/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ანდროლოგია

მამაკაცის ორგანიზმის თავისებურებანი

მამაკაცის ორგანიზმის თავისებურებანი
მამაკაცის ცხოვრებაში სამ ძირითად პერიოდს გამოყოფენ: ბავშვობას, სქესობრივი მომწიფების ხანას და მოწიფულობას.

სიბერის თანამდევია ანდროპაუზა. თითოეულ მათგანს განსაზღვრული ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები ახასიათებს, რომლებიც მამაკაცის სასქესო ორგანოთა სისტემის ფუნქციობით არის განპირობებული.

სასქესო სისტემის აგებულება - მამაკაცის სასქესო ორგანოები შინაგან და გარეგან ნაწილებად იყოფა. გარეგანია სასქესო ორგანო და სათესლე პარკი, შინაგანი კი სათესლე ჯირკვლები, მათი დანამატები, თესლგამომტანი სადინარი, სათესლე ბუშტუკები, წინამდებარე ჯირკვალი (პროსტატა) და შარდსადენი მილი (ურეთრა).

სათესლე ჯირკვლები პატარა, ქათმის კვერცხისოდენა წყვილი ორგანოა, რომლებიც შორისის არეში, პატარა კანკუნთოვან მილში მდებარეობს. სწორედ მათში გამომუშავდება სპერმატოზოიდები და მამაკაცის სასქესო ჰორმონები. სათესლეების დანამატიდან გამოდის თესლგამომტანი სადინარი, რომელიც სისხლძარღვებისა და ნერვების თანხლებით მიემართება ზემოთ, სცილდება სათესლე პარკს, საზარდულს და მისი გავლით შედის მენჯის ღრუში - სწორ ნაწლავსა და შარდის ბუშტს შორის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

წინამდებარე ჯირკვალი იმ ადგილას მდებარეობს, სადაც მამაკაცის სასქესო და საშარდე გზები ერთვის ერთმანეთს. პროსტატას მამაკაცის სასქესო აპარატის ნორმალური მოქმედებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ფორმითა და ზომით ეს ჯირკვალი წაბლს წააგავს. იგი გამოიმუშავებს თავისებურ სეკრეტს, რომელიც ხელს უწყობს თესლის გათხელებას და ააქტიურებს სპერმატოზოიდების მოძრაობას.

მამაკაცის შარდსადენი, ურეთრა, ლორწოვანი და კუნთოვანი გარსებისგან შედგება. მას ერთი თავისებურება ახასიათებს: იგი არა მხოლოდ შარდის, არამედ სპერმატოზოიდების შემცველი სითხის - სპერმის გამომტანიც არის. მისი სიგრძე ინდივიდუალურია - საშუალოდ 18-23 სმ-ს აღწევს. იგი შარდის ბუშტის ყელიდან იწყება და ასოს თავზე შარდსადენის გარეთა ხვრელით მთავრდება.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ .გვაქ დიაგნოზი ნორმოსპერმია.მორფოლოგია5.ადგილზე მოძრავი 22.სწრაფად მოძრავი a16 b23.რა შეიძლება მიიღოს?</p>

მამაკაცის ურეთრა სამი ნაწილისგან შედგება, რომელთაც სხვადასხვა ფიზიოლოგიური დატვირთვა აქვთ. ყველაზე მეტად აღსანიშნავია შარდსადენის წინამდებარე ჯირკვლის უბანი, სადაც ერთმანეთს სასქესო ასო და საშარდე გზები კვეთს - წინამდებარე ნაწილში იხსნება როგორც შარდის, ისე სპერმისა და პროსტატის სეკრეტის გამომტანი სადინარები.

სასქესო ასო სამი მღვიმოვანი სხეულისგან შედგება. მღვიმოვანი სხეულები სისხლძარღვებით უხვად არის გაჯერებული. სასქესო ასოს თავის არეში კანი ქმნის ნაოჭს - ჩუჩას, რომლის შიდა ფურცელი კანში გადადის. ჩუჩის შიდა ფურცლის სისქეში უხვად არის განლაგებული განსაკუთრებული ჯირკვლები. ისინი სპეციფიკურ სითხეს გამოიმუშავებენ, რომელიც ჰიგიენის დაუცველობის პირობებში სერიოზული დაავადების მიზეზად იქცევა. თავად ასოს თავში, ჩუჩაში და ნაწილობრივ სასქესო ორგანოს სხეულში თავმოყრილია განსაკუთრებული ნერვული უჯრედები, რომელთა გაღიზიანებას მამაკაცი სიამოვნების შეგრძნებამდე და ეაკულაციამდე მიჰყავს.

