მამაკაცი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცი

ტანსაცმელს მფლობელის შესახებ ბევრი რამის თქმა შეუძლია, ასე რომ, წარმატებული ადამიანის იმიჯის შესაქმნელად გულისყურით შეარჩიეთ გარდერობი. გასაუბრებაზე გასვლის დროსაც კარგად გახსოვდეთ, რომ ტრადიციული ფერები საქმიანი და სერიოზული ადამიანების ატრიბუტია. "საქმიან სტილზე" საუბრისას სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა შინაარსს გულისხმობს, მაგრამ არსებობს საქმიანი კოსტიუმის საყოველთაოდ დამკვიდრებული ნორმებიც.

უპირველეს ყოვლისა, არ შეიძლება გარეგნობით საზოგადოების გამოწვევა და შოკირება. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ, რომ ადამიანის შესახებ პირველი შთაბეჭდილების წყარო მისი გარეგნობა და ჩაცმულობაა და არა ინტელექტუალურ-პროფესიონალური თვისებები, ამიტომ ტანსაცმელი უნდა იყოს ხარისხიანი, სუფთა, კარგად გაუთოებული, სადა (მუქი ლურჯი, მუქი რუხი ან შავი) და შეესაბამებოდეს კონკრეტულ კომპანიაში მიღებულ სტილს. ამგვარად პოტენციურ დამსაქმებელზე სერიოზული პიროვნებისა და კარგი სპეციალისტის შთაბეჭდილებას დატოვებთ.

თუ კომპანიაში არ არის მიღებული ზედმეტად ფორმალური სტილი, შეიძლება ჩაიცვათ ხაკისფერი, მუქი მწვანე, კრემისფერი კოსტიუმი, შეიტანოთ წითელი ან ღვინისფერი შტრიხები.

თუ არაფორმალურ გარემოში უნდა შეხვდეთ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც მუშაობა მოგიწევთ, ჩაიცვით საქმიანი კოსტიუმი, თუმცა ოდნავ შეარბილეთ ფერები.

თუ გასაუბრებაზე მიდიხართ, ჯობს, ჩაიცვათ გრძელსახელოებიანი პერანგი, აბრეშუმისა ან ბამბისა, თეთრი ან კრემისფერი. სამოსის მკვეთრმა დეტალებმა შესაძლოა გააღიზიანოს კიდეც თქვენი პოტენციური დამქირავებელი.

ჰალსტუხი საქმიანი სამოსის დახვეწილი დამატებაა და შესანიშნავად ავსებს კოსტიუმს. მისი შერჩევისას ძირითადი კრიტერიუმია ხარისხი და კოსტიუმის სტილსა და ფერთან ჰარმონიული შეხამება.

ფეხსაცმელიც კოსტიუმს უნდა შეუხამოთ. ის აუცილებლად ტყავისა უნდა იყოს. სამკაულები შინ დატოვეთ. თუ გაიკეთებთ, გაიკეთეთ რაც შეიძლება ნაკლები და მხოლოდ ყველაზე მაღალი ხარისხისა.

რასაკვირველია, მხოლოდ ჩაცმულობა გასაუბრებაზე გამარჯვებას ვერ მოგიტანთ, მაგრამ არც მისი მნიშვნელობის დაკნინება შეიძლება. გახსოვდეთ, პირველი შთაბეჭდილება ყველაზე ძლიერია და იშვიათად იცვლება.

სუსტი ძლიერი სქესი

ტელეეკრანებიდან და ჟურნალის ფურცლებიდან შემოგვცქერიან ძლიერი, საიმედო, თავდაჯერებული მაჩოები მომაჯადოებელი ღიმილით, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ დროს დაეხმარონ სუსტ სქესს და გადაარჩინონ სამყარო. რეალურ ცხოვრებაში კი ქალებს სწორედ ის აწუხებთ, რომ თავიანთ მეორე ნახევრებში საყრდენს ვერ პოულობენ. უჩივიან მამაკაცების უყურადღებობას, პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების სურვილს, გაუბედაობას... იქმნება შთაბეჭდილება, რომ ძლიერი ქალის გვერდით მამაკაცები სულ მთლად დუნდებიან. ასეა თუ არა სინამდვილეში?

არსებობს "სუსტი" მამაკაცის ოთხი ტიპი:

  • პირველი: გაუბედავი. ეს მამაკაცი საყვარელია, მომხიბვლელი, შეიძლება მაღალი ანაზღაურებაც ჰქონდეს, მაგრამ პირად ცხოვრებაში მარტივი გადაწყვეტილებების მიღებაც კი უჭირს. ამ ტიპის მამაკაცები გარკვეული, ხშირად მატერიალური სარგებლის გამო ცხოვრობენ ცოლებთან, რომლებიც არ უყვართ და ჰყავთ საყვარლები. ასეთი ტიპის მამაკაცები ყველაზე სახიფათონი არიან, რადგან ვერასოდეს გაიგებ, შეიძლება თუ არა მათი ნდობა.
  • მეორე: ემოციური. ეს მამაკაცი აფასებს მშვენიერებას, აქვს შემოქმედებითი, სათუთი ნატურა და ერთი შეხედვით შეიძლება სრულიად უხერხემლო არსებად მოგვეჩვენოს. სინამდვილეში ასეთ მამაკაცს აქვს შინაგანი ძალა, მაგრამ თუ ის სუსტ არსებად აღიქვეს, ემოციებისა და გრძნობების სფეროში იწყებს ცხოვრებას.
  • მესამე: დედიკოს ბიჭი. ასეთი ტიპის მამაკაცი შეჩვეულია დედის მზრუნველობას, ის დედობრივი სიყვარულის მსხვერპლია. ასეთი მამაკაცი ცოლსაც მზრუნველ დედიკოდ აღიქვამს. დედიკოს ბიჭისგან ნამდვილი მამაკაცი რომ ჩამოყალიბდეს, აუცილებელია, იგი დამოუკიდებლობას მივაჩვიოთ.
  • მეოთხე: დუნე. ასეთი ტიპის მამაკაცი თავს სუსტად გვაჩვენებს; სინამდვილეში მას ბევრი რამ შეუძლია, თუმცა კი ურჩევნია, ენერგია დაზოგოს. განსაკუთრებით _ თუ მის გვერდით ძლიერი ქალია. ასეთ მამაკაცთან არ არის საჭირო საკუთარი ძლიერების გამომჟღავნება, პირიქით, ჯობს, ქალიც მოდუნდეს, მამაკაცს დახმარება ხშირად სთხოვოს, მერე კი შეაქოს და ყოველნაირად გამოხატოს აღფრთოვანება.

ბედნიერი ცხოვრების უმთავრესი წესი ის არის, რომ არ ვეცადოთ სხვა ადამიანის შეცვლას და ხელახლა აღზრდას; უნდა მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ, ჩვენი ძლიერი თუ სუსტი მხარეებით.