოლეონს ავსტრიის დაპყრობისას ავსტრიელებზე რომ ეფიქრა, ვერასოდეს დაიმორჩილებდა ამ ქვეყანას. ის, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, საბოლოო მიზანზე ფიქრობდა, თქვენი საბოლოო მიზანი კი თქვენი რჩეულის გულის დაპყრობაა. მაშ, როგორ დავიპყროთ ქალის გული და მოვახდინოთ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება?
ამ მიზნის მისაღწევად უამრავი ხერხი არსებობს. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს, რომლებიც სწორი გეზის აღებაში დაგეხმარებათ.
- ყვავილები - ეს ხერხი iPod-ის ეპოქაშიც კი შესანიშნავად ჭრის და ასევე გაჭრის კიდევ მრავალი წელი. თქვენ იგი ყვავილებით უნდა აავსოთ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით; გაუგზავნოთ ყვავილები ოფისში, სახლში, მიართვათ შეხვედრისას. თუ პასუხად მიიღებთ აღშფოთებასა და გულისწყრომას, რომ ყვავილებს ვეღარსად ატევს - ესე იგი სწორ გზას ადგახართ.
- მანქანა - ეს არა 50%-იანი, არამედ 90%-იანი წარმატებაა. დღეს თითქოს აღარავის უკვირს ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ბრენდების ძვირად ღირებული თუ იაფი მოდელები, მაგრამ გადაადგილების ამ აუცილებელმა საშუალებამ შესაძლოა საკონტროლო გასროლის როლიც კი შეასრულოს.
- რჩეულის ფანჯრებქვეშ ასფალტზე გაკეთებული წარწერა: "მიყვარხარ“ - უკვე გაცვეთილი ხერხია, მაგრამ შეიძლება მისი გადახალისებაც: დაიხმარეთ მეგობარი მხატვარი, სთხოვეთ, დაგიხატოთ თაიგული ან რაიმე სხვა მშვენიერი სურათი გოგონას ფანჯრებქვეშ.
- სერენადა გარდასული საუკუნეების გადმონაშთია, მაგრამ თანამედროვე ქალის გულსაც სიხარულითა და სიამაყით აავსებს. თუ ხმა და სმენაც ხელს გიწყობთ, ამ ხერხის უგულებელყოფა არ ღირს.
- ნებისმიერ გოგონას შეიძლება დასჭირდეს მამაკაცის დახმარება საყოფაცხოვრებო საკითხებში - მანქანის შეკეთებასა თუ მტვერსასრუტის შეძენაში. ასეთ დროს დახმარება შესანიშნავ შედეგს გამოიღებს, რომელიც თავისი მნიშვნელობით შეიძლება ძვირად ღირებულ რესტორანში ვახშამსაც კი გაუტოლდეს.
ქალები მგრძნობიარე არსებები არიან. გამოხატეთ ბავშვის (უმჯობესია ბავშვების) ყოლის სურვილი. ამით თქვენს რჩეულს საოცარ სითბოსა და სინაზეს აგრძნობინებთ. მთავარი კი ის არის, შეიცვალოთ დამოკიდებულება ამ გოგონას მიმართ, ურთიერთობების მიმართ, საზოგადოდ, სიყვარულის მიმართ.
გაითვალისწინეთ: ქალის გულის დაპყრობის სურვილი გულწრფელი და პოზიტიური უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ყოველი ქმედება უკიდურესად უარყოფით შედეგს გამოიღებს, რაც თქვენც დაგაზარალებთ და თქვენს რჩეულსაც.