მამაკაცის სასქესო სისტემა გაცილებით მარტივია, ვიდრე ქალისა, რამდენადაც მამაკაცის სასქესო ფუნქცია განაყოფიერებით მთავრდება, ნაყოფის ჩასახვა, განვითარება და მომწიფება კი ქალის ორგანიზმში ხდება.

სქესობრვი მომწიფების პერიოდები

სქესობრივი მომწიფება გარდამავალი პერიოდია ბავშვობასა და მოწიფულობას შორის. იგი ჩვეულებრივ 3-5 წელი გრძელდება. ამ პერიოდში მკვეთრად ძლიერდება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედება. ისინი გამოიმუშავებენ ჰორმონებს - ნივთიერებებს, რომლებიც სისხლში ხვდებიან და განსაზღვრულ ზემოქმედებას ახდენენ ქსოვილებსა და ორგანოებზე, იწვევენ მათ დაჩქარებულ ზრდა-განვითარებას. ბიჭებში სქესობრივი მომწიფების სამ პერიოდს განასხვავებენ:

I პერიოდი - 12-დან 14 წლამდე - ხასიათდება სხეულის გაძლიერებული ზრდით, გარეთა სასქესო ორგანოების ზომების მომატებით, ბოქვენის მიდამოში თმოვანი საფარველის გაჩენით;

II პერიოდი, 14-16 წელი - იცვლება ხმის ტემბრი, ჩნდება თმები იღლიის ქვეშ, ვითარდება პოლუციები;

III პერიოდში უხეშდება სახის ნაკვთები, ხმა წმინდა მამაკაცური ხდება, იზრდება კუნთების ძალა, ხდება მამაკაცური ტიპის ორგანიზმის ჩამოყალიბება. ამ პერიოდისთვის (დაახლოებით 16 წლის ასაკში) სათესლე სითხე - სპერმა - სრულყოფილი და განაყოფიერებისუნარიანი ხდება.

50 წლიდან სათესლე სითხის გამომუშავება ნელდება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მთლიანად არ წყდება და სპერმა ღრმა სიბერემდე ინარჩუნებს განაყოფიერების უნარს.

სქესობრივი მომწიფების პერიოდში, უმეტესად 14-15 წლის ასაკში, ბიჭებს ძუძუსთავები უშუპდებათ და სტკივათ. ეს ფიზიოლოგიური მოვლენაა.

სქესობრივი მომწიფების პერიოდი საშუალოდ 16-17 წლამდე გრძელდება. სხეულის აგებულება თანდათან პროპორციული ხდება და შეესაბამება მოზრდილი მამაკაცის აგებულებას.

უკანასკნელ ხანს მრავალ ქვეყანაში შეინიშნება სქესობრივი მომწიფების ტემპის დაჩქარება, რაც ზოგად აქსელერაციას უკავშირდება. ცნობილია ნაადრევი სქესობრივი მომწიფებაც, როცა მეორეული სასქესო ნიშნები ჩნდება 10-11 წლამდე. თუ ეს ნიშნები 15-16 წლამდე არ გამოვლინდა, სახეზეა განვითარების შეკავება, რომელიც კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მამაკაცის ორგანიზმის თავისებურებანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის ორგანიზმის თავისებურებანი

სიბერის თანამდევია ანდროპაუზა. თითოეულ მათგანს განსაზღვრული ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები ახასიათებს, რომლებიც მამაკაცის სასქესო ორგანოთა სისტემის ფუნქციობით არის განპირობებული.

სასქესო სისტემის აგებულება - მამაკაცის სასქესო ორგანოები შინაგან და გარეგან ნაწილებად იყოფა. გარეგანია სასქესო ორგანო და სათესლე პარკი, შინაგანი კი სათესლე ჯირკვლები, მათი დანამატები, თესლგამომტანი სადინარი, სათესლე ბუშტუკები, წინამდებარე ჯირკვალი (პროსტატა) და შარდსადენი მილი (ურეთრა).

