დაავადებები, რომლებიც თანამედროვე მეცნიერებისთვის საიდუმლოდ რჩება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაავადებები, რომლებიც თანამედროვე მეცნიერებისთვის საიდუმლოდ რჩება

თუმცა დღესაც არსებობს დაავადებები, რომლებიც აბნევს ექიმებს და მათი წარმშობის მიზეზი საიდუმლოდ რჩება თანამედროვე მედიცინისათვის.

ლეთარგიული სახის ენცეფალიტი

ეს დაავადება პირველად მე-19 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და კლასიფიცირდა როგორც უკურნებელი. დაზარალებულებს უვლინდებოდათ ჰალუცინაციები, რის გამოც ისინი პრაქტიკულად თავიანთ სხეულში იყვნენ ჩაკეტილნი. გარეგნულად ჩანდა, რომ პაციენტებს ეძინათ, მაგრამ ისინი გონზე იყვნენ და მოძრაობა არ შეეძლოთ. უმეტესობა ამ ეტაპზე გარდაიცვალა, გადარჩენილებს კი მთელი ცხოვრების მანძილზე კოშმარული ქცევითი პრობლემები სტანჯავდათ. მას შემდეგ დაავადება აღარ გამოჩენილა.

მარბურგის ვირუსი

ამ ვირუსს სახელი ეწოდა გერმანიის ერთ-ერთი ქალაქის პატივსაცემად, სადაც ის 1967 წელს პირველად დიაგნოსტირდა. აღნიშნულ ვირუსს, სხვაგვარად, ჰემორაგიული ცხელების ვირუსს უწოდებენ. ის ძალიან საშიშია, შეიძლება გადავიდეს მაიმუნებისგან ადამიანებზე. ხშირ შემთხვევაში იწვევს სერიოზულ შინაგან სისხლდენას.

ბავშვთა უეცარი გარდაცვალების სინდრომი

30 დღიდან ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა უეცარი სიკვდილის მიზეზად უეცარი გარდაცვალების სინდრომი ითვლება. იმ ფაქტორების გავლენით, რომლებსაც მედიცინა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ვერ ხსნის, ყოველგვარი სიმპტომის გარეშე ბავშვები ძილში იღუპებიან.

ძროხის ცოფი

სტანდარტულ ტერმინოლოგიაში ცოფს მოიხსენიებენ, როგორც ძროხის ენცეფალოპათიას ღრუბლისებრი სახესხვაობით. ეს დაავადება განუკურნებელია და მიეკუთვნება ნეიროდეგენერაციულ სახესხვაობებს. ის ინფიცირებული ცხოველის ტვინის ფაფისებრ მასად ტრანსფორმაციას განაპირობებს.

ელექტრომაგნიტური ველებისადმი გაზრდილი მგრძნობელობა

ეს დაავადება უფრო მეტად ფსიქიკურ პათოლოგიებს მიეკუთვნება, ვიდრე ფიზიკურს. დაზარალებულები ფიქრობენ, რომ განვითარებული სიმპტომები ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედების შედეგია.

შებოჭილი ადამიანის დაავადება

საკმარისია წარმოიდგინოთ: ადამიანის კუნთოვანი ქსოვილი ნელ-ნელა ხისტდება, უხეშდება მანამდე, ვიდრე მთლიანად არ პარალიზდება. სპეციალისტებს დღესაც არ ესმით, რა არის ამის მთავარი მიზეზი, თეორიები კი ბევრ ფაქტორს მოიცავს: შაქრიანი დიაბეტიდან დაწყებული, გენური მუტაციებით დასრულებული.

რხევის სინდრომი

ეს პათოლოგია პირველად აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე დიაგნოსტირდა, თანაც შედარებით ცოტა ხნის წინ. დაავადება იწვევს ადამიანის თავის გაუთავებელ რხევას და ხშირად იწვევს კვების დეფიციტს და განვითარების პროცესების შეფერხებას. ექიმები თვლიან, რომ ამ სინდრომს პარაზიტები იწვევს, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ თეორიაა.

