/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რა უნდა ეცვას მამაკაცს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ეცვას მამაკაცს

ის ნივთებიც კი, რომლებიც თავის დროზე ძალიან მოგვწონდა და გვიზიდავდა, დროთა განმავლობაში ჩვეული და ყოველდღიური ხდება, აღარ მოგვწონს და აღარც მოდურად მიგვაჩნია.

მაინც რა არის მოდა?

მოდას უწოდებენ ამა თუ იმ პერიოდში არსებულ საყოველთაოდ მიღებულ დამოკიდებულებას კულტურის გარეგნული ფორმების: ავტომობილების, ქცევის, საუბრის მანერის, ცხოვრების სტილისა თუ სამოსის მიმართ. ვიწო მნიშვნელობით კი მოდა, ჩვეულებრივ, ტანსაცმელს გულისხმობს.

ადამიანის სხეული, შეიძლება ითქვას, არის ნიადაგი მოდის სტილიზაციისთვის და ყოველი ეპოქა ქმნის ადამიანის სხეულის საკუთარ ესთეტიკურ იდეალს. ტანსაცმელი ხაზს უსვამს ან ფარავს სხეულის ზოგიერთ ნაწილს ისე, რომ მას თანამედროვე იდეალთან აახლოებს.

მოდის საშუალებით ადამიანი ცდილობს შეეხამოს, შეერწყას გარემომცველ სამყაროს, იყოს საზოგადოების ნაწილი და ამავე დროს რაღაცით განსხვავდებოდეს, გამოირჩეოდეს საზოგადოებისგან.

ზოგიერთის შეხედულება, რომ საკმარისია, მამაკაცის ტანსაცმელი უბრალოდ სუფთა და გაუთოებული იყოს, საფუძველშივე მცდარია. თანამედროვე ცხოვრება, განსაკუთრებით - დიდ ქალაქებში, მამაკაცის გარდერობს არანაკლებ მკაცრ მოთხოვნებს უყენებს, ვიდრე ქალისას. ადამიანს პირველი შეხვედრისას ხშირად ჩაცმულობით უფრო აფასებენ, ვიდრე ჭკუა-გონებით. გამონაკლისი არც მამაკაცის შეფასების კრიტერიუმებია.

ძველმოდური კოსტიუმი, ფორმაშეცვლილი განიერი მაისური და ლაქა ქალზე ისევე მოქმედებს, როგორც ხარზე - წითელი ნაჭერი. მამაკაცს, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, გარდერობში უნდა ჰქონდეს საქმიანი კოსტიუმიც, ყოველდღიური და სპორტული სამოსიც. ჰალსტუხები, ფეხსაცმელები, ქამრები და წინდები ასევე მნიშვნელოვანია. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს ხარისხიანი, პრაქტიკული და მოდური.

მამაკაცისთვის ტანსაცმლის შერჩევა ერთგვარ გამოცდასაც წარმოადგენს. მას არ შეუძლია, საკუთარ თავს შორიდან შეხედოს და განსაზღვროს, უხდება თუ არა ესა თუ ის პერანგი, რადგან მამაკაცებს, საზოგადოდ, წვრილმანებში გარკვევა უჭირთ. მოდის ბრმად მიმდევრობა იმას ნიშნავს, რომ პიროვნებას საკუთარი სტილი არ გააჩნია, თუმცა სტილიც არის და სტილიც. გასული ათწლეულების სამოსის ელემენტები თანამედროვე მამაკაცის გარდერობში, მინიმუმ, უადგილო იქნება. თანამედროვე მამაკაცი მოდის უკანასკნელ ტენდენციებს უნდა იცნობდეს და შეეძლოს, ისინი საკუთარ სტილს მოარგოს.

მამაკაცის ჩაცმულობის ერთ-ერთი პოპულარული სტილი კლასიკურია. კლასიკურ სტილს აქვს მოთხოვნათა ვრცელი ნუსხა, რომელიც იწყება ჰალსტუხის სიგანით და მთავრდება თასმების ფერით. ამ წვრილმანებში გასარკვევად მამაკაცს შესაძლოა პროფესიონალების დახმარება დასჭირდეს - ისინი იცნობენ თანამედროვე მოდის ყველა ტენდენციას.

არსებობს კიდევ ერთი საკმაოდ პოპულარული სტილი, რომელსაც casual style ეწოდება. ეს არის პრაქტიკული მოდა და მოიცავს ყველაფერს, რაც ყოველდღიურად შეიძლება ჩავიცვათ: მაისურებს, ჯინსებს, ქურთუკებს, ფეხსაცმელებს, სვიტერებს. ასეთ სტილს ამჯობინებენ სტუდენტები, დემოკრატიული კომპანიების თანამშრომლები.

თუ მამაკაცის მოდის წლევანდელ ტენდენციებზე ვისაუბრებთ, მისი ლაიტმოტივია კლასიკა, თავშეკავებული ელეგანტურობა, სტილი casual .

ამ სეზონზე მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ მოხერხებულ, კლასიკურ მოდელებს, თავისუფალ თარგს, მშვიდ ფერებს: შავს, თეთრს, რუხს, კრემისფერს, ყავისფერს. უარს ამბობენ გლამურულ ელემენტებზე. წლევანდელი შემოდგომა-ზამთრის ზედა ტანსაცმლის ლიდერია კლასიკური პალტო. აქტუალური იქნება წელზე მომდგარი კოსტიუმებიც.

სამოსის არჩევისას შეიძლება თავს ფანტაზიის უფლება მივცეთ - ეს გემოვნების ამბავია, მაგრამ ჯობს გავითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტიც: ფასი და ხარისხი ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს, ხოლო თავად ნივთი - ჩვენს სტილს. მოდური მამაკაცის გარდერობში წვრილმანები არ არსებობს. მისი იმიჯი თავიდან ფეხებამდე გააზრებული უნდა იყოს. ადამიანისთვის, რომელიც დროის დიდ ნაწილს სამსახურში ატარებს, გარდერობის არჩევა საკმაოდ პრობლემურია. უბრალოდ, ტანსაცმელზე ფიქრის დრო აღარც კი რჩება და იცვამს ყველაფერს, რაც ხელში მოხვდება. ასეთ ადამიანებს სტილისტის დახმარება სჭირდებათ.

სტილისტი შეგირჩევთ ჩაცმის მანერას, გასწავლით ტანსაცმლის მოვლას, დაგეხმარებათ სასურველი და თქვენთვის შესაფერისი ნივთის შეძენაში იქ, სადაც არჩევანის საშუალებაც არის და ფასიც ხელმისაწვდომია.

გასაკვირი არ არის, რომ სტილისტები უმეტესად მანდილოსნები არიან - ქალის მახვილ თვალს არაფრით გამოეპარება ტანსაცმლის ღირსებები თუ ნაკლოვანებები. მამაკაცებს, ქალებისგან განსხვავებით, ტანსაცმლის მაღაზიებში სიარული არ უყვართ. საბედნიეროდ, დღეს არსებობს სამოსის შეძენის უფრო მარტივი და მოხერხებული გზა. ეს არის ინტერნეტმაღაზია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სწრაფად შევარჩიოთ სასურველი ნივთი მდიდარი ასორტიმენტიდან.