სათესლე ჯირკვლები პატარა, ქათმის კვერცხისოდენა წყვილი ორგანოა, რომლებიც შორისის არეში, პატარა კანკუნთოვან მილში მდებარეობს. სწორედ მათში გამომუშავდება სპერმატოზოიდები და მამაკაცის სასქესო ჰორმონები. სათესლეების დანამატიდან გამოდის თესლგამომტანი სადინარი, რომელიც სისხლძარღვებისა და ნერვების თანხლებით მიემართება ზემოთ, სცილდება სათესლე პარკს, საზარდულს და მისი გავლით შედის მენჯის ღრუში - სწორ ნაწლავსა და შარდის ბუშტს შორის.

წინამდებარე ჯირკვალი იმ ადგილას მდებარეობს, სადაც მამაკაცის სასქესო და საშარდე გზები ერთვის ერთმანეთს. პროსტატას მამაკაცის სასქესო აპარატის ნორმალური მოქმედებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ფორმითა და ზომით ეს ჯირკვალი წაბლს წააგავს. იგი გამოიმუშავებს თავისებურ სეკრეტს, რომელიც ხელს უწყობს თესლის გათხელებას და ააქტიურებს სპერმატოზოიდების მოძრაობას.

მამაკაცის შარდსადენი, ურეთრა, ლორწოვანი და კუნთოვანი გარსებისგან შედგება. მას ერთი თავისებურება ახასიათებს: იგი არა მხოლოდ შარდის, არამედ სპერმატოზოიდების შემცველი სითხის - სპერმის გამომტანიც არის. მისი სიგრძე ინდივიდუალურია - საშუალოდ 18-23 სმ-ს აღწევს. იგი შარდის ბუშტის ყელიდან იწყება და ასოს თავზე შარდსადენის გარეთა ხვრელით მთავრდება.

მამაკაცის ურეთრა სამი ნაწილისგან შედგება, რომელთაც სხვადასხვა ფიზიოლოგიური დატვირთვა აქვთ. ყველაზე მეტად აღსანიშნავია შარდსადენის წინამდებარე ჯირკვლის უბანი, სადაც ერთმანეთს სასქესო ასო და საშარდე გზები კვეთს - წინამდებარე ნაწილში იხსნება როგორც შარდის, ისე სპერმისა და პროსტატის სეკრეტის გამომტანი სადინარები.

სასქესო ასო სამი მღვიმოვანი სხეულისგან შედგება. მღვიმოვანი სხეულები სისხლძარღვებით უხვად არის გაჯერებული. სასქესო ასოს თავის არეში კანი ქმნის ნაოჭს - ჩუჩას, რომლის შიდა ფურცელი კანში გადადის. ჩუჩის შიდა ფურცლის სისქეში უხვად არის განლაგებული განსაკუთრებული ჯირკვლები. ისინი სპეციფიკურ სითხეს გამოიმუშავებენ, რომელიც ჰიგიენის დაუცველობის პირობებში სერიოზული დაავადების მიზეზად იქცევა. თავად ასოს თავში, ჩუჩაში და ნაწილობრივ სასქესო ორგანოს სხეულში თავმოყრილია განსაკუთრებული ნერვული უჯრედები, რომელთა გაღიზიანებას მამაკაცი სიამოვნების შეგრძნებამდე და ეაკულაციამდე მიჰყავს.

მამაკაცის სასქესო სისტემა გაცილებით მარტივია, ვიდრე ქალისა, რამდენადაც მამაკაცის სასქესო ფუნქცია განაყოფიერებით მთავრდება, ნაყოფის ჩასახვა, განვითარება და მომწიფება კი ქალის ორგანიზმში ხდება.

სქესობრვი მომწიფების პერიოდები

სქესობრივი მომწიფება გარდამავალი პერიოდია ბავშვობასა და მოწიფულობას შორის. იგი ჩვეულებრივ 3-5 წელი გრძელდება. ამ პერიოდში მკვეთრად ძლიერდება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედება. ისინი გამოიმუშავებენ ჰორმონებს - ნივთიერებებს, რომლებიც სისხლში ხვდებიან და განსაზღვრულ ზემოქმედებას ახდენენ ქსოვილებსა და ორგანოებზე, იწვევენ მათ დაჩქარებულ ზრდა-განვითარებას. ბიჭებში სქესობრივი მომწიფების სამ პერიოდს განასხვავებენ:

I პერიოდი - 12-დან 14 წლამდე - ხასიათდება სხეულის გაძლიერებული ზრდით, გარეთა სასქესო ორგანოების ზომების მომატებით, ბოქვენის მიდამოში თმოვანი საფარველის გაჩენით;

II პერიოდი, 14-16 წელი - იცვლება ხმის ტემბრი, ჩნდება თმები იღლიის ქვეშ, ვითარდება პოლუციები;

III პერიოდში უხეშდება სახის ნაკვთები, ხმა წმინდა მამაკაცური ხდება, იზრდება კუნთების ძალა, ხდება მამაკაცური ტიპის ორგანიზმის ჩამოყალიბება. ამ პერიოდისთვის (დაახლოებით 16 წლის ასაკში) სათესლე სითხე - სპერმა - სრულყოფილი და განაყოფიერებისუნარიანი ხდება.

