თითქმის ისევე, როგორც სალონში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თითქმის ისევე, როგორც სალონში

ახალ წლამდე რამდენიმე კვირაა, ესე იგი, რამდენიმე უქმე. შაბათი საღამო იდეალური დროა კოსმეტიკური პროცედურებისთვის. ასე რომ, დავიწყოთ...

პროცესი თავისებურ რიტუალად გადააქციეთ: ჩაიცვით მოხერხებული სამოსი (მაგალითად, სააბაზანო ხალათი), გამორთეთ ტელეფონი, ჩართეთ საყვარელი მელოდია. სანამ აბაზანა წყლით აივსება, მოამზადეთ ყველა საჭირო ნივთი: სქრაბი, კრემი, ლოსიონი, კოსმეტიკური ხელსახლცები და ბამბის დისკოები. მოიმარაგეთ ტანის ზეთიც. გირჩევთ, საამისოდ ზეითუნის ან ნუშის ზეთი გამოიყენოთ - ერთიცა და მეორეც აახალგაზრდავებს კანს, ხელს უწყობს ეპიდერმისის აღდგენას და არ იწვევს ალერგიას. გარდა ამისა, დაგჭირდებათ ღრმა და ფართო თასი და დიდი ფუმფულა პირსახოცი.

ყველაფერი მზად გაქვთ? მაშ, საქმეს მივხედოთ.

თავდაპირველად კარგად დაიორთქლეთ სახის კანი.

  • ორთქლის აბაზანა: ჩაასხით თასში 1 ლ მდუღარე წყალი, მოიშორეთ მაკიაჟი, თავსა და თასზე გადაიფარეთ პირსახოცი და 10 წუთი გააჩერეთ სახე ორთქლში. კანის ტიპის მიხედვით, აბაზანის ზემოქმედება შეიძლება გააძლიეროთ სხვადასახვა დანამატით. მშრალი კანისთვის რეკომენდებულია გვირილით დაორთქვლა, ხოლო ცხიმიანისთვის კრაზანა ჯობს.

ორთქლის აბაზანის შემდეგ კანი ნახევარი საათით დაასვენეთ, ამ ხნის განმავლობაში კი ნიღაბი მოამზადეთ.

ძალზე ეფექტურია შვრიის ფანტელის ნიღაბი:

  • ყავის საფქვავში დაფქვით 3 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი, ფხვნილი ჩაყარეთ ფაიფურის ან მინის ფინჯანში, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ცოტაოდენი წყალი, კარგად აურიეთ. ნარევი კონსისტენციით სქელი არაჟნის მსგავსი უნდა იყოს. დაიდეთ სახეზე 10 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ზღვის მარილის აბაზანა მხოლოდ კანს კი არ უხდება, არამედ ორგანიზმის გაკაჟებასაც უწყობს ხელს. წყლის ტემპერატურამ არ უნდა გადააჭარბოს 37 გრადუსს. მარილიანი აბაზანა 5-დან 20 წუთამდე უნდა გაგრძელდეს.

პროცედურის შემდეგ წაისვით სხეულზე კრემი ან მსუბუქად დაიზილეთ ზეითუნის ან ნუშის ზეთით. სასარგებლოა ფინჯანი ჩაის დალევაც.

ცელულიტს ებრძვით? დაუმატეთ აბაზანას გრეიპფრუტისა და წითელი ფორთოხლის ზეთი: ჩააწვეთეთ 100 მლ რძეში 10-10 წვეთი ზეთი, კარგად აურიეთ და ჩაასხით წყალში.

თუ იდაყვებზე კანი გაგიუხეშდათ, ჩაიტარეთ ყავის პილინგი:

  • 2 სუფრის კოვზ დაფქული ყავას დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, აურიეთ, წრიული მოძრაობებით ფრთხილად გაიწმინდეთ იდაყვები ამ ნარევით და ჩამოიბანეთ წყლით. შემდეგ პრობლემურ ზონაზე წაისვით კრემი ან გაიკეთეთ რძის კომპრესები: ჩაასხით ფინჯანში ცხიმიანი რძე, დაასველეთ მასში კოსმეტიკური ფირფიტები და 10 წუთით დაიფინეთ იდაყვებზე.