კრიტიკული დღეების მენიუ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კრიტიკული დღეების მენიუ

კვების განსაკუთრებული სისტემა. დაღლილობა, აგზნება, ტკივილები, დაძაბულობა და გამძაფრებული მადა - ასეთია წინარემენსტრუაციული სინდრომის გამოვლინებათა არასრული სია. ისინი მენსტრუაციის დაწყებამდე 7-10 დღით ადრე იჩენს თავს და უმთავრესად ორგანიზმში ჰორმონული ბალანსის რღვევას უკავშირდება. რთულ შემთხვევებში გინეკოლოგები ჰორმონულ მკურნალობას მიმართავენ, ნაკლებად სერიოზული მდგომარეობისას ინიშნება ჰომეოპათიური პრეპარატები და ვიტამინებისა და მინერალების სპეციალური კომპლექსები. არსებობს რეკომენდაციები დიეტის მოსაწესრიგებლად.

კაკალი

ქალის ორგანიზმზე კაკლის კეთილისმყოფელი გავლენა მართლაც ფასდაუდებელია - ის არა მარტო სწრაფად კლავს შიმშილს, არამედ ფიგურის სილამაზეზეც ზრუნავს. წინარემენსტრუაციული სინდრომისას ძალიან სასარგებლოა ნუში, ნიგოზი, თხილი. ისინი შეიცავენ B ჯგუფის ვიტამინების ოპტიმალურ რაოდენობას (რომლებიც განსაკუთრებით აქტიურია აღნიშნული სინდრომისას) და ნახევრად უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ამცირებენ დაჭიმულობის შეგრძნებას კუნთებში (უფრო ხშირად - მუცლის ქედა ნაწილში). მხედველობაში უნდა მიიღოთ, რომ 100გ კაკალი ორგანიზმის ცილის მოთხოვნილების სადღეღამისო ნორმაა.

რძის პროდუქტები

თუ სახსრებისა და ზურგის ტკივილი გტანჯავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ორგანიზმს აკლია კალციუმი. ფასეული მიკროელემენტის დეფიციტი წინარემენსტრუაციული სინდრომის მრავალი გამოვლინების მიზეზია. ვითარების გამოსწორებაში დაგეხმარებათ რძე, ხაჭო და უცხიმო ყველი. კალციუმის უკეთ შეთვისება რომ მოხდეს, ჩართეთ რაციონში ისეთი პროდუქტები, რომლებიც D ვიტამინს შეიცავს: კვერცხი, ნაღების კარაქი და ზღვის თევზი.

ბროკოლი

ეს ბოსტნეული მდიდარია ქალის ორგანიზმისთვის ძლიერ საჭირო ფოლიუმის მჟავათი, რომელიც ააქტიურებს სისხლის წითელი სხეულების - ერითროციტების - წარმოქმნას. ბროკოლიში ასევე უხვადაა კალციუმი და ვიტამინი B6. ვიტამინი B6 ამცირებს ორგანიზმში სითხის შეკავებას, ხელს უწყობს სპაზმური ტკივილის მოხსნას, მისი საშუალებით ნორმალიზდება ორგანიზმში ესტროგენების დონე.

ოსპი

ოსპი განთქმულია ცილის მაღალი შემცველობით, ფოლიუმის მჟავათი და მინერალებით. გარდა ამისა, ის საუკეთესოა გამძაფრებული შიმშილის გრძნობის თავიდან ასაცილებლად. ნახშირწყლებისა და უჯრედისის შეთავსების წყალობით, რომელიც მათ სწრაფი გადამუშავებისაგან იცავს, ტვინი დიდი ხნით არის უზრუნველყოფილი დანაყრების შესახებ ინფორმაციით.

დროებითი მოვლენა

წინარემენსტრუაციული სინდრომის ყველაზე ტიპური გამოვლინებაა მადის მომატება. განსაკუთრებით იზრდება ტკბილის მოთხოვნილება. დიეტოლოგები ამას "ნახშირწყლოვან წყურვილს" უწოდებენ. სწორედ ამ პერიოდში იზრდება ზედმეტი წონის აკრეფის რისკი. ყოველივე ამის დაძლევაში დაგეხმარებათ სითხის საკმარისი, ზომიერი რაოდენობა.

გარდა ამისა, რაციონში შეგიძლიათ ჩართოთ:

გვირილის ჩაი

ხილი და ბოსტნეული (ოღონდ ყურძენს უნდა ერიდოთ)

დაბალი ცხიმიანობის მქონე ხაჭო. ის ცოცხალ ხილთან ან ცოტაოდენ თაფლთან ერთად შესანიშნავად დააცხრობს შიმშილს, მადასაც დაგიქვეითებთ და ფიგურასაც შესანიშნავ ფორმას შეუნარჩუნებს.

ხშირად შეახსენეთ თავს, რომ ყველაფერი ეს დროებითია და მალე დასრულდება. ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეთ, არ იფიქროთ ჭამაზე. ეცადეთ, კარგად დაისვენოთ და ხშირად ისეირნოთ სუფთა ჰაერზე. გაფრთხილდით, არ გაცივდეთ, თორემ ტკივილები იმატებს.

გახსოვდეთ:

ნიგვზის სადღეღამისო ნორმა ანუ 100 გრამი რეკომენდებულია მიიღოთ არა ერთბაშად, არამედ რამდენიმე ჯერზე.

დღეში ორი ჭიქა რძე დაეხმარება მათ, ვისაც სუნების მიმართ მეტისმეტი მგრძობელობა ახასიათებს.

ბროკოლის მომზადება ორთქლსახარშში სჯობს - ასე კომბოსტო ყველა სასარგებლო თვისებას შეინარჩუნებს.

ოსპი მინერალების შესანიშნავი წყაროა თითქმის ყველა ორგანოსათვის.

ნანა კალანდაძე