50 წლიდან სათესლე სითხის გამომუშავება ნელდება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მთლიანად არ წყდება და სპერმა ღრმა სიბერემდე ინარჩუნებს განაყოფიერების უნარს.

სქესობრივი მომწიფების პერიოდში, უმეტესად 14-15 წლის ასაკში, ბიჭებს ძუძუსთავები უშუპდებათ და სტკივათ. ეს ფიზიოლოგიური მოვლენაა.

სქესობრივი მომწიფების პერიოდი საშუალოდ 16-17 წლამდე გრძელდება. სხეულის აგებულება თანდათან პროპორციული ხდება და შეესაბამება მოზრდილი მამაკაცის აგებულებას.

უკანასკნელ ხანს მრავალ ქვეყანაში შეინიშნება სქესობრივი მომწიფების ტემპის დაჩქარება, რაც ზოგად აქსელერაციას უკავშირდება. ცნობილია ნაადრევი სქესობრივი მომწიფებაც, როცა მეორეული სასქესო ნიშნები ჩნდება 10-11 წლამდე. თუ ეს ნიშნები 15-16 წლამდე არ გამოვლინდა, სახეზეა განვითარების შეკავება, რომელიც კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.


სასქესო ჰორმონები

სქესობივი მომწიფების პერიოდში მეორეული სასქესო ნიშნების განვითარება სასქესო ჰორმონთა გავლენით ხდება. მათ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები გამოიმუშავებენ, ხოლო რეგულაცია ცენტრალური ნერვული სისტემის მეშვეობით ხორციელდება.

მამაკაცის სასქესო ჰორმონებს ანდროგენები ეწოდება. ცნობილია ორი სახის ანდროგენი: ტესტოსტერონი და ანდროსტერონი.

მამაკაცის სასქესო ჰორმონებს მიეკუთვნება გონადოტროპული ჰორმონებიც. მამაკაცის ორგანიზმში მცირე რაოდენობით გამომუშავდება ასევე ქალის სასქესო ჰორმონები - ესტროგენები.

ტესტოსტერონი ყველაზე აქტიური და მამაკაცური ჰორმონია, რომლის გამომუშავებასაც ადრეულ ასაკში იწყებენ თირკმელზედა ჯირკვლები, სქესობრივი სიმწიფის ხანაში კი მის წარმოებას სათესლე ჯირკვლები, კერძოდ, მათში არსებული ლეიდიგის უჯრედები განაგრძობენ. ტესტოსტერონის სინთეზს ორგანიზმში დღეღამური რიტმული ცვალებადობა ახასიათებს. მაქსიმალური ოდენობით ის საღამოს 20 საათისთვის გამომუშავდება, ხოლო მინიმალური ოდენობით - დილის 7 საათზე.

ბავშვობის ასაკში ტესტოსტერონი ანდროსტერონთან ერთად უზრუნველყოფს გარეთა სასქესო ორგანოების ფორმირებას, გარდატეხის ასაკში კი მათი გავლენით მეორეული სასქესო ნიშნები ყალიბდება. ტესტოსტერონზეა დამოკიდებული აგრეთვე ლიბიდო (სქესობრივი ლტოლვა) და ერექციის ხარისხი. მისი გავლენით მამაკაცს უყალიბდება სქესის ფსიქოლოგიური შეგრძნება. სქესობრივ სფეროსთან ერთად იგი ასტიმულირებს ძვლის ტვინის, ცხიმისა და საოფლე ჯირკვლების მოქმედებას. გარკვეულწილად გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზეც - საგრძნობლად აუმჯობესებს განწყობილებას.

ანდროსტერონი მეორეხარისხოვანი ანდროგენია, იგი გაცილებით სუსტია, ვიდრე ტესტოსტერონი. მისი მთავარი ფუნქცია ტესტოსტერონის სინთეზის გააქტიურება და მხარდაჭერაა. ამასთანავე, აუმჯობესებს სქესობრივი ლტოლვის ფორმირებას და ერექციულ ფუნქციას.