ინგლისის ოფლი

ეს აუხსნელი დაავადება პირველად 1485 წელს ინგლისში დაფიქსირდა. უმეტეს შემთხვევაში ის იწყებოდა ძლიერი თავის ტკივილით, ვლინდებოდა ტრემორი (კანკალი), შემდეგ კი – ოფლის ინტენსიურად გამოყოფა, რაც, საბოლოოდ, სიკვდილს განაპირობებდა.

პერუს მეტეორიტის დაავადება

იმ მომენტში, როდესაც პერუს ტერიტორიაზე, კარანკასის დასახლების მახლობლად, მეტეორიტი ჩამოვარდა, კრატერთან მიახლოებულ სოფლის მოსახლეობას ენით აუწერელი დაავადება დაემართა. ის ინტენსიურ გულისრევას იწვევდა. არსებობს ვარაუდი, რომ დაავადება პროვოცირებული იყო დარიშხანით და სხვა ნივთიერებებით მოწამვლით.

ებოლა

ებოლა არის დაავადება, რომელიც ჩვენი დროის ერთ-ერთ მთავარ სიახლედ იქცა. სხვაგვარად დაავადებას უწოდებენ ჰემორაგიული ხასიათის ცხელებას, რომელიც ჰგავს მარბურგის ვირუსით გამოწვეულ დავადებას. უმეტეს შემთხვევაში მსხვერპლი შინაგანი სისხლჩაქცევების გამო იღუპება.

ციკლური ღებინების დაავადება

ყველაზე ხშირად ეს სინდრომი ბავშვობაში იჩენს თავს და სიმპტომები სრულად ემთხვევა სახელწოდებას – სტანდარტული გულისრევის ციკლური შეტევები და შედეგად განვითარებული ღებინება. ავადმყოფს შესაძლოა გულისრევა აღენიშნებოდეს ყოველ ხუთ წუთში 21 დღის განმავლობაში, ერთი შეტევის ფარგლებში.

მეოცე საუკუნის დაავადება

დაავადება ხასიათდება რიგი ორგანოების ფუნქციათა დარღვევებით, რომლებიც უკავშირდება სხვადასხვა სახის ქიმიურ ნივთიერებებსა და საკვებ ელემენტებს, მათ შორის – პლასტმასის ნაწილაკებსა და სინთეტურ ბოჭკოებს, ანალოგიურად – ელექტრომაგნიტური გამოსხივებისადმი მგრძნობელობას. პაციენტებს არ აღენიშნებათ რეაქციები იმ შემთხვევაში, თუ არ იციან, რომ მათზე გავლენას ახდენენ ქიმიკატები.

ცეკვების ჭირი

ამ უცნაური დაავადების აღმოცენების ყველაზე ციტირებული შემთხვევა ჯერ კიდევ 1518 წელს მოხდა საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში. იმ მომენტში ქალბატონმა ტროფეამ ქუჩაში უმიზეზოდ ცეკვა დაიწყო. ამ ღონისძიებას რამდენიმე კვირაში ასეულობით ადამიანი შეუერთდა. დასასრულ, მათი უმეტესობა განლევისგან გარდაიცვალა. სავარაუდო მიზეზებს შორისაა ფსიქოგენური ტიპის დაავადებები ან სხვადასხვა ნივთიერებით მასობრივი მოწამვლა.

პორფირიუსის აუხსნელი დაავადება (პორ­ფირია)

ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ეს დაავადება ვამპირების შესახებ ყველა სახის ლეგენდის წარმოშობის უშუალო მიზეზია. ამ დაავადებით დაავადებულთა კანი იწყებს ბუშტუკებით დაფარვას, დუღილს მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებით, ღრძილები შრება და შედეგად კბილები ეშვებად იქცევა. ყველაზე უცნაური სიმპტომია მეწამული განავალი.

სპარსეთის ყურის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების მონაწილეთა დაავადება

ეს დაავადება აღენიშნება სპარსეთის ყურეში დაპ­ირისპირების მონაწილე ბევრ ვეტერანს. სიმპტომატიკა შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს – ორგანიზმის მიერ ინსულინის მიუღებლობით დაწყებული, კუნთოვან ქსოვილზე კონტროლის დაკარგვით დამთავრებული. სინდრომის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებულ თეორიებს შორისაა სხვადასხვა ტიპის იარაღში, მათ შორის – ქიმიურ იარაღშიც, დასუსტებული სახის ურანის ზემოქმედება.