როგორ მოვუაროთ კანს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ კანს

დაბანილ სახეზე დაიდეთ და 2-3 წუთს გაიჩერეთ. კომპრესი დღეგამოშვებით გაიკეთეთ. მოიხსნით თუ არა, სახე მაშინვე დაიბანეთ ცივი წყლით. კიდევ ერთი რჩევა: სახე და ყელი ყოველდღიურად გაიწმი-ნდეთ ბამბის ბურთულით, რომელიც დასველებულია ოთახის ტემპერატურის მარილიან წყალში (1/2 ჩაის კოვზი ერთ ჭიქაზე). შემდეგ ამავე ხსნარში დაასველეთ სელის პირსახოცი ან ჩაის ტილო, ხელები ბოლოებში წაავლეთ და რამდენიმე წამს ნაზად ირტყით ღაბაბზე.

ვარჯიშები შეშუპებისა და ნაოჭების საწინააღმდეგოდ

  • დაჯექით სკამზე და წელში გაიმართეთ. თვალები ფართოდ გაახილეთ, იყურეთ პირდაპირ, ნელა დაითვალეთ რვამდე, შემდეგ თვალები დახუჭეთ და მოეშვით.
  • იყურეთ პირდაპირ. თვალებს მეტისმეტად ფართოდ ნუ გაახელთ. თავის მდებარეობის შეუცვლელად გადაიტანეთ მზერა მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით, შემდეგ მარცხნივ ზევით, მარჯვნივ ქვევით, მარჯვნივ ზევით, მარცხნივ ქვევით. ვარჯიში გაიმეორეთ 2-4-ჯერ.
  • თვალები მაგრად დახუჭეთ, დაითვალეთ ხუთამდე და გაახილეთ.
  • დაჯექით სარკის წინ. თავი დახარეთ. უყურეთ საკუთარ ანარეკლს. ნელ-ნელა დახუჭეთ თვალები, ვიდრე ქუთუთოებს შორის ძალიან პატარა ნაპრალი არ დარჩება და შეეცადეთ, ქვედა ქუთუთოები ოდნავ ასწი-ოთ. თვალები დახუჭეთ და მოეშვით. გაიმეორეთ ორ-სამჯერ.
  • თვალებზე ქვემოდან მიიჭირეთ სამი თითის წვერი. დახუჭეთ თვალები და ნელა დაითვალეთ ოთხამდე. ეცადეთ, ამ დროს კანი არ გაჭიმოთ. გადალახეთ თითების წინააღმდეგობა (იგი ნელ-ნელა უნდა მოადუ-ნოთ). გაიმეორეთ ორ-სამჯერ.
  • თითის წვერები წარბის გარეთა კიდეებზე მიიჭირეთ და თითების წინააღმდეგობის გადალახვით ნელ-ნელა დახუჭეთ თვალები. ნელა დაითვალეთ ექვსამდე, თითები აიღეთ და მოეშვით. გაიმეორეთ ორ-სამჯერ.
  • დაჯექით, იდაყვებით მაგიდას დაეყრდენით, ხელისგულებით მიაწექით ყვრიმალებს და ათამდე დაითვალეთ, შემდეგ ზეწოლა მოადუნეთ და ხელები აიღეთ.
  • გაიმეორეთ იგივე მოძრაობა, რაც წინა ვარჯიშში, ოღონდ ხელისგულებით ამჯერად საფეთქლებს მიაწექით.

ვარჯიშები პირისა და ღაბაბისთვის

  • ტუჩები ნელა გამოსწიეთ წინ, მაგრად მოკუმეთ, დაითვალეთ 12-მდე და ტუჩები ნელა მოჭიმეთ ცენტრი-სკენ. შემდეგ ასე მოკუმული ტუჩები სამ-სამჯერ გადააადგილეთ ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ. მოე-შვით და დაძაბულობის მოსახსნელად სახეზე ხელები გადაისვით.
  • წარმოთქვით გრძელი "ა-ა". ტუჩები არ მოკუმოთ. დარჩით ასე, დაითვალეთ ათამდე და მოეშვით. გაიმეორეთ დღეში 3-ჯერ.
  • მჭიდროდ მოკუმეთ ყბები, დაჭიმეთ ქვედა ტუჩი და ათამდე დაითვალეთ. მოეშვით. ამის შემდეგ სცადეთ, ერთდროულად ორივე ტუჩი დაჭიმოთ.
  • უსტვინეთ 10 წამის განმავლობაში, ისე, რომ ტუჩის კუთხეები მჭიდროდ მიებჯინოს კბილებს, შემდეგ ლოყები გაბერეთ, პირი მოკუმეთ და სცადეთ, ჰაერი წრიულად - მარცხენა ლოყიდან ზედა ტუჩის გავლით მარჯვენა ლოყისკენ და ქვედა ტუჩის გავლით მარცხენა ლოყისკენ გადააადგილოთ. ახლა თავი ოდნავ უკან გადააგდეთ და ნელა ამოუშვით ჰაერი, თითქოს ბუმბულს უბერავთ. გაიმეორეთ 2-3-ჯერ.
  • იდაყვებით მაგიდას დაეყრდენით, ყბები მაგრად მოკუმეთ, ტუჩები ბეჭედივით მოამრგვალეთ და მოხრილი თითები სახის ორივე მხარეს ყბების გასწვრივ ქვევიდან ზევით გადაიტარეთ, თან მსუბუქად დააწექით დაჭიმულ კუნთებს. შემდეგ თითები ასეთნაირადვე გადააადგილეთ პირისკენ. ამის შემდეგ ხელისგულები ლოყებზე მიიჭირეთ და 15-მდე დაითვალეთ. მოეშვით. ხელისგულები მსუბუქად ირტყით სახესა და ყელზე.

შედეგს უფრო მალე დაინახავთ, თუ 1-ელ, მე-2 და მე-3 ვარჯიშს წყალში - აბაზანაში ან აუზში - ჩაატა-რებთ. შეგიძლიათ, ფართო ჭურჭელში ჩაასხათ ადუღებული წყალი, ჩაამატოთ მცირე რაოდენობით ჩაის ნაყენი, ორკბილას, ქრისტესისხლას, გვირილის, ასკილის ნახარში ან ნაყენი. ჩაყოთ სახის ქვედა ნაწილი და ისე ივარჯიშოთ.

გაითვალისწინეთ:

  • მიწისფერი, მონაცრისფრო კანი ნაწლავთა არარეგულარულ მოქმედებაზე ან თირკმელების პათოლოგიაზე მიანიშნებს.
  • ლიმონისფერიდან მომწვანოსკენ გარდამავალი ფერი ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, კუჭის ან ელენთის დაავადებაზე მეტყველებს. მეტისმეტად ხომ არ ეტანებით ალკოჰოლს, ნოყიერ და ცხარე საკვებს?
  • გადაჭარბებული სიფითრე, ლურჯი ჩრდილები თვალებს ქვემოთ და ტუჩ-ცხვირის სამკუთხედის მიდა-მოში ახასიათებს ანემიას, სასუნთქი სისტემისა და გულის დაავადებებს, აგრეთვე - გამოუძინებლობას, გადაღლას და ნერვულ გადაძაბვას.
  • წითელი, თითქოს სისხლით გადავსებული სახე აქვთ ჰიპერტონიით დაავადებულებს.