მამაკაცის სასქესო ჰორმონთა სინთეზსა და ფუნქციებს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ჰიპოფიზის წინა წილის მიერ გამომუშავებული გონადოტროპული - ფოლიკულმასტიმულირებელი და მალუთეინიზებელი - ჰორმონები. ფოლიკულმასტიმულებელ ჰორმონს სასქესო უჯრედების - სპერმატოზოიდების მომწიფებისა და ზრდის კონტროლი ავალიათ. მამაკაცის ორგანიზმში ეს ჰორმონი უწყვეტად და თანაბარზომიერად გამომუშავდება, ქალებში კი მის სინთეზს ციკლური ხასიათი აქვს.

რაც შეეხება მალუთეინიზებელ ჰორმონს, მისი გავლენით მამაკაცის ორგანიზმში ჩქარდება წინამდებარე ჯირკვლისა და სპერმატოგენული მილების განვითარება, რეგულირდება სასქესო უჯრედების წარმოქმნა და მომწიფება. ისინი ასტიმულირებენ ტესტოსტერონის სინთეზსაც.

მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის ხარისხი უშუალოდ არის დამოკიდებული მის ორგანიზმში სასქესო ჰორმონთა კონცენტრაციასა და სინთეზზე, ამიტომ ჰორმონთა კონცენტრაციის ნორმიდან სულ მცირე გადახრის შემთხვევაშიც კი ჰორმონული ფონის დროული და სრულფასოვანი კორექციაა საჭირო.

თმოვანი საფარველი

სქესობრივი მომწიფების დაწყება თანხვდება ტანის თმოვანი საფარველის გამოხატულ დიფერენციაციას, რომელიც სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე გოგონებსა და ბიჭებს შორის უმნიშვნელოდ არის განსხვავებული. ქალებსა და მამაკაცებს თმიანობა უფრო მნიშვნელოვნად აქვთ გამოხატული ბოქვენის, იღლიისქვეშა, წვივებისა და წინამხრის მიდამოში.

თმიანობის ფორმა ქალებსა და მამაკაცებში არსებითად განსხვავდება. ქალში მას საზღვარი აქვს, მამაკაცებს კი თმიანობა შესაძლოა მთელ მუცელზე, ზურგსა და მკერდზე ჰქონდეთ. იმ შემთხვევაში, თუ ქალისა და მამაკაცის თმიანობის ტიპებს შორის საზღვარი დაირღვა, სპეციალისტები სასქესო ჯირკვლების მოქმედების დარღვევაზე მიუთითებენ.

მამაკაცებს თმიანობა უფრო მეტად აქვთ გამოხატული წვივებსა და წინამხარზე; მხოლოდ კაცებს ეზრდებათ წვერი და ულვაში. მამაკაცის თმიანობასა და მის სქესობრივ პოტენციას შორის არავითარი კავშირი არ არსებობს. ხშირად ტანზე მცირეთმიანი მამაკაცები უფრო მეტ პოტენციას ამჟღავნებენ, ვიდრე ისინი, ვისაც სხეულზე უხვი საფარი აქვს.

ანდროპაუზა

ანდროპაუზა მამაკაცთა ერთგვარი კლიმაქსია, ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ასახავს მამაკაცის ორგანიზმში, მის ენდოკრინულ სისტემაში მიმდინარე ასაკობრივ-ჰორმონულ ძვრებს, რასაც სასქესო ჯირკვლების ფუნქციათა თანდათანობითი შესუსტება სდევს თან.

ანდროპაუზის დროს სასქესო უჯრედების მიერ გამომუშავებული ტესტოსტერონის რაოდენობა საგრძნობლად მცირდება, სათესლეთა ფუნქციების დაქვეითების პარალელურად თირკმელზედა ჯირკვლებიც ამცირებენ ანდროგენების გამოყოფას, რის შედეგადაც ჯერ სუსტდება, ბოლოს კი საერთოდ ქრება მამაკაცის ერექციული ფუნქცია, იკლებს ლიბიდო და მამაკაცი სქესობრივი ცხოვრებისთვის უუნარო ხდება.

განასხვავებენ ადრეულ ანდროპაუზას - 45 წლამდე, ჩვეულებრივს - 46-დან 60 წლამდე - და გვიანს - 60 წლის შემდეგ.